შესაძლებელია, რომ ცუდად გავხდეთ. ვინ ამბობს, რომ ჩვენ ცუდად არ გავხდებით და არ გარდავიცვლებით? ყველა გარდავიცვლებით, ყველანი მოკვდავები ვართ.
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს სიკვდილი. და ზუსტად ამ დროს უნდა ვნატრობდეთ, რომ შესაძლებელი გახდეს ჩვენთვის გარდაცვალება. და სწორედ ასეთ დროსაა მთავარი, ტაძარში ვიყოთ და არა - განვეშოროთ. არავის შეგეშინდეთ ხორციელი სიკვდილისა, რადგან მთავარია სულიერად არ დავიხოცოთ.
ჩვენ წინ გველოდება დაუსრულებელი სიცოცხლე, მარადიული სიცოცხლისთვის უნდა ვიყოთ მზად, უნდა გვახსოვდეს მარადიული სიცოცხლე.
აქ, დედამიწაზე, ადამიანი გარდაიცვლება, მაგრამ არ უნდა შეგვეშინდეს, უნდა ვიყოთ ძლიერნი. სიკვდილი დამარცხდა, სიკვდილი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ უკვდავება. უნდა მოვერიოთ სიკვდილის შიშს, მთავარი ქრისტეა, რომელიც ცოცხალი, უკვდავი და მარადიულია. მთავარია, მისდამი რწმენით ვიდგეთ. ტაძარი ღია იქნება სულ, ლიტურღია აღევლინება სულ (ყოველ დღე). შეიყვარეთ ქრისტე და არასდროს არაფრის შეგეშინდებათ. მთავარია, ის გყავდეთ გულში. ტრაგედია ქრისტეს გარეშე ცხოვრებაა, ტრაგედია მისი ეკლესიის გარეშე ყოფნაა.
ადამიანი შეიძლება, გადარჩეს ქრისტესთან ყოფნით. ყოველთვის მოვუხმოთ იესო ქრისტეს სახელს, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელს და წმინდა მამებს, რათა მუდამ გულში გვყავდეს ისინი...