შეიგნეთ, რომ ყვირილი სიმართლისათვის მხოლოდ გარეგნულია, შიგნით კი-ომი მიმდინარეობს "მე"-ს დამკვიდრებისათვის
შეიგნეთ, რომ ყვირილი სიმართლისათვის მხოლოდ გარეგნულია, შიგნით კი-ომი მიმდინარეობს "მე"-ს დამკვიდრებისათვის
წმინდა თეოფანე დაყუდებული მრისხანებას ასე განმარტავს: "თქვენ ავად ხართ; მე კი თქვენი მდგომარეობა სხვაგვარად მესმოდა; ამიტომ ვაპირებდი ყველაზე მკაცრი საყვედური მეთქვა თქვენთვის იმ ადამიანის მიმართ ვინც თქვენ გაგაბრაზათ. ახლა კი ვხედავ, რომ ეს ყველაფერი ავადმყოფობის შედეგად გაღიზიანებული ნერვების ბრალია. დაე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა განგამტკიცოთ! მხოლოდ ცნობისათვის გეტყვით, რომ ამგვარი აფეთქებები საკმაოდ არასათნო რამაა. ეს არის ჭეშმარიტად ნათლის ანგელოზად გარდაქმნილი სატანა. გარეგნულად სამართლიანობის გრძნობის მეტი არაფერი ჩანს. გული ისე დუღს, თითქოს მზად არის სიმართლისათვის დანაზე წამოეგოს, ენა კი სხვის მიერ დარღვეულ და დავიწყებულ სიმართლეს ღაღადებს. ეს სხვა კი, რომელმაც გაბედა მისი დარღვევა, არარაობად და ბოროტგანმზრახველადაც კი გვეჩვენება. და ჩვენს მიერ გამართული სასამართლო ჩვენს თვალში იმდენად სამართლიანი ჩანს, მთელი სამყაროც რომ ესწრებოდეს, ისიც კი ჩვენ გაგვამართლებდა. ხედავთ, როგორი ნათელი და კანონიერია ყველაფერი! მაგრამ ასეა მართლაც, სინამდვილეში? საქმის არსს თუ ჩავწვდებით, მუდამ აღმოჩნდება, რომ დარღვეული სიმართლის შეგრძნებას ყოველთვის საფუძვლად უდევს შეურაცხყოფილი თავმოყვარეობა, ჩვენი ღირსების დამცირება, ანდა მისთვის შესაფერისი პატივის, შესატყვისი ფასის არ მიგება. სიმართლისადმი მოშურნეობის ცეცხლი სრულიადაც არ ანთია იმისათვის, რომ ძვირფასია სიმართლე, არამედ იმიტომ, რომ ვიღაცამ გაბედა დაერღვია იგი ჩვენთან მიმართებაში. სხვასთან მიმართებაში რომ ყოფილიყო, კიდევ ასატანი იქნებოდა, იქნებ კბილებს შორისაც გამოგეცრათ: ბოდიში, ცუდად გამომივიდაო. შეიგნეთ, რომ ყვირილი სიმართლისათვის მხოლოდ გარეგნულია, შიგნით კი-ომი მიმდინარეობს "მე"-ს დამკვიდრებისათვის! აი, მაშინ დაინახავთ, ვინ არის ანგელოზის სამოსში! ეს ყველაფერი გაგახსენეთ მე ყოველი შემთხვევისათვის! თქვენი სული საკმაოდ ბრძენია. კარგ მდგომარეობაშია იგი თუ ცუდში მისი სიმშვიდით ან აფორიაქებით მჟღავნდება. თუ თქვენი სული აფორიაქებულია, რაზედაც უნდა ბრაზობდეს იგი, არ დაუჯეროთ მას იმ წუთებში: ყველაფერს იტყუება, რასაც ამბობს. სატანა აწვდის იმ დროს აზრებს, რა თქმა უნდა, არამაცხოვნებელს; სული კი, საწყალი, იმ დროს მთელ ძალებს ფიტავს. გულის წყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისაი არა ქმნის (იაკ. 1, 20). ღვთიური კი ყველაფერი წყნარი, მშვიდობიანი და ტკბილია, სულშიც ამ სიტკბოს ტოვებს, გარშემოც უხვად აფრქვევს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ თითქოს გლანძღავს კიდეც. ამ შემთხვევაშიც სითბოა, უფრო მეტიც, მხურვალებაა, ოღონდ სხვაგვარი: ჩუმი, მოალერსე. ახლა გიაგეთ?
ბეჭდვაელფოსტა
16.07. 2019
ise
ვეთანხმები მამა თეოფანეს. ეჰ, ამისთვისაც მადლობელი ვარ რომ ვეთანხმები ...
09.01. 2019
25 წელია ვცხოვრობ ეკლესიურად, მაგრამ ასე მგონია, ჯერ არაფერი არ ვიცი. მეუღლე, სანამ გავიცნობდი, მანამ დადიოდა ეკლესიაში. უყვარს ეკლესიებში სიარული, მუდმივად ლოცვების, ფსალმუნების, სახარების წაკითხვა, მარხულობს, ეზიარება, გარეგნულადაც ჰგავს მორწმუნეს. ამავე დროს, თუ რამე არ გამოუვიდა ცხოვრებაში, თუნდაც ყოველდღიურ ცხოვრებაში, შეუძლია წარუმატებლობა ადვილად დააბრალოს სხვის თვალს, ფეხს, ადვილად დაწყევლის, არაფრის გამო გაიმეტებს ადამიანს დასაწყევლად. ვიღაცა მეტყვის, რომ მე უნდა მოვითმინო, კარგ ქალს შეუძლია გამოასწოროს ქმარი, შვილი, სხვა ადამიანი და ა.შ. მაგრამ 25 წელი, რომ ხარ ადამიანთან და არ სწორდება, არც შენს მოთმენას ხედავს, არც სიკეთეს. ადვილად გაგიმეტებს, დაგამცირებს, ცილს დაგწამებს (მეც ადამიანი ვარ, 10-ჯერ, რომ მოვითმინე, მე-11-ჯერ რაღაც მეც მეთქმევინება). სხვას, რომ წყევლის, შიშით აღარა ვარ, იმასაც ვლოცავ და ცხადია ჩემს ოჯახზეც მეშინია, დავპატარავდი ამდენი შიშისგან, ასე მგონია, ჩირგვებში ვზივარ და იქედან ვიყურები კურდღელივით. ყვირილს, ხომ ზომა არა აქვს და ძალიან ბევრ უარყოფით ქცევას მისგან... გეკითხებით, რა ჰქვია ამგვარ ცხოვრებას, რა არის მორწმუნეობა, სად გაგონილა კაცის წყევლა, მით უმეტეს მორწმუნის? დილას, რომ ეზიარები და თუ დაგჭირდა იმავე დღეს ადამიანს, რომ გაიმეტებ დასაწყევლად. ყველა მაწყევარი ხომ თავის თავს იწყევლის პირველ რიგში, თან როცა შენს უკან ოჯახი დგას და შენ ოჯახის თავი გქვია... მერედა, შვილების აღზრდაზე რა გავლენა უნდა ჰქონდეს ამგვარ მაგალითს?... მადლობა უფალს ყველაფრისთვის, შემაძლებინოს მოთმენა... რა უსუსურები ვართ, გვაპატიე ჩვენო კაცთმოყვარეო უფალო... რა დიდია უფლის მოთმინება, რომ სულ გვაძლევს დროს და შანსს შევინანოთ და გამოვსწორდეთ...
05.10. 2018
.
რამდენჯერ მიყვირია ისევ მე დავრჩენილვარ უფრო გაბრაზებული და აღელვებული.. თუმცა ყვირილიც საჭიროა ხან როცა უტაქტო ადამიანი არ აჩერებს ენას როგორ უნდა მოაკეტინო ,!?ჩვეულებრივი ხმა არ ესმით თუ არ დაუყვირე ისევ გიბურღავენ ტვინს უახრო უტაქტო შეკითხვებით თავს მოხვეული რჩევებით ან ცილისწამებით. ძალიან დიდი ნებისყოფაა საჭირო რომ არ იყვირო და ნორმალური ტონით დაიცვა თავი.
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat