მათი ლოცვის დასტურად ზეციდან უცნაური ხმა გაისმა
მათი ლოცვის დასტურად ზეციდან უცნაური ხმა გაისმა
დავით და კონსტანტინე არგვეთის მთავრები
საქართველოს, ქრისტეს ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევარ ერს უამრავი მტერი ჰყავდა და ჰყავს. თუმცა, მრავალი სიძნელის მიუხედავად, გამარჯვება ქართველ ხალხს, სიწმინდის პატარა საუნჯეს - საქართველოს რჩებოდა.

ძნელბედობის ჟამი ბერძენთა მეფის ჰერაკლეს მეფობისას - 610-641 წლებშიც დაუდგათ ქართველთ...

პარსთა მეფემ, ხოსრომ, იერუსალიმის წმინდა ქალაქისკენ გაილაშქრა. დაატყვევეს და დახოცეს უამრავი ბერ-მონაზონი, მღვდელი თუ დიაკვანი, წარიტაცეს ძელი ცხოვრებისა, რომელზეც ჯვარს ეცვა მაცხოვარი ჩვენი, "რათა აღესრულოს სიტყუა იგი მახარებლისა "ვითარმედ არა დაშთეს ქუა ქუასა ზედა, ვიდრემდის არა ყოველი დაირღუესა".

ბერძენთა ღვთისმსახურმა მეფემ, უფლის ბრძანებით, სპარსელების წინააღმდეგ გაილაშქრა (622 წელს), შევიდა "ქუეყანასა კომანთასა" (623 წელს), ყივჩაღთა მეფეს საკუთარი ასული მისცა ცოლად და სპარსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება სთხოვა. მოკლეს სპარსეთის მეფე და ააოხრეს მთელი ქვეყანა, დაიბრუნეს ძელი ცხოვრებისა და ზაქარია მამამთავარი წამოიყვანეს იერუსალიმს (629 წელს). ძელი ცხოვრების ნაწილმა იერუსალიმში დაივანა, ნაწილი კი კონსტანტინოპოლში გადაასვენეს.

ეგვიპტის ურწმუნო მეფე მუჰამედი მიეგება მეფე ჰერაკლეს და დიდი ძღვენი მიართვა, რადგან საკმაოდ მდიდარი იყო. მეფეს სთხოვა, მიეცა მისთვის ტერიტორია, სადაც თავის სამწყსოს დაასახლებდა (იგი არაბთა მთავრად ითვლებოდა). მეფემ უბოძა მას "ველნი და მთანი ქუეყანასა სინისასა, რომელ არს მახლობელ არაბეთისა", ხოლო თვითონ საბერძნეთში დაბრუნდა. მის აღსასრულებამდე ქვეყანაში მშვიდობა სუფევდა.

უსჯულო მუჰამედმა გარდაცვალების შემდეგ ქვეყანა თავისზე უფრო ბოროტსა და უკეთურს, თავის დისშვილ მურვან ყრუს დაუტოვა. ახალმა მეფემ, რაწამს სპარსეთისა და არაბეთის მთავრობა ხელში ჩაიგდო, გაილაშქრა და დაიპყრო საბერძნეთი, მივიდა სომხეთამდე და სამცხეს დაბანაკდა...

დავითი და კონსტანტინე ტომით ქართველები, არგვეთის მთავრები და დიდებულები იყვნენ, ხორცით უბიწონი, ძველი და ახალი აღთქმის მცოდნენი. მათ შორის უფროსი დავითი ყოფილა: "ჰაეროვან და სპეტაკ ხორცითა, მოწაბლე თმითა, მშვენიერ გუამითა და ხშირ წვერითა". კონსტანტინე, ძმისგან განსხვავებით, წვერს არ ატარებდა.

როცა წარმართთა სამცხემდე მისვლა შეიტყვეს, ძმებმა შეკრიბეს ლაშქარი და უფალს შემწეობა სთხოვეს, ერს კი გაძლიერებული ლოცვა დაუწესეს. ურწმუნო მეფის გამოგზავნილ ნარჩევ მეომრებს წინ აღუდგნენ და გამარჯვება მოიპოვეს.

განრისხებულმა მურვან ყრუმ ურიცხვი ლაშქარი შეკრიბა. ურჯულოებმა ყველაფერი მოაოხრეს და დავითი და კონსტანტინე ტყვედ ჩაიგდეს.

ტყვეები მურვან ყრუს წარუდგინეს, რომელმაც შებორკილ ქრისტიანებს დაცინვა დაუწყო. მათ კი უშიშრად გასცეს პასუხი მწვალებელ მეფეს: "სიცილი და ქადილი შენი ცუდ და ამაო არს ჩვენ ზედა, რამეთუ წუთ ჟამ არს დიდებაი შენი და ადრე განქარდების, რამეთუ არა ღირსებისა შენისათვის იქმნა ძლევაი შენი ჩუენ ზედა, არამედ ცოდვათა ჩუენთათვის, რომელ გარდავხედით მცნებათა ღმრთისათა, იქმნა მრავლობაი თქუენი ჩუენ ზედა, რათა გუწუართნეს ღმერთმან ხელითა თქუენ უსჯულოთა და უღმრთოითა". კადნიერ პასუხზე განრისხდა მეფე და მათი სასტიკად ცემა ბრძანა, ისინი კი ითმენდნენ, მადლობდნენ და შემწეობას სთხოვდნენ უფალს.

დავითისა და კონსტანტინეს მხნეობით გაკვირვებულმა მურვან ყრუმ ძმების ლიქნით მოდრეკა მოინდომა. ჯერ დავითს მიმართა, რათა უკუეგდო ამაო ერთგულება სარწმუნოებისა და მიეღო მისი რელიგია, სანაცვლოდ კი სპასალარის წოდებას და სიმდიდრეს დაჰპირდა. დავითმა პირჯვარი გამოისახა და მიუგო: "ნუ იყოფინ ჩუენდა, რაითამცა დაუტევოთ ნათელი და შეუდგეთ ბნელსა, რამეთუ ღმერთმან ჩუენმან მოგვიწოდნა ჩუენ ნათელსა მისსა, რაჟამს ძე თვისი სიტყუაი და თანასწორი მოავლინა ქუეყნად და კაც იქმნა ჩუენთვის, ყოველივე განგებითა თავს იდვა, ჯვარცმა, დაფლვა, აღდგომა, ამაღლება; კვალად მოვალს განსჯად ცხოველთა და მკუდართა". შემდეგ ამხილა ყურანი, შეახსენა, რომ მუჰამედმა ცეცხლის მსახურებისგან მოაქცია ისინი, მაგრამ ჭეშმარიტი ღმერთი ვერ შეამეცნებინა, რომ ამით ემსგავსებიან იმათ, ვინც შუა ზღვაში გადარჩა, ნაპირს მოწეული კი ზღვაში ჩაინთქა.

შემდეგ დამპყრობელი კონსტანტინეს მიუბრუნდა და მისგან მოინდომა სასურველი პასუხის მიღება, თუმცა უმრწემესმა ძმამაც გაბედულად აღიარა ღმერთი და წმინდა სამება, ისიც მტკიცედ თქვა, რომ მზად იყო, ქრისტესთვის მომკვდარიყო.

გამძვინვარებულმა მურვან ყრუმ ბრძანა, არ მიეცათ ძმებისთვის საკვები და წყალი, იქნებ შიმშილით მაინც მოეუძლურებინათ ისინი. ამ ამბიდან ათი დღის შემდეგ უსჯულო მბრძანებელმა მოგვები და მკითხავები გაუგზავნა წმინდა მთავრებს - იქნებ მათ მაინც დაითანხმონო. არც ამან გაჭრა...

წმინდა კოზმა და დამიანეს სახელობის ტაძრის მახლობლად, მდინარის ნაპირას გაიყვანეს და სასტიკად გვემეს არგვეთის მთავრები. მერე ხელფეხშეკრულებს ლოდები გამოაბეს. სიკვდილის წინ წმინდა ძმებმა ლოცვისთვის დრო ითხოვეს. ისინი ტბაში ჩაყარეს.

ზეციდან მათი ლოცვის დასტურად უცნაური ხმა გაისმა, რამაც მტარვალები ძლიერ შეაშინა და დაფანტა. ღამით კი, იქ, სადაც წმინდა დავითი და კონსტანტინე აწამეს, სასწაული მოხდა - ზეციდან ნათლის სვეტი გარდამოვიდა და გაანათა იქაურობა. ღვთის ნებით, მოწამეებს "ლოდნი შემოეძარცვნეს ქედთა მათთა" და წმინდა სხეულები ხერთვისის ტბის ნაპირზე ამოტივტივდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი შუაგულში ჩაყარეს. ტყის პირას დამალული წმინდანთა მსახურნი გაოცებულნი ადიდებდნენ და მადლობდნენ უფალს.

წმინდა დავითისა და კონსტანტინეს გვამები წყალწითელაში გადმოასვენეს. იქ მდებარეობდა ციხესიმაგრე და ეკლესია, რომელიც მურვან ყრუს გადაეწვა და აეოხრებინა. ეკლესიის ცარიელ აკლდამაში დაკრძალეს წმინდანთა ნეშტები.

ეს აკლდამა 300 წელი იცავდა მათ უხრწნელ სხეულებს. XI საუკუნის პირველ ნახევარში ბაგრატ III-მ მონასტერი აღადგინა და მანამდე უჩინარქმნილი წმინდანები ტაძარში გადმოასვენა, სადაც, ღვთის მადლით, უამრავ სასწაულს იქმოდნენ: კურნავდნენ მორწმუნეთა სულსა და ხორცს...

მრავალი საუკუნის შემდეგ საქართველოს კვლავ შემოესია მძვინვარე მტერი. ჩრდილოეთიდან წამოსულმა ღვთისმებრძოლთა წითელმა ლაშქარმა, რომელსაც მურვან ყრუზე უარესი - ნაქართველარი ყოფილი "ქრისტიანები" მოუძღოდნენ, მოაოხრა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო. ქართველი ხალხი მამაცურად აღუდგა წინ დამპრობლებს, სიწმინდეს დღედაღამ სდარაჯობდნენ და საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ... მაგრამ სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის თავდადებულ გმირთა უხრწნელი ცხედრები ბოლშევიკებმა აკლდამიდან მაინც ამოთხარეს და ქუჩა-ქუჩა ათრიეს, ხოლო შემდეგ, როგორც პირველი წამებისას, წყალში გადაყარეს...

თუმცა ვერც ამჯერად გაიმარჯვა სატანამ... "წითელი ურდოს" სურვილი - მთლიანად გაენადგურებინა ქართველთა უდიდესი სიწმინდე, მარცხით დასრულდა. იქაურ ქრისტიანთა სიმამაცით, თავდადებითა და უფლის ნებით წმინდანთა ნეშტები კვლავ თავის საუკუნო განსასვენებელს დაუბრუნდა.

გმირთა საფლავებსა და მის შემოგარენს მოწამეთა ეწოდა და მნახველთ ახსენებს ღალატისა და ერთგულების იმ უდიდეს შერკინებას, როცა წმინდა ძმებმა და ქართველმა ხალხმა ერთად დგომითა და უფლის შეწევნით დაამარცხეს ბოროტი და შემოგვინახეს მამული, ენა, სარწმუნოება...

მოამზადა
დემეტრე ტლაშაძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat