თუ აქ ვეღარ მნახავ, იცოდე, რომ შენი ლოცვა შეისმინა ღმერთმა
თუ აქ ვეღარ მნახავ, იცოდე, რომ შენი ლოცვა შეისმინა ღმერთმა
წმინდა გრიგოლ დიოლოგოსი - "დიალოგები"
თავი 48-ე. რამდენნაირი სიზმარი არსებობს და თუ უნდა დავიჯეროთ ისინი
პეტრე: - შეიძლება იმის დაჯერება ანდა განხილვა, რაც ღამეულ ხილვებში წარმოგვიდგება?

გრიგოლი: - უნდა ვიცოდეთ, რომ ექვსი მიზეზით შემოდიან სულში სიზმრის სახენი. ზოგჯერ სიზმარი იწყება სტომაქის სისავსისგან, ზოგჯერ კი მისივე სიცარიელისგან, ხან ეშმაკის საცთურისგან, ხანაც ფიქრისა და ეშმაკის საცთურისგან ერთად, გამოცხადებისგან ან ფიქრისა და გამოცხადებისგან ერთად. პირველი და მეორე სახის სიზმრის შესახებ გამოცდილებით ვიცით, ხოლო დანარჩენი ოთხის მაგალითებს წმინდა წერილში ვნახულობთ. ხშირად სიზმარი ეშმაკის (დაფარული მტრის) საცთურისგან რომ არ ხდებოდეს, მაშინ ფრიად ბრძენი კაცი არ გვეტყოდა: "ნუცა იზმნით და ნუცა ძილითა იმისნით" (ლევიტელთა 19,26). ამ სიტყვებით ნათლად ჩანს, რომ უნდა მოვიძაგოთ სიზმრები, რომლებიც მისნობასთან არის შეერთებული. და კიდევ, სიზმრები ზოგჯერ ფიქრებისა და საცთურისგან რომ არ ხდებოდეს, არ იტყოდა დიდად ბრძენი: "მოიწიოს ჩვენება სიმრავლითა განსაცდელისაითა" (ეკლესიასტე 5,2). ზოგჯერ სიზმარი საიდუმლო გამოცხადებისგან რომ არ იბადებოდეს, მაშინ იოსები ძილში ვერ იხილავდა თავის განდიდებას ძმათა წინაშე (შესაქმ. 37) და არც ანგელოზი შთააგონებდა მარიამის დამწინდველს, წაეყვანა ყრმა (იესო) და ეგვიპტეში გაქცეულიყო (მათე 2); და კიდევ, სიზმრები ზოგჯერ ფიქრისა და გამოცხადებისგან ერთად რომ არ ხდებოდეს, მაშინ წინასწარმეტყველი დანიელი, რომელიც ნაბუქოდონოსორის სიზმარს განიხილავდა, არ ჩათვლიდა, რომ ამის საფუძველი მისივე ფიქრში იყო: "გულისზრახვანი შენნი საწოლსა შენსა ზედა აღვიდეს, რაი ჯერ არს ქმნად ამათსა შემდგომად და გამომაცხადებელმან საიდუმლოთამან მაუწყა მე, რომელთაი ჯერ არს ქმნაი" (დანიელი 2,29). ცოტა ქვემოთ: "შენ, მეფევ, ჰხედვედ და აჰა, ხატი ერთ დიდი და ხატი იგი, და შესახედავი მისი საშინელ მდგომარე წინაშე პირსა შენსა" (ეკლესიასტე 2,31). ამგვარად, როცა დანიელი კეთილმოკრძალებით განიხილავს სიზმარს, მის მნიშვნელობას და ხსნის, რომელი ფიქრისგან წარმოიშვა იგი, ეს ნათლად გვიჩვენებს, რომ სიზმრები ძალზე ხშირად ფიქრისა და გამოცხადებისგან ხდება. რაკი სიზმრები ასეთი სხვადასხვაგვარობით განირჩევა, აშკარაა, რომ მათი ნაკლებად უნდა გვჯეროდეს, მით უფრო, რომ ძნელია იმის შეტყობა, რომელი წყაროდან წარმოიშობა. თუმცა წმინდა კაცები საცდურსა და გამოცხადებებში ერთგვარი შინაგანი გრძნობით განასხვავებენ ხმასა და სახეს სიზმრისა; შეიტყობენ, რას აღიქვამენ კეთილი სულისგან და რას დაითმენენ ეშმაკის საცდურისაგან. თუ გონება არ იქნება ფრთხილი სიზმრების მიმართ, სულთა მაცთუნებლისგან ოცნებებში ჩავარდება: მას ჩვევად აქვს, მრავალი ჭეშმარიტება იწინასწარმეტყველოს, რომ მერე სული რაიმე სიცრუეში გახლართოს.

თავი 49-ე. ამბავი სიზმრისგან მოტყუებული კაცისა
ეს ამბავი ცოტა ხნის წინ შეემთხვა ერთ ჩვენს თანამოქალაქეს, რომელსაც სიზმრების სჯეროდა. მას სიზმარში ხანგრძლივ ცხოვრებას დაჰპირდნენ. აურაცხელი სიმდიდრე მოიმარაგა განგრძობილი ცხოვრებისთვის, მაგრამ უეცრად მოკვდა.

თავი 50-ე. თუ არის სასარგებლო გარდაცვლილის სულისთვის ცხედრის ტაძარში დაკრძალვა?
პეტრე: - მახსოვს ის კაცი. მაგრამ ახლა განვიხილოთ ის საკითხი, რითიც დავიწყეთ: სასარგებლოა თუ არა გარდაცვლილის სულისთვის ცხედრის ტაძარში დაკრძალვა?

გრიგოლი: - იმ მიცვალებულისთვის არის სასარგებლო, ვინც არ არის დამძიმებული მნიშვნელოვანი ცოდვებით, ვინაიდან მათი ნათესავები ამ წმინდა ადგილას იკრიბებიან, უცქერენ მათ საფლავებს, იხსენებენ გარდაცვლილებს და ევედრებიან უფალს. მაგრამ როცა ტაძარში დადებენ ცოდვებით დამძიმებულ მიცვალებულთა სხეულებს, ისინი არათუ ვერ პოვებენ ცოდვათა მიტევებას, არამედ უფრო განიკითხებიან.

თავი 51-ე. ამბავი წმინდა ლავრენტის ეკლესიაში დაკრძალული მონაზვნისა
ფრიად ღირსეულად მცხოვრები პორტუენის ეპისკოპოსი ფელიქსი საბინის მხარიდან იყო. მან მომითხრო ერთ მონაზონ დედაკაცზე, რომელიც ამ მხარეშივე ცხოვრობდა. ის ხორციელ თავშეკავებას იყო მიცემული, მაგრამ ვერ აკავებდა ენას კადნიერებისა და უქმმეტყველებისგან. გარდაიცვალა და ეკლესიაში დაკრძალეს. იმავე ღამეს ამ ეკლესიის დარაჯმა გამოცხადება ნახა: მონაზონი მიიყვანეს წმინდა საკურთხეველთან. გაყვეს შუაზე. ერთი ნაწილი ცეცხლში დაიწვა, მეორე კი დარჩა უვნებელი. დილით დარაჯმა ეს ხილვა ძმებს მოუთხრო და ის ადგილიც ანახა, სადაც მონაზვნის ნაწილი ცეცხლით დაიწვა. საკურთხევლის წინ მარმარილოს ფილა ცეცხლით იყო შემურული, თითქოს ეს დედაკაცი აქ მართლაც დაიწვა ნივთიერი ცეცხლით. ამგვარი ხილვით ნათლად ვიგებთ, რომ წმინდა ადგილი ვერ ეხმარება მსჯავრისგან გაქცევაში მათ, ვისაც ცოდვები არ მიეტევა.

თავი 52-ე. ამბავი პატრიკიოს ვალერიანეს დაკრძალვისა
ვიცით, როგორი ღირსებითა და სამართლიანობით გამოირჩევა რომის პრეფექტის ნაცვალი, სახელგანთქმული იოანე. მან გვიამბო ამბავი პატრიკიოს ვალერიანესი, რომელიც ქალაქ ბრიქსესში მოკვდა. ქალაქის ეპისკოპოსმა, საფასურის წილად, მისი დასამარხი ადგილი გამოყო ეკლესიაში. ვალერიანე სიცოცხლის ბოლომდე განშვებულად და ცოდვიანად ცხოვრობდა, არ ცდილობდა მანკიერებათაგან განწმენდას. მისი დაკრძალვის ღამესვე ნეტარი მოწამე ფავსტინე, ვისი სახელობის ტაძარშიც იყო დაკრძალული პატრიკიოსი, გამოეცხადა ეკლესიის დარაჯს: "წადი და აუწყე ეპისკოპოსს, რომ მოისროლოს ეს მყრალი სხეული აქედან. თუ ამას არ გააკეთებს, თვითონაც მოკვდება ოცდამეათე დღესო". დარაჯს შეეშინდა ამის თქმა ეპისკოპოსისთვის, თუმცა ხილვა განუმეორდა. ოცდამეათე დღეს ეპისკოპოსი სრულიად ჯანმრთელი და უვნებელი უეცარი სიკვდილით განიგმირა.

თავი 53-ე. ამბავი ვალენტინესი, რომლის სხეულიც დაკრძალვის შემდეგ გამოიტანეს ტაძრიდან
ჯერაც ცოცხალია ფრიად პატივცემული ძმა, ლუნიის ეპისკოპოსი ვენანტე და სახელგანთქმული ლიბერიუსი, კეთილშობილი და ფრიად სარწმუნო. ისინი ჰყვებოდნენ გენუაში მომხდარ ერთ შემთხვევაზე, რომელსაც თურმე მათი მსახურები შეესწრნენ.

მოკვდა მედიოლანის ეკლესიის ადვოკატი ვალენტინე, ქარაფშუტა და უნებისყოფო კაცი, და ნეტარი მოწამის, სირას ეკლესიაში დაკრძალეს. შუაღამისას ამ ეკლესიიდან მოისმა ხმა, თითქოს იქიდან ვიღაცას მოათრევდნენ. ეკლესიის დარაჯებმა ხმაურზე მიირბინეს და დაინახეს ორი საშინელი სული, რომლებიც ფეხებგაკოჭილ ვალენტინეს გარეთ მოათრევდნენ. იგი ყვიროდა, განთავისუფლებას ლამობდა. დილით, როცა ვალენტინეს კუბო გახსნეს, ცხედარი იქ ვერ იპოვეს. ეძებეს და ბოლოს სხვა კუბოში იპოვეს ფეხებშეკრული.

ამ შემთხვევით დავრწმუნდი, რომ თუ მძიმედ ცოდვილნი აიძულებენ, გარდაცვალების მერე წმინდა ადგილას დამარხონ, კადნიერების გამოც დაისჯებიან. წმინდა ადგილი მათ ვერ განწმენდს. უგუნური სიამაყე კი უფრო მეტ სასჯელს მოაწევს.

თავი 54-ე. ამბავი მღებავისა, ტაძარში რომ დაკრძალეს და მერე ვეღარ იპოვეს
ეს ამბავი ბევრმა აქაურმა მღებავმა იცის. ერთი საუკეთესო ოსტატი მოკვდა და ცოლმა ნეტარი მოწამის, იანუარიუსის ეკლესიაში დაკრძალა, წმინდა ლავრენტის აკლდამის კარის ახლოს. იმ ღამეს ეკლესიის დარაჯს მოესმა, კუბოდან როგორ ყვიროდა მისი სული: "ვიწვი, ვიწვიო". ეს ქვრივს შეატყობინა. ქალმა ქმრის მეგობრებს სთხოვა, გაეხსნათ კუბო და ენახათ მიცვალებული. გახსნეს, მაგრამ შიგ ტანისამოსიღა დახვდათ და ახლაც იქაა ამგვარი შემთხვევის დასამოწმებლად. აქედან შეგვიძლია მივხვდეთ, რარიგ განკითხვას მიეცა სული, თუკი სხეული ეკლესიიდან განაგდეს.

განა რა სიკეთე შეიძლება დაადგეთ წმინდა ადგილას უღირსად დაკრძალულთ, თუკი მათი სხეულები საღმრთო ნებით განგდებულ იქნებიან ამ წმინდა ადგილებიდან?

თავი 55-ე. რამ შეიძლება მოუტანოს სიკეთე გარდაცვლილთა სულებს
პეტრე: - მაშ, რამ შეიძლება მოუტანოს სიკეთე გარდაცვლილთა სულებს?

გრიგოლი: - თუ ცოდვები ძალზე მნიშვნელოვანი არ არის, მათი მიტევება შეიძლება სიკვდილის მერე შეწირვით წმინდა მაცხოვნებელი მსხვერპლისა (ანუ საღმრთო ლიტურგიით, რასაც ზოგჯერ გარდაცვლილთა სულები ითხოვენ კიდეც).

ზემოხსენებულ ეპისკოპოს ფელიქსს გაუგონია ამბავი ერთი ღირსეული დეკანოზისა, რომელიც ცხოვრობდა ქალაქ ცენტუმცელის მახლობლად და იყო ტავრენიის (ასე ჰქვია იმ ადგილს) ნეტარი იოანეს ეკლესიის წინამძღვარი. ამ დეკანოზს ხორციელი სნეულების გამო ჩვევად ჰქონდა, იმ ადგილას ებანავა, სადაც ცხელი წყლები განსაკუთრებით უხვად ორთქლდება. ერთხელ ჩასულს უცნობი ეახლა - მოგემსახურებითო. ფეხსაცმელები გახადა, გამოართვა ტანისამოსი, ხოლო როცა დეკანოზი აუზიდან ამოვიდა, პირსახოცი თავაზიანად მიაწოდა. ეს ხშირად ხდებოდა. ერთხელ, როცა საბანაოდ წასასვლელად ემზადებოდა, დეკანოზმა გაიფიქრა: - უმადური არ უნდა დავრჩე, ამ ადამიანს რაიმე უნდა ვაჩუქოო. აიღო ორი სეფისკვერი და გაიყოლა. როცა საბანაოსთან მივიდა, მოძებნა ის კაცი და ჩვეულებისამებრ ისარგებლა მისი მომსახურებით. როცა ბანაობის შემდეგ ჩაიცვა და გამოსვლა დააპირა, აიღო სეფისკვერები და კურთხევის ნიშნად შესთავაზა - მოწყალედ მიიღეთ ეს საჩუქარი ნიშნად სიყვარულისაო. უცნობი საწყალობლად ატირდა: "რისთვის მაძლევ ამას, მამაო? ამ წმინდა პურის ჭამა არ შემიძლია. შენ წინაშე დგას ოდესღაც ამ საბანელის მფლობელი, მაგრამ ჩემი ცოდვების გამო სიკვდილის მერე მოსჯილი მაქვს, აქ მოსულთ ვემსახურო. თუ გინდა დამასაჩუქრო, ეს პური ჩემი ცოდვების მიტევებისთვის შესწირე ყოვლისშემძლე უფალს. როცა მოხვალ საბანაოდ, თუ აქ ვეღარ მნახავ, იცოდე, რომ შენი ლოცვა შეისმინა ღმერთმა". ამ სიტყვების თქმისთანავე კაცი გაქრა და ამით მიგვანიშნა, რომ სული იყო.

მთელი კვირა აცრემლებული ლოცულობდა დეკანოზი, ყოველდღე მაცხოვნებელ მსხვერპლს შესწირავდა და საბანაოზე როცა დაბრუნდა, ვეღარ იპოვა დამხმარე. აშკარად ჩანს, რამდენად სასარგებლოა სულებისთვის უსისხლო მსხვერპლის შეწირვა, მაშინ, როცა გარდაცვლილთა სულები ითხოვენ ამას ცოცხალთაგან და მიანიშნებენ იმასაც, რომ ამ მსხვერპლშეწირვის მიერ მიეტევათ ცოდვები.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat