ილია II, სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
გახსოვდეთ, ღვთის სასუფეველში შემავალი კარიბჭე ჩვენი მიწიერი, ამქვეყნიური სამშობლო და ეკლესიაა, ამიტომ მხურვალედ გიყვარდეთ და სიცოცხლეს ნუ დაიშურებთ მისთვის.
წმინდა იოანე კრონშტადტელი
თითოეულ ერს, თითოეულ ხალხს უკავია დედამიწის პირზე განსაზღვრული სივრცე, განსაზღვრული მანძილი, განსაზღვრული ალაგი ანუ ტერიტორია. რაკი ერი იბადება, ვითარდება, საზრდოობს და მრავლდება ერთ ტერიტორიაზე, ამის გამო იგი თავისთავად იმსჭვალება ამ ტერიტორიისადმი ისეთივე ბუნებრივი, სათუთი და ცხოველი მიზიდულობით, როგორითაც გამსჭვალულია ხოლმე ყოველი მოსიყვარულე შვილი მშობელი დედ-მამისადმი.
შეგნებული ადამიანისათვის სამშობლო და მშობელი ერთიმეორის ფარდი, ერთიმეორის მაგიერი და სწორი ცნებაა. წესიერად განვითარებული, ე.ი. ცალმხრიობას, სიდუხჭირეს და სიმახინჯეს აცილებული ადამიანის გულში იმდენივე ალაგი აქვს დათმობილი სამშობლოს, რამოდენიც მშობლების სიყვარულსა და პატივისცემას, მშობლების კეთილდღეობისათვის ზრუნვასა და მათი ღირსების დაცვას.
კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე)