თუ შეხვდებით ადამიანს, რომელიც რჩევას არ ითხოვს, ან მიცემულ რჩევას არაფრად აგდებს, დაიცადეთ და მალე მას მოხიბლულს ნახავთ
თუ შეხვდებით ადამიანს, რომელიც რჩევას არ ითხოვს, ან მიცემულ რჩევას არაფრად აგდებს, დაიცადეთ და მალე მას მოხიბლულს ნახავთ
არქიმადრიტი ეფრემ ფილოთეველი სულიერ მოძღვარს, ბერ იოსებს (ისიხატი), წიგნის "მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა"
წინასიტყვაობაში ბერ იოსებთან თანაცხოვრების საუკეთესო წლებს, მოძღვრის დარიგებებს და მის ღვაწლომოსილ ცხოვრებას გადმოგვცემს. აღნიშნულ გამოცემაში აბბა ალავერდელი მიტოპოლიტის მეუფე დავითის (მახარაძე) ლოცვა-კურთხვით, შუამთის მონასტრის დედების მიერ ბერძნულიდან ნათარგმნი წერილებია მოცემული.

ამგვარად იხსენებს არქიმანდრიტი ეფრემი, ბერ იოსებს :
-მახსოვს, ცხრამეტი წლის ვიყავი, როცა ავირჩიე გზა, რომელმაც წმინდა მთაზე, ღვთისმშობლის სავანეში მიმიყვანა. მონაზვნური ცხოვრებისკენ მიმავლი ეს გზა პირველად ჩემმა სათნო და მონაზვნისმოყვარე დედამ, ამჟამად მონაზონმა თეოფანომ დამანახა.
გერმანული ოკუპაციის პირველ მძიმე წლებში იძულებული გავხდი უმაღლეს სკოლაში სწავლა შემეწყვიტა და მუშაობა დამეწყო. ამ დროს ვოლოს (დიდი ბერნული ქალაქი თალასიაში) ძველი კალენდრის მიმდევარი ორი სამრევლო ეკლესიიდან ერთ-ერთში წმინდა მთიდან ჩამოსულმა მღვდელმონაზონმა დაიწყო მსახურება. ის იოსებ-ისიხასტის (ისიხია-ბერძნულად მდუმარება, სიმშვიდე, ისიხასტი-ამსოფლიურ ცხოვრებას განშორებული ადამიანი, რომელიც გარეგან ან შინაგან-გონიერი ლოცვით მდუმარებაში იმყოფება. ეს ღვაწლი მოითხოვს ყურადღებასა და უწყვეტ იესოს ლოცვას).

როგორც თვითონ უწოდებდა ძმობიდან იყო. ეს ათონელი მღვდელმონაზონი ძალზე სასარგებლო რჩევებს მაძლევდა და სულიერი ცხოვრების წარმართვაში მეხმარებოდა. ის გახდა ჩემი სულიერი მამა. მისი რჩევებისა და მასთან საუბრის წყალობით მალე ვიგრძენი, რომ ჩემი გული საერო ცხოვრაბას შორდებოდა და წმინდა მთისკენ ისწრაფოდა, როცა ის მამა იოსების ცხოვრების შესახებ მიყვებოდა, განსაკუთრებით ვგრძნობდი, რაღაც ღვივდებოდა ჩემში და მხურვალედ ვლოცულობდი მალე გამეცნო ის.

როცა ბოლოს და ბოლოს ეს დროც დადგა-1947 წლის 26 სექტემბრის დილა-პატარა გემმა ნელ-ნელა საერო ცხოვრებიდან წმინდადწოდებულ მთაზე გადაგვიყვანა: როგორც ამბობენ, წარმავლობის საპირისპირო მარადიულ ნაპირზე.
წმინდა ანას სკიტის კლდოვან ნაპირთან ხანდაზმული მამა არსენი მელოდებოდა.
-შენ ხარ იანაკი ვოლოსიდან?-მკითხა მან.
-დიახ, მამაო,-ვუპასუხე,-მაგრამ საიდან მიცნობთ?
-მამა იოსებმა წმინდა იოანე წინამორბედისგან შეიტყო, რომელიც წუხელ გამოეცხადა და უთხრა: "პატარა კრავი მომყავს შენთან, მიიღე შენს სამწყსოში",-თქვა მან.
იოანე ნათლისმცემელზე, ჩემს მფარველ წმინდანზე, დავიწყე ფიქრი. მე მისი შობის დღეს დავიბადე, მის მიმართ მადლიერების გრძნობით აღვივსე, ასე რომ ზრუნავდა ჩემზე.

-აბა, იანაკი, წავიდეთ,-მითხრა მამა არსენმა,-მამა იოსები გველოდება.
შევუდექით აღმართს. საოცარი გრძნობა დამეუფლა, ვერავინ შეძლებს ამის სიტყვით გადმოცემას. იმ საღამოს, გამოქვაბულში გამოკვეთილ წმინდა იოანე ნათლისმცემლის პატარა ეკლესიაში მუხლი მოვიყარე და ჩემს მოძღვარს მორჩილება აღვუთქვი. აქ, ამ მბჟუტავ სინათლეზე ჩემმა სულმა მხოლოდ მისთვის გასაგები გზით შეიცნო ჩემი წმინდა მოძღვრის ნათელი სახე.
სულიერი და ხორციელი ასაკით ძმობაში ყველაზე პატარა ვიყავი, მამა იოსები კი წმინდა მთაზე იმ დროისთვის ერთ-ერთი უდიდესი სულიერი მოძღვარი იყო. მასთან დავრჩი და მის ფერხთით ვსწავლობდი ყველაფერს თორმეტი წლის განმავლობაში-ამდენი ხანი იცოცხლა მან ჩემი მისვლის შემდეგ. უფალმა ჩემი მოძღვრის მსახურების ღირსი გამხადა მის უკანასკენლ წმინდა ლოცვის გამო, რომელიც ჩვენ ფასდაუდებელ სულიერ მემკვიდრეობად დაგვიტოვა, ის ყოველგვარი სამსახურის ღირსი იყო. მე ის შევიცანი, როგორც ჭეშმარიტად ღმერთშემოსილი მამა, შესანიშნავი სულიერი წინამძღოლი, რომელსაც ვნებებსა და დემონებთან ბრძოლის დიდი გამოცდილება ჰქონდა. მის გვერდით მყოფი, თუკი მას ყველაფერში დაემორჩილებოდა, აუცილებლად განიკურნებოდა ვნებებისგან მათი სიმრავლისა და სიძლიერის მიუხედავად.

***
მამა იოსები მონაზვნებისთის ყველაზე დიდ სათნოებად იესო ქრისტეს მსგავს მორჩლებას მიიჩნევდა. ერში მცხოვრები ქრისტიანებისთვის ის უპირატესობას გამოცდდილი მოძღვრის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ წარმოებულ გონიერ ლოცვას ანიჭებდა. ამ მიზეზით მოხიბლული ბევრი ენახა და ამიტომაც ფრთხილობდა. ხშირად გვეუბნებოდა:

-თუ შეხვდებით ადამიანს, რომელიც რჩევას არ ითხოვს, ან მიცემულ რჩევას არაფრად აგდებს, დაიცადეთ და მალე მას მოხიბლულს ნახავთ.
ჩვენი ასკეტური ცხოვრების წესის მიმართ ის უკიდურესად მკაცრი იყო. მან მთელი სულით შეიყვარა მარხვა, მღვიძარება და ლოცვა. მისი ტრაპეზი ყოველთვის ზომიერი იყო. ის არასოდეს ჭამდა ახლადმომზადებულ კერძს, თუკი იცოდა, რომ წინა დღის ან ორი დღის წინანდელი ტრაპეზიდან რაიმე იყო დარჩენილი.

ყოველ ღამეს მღვიძარებაში ვატარებდით-ტიპიკონი ასეთი იყო. მამა იოსები მოითხოვდა ჩვენგან სისხლამდე ბრძოლას ძილისა და ბოროტი გულისსიტყვების წინააღმდეგ. თვითონ თავის ჩაბნელებულ პატარა სენაკში განუშორებელი, უწყვეტი გონიერი ლოცვით მთელ ღამეს მღვიძარებაში ატარებდა. თუმცა სენაკში იყო განმარტოებული, მან იცოდა, რა ხდებოდა გარეთ: იცოდა თითოეული ჩვენი მოძრაობის, ჩვენი ლოცვის შესახებ. ერთი თვალის შევლებით შეეძლო ჩვენი აზრების წაკითხვა. როცა ხედავდა, რომ გამხნევება გვჭირდებოდა, ათონელი მამების ასკეტურ ღვაწლზე მოგვითხრობდა. ძალიან კარგი მთხრობელი იყო. რიცა საუბარს იწყებდა, გვინდოდა, დაუსრულებლად ელაპარაკა.

მიუხედავად თხრობის თანდაყოლილი ნიჭისა, ხშირად გვეჩვენებოდა, რომ ღვთიურ ნათელსა და მადლის სხვადასხვა მოქმედებაზე საუბრისას გული სწყდებოდა, რომ თავისი გამოცდილების სიღრმით გადმოცემა ღარიბი ადამიანური ენით შეუძლებელი იყო. მამა იოსები ჩუმდებოდა და თითოს გვშორდებოდა, რადგან არ შეეძლო სიტყვით გამოეხატა ის, რაც იდუმალი სიტყვის მიუწვდომელ, ნათელ და უმაღლეს მწვერვალზეა, სადაც უბრალო და უცილობელი, უცვლელი და ენითგამოუთქმელი ღვთისმეტყველების საიდუმლოებაა.

ჩემს მოძღვარს ღვთისმეტყველება არ უსწავლია, თუმცა საოცარი სიღრმით ღვთისმეტყველებდა. ერთ წერილში ის წერს: "როდესაც ნამდვილი მონაზონი მორჩიელბითა და მდუმარებით განიწმმენდს გრძნობებს, დაიმშვიდებს გონებას და განიწმინდება მისი გული, მაშინ მიიღებს მადლსა და საღმრთო ცოდნას. ხდება სრული ნათელი, სრული გონება, სრული ბრწყინვალება, საიდანაც გადმოედინეაბა ღვთისმეტყველება. სამი ადამიანიც რომ იწერდეს მას ერთდროულად, მაინც ვერ მიჰყვება მადლის ნაკადს, რომელიც ტალღებად მოედინება და სიმშვიდესა და სხეულში ვნებების უმოქმედობას მოგვმადლებს. გული ღვთაებრივი სიყვარულით აენთება და აღმოხდება: "შეაჩერე, იესო ჩემო, ტალღები შენი მადლისა, თორემ ცვილივით ვდნები". და მართლაც, ის დნება, რადგან ვერ უძლებს ამას. გონება ჭვრეტად აღიტაცება, ხდება შერწყმა. ადამიანი გარდაიქმნება და ღმერთს ისე უერთდება, რომ ვეღარ ცნობს ან ვეღარ აცალკევებს საკუთარ თავს ღვთისგან ისევე, როგორც რკინა, რომელიც გახურებისას ცეცხლს ემსგავსება".

ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ მისთვის უცნობი და მიუწვდეომელი არ იყო ხელთუქმნელი ნათლით გაბრწყინებული ღვთაებრივი წყვდიადი; მისთის ცნობილი იყო ის, როგორც ადგილი და სახე ღვთის მყოფობისა, როგორც ენითგამოუთქმელი საიდუმლო, როგორც უნათლესი ნათელი. ეს იმიტომ, რომ მან ლოცვა იცოდა. ბევრჯერ გვინახავს, როცა ხანგრძლივი გონიერი ლოცვის შემდეგ სენაკიდან გამოვიდოდა, მისი სახე შეცვლილი და განათებული იყო. სულაც არ არის გასაკვირი, რომ ის ნათელი, რომლითაც ხილულად განბანდა ხოლმე. წმინდანებისა და ანგელოზების შარავანდედიც, რომელსაც ხატებზე გამოსახავენ, სხვა არაფერია, თუ არა მადლის ხელთუქმნელი ნათლის ანარეკლი, რომელიც მათ სულში ბრწყინავს.

***
მამა იოსების სიწმინდე მართლაც გასაოცარი იყო. მახსოვს, როცა ღამით მის სენაკში შევდიოდი, კეთილსურნელება ტრიალებდა. ვგრძნობსი, რომ ყველაფერს, რაც მის გარშემო იყო, მისი ლოცვების კეთილსურნელება აღავსებდა და მოქმედებდა როგორც ჩვენს შინაგან, ისე გარეგან გრძნობებზე. როცა მამა იოსები სულისა და სხეულის სიწმინდეზე გველაპარაკებოდა, მაგალითად ყოველთვის ყოვლდწმინდა ღვთისმშობელი მოჰყავდა.

-ვერ აგიწერთ,-ამბობდა ის,-როგორ უყვარს დედა ღვთისმშობელს ქალწულება და სიწმინდე. რადგან ის ყოვლადუბიწო ქალწულია, ჩვენთვისაც ეს სურს და ასეთები ვუყვარვართ. უფრო კეთილსურნელოვანი მსხვერპლი არ არსებობს ღვთის წინაშე, ვიდრე სხეულისა და სულის სიწმინდე. იგი სისხლითა და სასტიკი ბრძოლით მოიპოვება.

მამა იოსები ბოლოს ამბობდა:
-ასე რომ, აიძულეთ თავი სულისა და ხორცის განსაწმენდად, არ შემოუშვათ არცერთი არაწმინდა გულისსიტყვა გონებაში.
რაც შეეხება მდუმარებას, ის ერთ სიტყვასაც არ იტყოდა საჭიროების გარეშე. განსაკუთრებით დიდ მარხვაში, როცა ის მარტო იყო მამა არსენთან ერთად, ისინი მთელ კვირას მდუმარებაში ატარებდნენ. შაბათის მწუხრიდან კვირს სერობამდე მხოლოდ აუცილებელ სათქმელს იტყოდნენ და მერე მთელი კვირის მანძილზე ისევ მდუმარებას აგრძელებდნენ. თუ საჭირო იყო ერთმანეთისთვი რაიმეს შეტყობინება, ხელით ანიშნებდნენ, რადგან მდუმარების დიდ სარგებელს ხედავდა, მან ჩვენც აგვიკრძალა ლაპარაკი გარდა იმ შემთხვევისა, როცა აუცლებელი იყო რაიმეს თქმა. როცა ისიხასტიიდან (განმარტოებული კელია, სადაც მოღვაწობდნენ ისიხასტები) რაიმე დავალებით გვაგზავნიდა, გვაკურთხებდა, არავისთან გველაპარაკა. როცა ვბრუნდებოდი, მახსოვს, ყოველთვის მკაცრად გამომკითხავდა, შევასრულე თუ არა სრული მორჩილება და მდუმარეობა. მდუმარების ორი-სამი სიტყვით დარღვევისთვის ჩემი პირველი ეპიტიმია ორასი მეტანია იყო.

ჩვენ უდანბოში საკმაოდ დიდხანს დავრჩით. მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო თითქმის ყველანი ავად გავხდით. მამა იოსებს ლოცვისას ეუწყა, რომ კლდიდან ქვემოთ უნდა ჩავსულიყავით. გადავინაცვლეთ ქვემოთ. აქ კლიმატი უფრო რბილი იყო, შრომაც უფრო ზომიერი გვქონდა და მის გარდა ყველანი მოვღონიერდით: ის მთელი ცხოვრების მანძილზე ავადმყოფობდა. შესაძლოა მარხვის ან ხანგრძლივი მღვიძარების გამო მისი სხეული ერთ დიდ ჭრილობად იქცა. ერთხელ ვკითხე:

-მამაო, ასეთი დაუძლურებული ხართ და მკაცრად რატომ მარხულობთ?
-ახლა იმისთვის ვმარხულობ, შვილო, რომ ჩვენმა სახიერმა ღმერთმა თქვენ მოგანიჭოთ თავისი მადლი.-მიპასუხა მან.
ფიზიკური უძლურებისა და ტკივილების მიუხედავად, ის ისეთ სულიერ მადლსა და ნეტარებას გრძნობდა, რომ სიტყვით გადმოცემა უჭირდა და ამობოდა, რომ თითქოს შინაგანი სამოთხის განცდა ჰქონდა.

მოვიდა მისი გარდაცვალების დრო. ის მთელი ცხოვრება სიკვდილის მოლოდინში იყო. აქ მისი ცხოვრება შრომა, ბრძოლა და ტკივილი იყო. მის სულს ისევ, როგორც სხეულს, განსვენება სურდა. და თუმცა მან სიკვდილის ხსოვნა ღრმად ჩაგვინერგა, ჩვენზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, თუ როგორ ჰქონდა გათავისებული სიკვდილის საშინელი საიდუმლო. თითქოს დღესასწაულისთის ემზადებოდა. ეს იმის ნიშანი იყო, რომ საკუთარი სინდისი უფლის დიდ წყალობას აუწყებდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, უკანასკნელი დღეების განმავლობაში ჩვეულებრივზე მეტს ტიროდა. მამა არსენმა სანუგეშებლად უთხრა:

-მამაო, მთელი ცხოვრება ამდენი იღვაწეთ და ილოცეთ, ამდენი იტირეთ და ისევ ტირით?
მამა იოსებმა შეხედა მას და ამოიოხრა:
-ეჰ, მართალია, მამა არსენ, მაგრამ მე ხომ ადამიანი ვარ. რა ვიცი, ღვთისთის სათნო იყო თუ არა ჩემი შრომა. ის ღმერთია და ისე არ განსჯის, როგორც ჩვენ, ადამიანები. აღარც მე მოვბრუნდები უკან, რომ ისევ ვიტირო. ახლა რასაც მოვასწრებთ, ის იქნება. როგორც იგლოვებ და იტირებ, ისეთ ნუგეშს მიიღებ.

მის სიყვარულს ღვთისმშობლის მიმართ სიტყვებით ვერ გადმოვცემ. მისი ხსენებისთანავე თვალები ცრემლით ევსებოდა. დიდი ხანია ღვთისმშობელს ევედრებოდა, წაეყვანა ამ ცხოვრებიდან, რომ დაესვენა. ყოველთა დედოფალმა შეისმინა მისი თხოვნა. მან მამა იოსებს მისი გარდაცვალების შესახებ ერთი თვით ადრე აცნობა. მამა ისოებმა დამიძახა და მითხრა, რა უნდა მომემზადებინა. ჩვენ მოლოდინში ვიყავით.
ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის წინა საღამოს, 1959 წლის 14 აგვისტოს, მის სანახავად ბატონმა სხინასმა შემოიარა ვოლოდან. ისინი დიდი მეგობრები იყვნენ.

-როგორ ბრძანდებით, მამაო,-ჰკითხა სხინასმა,-თავს როგორ გრძნობთ?
-ხვალ, სოტირი, ჩემს სამუდამო სამშობლოში მივდივარ. როცა ზარების რეკვას გაიგებ, მაშინ გაიხსენებ ჩემს სიტყვებს.
იმ ღამეს, ღვთისმშობლის მიძინების ღამისთევის ლოცვაზე მამა იოსები სხვა მამებთან ერთად გალობდა, რამდენიც შეეძლო. ლიტურგიის დროს, წმინდა ზიარების წინ მან წარმოთქვა: "საგზლად სუკუნო ცხოვრებისა".

15 აგვისტო თენდებოდა. მამა იოსები კელისს ეზოში, თავის მოწამეობრივ სავარძელზე იჯდა და გარდაცვალების საათსა და წამს მოელოდა. მას სჯეროდა ღვთისმშობლის დანაპირების, მაგრამ დრო გადიოდა და როცა ჰორიზონტზე მზეც გამოჩნდა, მამა იოსები თითქმოს აფორიაქდა, მიდი დრო რომ იგვიანებდა. ეს ბოროტის უკანასკნელი შემოტევა იყო. მამა იოსებმა დამიძახა და მითხრა:
-შვილო, რატომ აყოვნებს უფალი ჩემს წაყვანას? მზე ამოდის და მე ისევ აქ ვარ!
რომ ვუყურებდი, როგორ წუხდა ჩემი მოძრვარი და თითქმის ვეღარ ითმენდა, თქმა გავბედე:
-ნუ წუხხართ, მამაო, ჩვენ ახლა თქვენთვის ვლოცულობთ და თქვენც წახვალთ. ის აღარ ტიროდა. მამებმა სკვნილზე ლოცვა დაიწყეს. თხუთმეტ წუთზე მეტი არ გასულა, რომ მამა იოსებმა თქვა:
-დაუძახეთ მამებს, მოვიდნენ და უკანასკნელი კურთხევა აიღონ, რადგან მივდივარ.
ჩვენ უკანასკნელად თაყვანი ვეცით მას. ცოტა ხნის შემდეგ ის დაახლოებით ორი წუთი, ცაში რაღაცას მიაჩერდა, მერე ჩვენ შემოგვხედა და საოცარი სიფხიზლითა და სულიერი აღტაცებით აღვსილმა გვითხრა:

-ყველაფერი დამთავრდა, მივდივარ, გშორდებით. მაკურთხეთ!
ამ უკანასკნელი სიტყვებით თავი ასწია, მერე მარჯვნივ მიაბრუნა, ორ-სამჯერ ოდნავ გაღო პირი და თვალები და დამთავრდა. მან შეჰვედრა თავისი სული მას, ვინც ასე ენატრებოდა და ვისთვისაც იღვწოდა ახალგაზრდობიდან.

ბეჭდვაელფოსტა
04.04. 2019
ეს წიგნი გაყიდვაში არის?
20.03. 2019
levani
ასეთი ზღაპრები კიდე ბევრი წერია ამ საიტზე?
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat