ეს ღვაწლმრავალი და წმინდა კაცი III-IV საუკუნეთა მიჯნაზე იშვა, უმკაცრესი ასკეტური ღვაწლი ეტვირთა და უფალს თავისი სიქველით სათნოეყოფოდა.
68 წლისა კვიპროსზე, ჰორტინის მღვდელმთავრად დაადგინეს, სადაც 25 წლის მანძილზე სიბრძნით წინამძღვრობდა სამწყსოს.
დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს დევნისას კირილე შეიპყრეს და მმართველ აგრიანეს მიჰგვარეს. ამ უკანასკნელმა, დაახლოებით, 304 წელს, ნეტარი მამა იმპერატორებს იმ განზრახვით გაუგზავნეს, - კრეტელებს ქრისტეზე უარს ათქმევინებს და "ღმერთთათვის" მსხვერპლის შეწირვაზე დაიყოლიებსო, თუმცა, რომ დარწმინდნენ, მასთან ვერაფერს გახდებოდნენ, უზარმაზარ ღუმელში შთააგდეს.
ღვთის ძალით, მხურვალებამ ნეტარს მხოლოდ ბორკილნი დაადნო, თავად კი იქიდან უვნებელი გამოვიდა, რის შემდგომაც გაათავისუფლეს.
ამის შემდგომ წმინდა მამამ თავისი ოქრონეტარი სიტყვით კიდევ მრავალი წარმართი მოაქცია, რის შემდგომაც ისევ შეიპყრეს და სიკვდილი მიუსაჯეს.
როდესაც ურემი, რომლითაც ნეტარი მიჰყავდათ, რაქსს მიუახლოვდა, ზეცით ხმა ისმა და ხარები შეჩერდნენ.
სწორედ ამ ადგილას წარკვეთეს თავი კირილეს და დაფლეს.
..................
აქვე წაიკითხეთ:
მღვდელმოწამე კირილე, ჰორტინელი ეპისკოპოსი (III-IV) - 09 (22) ივლისი
ხსენება სამი კრეტელი მღდელმთავრისა: ანდრია კრეტელი მთავარეპისკოპოსისა, (+712-726); მღდელმოწამისა კირილე ჰორტინელ ეპისკოპოსისა (206; +299;) და ღირსისა ევმენიოს ჰორტინელი ეპისკოპოსისა (VII) - 25 აგვისტოს (7 სექტემბერს)
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი