მართლმადიდებელო ქრისტიანებო! მთელი ძალ-ღონით დაიცავით თქვენთვის ბოძებული მადლი ღმრთისა, გაუფრთხილდით მას, ნუ ეცდებით მის გაზომვას კაცობრივი საზომით
და ნურც კაცობრივი ლოგიკით შეაფასებთ! არ გეგონოთ, თითქოს შეიძლებოდეს ჩასწვდეთ მას კაცობრივი გონებით ანდა თითქოს სული წმიდის მოხვეჭა რაღაც სხვა გზითაც შეიძლება, იმის გარდა, რომელიც ქრისტეს ეკლესიამ გვამცნო. ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის ადგილი ამ დემონურ დროში თითქოს მართლაც აღარსად არის – ესაა სულ უფრო მცირე ჯგუფი შეურაცხი და "უგუნური" ადამიანებისა, რომელთაც გარშემო სულ სხვა სულით შთაგონებული რელიგიური "აღორძინება" აკრავთ. მაგრამ დაე, უფალ იესო ქრისტეს სიტყვებმა გვანუგეშონ: "ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო-იყო მამამან თქუენმან ზეცათამან მოცემად თქუენდა სასუფეველი" (ლუკა, 12,32)
- მაშ დაე, ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი გამხნევდეს მომავალი ბრძოლის მოლოდინში და ნუ დაივიწყებს, რომ ქრისტეს მიერ გამარჯვება მუდამ ჩვენ დაგვრჩება. მან აღგვითქვა, რომ ქრისტეს ეკლესიას "ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან" (მათე, 16,18), რომ თავის რჩეულთათვის შეამოკლებს ამ უკანასკნელი, საძაგელი მოოხრების დღეებს (მათე, 24,22). და მართლაც, "უკუეთუ ღმერთი ჩუენ კერძო არს, ვინ არს ძვირის მყოფელ ჩუენდა?" (რომ. 8,31). უმძიმეს განსაცდელთა ჟამსაც კი უნდა გვახსოვდეს უფლის ბრძანება: "ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა" (იოანე, 16,33). მაშ მოდი, ისე ვიცხოვროთ, როგორც ყველა დროის მორწმუნე ქრისტიანები ცხოვრობდნენ – მოველოდეთ სოფლის აღსასრულს და მაცხოვრის მოსვლას, რამეთუ "იტყვის, რომელი წამებს ამას: ჰე, მოვალ ადრე! ამინ. ჰე, მოვიდოდე, უფალო იესო!" (გამოცხ. 22,20).
მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი