მღვდელმოწამე ხარალამპი საკვირველთმოქმედი, მაგნესიელი ეპისკოპოსი და მისთანა მოწამენი: პორფირი, ბაპტოსი (დავკტი) და სამნი დედანი (+198/202 წლები) - 10 (23 ) თებერვალი
მღვდელმოწამე ხარალამპი საკვირველთმოქმედი, მაგნესიელი ეპისკოპოსი და მისთანა მოწამენი: პორფირი, ბაპტოსი (დავკტი) და სამნი დედანი (+198/202 წლები) - 10 (23 ) თებერვალი
ღვთის ეს დიდებული მოწამე იმპერატორ სეპტიმუს სევერუსის (194 - 211 წლები) ჟამს ცხოვრობდა. იგი თესალიის ქალაქ მაგნეზიის (საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ოლქი) ეპისკოპოსი იყო.

როდესაც ამ "იმპერიისათვის სახიფათო პერსონის" შესახებ ოლქის მმართველ ლუციანეს და მხედართმთავარ ლუციუსს ამცნეს, წმინდა მღვდელმთავარი უკვე 107 წლის გახლდათ, თავისი სამწყსოს კეთილი მწყემსი, მაგრამ ხელისუფალთათვის მის ასაკს ხელი არ შეუშლია, შეეპყროთ იგი.

როდესაც სამსჯავროზე წარდგა, წმინდა ხუცესმა ეს სიტყვები უბრძანა მსაჯულს:

- არ უწყი, თუ რა არს ჩემდა სარგო და საცხოვნებელი, ამიტომ გამცნობ, რომ ამქვეყნად არარა მიჩს ქრისტესთვის სიკვდილზე უტკბეს, ასე რომ, აჰა, ჩემი მხცოვანი სხეული და ყველაზე უარეს სატანჯველთ მიეც!

მაშინ კი დაელია მოთმინება მტარვალს, ხარალამპეს ჯერ სამღვდელო სამოსელი შემოაგლიჯა, შემდეგ ტანი რკინის ჩანგლებით მანამ უჯიჯგნეს, სანამ თავიდან ფეხებამდე არ გაატყავეს. წამების დროს წმინდანი მტარვალებს მიმართავდა: - "გმადლობთ, ძმანო, რადგან თქვენ განაახლეთ ჩემი სული!"

მოხუცის მოთმინებისა და სრული ურისხველობის მოწმე ორმა მხედარმა, - პორფირიმ და ბაპტოსმა აშკარად აღიარეს ქრისტე, რისთვისაც სიკვდილი მიიღეს. ჭეშმარიტი ღმერთი ადიდა ეპისკოპოსის წამების მოწმე სამმა დედამაც. არც ისინი დაინდეს ჯალათებმა, - საშინელ ტანჯვაში ამოხადეს სული.

გამხეცებულმა ლუციუსმა თავად დასტაცა ხელი იარაღებს და მარტვილის წამება განაგრძო, მაგრამ უეცრად მკლავები წაერთვა, თითქოს მახვილით მოკვეთესო.

წამების ადგილას მმართველმა წმინდანს ზიზღით შენერწყვა სახეში და კადნიერებისთვის მეყსეულად დაისაჯა, თავი უკან შეუტრიალდა. მას შემდეგ, რაც ლუციუსმა მღვდელმთავრისგან მდაბლად ითხოვა შენდობა, ღირსმა მამამ ილოცა და ორივე განიკურნა. ამ სასწაულის მრავალმა მოწმემ ირწმუნა ქრისტე, მათ შორის ლუციუსმაც, რომელიც, სინდისის ქენჯნით გვემული, ფეხებში ჩაუვარდა მოხუცს და კიდევ ერთხელ სთხოვა შენდობა.

ლუციანემ მომხდარის შესახებ იმპერატორ სეპტიმუს სევერუსს შეატყობინა, საიმდროოდ პისიდიის ანტიოქიაში (მცირე აზიის დასავლეთი ნაწილი) რომ იმყოფებოდა. მეფემ ბრძანა, ხარალამპი მიეგვარათ. მღვდელმოწამეს წვერზე ბაწარი გამოაბეს და ისე ათრიეს. სეპტიმიუსმა ისურვა, უარესი სატანჯველებისათვის მიეცათ ეპისკოპოსი და ჯალათებმაც მარტვილის ცეცხლზე ტანჯვა იწყეს, მაგრამ, უფლის მადლით, უფლის რჩეული უვნებელი დარჩა და სასწაულმოქმედების ნიჭიც მიიღო: - მისი ლოცვით მკვდრეთით აღდგა გარდაცვლილი ჭაბუკი, 35 წლის მანძილზე შეპყრობილი კი - გათავისუფლდა.

ამ საკვირველებათა მხილველებმა ადიდეს უფალი, მათ შორის - იმპერატორის ასულმა გალინამაც, რომელმაც, საღვთო შურით აღძრულმა, წარმართულ ტაძარში ორჯერ შემუსრა კერპები. მეფის ბრძანებით, ხარალამპს ბაგენი ქვებით შეუმუსრეს, წვერზე ცეცხლის წაკიდება სურდათ, მაგრამ მათგან გარდამოსულმა ალმა თავად ჯალათები შემუსრა.

გაავებულმა სეპტიმიუს სევერუსმა და ერთ-ერთმა დიდებულმა, კრისპმა, ღმერთი გმეს და მოუწოდეს, მიწაზე გარდამოსულიყო და აქ განეცხადებინა ძალი და ხელმწიფება თვისი. ამგვარი თავხედობით მიწა იძრა, იქ მყოფთ თავზარი დაეცათ, ორი უსჯულო კი ჰაერში გამოჰკიდა. უხილავი ბორკილებით შებოჭილი ღვთისმგმობელნი მხოლოდ მღვდელმთავრის ლოცვის შემდგომ დაეშვნენ მიწაზე.

დამფრთხალმა იმპერატორმა თითქოს იგრძნო ზეცის, ქვეყნისა და ქვესკნელის მეუფის ყოვლისშემძლეობა და მზად იყო, მისთვის თაყვანი ეცა, მაგრამ უწმინდურმა კვლავ დაუბნელა სული, მანაც უარესი სატანჯველისთვის გაიმეტა ხარლამპი, ჯერ აწამა, შემდეგ კი თავის მოკვეთა ბრძანა.

თავისი უკანასკნელი ლოცვისას ნეტარი მღვდელმთავარი მაცხოვრის გამოცხადების ღირსი შეიქნა და შესთხოვა, იმ ადგი-ლისთვის, სადაც მისი ნეშტი დაიკრძალებოდა, მშვიდობა და ნაყოფიერება მიემადლებინა, ხოლო მის მკვიდრთათვის - ცოდვათა მიტევება და ცხონება. ნეტარი მამა განაჩენის აღსრულებამდე მშვიდობით მიიცვალა. იმპერატორის ასულმა, გალინამ, წმინდა ხარალამპის სხეული ქრისტიანებმა პატივით დაკრძალეს.

წმინდა ხარალამპეს პატიოსანი თავი - მეტეორაზე, წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტერში განისვენებს, მთელ საბერძნეთში გაბნეული მის წმინდა ნაწილთაგან დღემდე უამრავი კურნება და სასწაული აღესრულება.

წმინდა ხარლამპი მოწამეთაგან ყველაზე მხცოვანია. შეგვეწიოს მისი წმინდა ლოცვა!

კონდაკი

აღუვსებულ იქმენ მადლითა დიდებულისა მღვდელობისათა და ეკლესია ბრწყინვალედ შეამკვე საღმრთოთა მით ვნებითა შენითა, რომელნიცა ქრისტესათვის თავს იდევ მხნედ მოხარულმან, ხარალამპი, პატიოსანო მნათობო ყოვლისა სოფლისაო, და განანათლენ კიდენი ქუეყანისანი, ვითარცა უძლეველმან.
...................................................

ხატის წყარო
....................................................

ასევე წაიკითხეთ:

წმინდა მღვდელმოწამე ხარალამპეს ცხოვრება და სასწაულები



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.03.2023
მოციქულთა მოწაფეებს შორის ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს წმინდა პოლიკარპე სმირნელს.
24.02.2023
1091 წელს ეგვიპტიდან მოსული არაბები შეიჭრნენ სინის უდაბნოში. ისინი შევიდნენ იუსტინიანე დიდის დაარსებულ მონასტერში და იქ დამალულ განძს დაუწყეს ძებნა.
24.02.2023
წმინდა ქრისტოსი XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა და წარმოშობით ალბანელი იყო.
24.02.2023
1314 წლის 19 ოქტომბერს, სამშაბათს, დამასკოში აწამეს ქართველი წმინდანი ნიკოლოზ დვალი.
24.02.2023
წმინდა ლუკა პატიოსანი და წარჩინებული ქართული საგვარეულოს, მუხაისძეთა ოჯახის წევრი იყო.
24.02.2023
წმინდა გიორგი-პროხორეს ოჯახის შესახებ ძალზე ცოტა ცნობებია შემონახული. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მამამისს იოვანე ერქვა, დედას - რიანუში.
02.02.2023
წმინდა მაქსიმე დაიბადა 580 წელს ქალაქ კონსტანტინოპოლში. მისი მშობლები - იოანე და ანა, წარჩინებული და ღვთისმოშიში ადამიანები იყვნენ.
02.02.2023
მოწამე აგნია დაიბადა III ს-ში. წმინდანი სიყრმიდანვე მიენდო უფალს და გადაწყვიტა, უფლის სადიდებლად ქალწულობა დაემარხა.
02.02.2023
დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305 წწ.) მმართველობის დროს მხედარმთავარმა ლისიუსმა აწამა ევგენი, კანდიდი, ვალერიანე და აკვილა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
დიდმარხვაში, ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკეს, მართლმადიდებლურ ეკლესიებში შროშანით შემკობილ პატიოსან ჯვარს გამოაბრძანებენ. მიეახლებიან ღვთის რწმენითა და სიყვარულით აღსავსე ქრისტიანები, ეამბორებიან და მიიღებენ სულიერ ძალას, რომელიც მათ მარხვით მოუძლურებულ სხეულებსაც სიცოცხლეს შემატებს.
1კ1

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu tahincioglunakliyat.com.tr aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org pdf indir casino siteleri casino siteleri deneme bonusu veren siteler deneme bonusu slot siteleri pdf indir ingilizce trke eviri lyrics translate video shell alfa shell eya depolama depolama saryer evden eve nakliyat evden eve nakliyat

idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper slot siteleri