წმინდა მღვდელმოწამე ხარალამპეს ცხოვრება და სასწაულები
წმინდა მღვდელმოწამე ხარალამპეს ცხოვრება და სასწაულები
23 თებერვალს ახალი სტილით მართლამდიდებელი ეკლესია წმინდა ხარალამპეს მოიხსენიებს. წმინდა მღვდელმოწამე ხარალამპე მოღვაწეობდა II საუკუნეში, იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის (193-211 წ.წ.) ზეობისას. იგი თესალიის ქალაქ მაგნეზიის ეპისკოპოსი გახლდათ.
როცა იმპერატორმა წამოიწყო ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, წმინდა ხარალამპე უშიშრად ქადაგებდა სახარებას და მოუწოდებდა ქრისტიანებს, არ ეღალატათ უფლისთვის. რა თქმა უნდა, თვითონ გარეგნობაც კი ამ ხანდაზმული მღვდელმთავრისა (იგი მაშინ 113 წლისა გახლდათ) განამტკიცებდა მორწმუნეებს. იგი შეიპყრეს, მმართველ ლუციანეს და მისი ჯარის მთავარ ლუციუსს მიჰგვარეს. მას შემდეგ რაც წმინდა ხარლამპემ კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი თქვა, მისი წამება ბრძანეს. ჯალათებმა გააშიშვლეს, თავდაყირა დაჰკიდეს და რკინის ბრჭყალებით ტყავის აჭრა დაუწყეს, თავიდან ფეხებამდე ტყავი გააცალეს. სისხლდაწრეტილი ხარალამპე კი მადლობდა მათ: "გმადლობთ, რადგან გაატყავეთ ჩემი ხრწნადი სხეული და ამით განაახლეთ სული ჩემი, რომელიც ისწრაფვის ახალი საუკუნო სიცოცხლისკენ". ჰკვირობდნენ ჯალათები, - ქრისტემ ბერიკაცის სახე ხომ არ მიიღო, რომ ასეთი წამების შემდეგ ცოცხალი დარჩაო. ამ ცხადი სასწაულის მერე ჯალათებმა ქრისტე იწამეს, რაც საკუთარი სისხლით დაამტკიცეს. წმინდა პორფირე და წმინდა ბაპტოსი - ასე ერქვათ იმ ახალმოწამეებს.
მაშინ გაცეცხლებულმა ლუციუსმა თვითონვე იწყო წმინდა ხარალამპეს წამება, მაგრამ როგორც კი შეეხო წმინდანის სხეულს, ლუციუსს თითქოს მახვილით ჩამოსხიპესო, ხელები იდაყვებიდან მოსცილდა და წმინდანის სხეულს მიეწება, ჩამოეკიდა.
- ეს კაცი ჯადოქარია... მიშველე, მმართველო! - შეჰღაღადა ლუციუსმა და მიწაზე დაემხო.
მმართველმა კი როცა დაინახა თავისი სარდლის ხელები მიწებებული მოწამის სხეულს, გამძვინვარდა, მიიჭრა წმინდა ხარლამპესთან და სახეში შეანერწყვა, იმავე წამს მმართველს თავი უკან შემოუტრიალდა. მაგნეზიელებს შიში დაეცათ, შეჰღაღადეს წმინდანს: "დაუტევე რისხვა, შენ ხომ გიბრძანეს, რომ ბოროტს ბოროტით არ უნდა მიაგო". "იცის ღმერთმა, რომ გულში ბოროტება არა მაქვს და ენაზე სიცრუე! - თქვა წმინდანმა, - თქვენ თვითონ ხედავთ, რომ ქრისტე ღმერთმა დასაჯა უსჯულო მმართველნი, იგი გვაძლევს ჩვენ საუკუნო სიცოცხლეს, უწმინდურებს კი წარწყმედს. მაშინ მრავალმა მაგნეზიელმა იწამა ქრისტე.
ლუციუსიც ჩაუვარდა მუხლებში და განკურნება სთხოვა, თუ განმკურნავ, იესოს ვიწამებო.
წმინდანმა ღმერთს შესთხოვა მისი განკურნება. უეცრად ზეციდან მოესმა: "ხარალამპე, მიწიერო ლამპარო, განმანათლებელო ზეცისაც, მსახურო ანგელოსთაო, თანამკვიდრო წინასწარმეტყველთა, მეგობარო მოციქულთა, მოწამეთა თანამებროლო, ჩემთან საუბრის ღირსქმნილო - მომესმა შენი ლოცვები, და მივიღე სიტყვანი შენთა ბაგეთა. დაე, აღსრულდეს შენი ლოცვა და განიკურნონ ეს სნეულნი".
ლუციუსი და მმართველი ლუციანე იმ წამსვე განიკურნენ. ლუციუსი დაემხო მოწამის ფერხთან და ნათლისღება სთხოვა, მმართველმა კი დროებით ქრისტიანთა დევნა შეწყვიტა, "სანამ ყველაფერს იმპერატოს არ მოვახსენებო", - თქვა. ლუციანე გაემგზავრა სევერიუსთან პისიდიის ანტიოქიაში. "ჩვენთან მოვიდა ერთი კაცი "გალილეველთა" საზოგადოებიდან, - უთხრა ლუციანემ იმპერატორს, - მან მრავალნი ჩამოაშორა ღმერთებს, განკურნა სნეულნი. მათ შორის სარდალი ლუციუსი, რომელმაც ქრისტე ირწმუნა. თითქმის მთელი მაგნეზია მოაქცია თავის რწმენაზე. მეც განმკურნა და ამის საუწყებლად მოვედი შენს მეფურ დიდებულებასთან".
გაბრაზებულმა სევერიუსმა ჯარისკაცები გაგზავნა წმინდა ხარალამპესთან - ჯერ სტანჯეთ და მერე მომიყვანეთო. ჯარისკაცებმა წმინდანს სხეულში რკინის ლურსმნები ჩააჭედეს. გრძელ წვერზე კი თოკი მოაბეს და ყელზე შემოახვიეს. გზას რომ გაუდგნენ, მაგნეზიიდან 50 ვერსის მანძილზე ერთი ცხენი მოუბრუნდა და კაცის ხმით უთხრა: "სამასო მხედარო - სამგზის შებილწულნო მსახურნო ეშმაკისა! განა ვერ ხედავთ ამ კაცის გვერდით იესო ქრისტეს და სულიწმინდას. განათავისუფლეთ იგი, ვისი შეკვრაც არ შეგიძლიათ, რათა თვითონაც განთავისუფლდეთ ბორკილთაგან (სულიერი)".
იმპერატორმა ბრძანა, წმინდა ხარალამპე მკერდში სამი მარგილი ჩაურჭეთ, მერე კი ცოცხლად დასწვითო. რამდენიმე საათი იდგა ცეცხლში წმინდა ხარალამპე, მაგრამ უვნებელი დარჩა. გაოცებულმა იმპერატორმა ჰკითხა, - რამდენი წლის ხარ, ვისი ოჯახიდან და რომის ღმერთებს რატომ არ სცემ თაყვანსო. მოწამემ უპასუხა, რომ მას სწამს ქრისტე, როგორც ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი. სევერიუსი დააფიქრა მისმა პასუხმა, მოისურვა, დარწმუნებულიყო მართლა ახდენდა თუ არა ხარალამპე სასწაულს. მოიყვანეს ერთი კაცი, რომელსაც 35 წელი ეშმაკი სტანჯავდა და წმინდა ხარალამპეს ფეხებთან დააწვინეს, მასში შესულმა ეშმაკმა მოჰყვა, თუ როგორ ჰპოვა ამ კაცში ბინა. მას თურმე სიხარბით მეზობელი მოუკლავს. წმინდა ხარალამპეს ლოცვით ეშმაკმა დასტოვა მისი სხეული.
იმპერატორმა სამი დღის წინ გარდაცვლილი მისი ამალის წევრი ჭაბუკის გვამი მოატანინა და წმინდანს ჰკითხა: - მკვდარს თუ აღადგენო. "კაცთაგან შეუძლებელი ღვთისგან შესაძლებელიაო", - ბრძანა წმინდა ხარალამპემ, ილოცა და ჭაბუკი აღდგა.
იმპერატორი თითქოს დარწმუნდა წმინდა ხარალამპეს უბრალოებაში, მაგრამ მერე ერთი დიდებულის, კრისპის მიერ წაქეზებულმა, ჯადოქარი ანახა წმინდანს. ბრძანა, ანთებული ჩირაღდნებით სახე მოუწვითო, მაგრამ როგორც კი სახესთან მიუტანეს ჩირაღდნები, იქიდან ცეცხლი გამოვარდა და 70 მოსეირე დაწვა. სანამ კრისპი გაცხარებული ედავებოდა ქრისტეს ბუნებაზე ქრისტიან არისტარხს, იმპერატორმა საშინელი სიძულვილით ღვთისგმობა დაიწყო, მშვილდში ისარი ჩასდო, ზეცაში გაისროლა და უფალი გამოიწვია, - შენ წინააღმდეგ დიდ არმიას ვაგზავნი, ჩამოდი, თორემ ზეციდან მიწაზე ჩამოგათრევ, მზეს ჩავაქრობ და ამ ხელებით შეგიპყრობო. იმ წამსვე იძრა მიწა, ცაში საშინელი ჭექა-ქუხილი და ელვა ატყდა. იქ მყოფთ თავზარი დაეცა. მეფე და კრიპსი კი ჰაერში ჩამოეკიდნენ, თითქოს უხილავ ხელს ეპყრა. იმპერატორმა ვედრება დაუწყო წმინდა ხარლამპეს, - გადამარჩინე და ჭეშმარიტ ღმერთს განვადიდებო.
სევერიუსს მისმა ქალიშვილმა გალინამაც შესთხოვა, ეწამა ჭეშმარიტი ღმერთი იესო ქრისტე, მერე კი წმინდა ხარალამპეს ჩაუვარდა მუხლებში და მამის გათავისუფლება სთხოვა.
წმინდა ხარალამპემ ილოცა და მეფე და კრისპი მიწაზე დაეშვნენ. სევერიუსი და დიდებულები ერთად სასახლეში დაბრუნდნენ და სამი დღე არ გამოჩენილან, თავს დატეხილ ღვთის რისხვაზე ფიქრობდნენ.
სამწუხაროდ, იმპერატორი ჭეშმარიტი ღმერთის აღიარების მერე ისევ თავის კერპებს დაუბრუნდა და წმინდა ხარალამპესაც უბრძანა ღმერთებისთვის მსხვერპლი შეეწირა. წმინდანმა "უგუნური" უწოდა მის სურვილს. გაბრაზებულმა იმერატორმა ბრძანა ტუჩებზე ნემსკავი წამოაცვით და მთელი ქალაქი შემოატარეთო. გალინამ უსაყვედურა მამას, გაახსენა თავს დატეხილი ღვთის რისხვა და მოუწოდა ღვთის კაცი გაეთავისუფელბინა. იმპერატორმა შვილსაც უბრძანა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა. ორმოცდაათ მოქანდაკეს ახალი კერპები ერთ ღამეში გააკეთებინა და გალინას უთხრა: - ხედავ, ჩვენი ღმერთებიც მკვდრეთით აღდგნენო. შვილი დაიმუქრა, - ახალ კერპებსაც ისევე დავამსხვრევ, როგორც ძველები მოვსრეო. მერე კი მიუბრუნდა ზევსის ქანდაკებას და უთხრა: ჰოი, მკვდრეთით აღმდგარო ზევსო, გიბრძანებ, კვლავ მკვდართა სამეფოში დაბრუნდეო და კვლავ კერპების მსხვრევას შეუდგა. გაცხარდა მეფე და ჯავრი წმინდა ხარლამპეზე იყარა, - ის ერთ უწესო ქვრივ დედაკაცს გადასცა შესაგინებლად. მაგრამ ამ ქალმაც როცა იხილა წმინდანის სასწაულები, იწამა ქრისტე და გახდა მისი აღმსარებელი.
კრისპმა იმპერატორს ურჩია, ხარალამპესთვის თავი მოეკვეთა. იმპერატორიც დაყაბულდა - თუ ასე არ მოიქცოდა, პროვინციაში ყველანი გაქრისტიანდებოდნენ.
როცა დასასჯელ ადგილას მიყავდათ, გახარებულმა წმინდანმა მადლობა შესწირა ღმერთს, ამ დროს ცაში ქუხილი გაისმა, ზეციდან ზეციურ ანგელოსებთან ერთად თვით უფალი იესო ქრისტე ჩამობრძანდა. მეუფე დიდებისაი დაბრძანდა ტახტზე და წმინდა ხარლამპეს მიმართა: "ჩემთვის დიდად ვნებულო ხარლამპე, მოვედი ჩემთან - ყოველივეს მოგცემ.
უდიდესი წყალობაა ჩემთვის ღმერთო, - უპასუხა მოწამემ, - რომ შენი დიდების ხილვისა ღირს მყავი. ხოლო უფალო, თუ შენთვის სათნოა, განვადიდო შენი სახელი, "დაე იმ ადგილას სადაც ჩემი სხეული განისვენებს და სადაც პატივისცემით მომიხსენებენ, არასოდეს შეემთხვას არცა შიმშილი, არცა ჭირი, არცა განმხრწნელი ქარი, დამღუპველი ნაყოფისა, დაე იმ ადგილას გამეფდეს მშვიდობა, კეთილდღეობა, პურისა და ღვინის უხვება. იხსენი, უფალო, ის ადამიანები, რამეთუ თვითონაც იცი, რომ ისინი ხორცის და სისხლისგან შესდგებიან. მიუტევე მათ ცოდვები, და მიეცი მიწიერ ნაყოფთა უხვება, რათა განძღენ და განსცხრენ ხელთა თვისთა ნამუშაკევით, განმადიდებელი შენნი, თავის ღმერთისა, ყოველთათვის სიკეთის მიმნიჭებლისა ზემოდან მოპკურებული ცვარი. დაე, ექცეთ განმაკურნებლად. უფალო ღმერთო ჩემო! მიჰფინე ყველას მადლი შენი!"
მაშინ მოესმა ხმა უფლისა: "და, მოხდეს თხოვისაებრ შენისა, მხნე მხედარო ჩემო". უფალი ზეცად ამაღლდა ანგელზოებთან ერთად და მათ მიჰყვა წმინდა ხარალამპეს სული.
მეომრებმა უთხრეს იმპერატორს, რაც იხილეს და დასძინეს, - მახვილით თავის წარკვეთის გარეშე თავისით აღესრულაო. სევერიუსმა გალინას დასჯა ვეღარ გაბედა. გალინამ კი, მეფის ნეტარმა ქალიშვილმა, წმინდა ხარალამპეს სხეული ახალთახალ თეთრ სუდარაში გაახვია, სცხო მირონი და ნელსაცხებელი და ოქროს ლუსკუმაში ჩაასვენა. წმინდა ხარალამპე 202 წლის თებერვალს აღესრულა და სიკვდილის შემდგომაც მრავალი სასწაული მოახდინა. წმინდა მღვდელმოწამე ხარლამპეს პატიოსანი თავი საბერძნეთში, მეტეორაზე, წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტერშია დასვენებული. სასწაულები.
ახლა კი წმინდა ხარალამპეს მოხდენილ სასწაულებზე მოგითხრობთ.
დიდად მოღვაწე იყო არქიმანდრიტი იოაკიმე (სპეციარისი, 1943). და სხვებისგან სამსახურს არ იყო მიჩვეული. მაგრამ ღრმა სიბერეს (85წ.) სნეულებაც დაემატა და ღირსი მამა მალე იღლებოდა და იოლი საქმის გაკეთებასაც ვერ ახერხებდა. ერთხელ სნეულმა საშველად წმინდა ხარალამპეს მოუხმო. წმინდა მოწამე გამოეცხადა და ღიმილით უთხრა: "მამაო იოაკიმე, 113 წლისა ვიყავი, როცა მაწამებდნენ, მაგრამ გავუძელი და შენ მცირე სიცხე ვერ დაგითმენია?" ყოვლადუბრალო მამამ მიუგო: "ეს კი ასეა, მაგრამ შენ დიდი გვირგვინიც მიიღე". "ღმერთი მოწყალე იქნება შენდამიც" - უთხრა წმინდა ხარალამპემ და უჩინო შეიქმნა, თანაც მამა იოაკიმე განკურნებული დატოვა.
1935 წლის დიდი შაბათია. მძიმე ავადმყოფი პატარა იაკობის დედა სასოწარკვეთილი წმინდანებს თხოვდა შეწევნას. მოუტანეს წმინდა ხარალამპეს გულსაკიდი ხატიც. მოსაღამოვდა, ამ დროს იაკობს გამოეცხადა წმინდა ხარალამპე, რომელმაც მკერდზე ჯვარი გადასახა პატარას და მანაც იმ წამსვე შვება იგრძნო. როცა ბიჭმა დედას ეს უამბო, ქალი ატირდა: "დღეს, შვილო, შენი მეორედ დაბადების დღეა. დაიმახსოვრე ეს!" მართლაც, სიცოხლის ბოლომდე არ დავიწყებია ეს ამბავი მამა იაკობს (ცელიკისი, 1991წ.).
წმინდა ხარალამპეს განსაკუთრებული მადლი აქვს ინფექციური დაავადებისაგან გაკურნებისა. მისი მეოხებით შემწყდარა ტიფის, ქოლერისა და შავი ჭირის სნეულებანი. როცა 1908 წელს საშინელი ეპიდემია გავრცელდა ათონის მთაზე, მთაწმინდაზე მეტეორის წმინდა სტეფანეს მონასტრიდან წმინდა ხარალამპეს პატიოსანი თავი ჩამოაბრძანეს. წმინდა ხარალამპეს პატივად ღამისთევის ლოცვა გადაიხადეს. ეპიდემია შეწყდა. ამის მერე ათონზე ყოველთვის ღამისთევით აღნიშნავენ წმინდა ხარალამპეს ხსენებას და ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მერე მთაწმინდაზე ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანია.
1897 წელს, საბერძნეთ-თურქთის ომის დროს, თურქები შეიჭრნენ მეტეორაში და სცადეს წმინდა ხარალამპეს ნაწილთა წაღება. ვერ გახსნეს ლუსკუმა, რომელიც აქამდე ჩვეულებისამებრ არ იკეტებოდა. მალე საშინელი ტიფის ეპიდემია გავრცელდა და ეს თვით თურქეთის ჯარის სარდლობამაც, ჯარისკაცების უკრძალველი მოქმედების გამო, ღვთის რისხვად ჩათვალა.
1950 წელს, ნაირში, ოთხი წლის მარიამს დამბლა დაეცა. ექიმებმა ვერაფერი უშველეს და შინ გაუშვეს. სასიკვდილოდ განწირული ბავშვი მთელი ღამეები ლოცულობდა. ერთხელ სიზმარში წმინდა ხარალამპე იხილა და მშობლებს ეკლესიიდან მისი ხატი მოატანინა. ორმოცი დღის მანძილზე ხატის წინ კანდელი ენთო. პეტრე-პავლობის საღამოს გოგონას წმინდა ხარალამპე გამოეცხადა და განკურნა. ოთახი, სადაც გოგონა იწვა, კეთილსურნელებით აივსო, წმინდანის ხატიდან კი მირონი წარმოდინდა.
საბერძნეთის დასავლეთ სანაპიროზე დგას ტაძარი წმინდა ხარალამპესი, რომელიც ქალაქელებმა ტიფისაგან მათი დახსნის სამადლობელოდ აუშენეს მას. ერთხელაც, დიდმარხვის წინა კვირაში, დადგა წმინდა ხარლამპეს ხსენების დღე. საბერძნეთში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ამ კვირას საზეიმო კარნავალები იმართება. ხსენების დღის წინა საღამოს ტაძარს ერთმა ცოლ-ქმარმა ჩაუარა. გალობის გაგონებაზე ქალს ტაძარში შესვლა და ლოცვაზე დასწრება მოუნდა. მაგრამ ქმარმა წმინდა ხარალამპეს გმობა დაიწყო, - მირჩევნია, კარნავალზე წავიდეო. იმავე წამს დამუნჯდა. ცოლმა კაცი ეკლესიაში შეიყვანა. იგი მუხლებზე დაეცა და ღმერთს ღვთისგმობის შენდობას სთხოვდა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, წმინდა ხარალამპეს ხსენების დღეს დაუბრუნდა მეტყველების უნარი.
1966 წელს ერთი კაცი, გვარად ნიკოლაუ, მშობლიურ სოფელში დაბრუნდა, სადაც თავს დღეთა დალევას აპირებდა. სოფლამდე როცა მიაღწია, ნახა, რომ მთელი ნაგროვები ფული დაეკარგა. მეორე დღეს უკან, პირეაში გამოემგზავრა - იქნებ ფული ვიპოვოთო. სოფელ პალიგირგოსში წმინდა ხარალამპეს სახელობის პატარა ეკვდერში შეიარა და წმინდანს შეწევნა შესთხოვა. ამ დროს მოესმა ხმა, - ფული იმ მანქანის სავარძლის ქვეშ ეძებნა, რომლითაც ის გუშინ სოფელში ჩავიდა. კაცმა მოძებნა მანქანა. ფული მართლაც სკამის ქვეშ ჩავარდნილიყო.
ერთი კაცი განუკურნებელი სნეულებით იტაჯებოდა. ხშირად და მხურვალედ შესთხოვდა წმინდა ხარალამპეს განკურნებას. ერთხელ მას წმინდანი გამოეცხადა და გაამხნევა, - შენი ტანჯვა ცოტათი მსუბუქია იმაზე, რაც ქრისტემ დაითმინა, ამიტომაც სჯობს დაითმინო სნეულება, ვიდრე განიკურნო, ვინაიდან ეს ავადმყოფობა ცხონებისკენ მიმავალი გზის შესამსუბუქებლად მოგევლინაო.
მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებმა პელოპონესის მხარის სოფელიც დაიპყრეს - ეჭვობდნენ, რომ აქაურები ბერძნული წინააღმდეგობის ჯარს მალავდნენ. გერმანელთა მეთაურმა ფილიატრის დაპყრობის მერე ბრძანება მიიღო, გაენადგურებინა ადგილობრივი ლიდერები და 1500 კაცი, სოფლის მთელი მამაკაცობა, საკონცენტრაციო ბანაკებში გაეგზავნა, სოფელი კი გადაეწვა. მოსახლეობამ გაიგო ეს ამბავი. მათ ღამე უთიეს წმინდა ხარალამპეს და ილოცეს. იმავე ღამეს წმინდა ხარალამპე გამოეცხადა ჰერ კიუსტერს და უთხრა, - ბრძანება არ შეასრულო და შენ და შენი ჯარისკაცები გერმანიაში ცოცხლები დაბრუნდებით და არც თქვენი ოჯახები გაიტანჯებაო. ეს სიზმარი იმ ღამეს ზედიზედ ოთხჯერ ნახა. დილით, მას მერე, რაც წმინდა ხარალამპე მეოთხედ გამოეცხადა, კიუსტერმა გენერალს დაურეკა, მოუყვა თავისი სიზმარი და რაოდენ დიდი იყო მისი გაოცება, როცა გენერალმა უთხრა, - ამნაირად მეც გამაფრთხილეს სიზმარში და შეგიძლია ეს ბრძანება არ შეასრულოო. მიხვდა, რომ მას წმინდა კაცი გამოეცხადა, ამიტომ მისი ვინაობის დასადგენად კიუსტერმა იმ მხარის ტაძრები შემოიარა. ბოლოს, წმინდა ხარალამპეს ხატიც დაინახა: "ეს წმინდა კაცი ვნახე სიზმარში!"
სოფელი გადარჩა. კიურსტერს ოჯახი უვნებელი დახვდა. ის ყოველწლიურად ჩამოდის ფილიატრაში, აქაურებმა იციან, რომ წმინდა ხარალამპესადმი მისი მორჩილების გამო გადარჩნენ და გულთბილად ხვდებიან. ეს გერმანელი სამხედრო მეთაური სიკვდილის წინ მართლმადიდებლობაში მოქცა.
მეტეორას წმინდა სტეფანეს მონასტრის დედებიც ყვებიან წმინდა ხარალამპეს მოხდენილ საწაულებს.
1978 წელს ამ სავანეში ახალგაზრდა ქალი მოვიდა მონასტერში დასარჩენად. დასტოვეს. მას მორჩილის სამოსი ეცვა, მაგრამ პირველ თვეებში მძიმედ ავადმყოფობდა, რადგან ოჯახს განშორებას დარდობდა. ერთხელ ის უფროსმა დამ მოინახულა და სცადა, დაეყოლიებინა, რომ მონასტერი დაეტოვებინა. იმ ღამეს უფროსი და სავანეში დარჩა ღამის გათევად. განთიადისას წმინდა ხარალამპე გამოეცხადა. მკაცრად ამხილა - მონასტრისთვის ჩამოშორება გოგონას დაღუპავსო და სილა გააწნა. გამოღვიძებული ქალი წმინდანის ხელის შეხებას გრძნობდა. რა თქმა უნდა, დაემორჩილა წმინდა ხარალამპეს. მისი ნაცნობი მონაზონი ყვება, რომ ეს ქალი დღემდე გრძნობს წმინდანის ხელის სიმწარეს.
1995 წელს სავანეში ქალაქ ტრიკალადან ქალბატონი მოვიდა და დებს უთხრა, 19 წელია, გათხოვილი ვარ, ექიმებმა მითხრეს, უშვილო ხარო. 1994 წლის დასაწყისიდან ვევედრები წმინდა ხარალამპეს. ერთხელ ძილში წმინდანი გამომეცხადა და მითხრა: - ბავშვები გეყოლებაო. ორი თვის მერე დავფეხმძიმდი და ტყუპი ვაჟი მეყოლაო. ახლა ის ხშირად ჩამოდის მონასტერში ვაჟებთან ერთად.
1990 წლის დასაწყისში მონასტერში ახალგაზრდა კაცი მოვიდა მეზობელი სოფლიდან. თავის მოკვლა სურდა, ხიდიდან გადახტომას აპირებდა, მზად იყო უფსკრულში გადაჩეხილიყო, ამ დროს მასთან მოხუცი მღვდელი მივიდა. უთხრა, ამ სავანის მოძღვარი ვარო. თუმცა აქამდე არ ენახა, ახალგაზრდას მის ცხოვრებასა და განსაცდელებზე მოუყვა. სასო არ წარიკვეთო, ღმერთი შეგეწევაო. ახალგაზრდამ სულში სიხარული იგრძნო, დაბრუნდა შინ. რეგულარულად იწყო ტაძარში წირვაზე სიარული. რამდენიმე კვირის შემდეგ მონასტერში ამოვიდა იმ მოძღვრის სანახავად. დედებმა უთხრეს, ჩვენთან მღვდლები არ ცხოვრობენო. როცა ვაჟმა აღწერა, როგორი იყო ის მოხუცი მოძღვარი, დებმა წმინდა ხარალამპე შეიცნეს.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat