წმინდა მოწამენი: გური, სამონი (+299-306) და აბიბოსი (+322) - 15 (28) ნოემბერი
წმინდა მოწამენი: გური, სამონი (+299-306) და აბიბოსი (+322) - 15 (28) ნოემბერი
წმიდა მოწამენი და აღმსარებელნი: გური, სამონი და აბიბო. წმიდა გური და სამონი ქალაქ ედესაში (მაკედონია) დაიბადნენ.
მაშინ, როცა ქრისტეს ეკლესიას დევნა დაუწყეს უსჯულო მეფეებმა დიოკლეტიანემ და მაქსიმიანემ, ქალაქ ედესის სიახლოვეს, როგორც მყუდრო ნავსაყუდელში ცხოვრობდა ორი ღვთისმოშიში კაცი გური და სამონი. ისინი ედესელები იყვნენ, მაგრამ ამაოებისა და უსჯულოების გამო, რაც ამ ქალაქში სუფევდა, დატოვეს იგი და ედესის გარეუბანში დღედაღამ გულმოდგინედ ემსახურებოდნენ უფალს, დამოძღვრიდნენ სხვებსაც და მრავალი წარმართი მოაქციეს ქრისტეს რწმენაზე.
ეს შეიტყო ედესაში მყოფმა რომის მეფეთა წარმომადგენელმა სარდალმა ანტონინემ და ბრძანა, სასწრაფოდ დაეპატიმრებინათ ისინი და მათი მოწაფეები. წმინდა გური, სამონი და მრავალი ქრისტიანი კარგა ხნით დამწყვდეული ჰყავდათ, მერე კი სარდალმა ყველა ერთად მოაყვანინა და უბრძანა, მეფის ბრძანება აესრულებინათ და კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირათ, მაგრამ არც ერთმა მათგანმა არ მოისურვა ქრისტეს ღალატი. ჯერ ყველა გააშოლტინა, მერე იფიქრა, რომ თუ მათ მეთაურებს კერპების თაყვანისცემაზე დაითანხმებდა, სხვებსაც ადვილად მოდრეკდა. ამიტომ თავი მოჩვენებითად მოწყალედ გამოაჩინა, ქრისტეს სამწყსოდან საწამებლად გური და სამონი დაიტოვა, დანარჩენები კი სახლში გაუშვა. ქრისტეს წმინდა აღმსარებელნი კი თავისთან მიიხმო და უთხრა:
- ჩვენი დიდებული მეფეები გიბრძანებენ, რომ თაყვანი სცეთ დიდებულ ღმერთ დიონისეს და ტაძარში უკმიოთ საკმეველი.
რაზეც წმინდა სამონმა უპასუხა:
- ჩვენ არასოდეს ვუღალატებთ ჭეშმარიტ რწმენას, რომლისათვის საუკუნო სიცოცხლე მოგველის და არასოდეს ვსცემთ თაყვანს კაცთა მიერ შექმნილ კერპებს.
- მეფეთა ბრძანება, ყველა შემთხვევაში უნდა შეასრულოთ, - უთხრა ანტონინემ.
- ჩვენ არასოდეს ვიტყვით უარს ჩვენს წმინდა და უბიწო რწმენაზე, - უპასუხა გურიმ, - და არ დავემორჩილებით ადამიანის ბოროტ და დამღუპველ ნებას. არამედ ავასრულებთ ჩვენი უფლის ნებას, რომელიც ამბობს: "ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე" (მათე 10.32-33).
მაშინ მსაჯული სიკვდილით დაემუქრა, თუ მეფის ნებას არ აასრულებდნენ. მაგრამ წმინდა სამონმა თამამად უთხრა:
- ჯალათო! ჩვენ ავასრულებთ ჩვენი შემოქმედის ნებას, არ მოვკვდებით, არამედ საუკუნოდ ვიცოცხლებთ; ხოლო თუ მეფის ნებას ავასრულებთ, შენ თუმცა არ მოგვკლავ, მაგრამ საუკუნოდ წარვწყმდებით.
ეს რომ გაიგო, ანტონინემ ბრძანა, წმინდა მოწამეები ბნელ დილეგში ჩაეყარათ.
ამ დროს ედესაში ოლქის მმართველი მუზონი ჩამოვიდა, რომელიც აქ მეფეებმა სპეციალურად ქრისტიანების საწამებლად გამოაგზავნეს. მან წმინდა სამონი და გური საპყრობილიდან თავისთან მოაყვანინა და მოწამეებს უთხრა:
- ასეთია ყოვლისმპყრობელი მეფეების ბრძანება, რომ დიონისეს საკურთხეველში ღვინო და საკმეველი უნდა მიიტანოთ; ხოლო თუ ასე არ მოიქცევით, ამას გაიძულებთ სხვადასხვა წამებით: ცემით სხეულს დაგიმსხვრევთ, ხელ-ფეხით ჩამოგკიდებთ, სხეულზე ყველა ასოს დაგიჭრით; ახალ და გაუგონარ სასწაულებს მოვიგონებ, რომელსაც ვერ გაუძლებთ.
ამაზე წმინდა სამონმა უპასუხა:
- ჩვენ უფრო გვეშინია დაუძინებელი მატლის და დაუშრეტელი ცეცხლის, რომელიც ღვთისაგან განდგომილთათვის არის გამზადებული, ვიდრე მაგ სატანჯველების შენ რომ ჩამოთვალე. რამეთუ ვისაც სულიერ მსხვერპლს შევწირავთ, გაგვაძლიერებს სატანჯველთა დათმენისას და დაუძლეველებს გაგვხდის; შემდეგ კი დაგვიხსნის რა შენს ხელთაგან ბრწყინვალე სავანეებში დაგვასახლებს, სადაც არიან უფლის მიერ მხიარულნი. ჩვენ შენი მუქარის არ გვეშინია, რადგან შენ მხოლოდ ჩვენს სხეულს შეებრძოლები და ვერაფერს ავნებ ჩვენს სულს. "რადგან თუ ჩვენი გარეგანი კაცი იხრწნება, დღითი დღე ახლდება შინაგანი" (2 კორ. 4:16). ამიტომაც გვმართებს "მოთმინებით გავლიოთ ჩვენ წინაშე მდებარე სარბიელი" ებრ. 12:1).
კიდევ სხვა მრავალი უთხრა წმინდა სამონმა. მმართველმა მოწამეთა სიმტკიცე რომ იხილა, მათ ტანჯვას შეუდგა. მისი ბრძანებით სამონის ხელი გურის ხელთან შეკრეს და ასე ჩამოკიდეს, ხოლო ფეხებზე მათ მძიმე ტვირთი მოაბეს. წმინდანები დაითმენდნენ და მადლობას უძღვნიდნენ უფალს. ამის მერე წმინდანებს ჰკითხა, დაემორჩილებოდნენ თუ არა მეფის ბრძანებას, ხოლო როცა უარი მოისმინა, ისინი ბნელ დილეგში ფეხებზე ხუნდებდადებულნი ჩააყრევინა. აქ მათ პირველი აგვისტოდან 10 ნოემბრამდე დაჰყვეს. და საშინელ ტანჯვაში, შიმშილსა და სიცივეში ადიდებდნენ უფალს. ბოლოს გამოიყვანეს საპყრობილიდან, წმინდა გური ისე იყო დაუძლურებული, ძლივსღა სუნთქავდა, სამონი უფრო ყოჩაღად ჩანდა. მმართველმა მათ ჰკითხა:
- საპყრობილეში ხომ არ მოგწყინდათ, აზრი ხომ არ შეიცვალეთ, თაყვანსა სცემთ ღმერთებს და გათავისუფლდებით ამ მძიმე მდგომარეობიდან?
წმინდანებმა უპასუხეს:
- ადრე ნათქვამს გავიმეორებთ, ჩვენ არ ვუღალატებთ ჩვენს უფალს, გვტანჯე, როგორც გინდა.
მაშინ მმართველმა წმინდა გური, როგორც ავადმყოფი, საპყრობილეში მიაბრუნა, რადგან იმედი ჰქონდა მისი მოდრეკისა. წმინდა სამონი კი ცალი ფეხით ჩამოკიდეს, ხოლო მეორე ფეხზე მძიმე ტვირთი მოაბეს, ასე ეკიდა მეორე ჟამიდან მეცხრე ჟამამდე. იქ მყოფი ჯარისკაცები მას თანაუგრძნობდნენ და მოუწოდებდნენ, მეფის ბრძანებას დამორჩილებოდა, რათა სატანჯველისთვის თავი დაეღწია. მაგრამ მან მათ არაფერი უპასუხა, მხოლოდ უფალს ევედრებოდა გულმხურვალედ და გაძლიერებას შესთხოვდა. მმართველის ბრძანებით, სამონი ჩამოხსნეს, მაგრამ რადგანაც ფეხები ამოვარდნილი ჰქონდა, დგომა ვეღარ შეძლო. საპყრობილეში წაიყვანეს და გურის გვერდით დააწვინეს.
15 ნოემბერს მმართველი მუზონი მამლის ყივილისას წამოდგა და მოწამეებს სასამართლო გაუმართა. წმინდა სამონი ორ ჯარისკაცს იყო დაყრდნობილი და ფეხებს მიათრევდა. ხოლო წმინდა გურის სიარული არ შეეძლო, რადგან მისი ხუნდებში გაყრილი ფეხები წყლულებით დაიფარა და მოიღუნა, ამიტომაც საკაცით მიიყვანეს. მუზონიმ ჰკითხა, რას ირჩევთ, სიკვდილს თუ სიცოცხლესო. წმინდანებმა უთხრეს, რომ მათ დიდიხანია ქრისტესთვის სიკვდილი აირჩიეს, რათა საუკუნო სიცოცხლე შეეძინათ. რაც გინდა ის გვიყავი. ჩვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მონები ვართ და მხოლოდ მას ვცემთ თაყვანსო.
მმართველმა ბრძანა, ორივეს თავი მოკვეთეთო. დიდად გაიხარეს ქრისტეს მხედრებმა. მოწამეები ეტლზე დააწვინეს და მაშინ, როცა ედესელებს ღრმა ძილით ეძინათ, წმინდა სამონი და გური ქალაქგარეთ ერთ მთასთან მიიყვანეს. მოწამეებმა ლოცვისთვის დრო ითხოვეს. ჯარისკაცებმა ნება დართეს. წმინდა მოწამეებმა გულმხურვალედ ილოცეს, მერე ჯალათებს უთხრეს, ბრძანება აასრულეთო და ქედი მახვილს მიუპყრეს. მოწაფეებმა შეიტყვეს მათი მარტვილობის ამბავი, მოწამეთა სხეულები აიღეს და დიდი პატივით დაკრძალეს. წმინდა გური და სამონი 293-306 წლებში აღესრულნენ. მათი წმინდა ნაწილები მათსავე სახელობის ტაძარში 1200 წელს უნახავს რუს მოგზაურს ანტონს.
გამოხდა ხანი, დადგა კონსტანტინე დიდი მეფობის ხანა. მან თავისი ხორციელი და იმპერიის თანამმართველს ლიცინიუსს მიათხოვა, ოღონდ იმ პირობით, რომ მას სამეფოში ქრისტიანები არ უნდა ედევნა, ყველას რწმენის მიხედვით ეცხოვრა. მაგრამ ლიცინიუსმა დაარღვია პირობა და იმპერიის აღმოსავლეთში ქრისტიანებს დევნა დაუწყო. ამ დროს ედესაში, სადაც ადრე წმინდა სამონი და გური ეწამნენ, ცხოვრობდა ერთი დიაკვანი სახელად აბიბოსი, რომელიც სახლიდან სახლში გადადიოდა და ყველას წმინდა სარწმუნოებას უქადაგებდა. მან მრავალი ურწმუნო მოაქცია ქრისტეს სჯულზე და მრავალ ქრისტიანს კი ღვთივ სათნო ცხოვრება ასწავლა. მის შესახებ ქალაქის თავმა ლისანმა ლიცინიუსს წერილით შეატყობინა, აბიბოსმა მთელი ედესა ქრისტიანული ცრუსწავლებით აავსოო. ამ წერილით თითქოს იმპერატორისგან ქრისტიანების დევნის ნებართვას ითხოვდა. ლიცინიუსმა მას აბიბოსის მოკვლა უბრძანა. ლისანმა აბიბოსის მოძებნა ბრძანა, რადგან ის დედასა და ნათესავებთან ერთად ქალაქის ერთ ნაწილში სხვებისთვის უცნობ ადგილას ცხოვრობდა. წმინდანმა რომ გაიგო მეძებენო, კი არ დამალულა, გამოვიდა სახლიდან და მის მძებნელ ჯარისკაცებს დაუწყო ძებნა. ერთ ადგილას სარდალ თეოტეკნეს შეხვდა და უთხრა:
- ეს მე ვარ, ვისაც ეძებთ: აბიბოსი. წამიყვანეთ თქვენ გამომგზავნელთან.
თეოტეკნემ მშვიდად შეხედა და უთხრა:
- ჰოი, კაცო, წადი და დაიმალე, ვიდრე სხვებმა დაგინახეს.
აბიბოსმა უპასუხა:
- თუ შენ არ წამიყვან, მე თვითონ წავალ ქალაქის თავთან და ვაღიარებ ჩემს ქრისტიანობას.
თეოტეკნემ ის ლისანთან მიიყვანა. ქალაქის თავმა ვინაობა ჰკითხა. წმინდანმა პირველ რიგში განაცხადა, რომ ის ქრისტიანი იყო, შემდეგ კი უთხრა, რომ აბიბოსი ერქვა და სოფელ ფელსეადან იყო. ლისანმა ჯერ ალერსით, შემდეგ კი მუქარით სცადა იგი ქრისტესგან განეყენებინა, და რომ ვერ გატეხა, აბიბოსი ხეზე ჩამოკიდეს და რკინის ჭანგებით სხეული დაუსერეს. ამის შემდეგ კვლავ უბრძანა კერპებისთვის ეკმია საკმეველი. მაგრამ წმინდანმა მტკიცედ უთხრა:
- ვერავინ განმაშორებს ქრისტეს, ათასჯერ საშინელი სატანჯველი, რომ მარგუნოო.
წმინდანი არ გატყდა, ჯალათმა მისი ცოცხლად დაწვა ბრძანა. ქალაქგარეთ დიდი კოცონი გააჩაღეს. წმინდანმა დიდად გაიხარა, რომ ქრისტესთან მიდიოდა, ცეცხლთან მისულმა ილოცა, მერე დედას და ახლობლებს დაემშვიდობა. შევიდა ცეცხლში და სული თვისი უფალს ჩააბარა. როცა ცეცხლი ჩაქრა, დედამისი სხვა ქრისტიანებთან ერთად წავიდა წმინდანის ნეშტის მოსაძებნად. აბიბოსის ნეშტი ხელუხლებელი იხილეს.
წმინდა აბიბოსი 322 წლის 15 ნოემბერს აღესრულა.
როცა ბიზანტიის იმპერიაში ქრისტიანთა დევნა შეწყდა და ყველგან იდიდებოდა უფლის სახელი, მორწმუნეებმა ედესაში, წმინდანთა სახელზე, ტაძარი ააგეს, მათი წმინდა ნაწილები ერთ სარკოფაგში მოათავსეს და დიდი პატივით დააბრძანეს ტაძარში. მრავალი სასწაული აღესრულებოდა წმინდა მოწამეთა შეწევნით. ერთი მათგანი მაინც განსაკუთრებულად დაამახსოვრდათ ქრისტიანებს.
ოდესღაც ბიზანტიის იმპერიას ბარბაროსებმა შეუტიეს. მტერმა მრავალი ქალაქი აიღო და ედესასაც შემოარტყა ალყა. ედესელთა საშველად იმპერატორმა ჯარი გამოგზავნა, რომელმაც მტერი უკუაგდო, ჯარის ნაწილი ედესაში დარჩა, ხალხის დასაცავად, ისინი მოქალაქეთა ოჯახებში განაწილდნენ. ერთი ქვრივი დედაკაცის, სოფიოს სახლში წარმოშობით გუთი ჯარისკაცი დაბინავდა. სოფიოს ულამაზესი ქალიშვილი ჰყავდა, ექვთიმია, რომელსაც თვალისჩინივით უფრთხილდებოდა. ჯარისკაცმა მოჰკრა თვალი ქალიშვილს და ბილწი გულისთქმით აივსო, სთხოვა დედამისს გოგონას ხელი. ვერ მოგცემ ჩემს ერთადერთ ქალიშვილს.
შენ სამშობლოში წახვალ, თან წაიყვან და სამუდამოდ დამეკარგებაო, - უთხრა სოფიომ. გუთი კი დაემუქრა, - თუ არ მომათხოვებ, თავს ათას უბედურებას დაგატეხო. საცოდავ ქვრივს კი არავინ ჰყავდა მშველელი. ჯარისკაცმა უკვე ტკბილი სიტყვით სცადა სოფიოს დაყოლიება, საჩუქრებს არ იშურებდა ღარიბი დედა-შვილისთვის, თუმცა, ქალი ამ საჩუქრებს უკანვე უბრუნებდა. ექვთიმიაც ყველანაირად ფრთხილობდა, სადმე მარტოს არ გადაჰყროდა ჯარისკაცს. სოფიომ შეიტყო, რომ გუთს სამშობლოში ცოლ-შვილი ჰყოლოდა, მაგრამ ჯარისკაცი ღმერთს იფიცებდა - თავისუფალი ვარ და მხოლოდ ექვთიმიას სიყვარული მკლავსო. საწყალმა ქვრივმა დაიჯერა მისი ფიცისა, დათანხმდა ექვთიმიას მითხოვებას. ხელები ზეცად აღაპყრო და ღმერთს შეჰღაღადა: - მეუფეო, მამაო ობოლთა და მსაჯულო ქვრივთაო. მოხედე შენს ქმნილებას და ნუ დაუტევებ ამ გოგონას, რომელიც უცნობ ადამიანზე ქორწინდება. ნუ დაუტევებ მას შენი შეწევნის გარეშე, მას, რომელიც შენს კეთილ განგებულებას მინდობია. მე ქალიშვილს ვატან უცნობ ადამიანს, შენ იყავ მოწმე ამ კაცის ფიცისა და დაპირებისო.
გუთი იფიცება წმინდათა განსასვენებელთან

მიათხოვეს ექვთიმია გუთს, ჯვარი დასწერეს, მცირე ხანში მუცლად იღო კიდეც. სპარსთაგან შემოტევის საშიშროება აღარ იყო, ამიტომ იმპერატორმა ბრძანება გასცა ჯარისკაცების შინ დაბრუნებისა. რაღას იზამდა სოფიო, მოხდა ის, რისაც ძალზე ეშინოდა, სიძეს შინ თან მისი ექვთიმია მიჰყავდა. იმედად წმინდა მოწამენი - აბიბოსი, სამონი და გურიღა დარჩა. სოფიომ სიძეს უთხრა, - ვერ მოგანდობ ჩემს ქალიშვილს, ვიდრე მოწამეთა განსასვენებელთან არ დაიფიცებ, რომ მას რაიმე უბედურებას კი არ გადაჰყრი, არამედ სათანადო პატივით მოეპყრობიო. უკეთურ კაცისთვის დაფიცება არაფერს ნიშნავდა. მოვიდა წმინდა მოწამეთა განსასვენებელთან და თქვა: - თქვენს ხელთაგან, წმინდანებო, მივიღებ ამ გოგონას და თქვენ იყავით ჩემი მოწმე და შუამდგომელნი მისი დედის წინაშე, რომ არანაირ ტკივილს არ მივაყენებ ჩემს მეუღლეს, არამედ მეყვარება და პატივს ვცემ სიცოცხლის ბოლომდეო. სოფიომ თვითონაც შესთხოვა მოწამეებს: წმინდანო მოწამენო, ღვთის შემდეგ თქვენ გაბარებთ ჩემს ქალიშვილს და თქვენი შუამდგომლობით ვაძლევ ცოლად უცხო კაცსო. აკურთხა შვილი და შორეულ ქვეყანაში დაიმედებულმა გაუშვა. მიუახლოვდნენ ქმრის ქალაქს და კაცმა დაივიწყა ფიციც, სიყვარულიც. გახადა ქალს ძვირფასი სამოსი, განძარცვა სამკაულთაგან. მიადო ყელზე მახვილი და უბრძანა: - თუ გინდა, რომ ცოცხალი გადარჩე, როცა ჩემს სახლში შევალთ, არაფერი თქვა, რაც ჩვენ შორის იყო. ამიერიდან შენ ჩემი მონა ხარ და ჩემს ცოლს მოემსახურები. თუ წამოგცდება რაიმე ჩემს ნათესავებთან, მაშინვე თავს წაგაცლიო. მოტყუებულმა და შეურაცხყოფილმა ექვთიმიამ ბევრი იტირა, მაგრამ რას შეასმენდა ბოროტ ადამიანს, ბოლოს კი უფალს შესთხოვა: ჩემი მშობლების ღმერთო, მომხედე და შეისმინე ჩემი ვედრება. ნახე, რას მიკეთებს ფიცის გამტეხი. ჰოი, წმინდანო აბიბოს, სამონ და გური, თქვენი იმედით წამოვედი უცხო მხარეში. შემეწიეთ და დამიხსენით ამ უბედურებისგანო.
როცა სახლში შევიდნენ, ახალგაზრდა ლამაზი ქალის დანახვაზე გუთის ცოლმა იეჭვიანა. თუმცა, ქმარი უმტკიცებდა, მონააო, მაგრამ მაინც არ იჯერებდა. ექვთიმია კი შეშინებული უხმოდ ემორჩილებოდა ქალბატონს. არც იცოდა, რითი ეშველა, როგორ დაეღწია თავი ტყვეობისგან. დაუცხრომლად ევედრებოდა მოწამეებს და შეწევნას სთხოვდა. მაგრამ ზეცა ჯერჯერობით დუმდა. ქალბატონი ყველანაირად ტანჯავდა მხევალს, ან კი როგორ შეუბრუნებდა სიტყვას, საწყალმა ექვთიმიამ გოთური ენაც კი არ იცოდა. გავიდა ხანი. ექვთიმიას მუცელი წამოეზარდა, გუთის ცოლი სიძულვილით და მრისხანებით აღივსო, უმძიმეს სამუშაოს ავალებდა - იქნებ მუცელი მოეშალოსო. მაგრამ მას შვილი მაინც შეეძინა, რომელიც ზედმიწევნით ჰგავდა მამას. განრისხებული ქალი ქმარს მივარდა და ღალატში ამხილა. მან კი უარი განაცხადა და ცოლს უთხრა, - ეგ შენი მონაა, რაც გინდა, ის უყავიო. გუთის ცოლმა ბავშვის მოკვლა გადაწყვიტა. ექვთიმია საქმეზე გაგზავნა და ჩვილს შხამი დაალევინა. ექვთიმიას შვილი მკვდარი დახვდა. მწუხარებამ მოიცვა, ვერ ხვდებოდა ბავშვის უეცარი სიკვდილის მიზეზს. როცა პატარა დასაკრძალად მოამზადეს, ექვთიმიამ ჩვილის ბაგეზე რაღაც სითხე შეამჩნია, მოწმინდადა... უცბად გაახსენდა, ქალბატონი რომ შვილის მოკვლით დაემუქრა... ქსოვილი, რომლითაც ჩვილს ბაგე მოსწმინდა, შეინახა და ეს საიდუმლოც არავის გაუმხილა. რამდენიმე დღის შემდეგ გუთი მეგობრებს მასპინძლობდა. მათ ექვთიმია ემსახურებოდა. მან, ეჭვის შესამოწმებლად, ის ქსოვილი ღვინიან ფიალაში ამოავლო, შემდეგ ფიალა ქალბატონს მიართვა. მანაც შესვა და ცოდვა თავზე დაატყდა - მეორე დღეს გარდაიცვალა. გუთს მხიარულება მწუხარებად შეეცვალა, ქალი დაკრძალეს და მის ნათესავებს ერთი კვირის შემდეგ გაახსენდათ მხევალი - გარდაცვლილს მტრობდა და ნამდვილად ეგ მოკლავდაო და როგორც მკვლელი, მმართველთან მიიყვანეს განსასჯელად. მმართველი შინ არ დაუხვდათ. გუთმა და მისმა ნათესავებმა გახსნეს სარკოფაგი და ქალბატონს ექვთიმია ცოცხლად ჩაატანეს.
ძნელია სიტყვებით გამოხატო, რაც მან დაითმინა. ქალბატონის სხეული უკვე გახრწნილიყო. სიკვდილის სუნი ექვთიმიას სუნთქვას უკრავდა. ამ აუტანელი ტანჯვისას, ვითარცა იონამ, ვეშაპის მუცლიდან, შეჰღაღადა უფალს: უფალო ღმერთო ზეციურ ძალთაო, რომელი ზიხარ ქერუბინთა ზედა და ჰხედავ უფსკრულთ. შენ ხედავ მწუხარებას ჩემი გულისას, აქ, ამ მყრალ კუბოში რომ დამამწყვდიეს. იცი, უფალო, რომ შენს იმედად გამაყოლეს ცოლად უსჯულო გუთს, რამეთუ მან შენი წმინდა სახელი დაიფიცა. შემიწყალე, უფალო, შენი წმინდა სახელის გულისთვის. შენ მოჰკლავ და აცოცხლებ, შენ ჩაიყვან კაცს ჯოჯოხეთში და ამოიყვან. მიხსენ მე მწარისა სიკვდილისგან და ამომიყვანე კუბოდან, ვითარცა ჯოჯოხეთიდან. შემიბრალე მე, მეუფეო, შენს წმინდა მოწამეთა - გურის, სამონისა და აბიბოსის გულისთვის, ვისი დაღვრილი სისხლიც და შენთვის სიკვდილი უწმინდეს მსხვერპლად მიგიღია. ჰოი, წმინდანო მოწამენო, საცოდავი დედაჩემის წინაშე თქვენ დაგაყენათ თავდებად და შუამდგომლად უსჯულო გუთმა. ჰოდა, მიხსენით მე შესაბრალი".
ლოცვისას ექვთიმიას სამი ნათლითმოსილი მამაკაცი წარმოუდგა - წმინდა გური, სამონი და აბიბოსი. სიმყრალეც უეცრად გაქრა და კუბო კეთილსურნელებით აივსო. წმინდანებმა ნუგეში სცეს ქალს: - გამხნევდი, შვილო, მალე თავისუფალი იქნებიო. ექვთიმიას სული დაუტკბა, მიეძინა და ღვთის ნებით იმავე საათს ამ მყრალი კუბოდან ქალაქ ედესის ტაძარში აღმოჩნდა. გამოფხიზლებულს წმინდა მოწამენი კვლავ გამოეცხადნენ: - გიხაროდეს, შვილო, შეხედე და მიხვდი, თუ სად ხარ ახლა. ჩვენ ყოველივე შევუსრულეთ დედაშენს, რასაც დავპირდით. წადი მშვიდობით დედაშენთანო. წმინდა მოწამენი გაქრნენ. მიმოიხედა ექვთიმიამ და განცვიფრდა, თავის მშობლიურ ედესაში წმინდა მოწამეთა ტაძარში იყო!
უდიდესმა სიხარულმა აიტანა, შემდეგ სამადლობლად ფსალმუნთა გალობა დაიწყო. ქალი ამისთანა მდგომარეობაში რომ დაინახეს მორწმუნეებმა, წინამძღვარს უხმეს. ვინ ხარ და რატომ ტირიო, - ჰკითხა მოძღვარმა. ექვთიმიამაც მოუთხრო ყოველივე. მოძღვარი შეძრწუნდა, არ სჯეროდა. ბოლოს, დედამისი მოაყვანინა ტაძარში. წმინდა მოწამეთა საფლავთან მდგარი ღარიბულად ჩაცმული ქალიშვილის დანახვაზე სოფიო განცვიფრდა, მერე კი მონატრებული დედა-შვილი ერთმანეთს გადაეხვია. ექვთიმიამ ყოველივე დაწვრილებით უამბო, მკვდართან დამარხული თუ რა სასწაულებრივად იხსნეს წმინდა მოწამეებმა და გადმოიყვანეს ედესაში. მსმენელი მთხრობელივით ტიროდა. შემდეგ დაემხნენ წმინდა მოწამეთა საფლავთან და სამადლობელი ლოცვა აღავლინეს, გვიან საღამოს კი შინ დაბრუნდნენ. ამ უდიდესი სასწაულის ამბავი ელვის უსწრაფესად გავრცელდა, ყველას უკვირდა და ადიდებდა სახიერ უფალს და მის წმინდანებს. სოფიომ ქალიშვილთან ერთად განაგრძო ღვთივსათნო ცხოვრება, ღვთის სახლს აღარ შორდებოდნენ და თავიანთი მოღვაწეობით, მხნეობას მატებდნენ მორწმუნეთ.
ღმერთს არც ფიცის გამტეხი დავიწყებია. ბიზანტიის ჯარს კვლავ მოუხდა ედესელთა დაცვა ბარბაროსთაგან. ქალაქში, სხვებთან ერთად, ის გუთი ჯარისკაციც მოვიდა. მან ამ სასწაულის შესახებ არაფერი იცოდა, ამიტომ სინდისის ქენჯნის გარეშე მიადგა სიდედრის სახლს. სოფიომ მოჰკრა თუ არა თვალი "სიძეს", ექვთიმია გადამალა, თვითონ კი ისე შეხვდა, თითქოს ძალიან გაუხარდა მისი დანახვა - როგორ იმგზავრეთ, ჩემი შვილი როგორ არის, ხომ კარგად იმშობიარა, ძალიან ვნერვიულობდი მასზეო. სიძემ "დაამშვიდა" სიდედრი: - შენი ლოცვით კარგად ვიმგზავრეთ, ექვთიმიას ბიჭი შეეძინა, დედა-შვილი კარგად არის და სხვა შესაფერის დროს ჩამოვლენო. უტიფარმა ტყუილმა განარისხა სოფიო: - ჰოი, მატყუარავ, ბოროტო მკვლელო, რა უყავი ჩემს შვილს? - შემდეგ გამოიყვანა ექვთიმია და უთხრა გუთს: - იცნობ ამ ქალს, ვინ არის? გახსოვს, სად დაამწყვდიე, შენ ხომ იგი სასიკვდილოდ გაიმეტეო.
ექვთიმიას დანახვაზე გუთი შეცბა, შიშით აკანკალდა და დამუნჯდა. ექვთიმიას ახლობლებმა შეიპყრეს გუთი, დაამწყვდიეს ოთახში, მოიხმეს მწერალი, ყველაფერი აღწერეს და ქალაქის ეპისკოპოსთან მივიდნენ. მან იცოდა ყოველივე და ქალაქში დაბანაკებულ სარდალს მოახსენა საქმის ვითარება. შეაძრწუნა სარდალი სასწაულის ამბავმა, მოაყვანინა გუთი და ჰკითხა, მართალი იყო თუ არა, რაც დაეწერათ. გუთმა დაუდასტურა. განრისხებულმა სარდალმა მკვლელს სიკვდილი განუჩინა. ეპისკოპოსი ბევრს ევედრა მას, გუთი ცოცხალი დაეტოვებინა, მაგრამ სარდალმა უპასუხა: - მეშინია, ასეთი უდიდესი ბოროტების ჩამდენი შევიწყალო და ამით ის წმინდა მოწამენი განვარისხოო. მისი ბრძანებით გუთს თავი მოჰკვეთეს. ამ სასწაულის შემდეგ ქრისტიანები წმინდა მოწამეების - აბიბოსს, სამონის და გურის ოჯახის მფარველებად მიიჩნევდნენ.
,,,,,,,,,,,,
ტროპარი:

საკვირველებანი წმინდათა შენთა მოწამეთანი, ზღუდედ უბრძოლველად მოგანიჭებ ქრისტე ღმერთო, მათითა ვედრებითა ზრახუანი წარმართთანი განაქარვენ, და სკიპტრაჲ მეფობისა განამტკიცე, ვითარცა მხოლომან სახიერმან და კაცთმოყუარემან.
კონდაკი:

მაღლით მოიღეთ მადლი ბრძენნო, განსაცდელთა შინა შეწევნად ყოვლადქებულნო, ამისთვისცა მწარისა სიკუდილისაგან ქალი იხსენით წმინდანო, ჭეშმარიტად თქუენ ხართ ედესისა დიდებაჲ, და ყოვლისა სოფლისა სიხარული.

......................

აქვე წაიკითხეთ:

გამხნევდი, შვილო, მალე თავისუფალი იქნები

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat