წმინდა გრიგოლ პალამა
როცა უფალში განმტკიცებული გონება სულს ხანგრძლივი ბოროტი ჩვევისგან განაყენებს, მაშინ გონება და ვნებები გულს ჯალათივით აწამებენ და აქეთ-იქით დაათრევენ.
ვნება, რომელიც საკუთარი ნებით აამოქმედეს და გამოკვებეს, შემდგომში უკვე სურვილის საწინააღმდეგოდ ძლიერ აუმხედრდება მის მიერ დამორჩილებულ ადამიანს.
წმინდა მარკოზ განშორებული
გევედრები, სანამ კიდევ ხორცში ხარ, ნუ მოადუნებ შენს გულს, რამეთუ, როგორც მიწათმოქმედს არ შეუძლია იმედი იქონიოს მინდორში ამოსული თავთავისა, რადგან არ იცის, იქიდან რას მიიღებს, სანამ მას არ შეინახავს თავის სულში, ასევე კაცს არ ძალუძს, მოადუნოს გული, ვიდრე სუნთქავს და ღვთის სული უდგას ნესტოებში (იობ. 27,3). არ იცის მან, რომელი ვნებით გამოიცდება უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, ამიტომაც არ უნდა მოადუნოს გული, სანამ შეუძლია სუნთქვა. მაგრამ მართებს, შეღაღადოს უფალს შეწევნა და წყალობა.
ამბა ისაია განდეგილის დარიგებანი