გამხნევდი, შვილო, მალე თავისუფალი იქნები
გამხნევდი, შვილო, მალე თავისუფალი იქნები
15 ნოემბერს (ძვ. სტ.) მართლმადიდებელი ეკლესია სამ ედესელ წმინდანს მოიხსენიებს. მათ შორის წმინდა სამონა და წმინდა გური დიოკლეტიანეს დროს აწამეს ქრისტესთვის 299-306 წლებში - თავი მოჰკვეთეს, ხოლო მესამე, წმინდა აბიბოსი, 322 წელს უფლის სიყვარულისთვის დაწვეს. როცა ბიზანტიის იმპერიაში ქრისტიანთა დევნა შეწყდა და ყველგან იდიდებოდა უფლის სახელი, მორწმუნეებმა ედესაში წმინდანთა სახელზე ტაძარი ააგეს, მათი წმინდა ნაწილები ერთ სარკოფაგში მოათავსეს და დიდი პატივით დააბრძანეს ტაძარში. მრავალი სასწაული აღესრულებოდა წმინდა მოწამეთა შეწევნით. ერთი მათგანი მაინც განსაკუთრებულად დაამახსოვრდათ ქრისტიანებს.

ოდესღაც ბიზანტიის იმპერიას ბარბაროსებმა შეუტიეს. მტერმა მრავალი ქალაქი აიღო და ედესასაც შემოარტყა ალყა. ედესელთა საშველად იმპერატორმა ჯარი გამოგზავნა, რომელმაც მტერი უკუაგდო. ჯარის ნაწილი ედესაში დარჩა ხალხის დასაცავად, ისინი მოქალაქეთა ოჯახებში განაწილდნენ. ერთი ქვრივი დედაკაცის, სოფიოს სახლში წარმოშობით გუთი ჯარისკაცი დაბინავდა. სოფიოს ულამაზესი ქალიშვილი ჰყავდა, ექვთიმია, რომელსაც თვალისჩინივით უფრთხილდებოდა. ჯარისკაცმა მოჰკრა თვალი ქალიშვილს და ბილწი გულისთქმით აივსო, სთხოვა დედამისს გოგონას ხელი. ვერ მოგცემ ჩემს ერთადერთ ქალიშვილს. შენ სამშობლოში წახვალ, თან წაიყვან და სამუდამოდ დამეკარგებაო, - უთხრა სოფიომ. გუთი კი დაემუქრა - თუ არ მომათხოვებ, თავს ათას უბედურებას დაგატეხო. საცოდავ ქვრივს კი არავინ ჰყავდა მშველელი. ჯარისკაცმა ახლა ტკბილი სიტყვით სცადა სოფიოს დაყოლიება, საჩუქრებს არ იშურებდა ღარიბი დედა-შვილისთვის, თუმცა ქალი ამ საჩუქრებს უკანვე უბრუნებდა. ექვთიმიაც ყველანაირად ფრთხილობდა, სადმე მარტოს არ გადაყროდა ჯარისკაცს. სოფიომ შეიტყო, რომ გუთს სამშობლოში ცოლ-შვილი ჰყოლოდა, მაგრამ ჯარისკაცი ღმერთს იფიცებოდა - თავისუფალი ვარ და მხოლოდ ექვთიმიას სიყვარული მკლავსო. საწყალმა ქვრივმა დაიჯერა მისი ფიცისა, დასთანხმდა ექვთიმიას მითხოვებას. ხელები ზეცად აღაპყრო და ღმერთს შეჰღაღადა: - მეუფეო, მამაო ობოლთა და მსაჯულო ქვრივთაო, მოხედე შენს ქმნილებას და ნუ დაუტევებ ამ გოგონას, რომელიც უცნობ ადამიანს ექორწინება. ნუ დაუტევებ მას შენი შეწევნის გარეშე, მას, რომელიც შენს კეთილ განგებულებას მინდობია. მე ქალიშვილს ვატან უცნობ ადამიანს, შენ იყავ მოწმე ამ კაცის ფიცისა და დაპირებისო.

მიათხოვეს ექვთიმია გუთს, ჯვარი დასწერეს, მცირე ხანში მუცლად იღო კიდეც. სპარსთაგან შემოტევის საშიშროება აღარ იყო, ამიტომ იმპერატორმა ბრძანება გასცა ჯარისკაცების შინ დაბრუნებისა. რაღას იზამდა სოფიო, მოხდა ის, რისაც ძალზე ეშინოდა - სიძეს თან მისი ექვთიმია მიჰყავდა. იმედად წმინდა მოწამენი - აბიბოსი, სამონა და გურიღა დარჩა. სოფიომ სიძეს უთხრა, - ვერ მოგანდობ ჩემს ქალიშვილს, ვიდრე მოწამეთა განსასვენებელთან არ დაიფიცებ, რომ მას რაიმე უბედურებას კი არ გადაჰყრი, არამედ სათანადო პატივით მოეპყრობიო. უკეთური კაცისთვის დაფიცება არაფერს ნიშნავდა. მივიდა წმინდა მოწამეთა განსასვენებელთან და თქვა: - თქვენს ხელთაგან, წმინდანებო, მივიღებ ამ გოგონას და თქვენ იყავით ჩემი მოწმე და შუამდგომელი მისი დედის წინაშე, რომ არანაირ ტკივილს არ მივაყენებ ჩემს მეუღლეს, არამედ მეყვარება და პატივს ვცემ სიცოცხლის ბოლომდეო. სოფიომ თვითონაც შესთხოვა მოწამეებს: წმინდანო მოწამენო, ღვთის შემდეგ თქვენ გაბარებთ ჩემს ქალიშვილს და თქვენი შუამდგომლობით ვაძლევ ცოლად უცხო კაცსო. აკურთხა შვილი და შორეულ ქვეყანაში დაიმედებულმა გაუშვა. მიუახლოვდნენ ქმრის ქალაქს და კაცმა დაივიწყა ფიციც, სიყვარულიც. გახადა ქალს ძვირფასი სამოსი, განძარცვა სამკაულთაგან, მიადო ყელზე მახვილი და უბრძანა: - თუ გინდა, რომ ცოცხალი გადარჩე, როცა ჩემს სახლში შევალთ, არაფერი თქვა, რაც ჩვენს შორის იყო. ამიერიდან შენ ჩემი მონა ხარ და ჩემს ცოლს მოემსახურები. თუ წამოგცდება რაიმე ჩემს ნათესავებთან, მაშინვე თავს წაგაცლიო. მოტყუებულმა და შეურაცხყოფილმა ექვთიმიამ ბევრი იტირა, მაგრამ რას შეასმენდა ბოროტ ადამიანს, ბოლოს კი უფალს შესთხოვა: ჩემი მშობლების ღმერთო, მომხედე და შეისმინე ჩემი ვედრება. ნახე, რას მიკეთებს ფიცის გამტეხი. ჰოი, წმინდანო აბიბოს, სამონა და გური, თქვენი იმედით წამოვედი უცხო მხარეში. შემეწიეთ და დამიხსენით ამ უბედურებისგანო. როცა სახლში შევიდნენ, ახალგაზრდა ლამაზი ქალის დანახვაზე გუთის ცოლმა იეჭვიანა. თუმცა ქმარი უმტკიცებდა, მონააო, მაგრამ მაინც არ იჯერებდა, ექვთიმია კი შეშინებული უხმოდ ემორჩილებოდა ქალბატონს. არც იცოდა, რითი ეშველა, როგორ დაეღწია თავი ტყვეობისგან. დაუცხრომლად ევედრებოდა მოწამეებს და შეწევნას სთხოვდა, მაგრამ ზეცა ჯერჯერობით დუმდა. ქალბატონი ყველანაირად ტანჯავდა მონას, ის კი როგორ შეუბრუნებდა სიტყვას, საწყალმა ექვთიმიამ გოთური ენა არ იცოდა.

გავიდა ხანი. ექვთიმიას მუცელი წამოეზარდა. გუთის ცოლი სიძულვილით და მრისხანებით აღივსო, უმძიმეს სამუშაოს ავალებდა - იქნებ მუცელი მოეშალოსო. მაგრამ მონას შვილი მაინც შეეძინა, რომელიც ზედმიწევნით ჰგავდა მამას. განრისხებული ქალი ქმარს მივარდა და ღალატში ამხილა. მან კი უარი განაცხადა და ცოლს უთხრა, - ეგ შენი მონაა, რაც გინდა, ის უყავიო. გუთის ცოლმა ბავშვის მოკვლა გადაწყვიტა. მონა საქმეზე გაგზავნა და ჩვილს შხამი დაალევინა. ექვთიმიას შვილი მკვდარი დახვდა. მწუხარებამ მოიცვა, ვერ ხვდებოდა ბავშვის უეცარი სიკვდილის მიზეზს. როცა პატარა დასაკრძალად მოამზადეს, ექვთიმიამ ჩვილის ბაგეზე რაღაც სითხე შეამჩნია, მოწმინდა და... უცბად გაახსენდა, ქალბატონი რომ შვილის მოკვლით დაემუქრა... ქსოვილი, რომლითაც ჩვილს ბაგე მოსწმინდა, შეინახა და ეს საიდუმლოც არავის გაუმხილა. რამდენიმე დღის შემდეგ გუთი მეგობრებს მასპინძლობდა. მათ ექვთიმია ემსახურებოდა. მან, ეჭვის შესამოწმებლად, ის ქსოვილი ღვინიან ფიალაში ამოავლო, შემდეგ კი ფიალა ქალბატონს მიართვა. მანაც შესვა და ცოდვა თავზე დაატყდა - მეორე დღეს გარდაიცვალა. გუთს მხიარულება მწუხარებად შეეცვალა, ქალი დაკრძალეს და მის ნათესავებს ერთი კვირის შემდეგ გაახსენდათ მხევალი - გარდაცვლილს მტრობდა და ნამდვილად ეგ მოკლავდაო - და როგორც მკვლელი, მმართველთან მიიყვანეს განსასჯელად. მმართველი შინ არ დაუხვდათ. გუთმა და მისმა ნათესავებმა გახსნეს სარკოფაგი და ქალბატონს ექვთიმია ცოცხლად ჩაატანეს. საცოდავი ქალი! ძნელია სიტყვებით გამოხატო, რაც მან დაითმინა. ქალბატონის სხეული უკვე გახრწნილიყო. სიკვდილის სუნი ექვთიმიას სუნთქვას უკრავდა. ამ აუტანელი ტანჯვისას, ვითარცა იონამ - ვეშაპის მუცლიდან, შეჰღაღადა უფალს: "უფალო ღმერთო ზეციურ ძალთაო, რომელი ზიხარ ქერუბინთა ზედა და ჰხედავ უფსკრულთ. შენ ხედავ მწუხარებას ჩემი გულისას, აქ, ამ მყრალ კუბოში რომ დამამწყვდიეს. იცი, უფალო, რომ შენს იმედად გამაყოლეს ცოლად უსჯულო გუთს, რამეთუ მან შენი წმინდა სახელი დაიფიცა. შემიწყალე, უფალო, შენი წმინდა სახელის გულისთვის. შენ მოჰკლავ და აცოცხლებ, შენ ჩაიყვან კაცს ჯოჯოხეთში და ამოიყვან. მიხსენ მე მწარისა სიკვდილისაგან და ამომიყვანე კუბოდან, ვითარცა ჯოჯოხეთიდან. შემიბრალე მე, მეუფეო, შენს წმინდა მოწამეთა - გურის, სამონასა და აბიბოსის გულისთვის, ვისი დაღვრილი სისხლიც და შენთვის სიკვდილი უწმინდეს მსხვერპლად მიგიღია. ჰოი, წმინდანო მოწამენო, საცოდავი დედაჩემის წინაშე თქვენ დაგაყენათ თავსმდებად და შუამდგომლად უსჯულო გუთმა. ჰოდა, მიხსენით მე შესაბრალი".

ლოცვისას ექვთიმიას სამი ნათლითმოსილი მამაკაცი წარმოუდგა - წმინდა გური, სამონა და აბიბოსი. სიმყრალეც უეცრად გაქრა და კუბო კეთილსურნელებით აივსო. წმინდანებმა ნუგეში სცეს ქალს: - გამხნევდი, შვილო, მალე თავისუფალი იქნებიო. ექვთიმიას სული დაუტკბა, მიეძინა და ღვთის ნებით იმავე საათს ამ მყრალი კუბოდან ქალაქ ედესის ტაძარში აღმოჩნდა. გამოფხიზლებულს წმინდა მოწამენი კვლავ გამოეცხადნენ: - გიხაროდეს, შვილო, შეხედე და მიხვდი, თუ სად ხარ ახლა. ჩვენ ყოველივე შევუსრულეთ დედაშენს, რასაც დავპირდით. წადი მშვიდობით დედაშენთანო. წმინდა მოწამენი გაქრნენ. მიმოიხედა ექვთიმიამ და განცვიფრდა - თავის მშობლიურ ედესაში, წმინდა მოწამეთა ტაძარში იყო! უდიდესმა სიხარულმა აიტანა, შემდეგ სამადლობელოდ ფსალმუნთა გალობა დაიწყო. ქალი ამისთანა მდგომარეობაში რომ დაინახეს მორწმუნეებმა, წინამძღვარს უხმეს. ვინ ხარ და რატომ ტირიო, - ჰკითხა მოძღვარმა. ექვთიმიამაც მოუთხრო ყოველივე. მოძღვარი შეძრწუნდა, არ სჯეროდა. ბოლოს დედამისი მოაყვანინა ტაძარში. წმინდა მოწამეთა საფლავთან მდგომი ღარიბულად ჩაცმული ქალიშვილის დანახვაზე სოფიო განცვიფრდა, მერე კი მონატრებული დედა-შვილი ერთმანეთს გადაეხვია. ექვთიმიამ დაწვრილებით უამბო, თუ რა სასწაულებრივად იხსნეს მკვდართან დამარხული წმინდა მოწამეებმა და გადმოიყვანეს ედესაში. დედა-შვილი დაემხო წმინდა მოწამეთა საფლავთან და სამადლობელო ლოცვა აღავლინა, გვიან საღამოს კი შინ დაბრუნდნენ. ამ უდიდესი სასწაულის ამბავი ელვის სისწრაფით გავრცელდა, ყველა კვირობდა და ადიდებდა სახიერ უფალს და მის წმინდანებს. სოფიომ ქალიშვილთან ერთად განაგრძო ღვთივსათნო ცხოვრება, ღვთის სახლს აღარ შორდებოდნენ და თავიანთი მოღვაწეობით მხნეობას მატებდნენ მორწმუნეთ.

ღმერთს არც ის ფიცის გამტეხი დავიწყებია. ბიზანტიის ჯარს კვლავ მოუხდა ედესელთა დაცვა ბარბაროსთაგან. ქალაქში, სხვებთან ერთად, ის გუთი ჯარისკაციც ჩამოვიდა. მან ამ სასწაულის შესახებ არაფერი იცოდა, ამიტომ სინდისის ქენჯნის გარეშე მიადგა სიდედრის სახლს. სოფიომ მოჰკრა თუ არა თვალი "სიძეს", ექვთიმია გადამალა, თვითონ კი ისე შეხვდა, თითქოს ძალიან გაუხარდა მისი დანახვა - როგორ იმგზავრეთ, ჩემი შვილი როგორ არის, ხომ კარგად იმშობიარა, ძალიან ვნერვიულობდი მასზეო. სიძემ "დაამშვიდა" სიდედრი: - შენი ლოცვით კარგად ვიმგზავრეთ, ექვთიმიას ბიჭი შეეძინა, დედა-შვილი კარგად არიან და სხვა შესაფერის დროს ჩამოვლენო. უტიფარმა ტყუილმა განარისხა სოფიო: - ჰოი, მატყუარავ, ბოროტო მკვლელო, რა უყავი ჩემს შვილს! - შემდეგ გამოიყვანა ექვთიმია და უთხრა გუთს: - იცნობ ამ ქალს, ვინ არის? გახსოვს, სად დაამწყვდიე, შენ ხომ იგი სასიკვდილოდ გაიმეტეო.

ექვთიმიას დანახვაზე გუთი შეცბა, შიშით აკანკალდა და დამუნჯდა. ექვთიმიას ახლობლებმა შეიპყრეს გუთი, დაამწყვდიეს ოთახში, მოიხმეს მწერალი, ყველაფერი აღწერეს და ქალაქის ეპისკოპოსთან მივიდნენ. მან იცოდა ყოველივე და ქალაქში დაბანაკებულ სარდალს მოახსენა საქმის ვითარება. შეაძრწუნა სარდალი სასწაულის ამბავმა, მოაყვანინა გუთი და ჰკითხა, მართალი იყო თუ არა, რაც დაეწერათ. გუთმა დაუდასტურა. განრისხებულმა სარდალმა მკვლელს სიკვდილი განუჩინა. ეპისკოპოსი ბევრს ევედრა მას, გუთი ცოცხალი დაეტოვებინა, მაგრამ სარდალმა უპასუხა: - მეშინია, ასეთი უდიდესი ბოროტების ჩამდენი შევიწყალო და ამით ის წმინდა მოწამენი განვარისხოო. მისი ბრძანებით გუთს თავი მოჰკვეთეს. ამ სასწაულის შემდეგ ქრისტიანები წმინდა მოწამეებს აბიბოსს, სამონას და გურის ოჯახის მფარველებად მიიჩნევენ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat