წმინდა მოწამე მიქელ-გობრონი (+914) - 17 (30) ნოემბერი
წმინდა მოწამე მიქელ-გობრონი (+914) - 17 (30) ნოემბერი
914 წელს სომხეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს შემოესია არაბთა ამირა იუსუფ აბუსაჯის ძე - აბულ კასიმი. შემოსევის მიზანი იგივე იყო, რაც არაბთა ადრეული ლაშქრობებისა: ხარკის აკრეფა და არაბთა პოლიტიკის მოწინააღმდეგეთა დამორჩილება. ურჩთა შორის სომხეთის მეფე სუმბატ აშოტის ძე (890-914) იყო. მისი მეფობის II ნახევარს ემთხვევა სწორედ არაბთა ახალი შემოსევა, რომელმაც კიდეც იმსხვერპლა სუმბატ ბაგრატუნი. ერთი მხრივ არაბთაგან, ხოლო მეორე მხრივ, თვით სომეხი მთავრებისაგან შექმნილმა მტრულმა გარემოცვამ აიძულა სუმბატ აშოტის ძე კავშირი შეეკრა ბიზანტიასთან. ამან აღაშფოთა როგორც ხალიფა, ატრპატაკანის მმართველი იუსუფ აბუსაჯის ძე. იუსუფ ოსტიკანის სამკვიდრებელი ადგილი, ატრპატაკანი, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უშუალოდ ესაზღვრებოდა სომხეთის სამეფოს, ასე რომ, აბულ კასიმს შესაძლებლობა ჰქონდა, თვალყური ედევნებინა მოსაზღვრე ქვეყნისათვის. მან როგორც კი შეიტყო სუმბატისა და ბიზანტიის იმპერატორის შეთანხმების ამბავი, გადაწყვიტა სათანადოდ დაესაჯა სომხეთის მეფე და დიდძალი ჯარით დაიძრა ატრპატაკანიდან. აბულ კასიმმა მოაოხრა სომხეთის დიდი ნაწილი, მივიდა თბილისში, გადა¬ვიდა კახეთში, დაეუფლა ბოჭორმისა და უჯარმის ციხეებს. შემდეგ კვირიკე კახეთის ქორეპისკოპოსს დაუზავდა და უჯარმა დაუბრუნა. აბულ-კასიმმა განაგრძო გზა ქართლისაკენ. იქ მას უფლისციხის ზღუდეები თვით მცხოვრებთაგან მორღვეული დახვდა, რათა მტერი არ შემოსულიყო.

იუსუფმა დალაშქრა სამცხე ჯავახეთი, თმოგვის ციხის აღება კი ვერ შეძლო და ალყა შემოარტყა ყველის ციხეს, რომელსაც ორასიოდე მეომართან ერთად იცავდა მისი მცველი გობრონი. ოცდარვადღიანი უთანასწორო ბრძოლის შემდეგ აბულ-კასიმმა ხელთ იგდო ყველის ციხე. მან შეიპყრო გობრონი და მოსთხოვა გამაჰმადიანება, რაზედაც უარი მიიღო. იუსუფმა იგი სიკვდილით დასაჯა.

გობრონი ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, მისი გმირობა კი აისახა X ს-ის ქართველი მწერლის, სტეფანე მტბევარის თხზულებაში "წამებაი წმიდისა მოწამისა გობრონისი, რომელი განიყვანეს ყუელის ციხით". ეს ნაშრომი ავტორმა აშოტ ერისთავთ-ერისთავის დაკვეთით დაწერა.
აი, რას ამბობს სტეფანე მტბევარი წმინდა გობრონის წამებაზე:

...რადგანაც სარკინოზი იმარჯვებდა და სომეხთა მეფემ ვერც წინააღმდეგობა გაუწია და ვერც თავი დააღწია, ვინაიდან ღმერთს შეეწყვიტა მისი მეფობა. მაშინ გაიქცა ის აფხაზეთის მთებისკენ. ხოლო ხელმწიფე შეუდგა მის ძიებას, რათა სასტიკი სიკვდილით დაესაჯა.

მოვიდნენ ისინი ყველის ციხეში, რომელიც იყო გურგენ ერისთავთა ერისთავისა, სადაც იყვნენ წარჩინებული აზნაურები და მათთან ერთად ქრისტეს სანატრელი მოწაფე, გობრონი. მიადგნენ ისინი ყველის ციხეს, გარშემო თოვლივით შემოაწყვეს თავიანთი კარვები, სულ ხუთი სოფლიდან იყვნენ და გაჭირვებით დაეტივნენ. მათი კარვების თოკები გადაეწნა ერთმანეთს, რადგანაც ასეთი იყო დასადგურების წესი საძაგელი, უღმრთო, სასტიკად მოისარი მოდგმისა, რომელიც ძაღლებს, თაგვს, კაცსა და ყოველგვარ არაწმინდას ჭამდა. ასე გაემზადნენ ქვის სატყორცნებით, და მათ მიერ ნატყორცნ ისართა სიმრავლე მზეს ფარავდა. ისარი კი ასეული აქლემით მოეზიდათ და ასევე შუბებიც. სასტიკ ბრძოლაში მეციხოვნეები მხნედ იყვნენ, ხოცავდნენ მეომრებს და მათი სხეულის ნაწილებს ისე ყრიდნენ, როგორც ნაკელს მიწაზე. მათგან მამაცობით გამოირჩეო¬და ნეტარი გობრონი და მისი ბრძოლა ყველასთვის ცნობილი გახდა. მან ყველა წმინდანივით სახელი შეიცვალა, როგორც პეტრეს კლდე ეწოდა და სავლეს – პავლე, ამას – მიქელ, და შემდგომად – გობრონ. ეს უკანასკნელი მეფეს გაუგონია, დაუხსომებია სიტყვა გობრონი, მოსასმენად ეუცნაურა და გულში ჩაიმარხა, რადგანაც მძლავრი ბრძოლის სიყვარულისა და მისი ახოვნების გამო მისივე ქრისტიანული სარწმუნოებისადმი საღვთო მოშურნეობით აღიძრა...

ზოგჯერ გამოვიდოდნენ ხოლმე არტაონის საზღვარზე და ვისაც ნახავდნენ ყანიდან თავთავის ამღებს, რომლებიც შიმშილის გამო სიკვდილის შიშს არად აგდებენ, შეკრებდნენ ციხის მახლობლად, როგორც ცხვრებს, და დაკლავდნენ, და მათი უბრალო სისხლი, სურნელოვანი მსხვერპლივით შეიწირება ღვთისადმი, როგორც მართალი აბელის სისხლი. მათი რაოდენობა მხოლოდ ღმერთმა უწყის. უამრავი მართლმადიდებელი ადამიანი აჭარასა და შავშეთში კალიასავით ხის ფოთოლსა და ბალახს ჭამდა.

მაშინ შავშეთი ველურთაგან მიუდგომელი ზღუდე გახდა. უამრავნი იყვნენ. ერთი ღამის სავალი გზის სიახლოვეს იდგნენ, ქვეყანა ვერ იტევდა მათ. ღმერთმა არ დაუშვა მათი იქ შეშვება დიდ მეუდაბნოეთა და წმინდანთა მადლით, რომელთა სათნოებები, როგორც ცის სვეტნი, განმტკიცებულ არიან და რაფათის ზღუდესავით წინ აღუდგნენ მათ.

ხელმწიფე მეციხოვნეებს ებრძოდა ოცდარვა დღე და შევიდა ლაშქარი, რომელმაც გატეხა კლდე და გაარღვია ზღუდე. მათ გამოუხტა ნეტარი გობრონი და განდევნა ისინი და თავისი ძლევით მან გააკვირვა ყველა. რადგანაც არც შეწევნა იყო და არც წინააღმდეგობა, ითხოვეს ფიცის წიგნი, რამეთუ ღმერთმა გადაარჩინა ისინი.

ასე გამოიყვანა ისინი, დაახლოებით ორასი, და წარუდგინა თავის მთავრებს. ყველას უბრძანეს, ჩუმად შეეპყროთ გობრონი და ასეც მოხდა. გზად ზოგი აგულიანებდა და სიკვდილით ემუქრებოდა, ზოგს აგზავნიდნენ მასთან და აღუთქვამდნენ სიკეთეს. ასე აიძულებდნენ წინადაცვეთას და ქრისტეს დატოვებას.

ხოლო ნეტარი გობრონი გამსჭვალული იყო ღვთის შიშით, და ქრისტესთვის სატანჯველად, სიკვდილის დასათმენად გაამზადა თავისი თავი (ისევე, როგორც ქრისტემ დაითმინა სიკვდილი ყველასთვის), მოციქულის სიტყვებს ეუბნებოდა მათ: "ჩემი ცხოვრება ქრისტეა და სიკვდილი – სარგებელი". მიუახლოვდნენ თალინს. რამდენი უდანაშაულო სისხლი დაიღვარა, კაცთაგან აღურიცხველია.

ჟამი რომ დადგა, გამოვიდა ხელმწიფის ბრძანება, რომ მის მიერ მოხმობილები სწვეოდნენ მოწმეთა მაგიდას და წამდგარიყვნენ სასამართლოში სიკვდილის საშინელი განაჩენის წინაშე, როგორც უფლის განკითხვის დღეს.

ასეთი იყო წესი სარკინოზებისა – როცა გამოდიოდა ბრძანება ქრისტიანის სიკვდილით დასჯისა, შეიარაღდებოდნენ, როგორც ბრძოლის დღეს და, ლესავდნენ თავიანთ მახვილს სისხლის სწრაფად დასაღვრელად და ერთმანეთს ისე ასწრებენ, თითქოს დიდი განძის შესაძენად ირჯებიან.
როცა გამოჰყავდათ შეპყრობილები ყველის ციხიდან, რიცხვით ას ოცდაცამეტი, რომლებიც გამოარჩია ღმერთმა თავის მოწამეებად, როგორც სამოელის მიერ სათნოჰყო ღმერთმა დავითი თავის ცხებულად. ამის მსგავსად მოწვეული აზნაურებიც დააყენეს, რომლებიც მეფე ადარნასემ გამოიხსნა.
წმინდანებს რომ მოუხმეს, მიხვდნენ, რაც ხდებოდა, და ყველამ თქვა: "წავიდეთ, ძმებო, ქრისტესთან ერთად და ნურც ერთი ჩვენგანი ნუ შეუორგულდება". სიხარულით გამოვიდნენ ისინი და ერთმანეთს ეუბნებოდნენ, მიეღოთ სიკვდილის მძიმე სატანჯველი, როგორც კეთილი განცხრომა. უმეტესი მათგანი მახვილებით შეიარაღებულ ლაშქარს წარუდგინეს.

მაშინ გაფიცხებულები ბოროტი მხეცებივით დაერივნენ მათ და ერთმანეთს ასწრებდნენ – ზოგი მახვილით სცემდა, ზოგი შუბითა და ისრით ჩხვლეტდა მათ სხეულებს, დანებით ჭრიდნენ, მათ ღვიძლებს პირით გლეჯდნენ, როგორც ძაღლები.

ასე დაიღვარა მათი სისხლი და დამთავრდა მათი წამება ქრისტეს მიერ, ხოლო ნეტარი გობრონი წარადგინეს ამირას წინაშე. უთხრა მან გობრონს:
- მებრალება შენი სიჭაბუკე და სიკვდილისათვის მენანება შენისთანა მხედარი, სახელოვანი ხარ ჩვენ წინაშე. ახლა, როგორც საყვარელ შვილს, გმოძღვრავ, მიატოვე შენი სულელური რჯული, რითაც ვერაფრით ისარგებლეს შენმა მოყვასებმა, და აღიარე ჩვენი რჯული, რომელსაც ყველა ემორჩილება, და აღგითქვამ ამიერიდან, თუ სამთავროს უფროსობას ინებებ, მოგცემ პალატს, კარვებს, მონებს, სასახლეს, აქლემებს, უამრავ მშვენიერ განძს, და იქნები ჩემი ერთ-ერთი რჩეულთაგანი. საყვარელი იქნები ჩემ წინაშე და ამ ლაშქრისგან პატივცემული.

წმინდა გობრონმა მიუგო ამირას და უთხრა:

- გევედრები, ხელმწიფევ, ნუ მაიძულებ, მივატოვო ქრისტიანობა, რომლითაც აღმზარდეს მშობლებმა და მონათლული ვარ სულიწმიდით. რა არის მიზეზი ჩემი სიკვდილით დასჯისა? ბევრი ქრისტიანია შენს ქვეშევრდომობაში, მეც, როგორი სახითაც გენებოთ, არ დავაკლებ მსახურებას თქვენს ხელმწიფებას. ეს კი ნამდვილად იცოდეთ, რომ არც შენი კეთილი აღთქმითა და არც შენგან ჩემზე ძლიერი ბოროტების მოწევნით ვერ განმაყენებ ჩემი უფალი იესო ქრისტესგან.

ხოლო ამირამ თავის მსახურებს უთხრა:

-წაიყვანეთ ეს და უჩვენეთ სხვადასხვა ჭრილობა, მიყენებული მისი მოყვასებისათვის, ასევე უჩვენეთ პალატები და კარვები და დაარწმუნეთ, ვინ იცის, იქნებ სიკვდილის შიშმა ან სიკეთის შეძენის სურვილმა მოდრიკოს მისი გული.

ყველგან რომ შემოატარეს და ამირას წინაშე წარდგნენ, უთხრა ამირამ:

-რა ამოირჩიე შენთვის?

წმინდა გობრონმა მიუგო:

-მე თავიდანვე გითხარი, რომ არ განვერიდები ჩემს უფალს, ქრისტეს.

ხოლო ამირამ თავის მსახურებს უთხრა:

-არ იცის მან სიკვდილის სიმწარე. წაიყვანეთ და მის წინაშე დახოცეთ დარჩენილი ქრისტიანები, მცირე ჭრილობა ამასაც მიაყენეთ და კვლავ მოიყვანეთ.
ისევ წაიყვანეს ნეტარი გობრონი, ჩააყენეს დარჩენილებს შორის და დაუნდობლად დაერივნენ მახვილით. მათი უმოწყალო ცემისას სისხლი ეპკურებოდა მას, ზოგი გვამი მის წინ დავარდა, ზოგი ფეხებში შეუგორდა; და ასე საშინლად აწამეს ყველა, მისი გული კი ვერ შეაძრწუნეს. მაშინ მოუდრიკეს ქედი, ორჯერ სცეს მახვილი და მცირედ დაჭრეს. ნეტარმა გობრონმა ბორკილისაგან გამოიღო ხელი, თავისი სისხლი ჯვრის სახით გამოისახა შუბლზე და თქვა:

- მადლობა, უფალო იესო ქრისტე, რომელმაც უღირსი და ცოდვილი, ამ სამკვიდრებლის უკანასკნელი მემკვიდრე, მოწამეობის ღირსი გამხადე. უფალო, დიდია შენი მოწყალება და სიტკბოება ჩემზე და ნუ დამაბრკოლებს რაიმე მიზეზი, ეშმაკის ხერხი და ამ უსჯულოს სხვა ძალადობა.

კვლავ მიყავდათ ის ამირასთან და ბრწყინავდა მისი პირი და შუბლი ელვარებდა. ზოგმა ქრისტიანმა, რომელიც მახლობლად იდგა, იხილა თავისი თვალით, როგორ ედგა მას გვირგვინი და ირწმუნა მისი დამოწმების (მარტვილობის) ჭეშმარიტება. ისე ამშვენებდა მას შუბლზე გამოსახული სისხლი, როგორც მაშინ, როცა უფალი ჩვენი გადარჩენისათვის ვნებას აღასრულებდა. გამოიყვანეს იგი ეკლის გვირგვინით და ყველამ იხილა. ამის გამო უფალი ამბობს: "მოწაფისთვის საკმარისია იყოს ისეთი, როგორიც მისი მოძღვარი და უფალია".

მაშინ ირწმუნა მეფე ადარნასემ მისი ჭეშმარიტი მოწამეობა, როგორც გიორგისი და თეოდორესი. როცა წარადგინეს ის ამირას წინაშე, რომელიც ალერსით ვერ არწმუნებდა მას, დაეტოვებინა ქრისტე და ეუბნებოდა:

- ეს იცოდე, თუ არ დამემორჩილები, ვერანაირი ღონით ვერ გაექცევი სიკვდილს. ახლა ისმინე ჩემი, როგორც კეთილის მზრახველისა, და ნუ წარიწყმედ თავს, მე ვუბრძანებ მკურნალს, შენი მცირედი ჭრილობისგან განგკურნოს და ადრინდელ აღნათქვამს შევასრულებ.

უთხრა მას წმინდა გობრონმა:

- გააკეთე, რაც გნებავს, მე ქრისტიანი ვარ და არასოდეს უარვყოფ მის სახელს.

მაშინ ბრძანა ამირამ წმინდა გობრონის მოკვლა. წაიყვანეს იგი, მოჰკვეთეს თავი და დააგდეს მოკლულებთან. ასე აღსრულდა მისი წამება 17 ნოემბერს და მიიღო უჭკნობი გვირგვინი წმინდანებთან, მოციქულთა და ყველა წამებულთან. ქრისტიანთაგან ვერავინ შეძლო მასთან მიახლება. ხოლო ამირამ ბრძანა, ამოეთხარათ სამი თხრილი. შეკრიბეს ყველა მოკლულის სხეული და შიგ ჩაყარეს; და ბრძანა, არც ერთი ქრისტიანი არ მიჰკარებოდა.
ხოლო ღმერთმა, რომელმაც არ უგულებელყო თავისი მსახურები და ადიდა თავისი მაქებელნი, სასწაული მოავლინა ზეციდან: ნათელი ბრწყინავდა ანთებული ლამპრებივით და დაადგა თხრილს. მრავალმა იხილა ეს სასწაული, მორწმუნემ თუ ურწმუნომ.

წყარო: "ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები", ტ. 3. თბილისი 2008 წ.

ხატის ავტორი შოთა ცინცაძე.

ასევე ნახეთ:

წმინდა მიქელ-გობრონი

ტროპარი და კონდაკი დიდმოწამე მიქაელისა, რომელსა ეწოდა გობრონ და ასოცდაცამეტ მხედართა მისთა

წმინდა გობრონის წამება.

ყველისციხე






ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat