ნუთუ არ გესმით, რომ თქვენი შვილის გადარჩენა თქვენს პირად განწმენდაზეა დამოკიდებული?
ნუთუ არ გესმით, რომ თქვენი შვილის გადარჩენა თქვენს პირად განწმენდაზეა დამოკიდებული?
მამა პორფირე კავსოკალიველი
შვილისთვის ლოცვისას დედა სანთელივით უნდა იწვოდეს
რადგან არ გიყვართ ერთმანეთი... ერთ ახალგაზრდა ცოლ-ქმარს მამა პორფირემ უთხრა: "რადგანაც არ გიყვართ ერთმანეთი, ბავშვს, რომელიც მალე უნდა შეგეძინოთ, პრობლემები ექნება". წინასწარმეტყველება ზუსტად ახდა.

შფოთიანი ბავშვი. "რა ვქნათ, მამაო, ჩვენი შვილი ძალზე შფოთიანია და მშიშარა", - შესჩივლეს მამა პორფირეს. "ეს თქვენი ბრალია, - უთხრა მათ ბერმა, - მუცლად ყოფნისას თქვენი ერთმანეთისადმი ცუდი ურთიერთობით მას სულიერი ტრავმები მიაყენეთ, რომლის კვალიც მას მთელი სიცოცხლე გაჰყვება".

ის ჯერ პატარაა, მაგრამ ბევრი რამ ესმის. მამა პორფირე ამბობდა, რომ მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ თავიანთ საქციელს თუნდაც ძუძუთა ბავშვის წინაშე. არ უნდა იფიქრონ, რომ "ის პატარაა და არაფერი ესმის". "შეხედეთ, ჩვილები, სიარულიც რომ არ იციან, როგორი ყურადღებით ათვალიერებენ მათთან მისულ თითოეულ უცნობ ადამიანს. გაფიქრებასაც კი ვერ მოასწრებთ, რომ პატარები წამებში ასკვნიან, როგორი ადამიანი ხართ და ფსიქოლოგიურად გაფასებენ".

მოჯანყე შვილები. მამა პორფირე მწუხარებით ჰყვებოდა ერთ გზასაცდენილ ყმაწვილზე: "მისი მშობლები ძალზე განათლებული ხალხია. მშვენივრად ერკვევიან ფსიქოლოგიაში და მიუხედავად თავიანთი ცოდნისა, საკუთარი შვილი დაკარგეს. რა სიკეთეა ასეთი განათლებისაგან? მხოლოდ ღვთის მადლსა და მხოლოდ ჭეშმარიტ სიყვარულს, თუ მას საიდუმლო მსხვერპლად შევწირავთ ჩვენს მოყვასს, შეუძლია გადაგვარჩინოს ჩვენც და ისინიც".

ერთი ბიჭის მშობლებმა, რომელიც ნევრასთენიით დაავადდა, დახმარებისა და რჩევისთვის მამა პორფირეს მიმართეს. მან მაშინვე "დაინახა" ბავშვის სული და თქვა: "თქვენს შვილს კარგი სული აქვს, ჩემზე უკეთესი. ის ჯანმრთელია. ბიჭმა სულიერი ტრავმა მიიღო და აჯანყდა. ამის მიზეზი თქვენი სიამაყე და ცუდი წრეა, რომელშიც ის მოხვდა. მხოლოდ თქვენი პირადი წმინდანობა დაუბრუნებს მას ჯანმრთელობას". ეს რომ დედამ მოისმინა, ცრემლი წასკდა, ეგონა, წმინდანობის მიღწევა არ შეეძლო. მამა პორფირემ დაამშვიდა: "ნუ იფიქრებთ, რომ წმინდანობა მიუწვდომელია ადამიანისთვის. განწმენდა ადვილია. მხოლოდ სიმდაბლე და სიყვარული უნდა მოიპოვოთ".

მოჯანყე შვილი და კარგი მამა. მამა პორფირე ამბობდა, რომ კარგმა მამამ არასოდეს უნდა დაკარგოს ინტერესი შვილების მიმართ. მაშინაც კი, როცა ისინი გარდატეხის ასაკში სასტიკნი, მოჯანყენი ხდებიან, ურჩობენ, არ უჯერებენ და მათი აზრები მამათა აზრებისგან ხშირად განსხვავდება. სწორედ აქ უნდა გამოვლინდეს კარგი მამის ოსტატობა და სიყვარული. ბავშვები, სანამ მოიზრდებიან, თავიანთი გამოუცდელობით მრავალ უგუნურ ნაბიჯს დგამენ, რითაც განარისხებენ მშობლებს, განსაკუთრებით მამებს. ხშირად ოჯახისთავი გასასტიკდება, ივიწყებს, რომ აუცილებელია კარგ მამად დარჩეს და მკაცრ პოლიციელად გადაიქცევა. ზიანი, რომელსაც ამ შემთხვევაში შვილს აყენებს, ხშირად გამოუსწორებელი ხდება.

თუ ახალგაზრდა კაცს მტკიცედ სჯერა, რომ მამამისი მართლა კარგი კაცია და შეგნებული აქვს, რომ იგი სწორედ მამობრივი სიყვარულით ითმენს მის უგუნურ საქციელს, მაშინ მას მთელი სიცოცხლე ემახსოვრება მამა და იტყვის: "მამაჩემი წმინდა კაცი იყო, მე ის მაშინ კარგად გავიცანი, როცა ჩემში ახალგაზრდული უგუნურება ბობოქრობდა".

ბავშვის გადარჩენა მშობელზეა დამოკიდებული. ერთხელ მამა პორფირესთან მივიდნენ ერთი ბავშვის მშობლები, რომელსაც გარდატეხის ასაკში ხასიათი დაუმძიმდა და რჩევა ჰკითხეს. მამა პორფირემ დაუწყო საუბარი იმაზე, რომ მათ საკუთარ სულიერ ცხოვრებას უნდა მიაქციონ ყურადღება. მშობლები ისევ და ისევ ბავშვზე საუბარს უბრუნდებოდნენ, მაგრამ მამა პორფირე მათ კვლავ ქრისტიანულ და მშობლის მოვალეობებს შეახსენებდა. გაოცებულმა მშობლებმა უთხრეს: - მამაო, ჩვენ გამო არ მოვსულვართ, რასაც გვეუბნები, ყველაფერი ვიცით. აქ ჩვენი შვილის გამო მოვედითო. მამა პორფირემ უპასუხა: "ნუთუ არ გესმით, რომ თქვენი შვილის გადარჩენა (ცხონება) თქვენს პირად განწმენდაზეა დამოკიდებული? არა თეორიულ, არამედ პრაქტიკულ განწმენდაზე!.. თუ მართლა გიყვართ შვილი, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოთ განწმენდისკენ სწრაფვა. ახლა მე მისი სული "დავინახე"... იგი მკვდარია".

არასოდეს. მამა პორფირემ უთხრა ქრისტიან ცოლ-ქმარს:

- თქვენმა შვილებმა არასოდეს არ უნდა გაიგონ, როგორ ჩხუბობთ... ერთმანეთს ხმამაღალ სიტყვას რომ ეტყვით, ესეც კი არ უნდა გაიგონონ!

- განა ეს შესაძლებელია, მამაო?

- რა თქმა უნდა, შესაძლებელია! ამიტომაც კარგად დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა: ბავშვების წინ არასოდეს იჩხუბოთ... არასოდეს!

ლოცვის "სულიერი მოალერსება". ყოველთვის, როცა მამა პორფირე საუბრობდა, მხედველობაში ჰქონდა ღრმა და განგრძობილი ლოცვა და არა ზედაპირული, დროდადრო აღსრულებული.

ერთმა ქალმა ნაცნობის პირით მამა პორფირეს რჩევა ჰკითხა თავისი ვაჟის პრობლემებზე. ბერმა თქვა: "ბავშვს შინაგანად უჭირს. ის თავისთავად კარგი ყმაწვილია და არ უნდა, რასაც აკეთებს. მაგრამ მას აქვს შანსი, განთავისუფლდეს თავისი პრობლემებისგან. ეს რომ მოხდეს, დედამისმა წმინდანობისკენ უნდა ისწრაფოს. ბიჭმა თავისუფლება რომ მოიპოვოს, აუცილებელია გვერდით ჰყავდეს წმინდა ადამიანი, სიყვარულის ადამიანი, რომელიც მას კი არ დამოძღვრავდა, კი არ დააშინებდა, არამედ წმინდად იცხოვრებდა. მაშინ ბავშვი დაინახავდა მის წმინდა ცხოვრებას, შეშურდებოდა მისი და დაიწყებდა მის მიბაძვას. უპირველესად კი აუცილებელია, კაცმა ბავშვისათვის ილოცოს მხურვალე, ძლიერი ლოცვით. დედას უყვარს თავისი შვილის მოფერება და ალერსი. მაგრამ მან უნდა იმეცადინოს ლოცვით სულიერ ალერსშიც. როცა დედა ულოცველად ეფერება შვილს, ამით იშორებს მას... მაგრამ როცა ის მუდამ მხურვალედ ლოცულობს შვილისთვის, მაშინ ვაჟი თავის სულში გრძნობს აუხსნელ "სულიერ ალერსს", რაც მიიზიდავს დედისკენ. შვილისთვის ლოცვისას დედა სანთელივით უნდა იწვოდეს. დაე, ილოცოს მარტომ, მდუმარედ, აღაპყროს ხელები ქრისტესკენ და ამით დაფარულად მოეფეროს თავის შვილს".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat