წმინდა ნექტარიოსი, პენდაპოლეოსის ეპისკოპოსი ბედნიერი ცხოვრების შესახებ ამგვარ განმარტებას გვაძლევს:
"ცოდვისაგან განწმედილი გული საგანძურია, ვინაიდან მხოლოდ ასეთ გულს შეუძლია გახდეს ტახტი უფლისა და განა რა არის ღვთის ტახტზე უფრო დიდებული?-ნამდვილად არაფერი. მათთვის, ვისაც გული წმინდა აქვს, უფალი ამბობს: "დავსახლდები მათში და ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი" (2 კორ. 6.16). ვინ შეიძლება იყოს ამ ადამიანებზე ბედნიერი და რომელ სიკეთეს შეიძლება დააკლდნენ ისინი? განა მათ ნეტარ სულებში არ მოიპოვება სული წმინდის მადლი და სიკეთე? მეტი რაღაა საჭირო? მათ გულში ხომ ყველაზე დიდი სიკეთე, თავად უფალი ღმერთია! რაოდენ ცდებიან ადამიანები, როდესაც ბედნიერებას ეძიებენ უცხო ქვეყანასა და მოგზაურობაში, დიდებასა და სიმდიდრეში, დიდძალ ქონებასა და განცხრომაში, სიამოვნებასა და ამაოებაში, რომელთა ხვედრიც მხოლოდ სიმწარეა! ჩვენი გულის გარეთ აღმართული ბედნიერების კოშკი იმ შენობას გავს, რომელიც შენდება იმ მიწაზე, სადაც გამუდმებული მიწისძვრებია და ასეთ შენობას სულ მალე ნანგრევებად ქცევა ელოდება. ძმანო ჩემნო! ბედნიერება მხოლოდ თქვენშია და ნეტარია ის, ვინც ამას მიხვდება. გამოიძიეთ გული თქვენი და იხილეთ სულიერება მისი. იქნებ დაკარგა უფალთან სიახლოვე, იქნებ სინდისის ქენჯნა გაქვთ უფლის მცნებათა მიტოვებისათვის, ან თავს დამნაშავედ გრძნობთ უსამართლობისა და სიცრუისათვის, იქნებ გულგრილნი გახდით მოვალეობისა და ვნებით აღივსო იგი, ან ბნელი და გაუკვალავი გზებისაკენ გაუხვია? სამწუხაროდ, ის ვინც არ გაუფრთხილდა თავის გულს, განშორდა სიკეთეს და შფოთი, ტკივილი და მწუხარება შეიძინა, სიმშვიდის ნაცვლად შიში და მოუსვენრობა. ბოლოს განშორდა სულიწმინდის მადლიც და მოაკლდა ნაყოფს, რომელიც ნათლისღებისას მიიღო, სანაცვლოდ კი ეზიარა ყოველივე ბოროტს, რაც ადამიანს უმოწყალოს და შეუბრალებელს ხდის. ძმანნო ჩემნო! მრავალმოწყალე ღმერთს ჩვენი ბდნიერება სურს აქაც და მომავალ ცხოვრებაშიც. ამიტომაც დააარსა წმინდა ეკლესია, რათა მისით განგვწმიდოს ცოდვებისაგან, გვაცხოვნოს და მოგვმადლოს ზეციური მადლი.
მისი ეკლესია ყოველთვის ღიაა, რათა მიგვიღოს და გულში ჩაგვიკრას თითოეული ჩვენგანი. ამიტომაც ვიჩქაროთ, ვისაც დამძიმებული გვაქვს სინდისი, ვიჩქაროთ, რამეთუ ეკლესია მზად არის, იტვირთოს ჩვენი მძიმე ცოდვა და მოგვანიჭოს უფალთან სიახლოვე, აღავსოს ჩვენი გული ბედნიერებითა და ნეტარებით.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი