ზოგიერთებმა მიიღეს ნიჭი იმისა, რომ თავისუფლად დაიცვან ჭეშმარიტება, დაეხმარონ დაჩაგრულებს, ღარიბებს შეწევნა აღმოუჩინონ, იყვნენ სარწმუნოებაში მოშურნენი, მაგრამ ცრემლთა დენის ნიჭი არ მიუღიათ
ზოგიერთებმა მიიღეს ნიჭი იმისა, რომ თავისუფლად დაიცვან ჭეშმარიტება, დაეხმარონ დაჩაგრულებს, ღარიბებს შეწევნა აღმოუჩინონ, იყვნენ სარწმუნოებაში მოშურნენი, მაგრამ ცრემლთა დენის ნიჭი არ მიუღიათ
წმინდა გრიგოლ დიოლოგოსი - "დიალოგები"
თავი XXXIV. რამდენი სახისაა გულის შემუსვრილება

პეტრე: - თქვი, მამა ელეფთერს გული ღრმად შემუსვრილი ჰქონდაო. მსურს სრულყოფილად გავიგო, თუ რა ძალა აქვს ცრემლს. რამდენი სახისაა გულის შემუსვრილება?

გრიგოლი: - როცა მონანული თავისთვის თითოეულ ცოდვას იგლოვს, მაშინ გულისშემუსვრილების რამდენიმე სახე არსებობს. ამიტომ ამბობს იერემიაც მონანულის პირით: "გარდამოსაქანელნი წყალთანი გარდამოადინნეს თვალთა ჩემთა" (გოდება იერემიასი 3,48). უმთავრესად არის ორი სახის გულისშემუსვრილება: პირველი, როცა ღმერთს მოწყურებული გული შიშით შეიმუსრება, მეორე - სიყვარულით შემუსვრილება. პირველ შემთხვევაში სული მწარედ გოდებს, როცა ცოდვებს იგონებს და ეშინია, საუკუნო სატანჯველს არ მიეცეს. როცა განგრძელებული მწუხარება და შფოთი წარხოცავს ამ შიშს, მაშინ სულში, გადარჩენის წინათგრძნობის წყალობით, ერთგვარი სიმშვიდე დატრიალდება და აბრიალდება სიყვარული ზეციური ნეტარების მიმართ. ადრე იგი თუ საუკუნო სატანჯველის შიშით ტიროდა, ახლა უფრო მეტად მოთქვამს იმიტომ, რომ იგი ღვთის სასუფეველში არ არის. რამეთუ სული ჭვრეტს ანგელოზთა დასებს, ნეტარ სულებს, საუკუნოდ რომ ჭვრეტენ ღმერთს და განადიდებენ და უფრო მეტად ტირის, რომ საუკუნო ნეტარებას განშორებულია. ამგვარად, შიშით სრულ შემუსვრილებას სული სიყვარულით შემუსვრილებამდე მიჰყავს. ეს ამბავი მშვენივრად არის წარმოდგენილი ისტორიულ მოთხრობაში: ასხანმა, ხალების ასულმა, "ღაღადყო კაჰრაულით და რქუა მას ხალებმან: რაი არს შენდა? და რქუა მას: მომეც მე კურთხევაი, რამეთუ ქვეყნად ნაგებდ მიმეც მე, მომეც მე ღოლათმაიმი და მისცა მას ხალებმან ღოლათი ზენაი და ღოლათი ქვენაი" (ისუ ნავე 15,17-19). ვირზე მჯდარი ასხანი სახეა უგუნური ხორციელი სურვილების მქონე სულისა. როგორც მან სულთქმით სთხოვა მამას ტენიანი მიწა (ღოლაფ მაიმი წყაროებს ნიშნავს), ასევე ჩვენც დიდი ვაებით უნდა გამოვითხოვოთ ცრემლის ნიჭი, რამეთუ ზოგიერთებმა მიიღეს ნიჭი იმისა, რომ თავისუფლად დაიცვან ჭეშმარიტება, დაეხმარონ დაჩაგრულებს, ღარიბებს შეწევნა აღმოუჩინონ, იყვნენ სარწმუნოებაში მოშურნენი, მაგრამ ცრემლთა დენის ნიჭი არ მიუღიათ. ისინი ფლობენ ნახევრად გამოფიტულსა და მშრალ მიწას, მათ ტენიანი მიწაც სჭირდებათ. დაე, აღასრულონ კეთილი საქმეები, მათივე განმადიდებელი: აუცილებელია, საჭიროა, რომ მათ ან სატანჯველის შიშით ანდა ზეციური სიყვარულის გამო გამოიგლოვონ ჩადენილი ცოდვები. მაგრამ, როგორც ვთქვი, არსებობს ორნაირი გულისშემუსვრილება. მამა მათ აძლევს მიწას ზენასაც და ქვენასაც. სული ზენა მიწას მოიპოვებს, როცა ზეციური სასუფევლის სურვილი მასში მწუხარების ცრემლებს აღძრავს. სული ქვენა მიწას შეიძენს, როცა ტირის, თრთის ჯოჯოხეთის სატანჯველთა მოლოდინში. თუმცა პირველად მიეცემათ ქვენა მიწა, მერე კი ზენა. მაგრამ რადგან სიყვარულისგან გულისშემუსვრილება ღირსებით უფრო აღმატებულია, აუცილებელი იყო, პირველად ზენა მიწა მოხსენიებულიყო.

პეტრე: - კმაყოფილი ვარ შენეული ახსნით. მაგრამ არიან დღეს ელეფთერის მსგავსი სრულყოფილი ადამიანები?

თავი XXXV. ამბავი ამანციოსისა, ტუსციის მხარის დეკანოზისა
გრიგოლი: - ტიბურის ეკლესიის ეპისკოპოსი, ფლორიდი, რომლის სიწმინდე და სიმართლისმოყვარეობა ცნობილია თქვენთვის, მიყვებოდა, რომ მას ჰყავდა ერთი დეკანოზი, სახელად ამანციოსი, უბრალოებით გამორჩეული კაცი, რომელიც, მსგავსად მოციქულთა, ავადმყოფების ხელდასხმით კურნების ნიჭს ფლობდა. ასევე,სადაც არ უნდა ენახა ყველაზე მძვინვარე გველი, ჯვრის ერთი გარდასახვით ქვეწარმავალს შიგანი ეფატრებოდა და კვდებოდა. როცა უხსენებლები ცდილობდნენ, მას მღვიმეში დამალვოდნენ, ამანციოსი მღვიმეს ჯვარს გადასახავდა და იქიდან დახოცილი გველები გამოჰქონდათ. ვცდილობდი, მენახა ეს კაცი. როცა იგი ჩემთან მოიყვანეს, ვისურვე, რომ რამდენიმე დღე საავადმყოფოში დარჩენილიყო, მსურდა, დავრწმუნებულიყავი, მართლა ფლობდა თუ არა კურნების ნიჭს.

სხვათა შორის, ამ დროს საავადმყოფოში სხვებთან ერთად იმყოფებოდა შეშლილი კაცი. ერთხელ მას სნეულებამ შემოუტია და საშინელი ხმით აღრიალდა, ავადმყოფები ისე შეაწუხა, რომ დაძინება ვეღარავინ შეძლო. თურმე ფრიად პატივცემული დეკანოზი წამოდგა საწოლიდან, მდუმარედ მიუახლოვდა გონმიღებულს, ხელნი დააწყო და ლოცვა დაიწყო. როცა ავადმყოფმა თავი უკეთ იგრძნო, სამლოცველო ოთახში შეიყვანა, სადაც მისთვის უკვე გულმოდგინედ ლოცულობდა. ამის მერე გონზე მოსული ავადმყოფი აღარავის აწუხებდა...

პეტრე: - ფრიად ჭკუის სასწავლებელია - მიწაზე ასეთი დიდი სასწაულმოქმედები იხილო და საკუთარ თანამოქალაქეებში ჭვრიტო ზეციური იერუსალიმი.

თავი XXXVI. ამბავი მაქსიმიანესი, სირაკუზელი ეპისკოპოსისა
გრიგოლი: - მოგითხრობ იმ სასწაულზე, რომლის აღსრულებაც ინება ყოვლისშემძლე ღმერთმა თავისი მონის, მაქსიმიანეს ზედა, იგი ახლა სირაკუზელი ეპისკოპოსია, წინათ კი ჩემი მონასტრის წინამძღვარი გახლდათ. როცა ჩემი მღვდელმთავრის განკარგულებით კონსტანტინოპოლის სამეფო კარზე, საეკლესიო აპოკრისარის თანამდებობაზე ვიყავი, პატივცემული მაქსიმიანე ძმასთან ერთად ჩემთან მოდიოდა ხოლმე. როცა ის რომში, ჩემს მონასტერში გაემგზავრა, ადრიატიკის ზღვაში საშინელ ქარიშხალში მოხვდა და თანამგზავრებთან ერთად უჩვეულოდ სასწაულებრივი და ზებუნებრივი სახით საკუთარ თავზე გამოცადა ყოვლისშემძლე ღმერთის მრისხანება და მოწყალება. აბობოქრებული ტალღები მათ სიკვდილით ემუქრებოდა. ქარს ხომალდის საჭე მოეგლიჯა, ანძა გადაეტეხა. დახეული იალქნები წყალში დაცურავდნენ და დაზიანებულ ხომალდში წყალი ყველა მხრიდან შემოდიოდა. მერე ზედა გემბანამდე მიაღწია. მგზავრებს სიკვდილი უკვე ხილულად ემუქრებოდათ, შეშინებულები ერთმანეთს გამოემშვიდობნენ, უფლის სისხლსა და ხორცს ეზიარნენ, თითოეული მათგანი მოკრძალებით ევედრებოდა ღმერთს, სხეულის ასეთი საშინელი სიკვდილით დასჯის მერე მათი სულები შეეწყნარებინა. მაგრამ ყოვლისშემძლე ღმერთმა სასწაულებრივად იხსნა მათი სიცოცხლე. პირთამდე წყლით ავსებული გემი რვა დღე თავისი გზით მიცურავდა და მეცხრე დღეს კროტონის ნავსადგურში შევიდა. როგორც კი სხვებთან ერთად მაქსიმიანე გემიდან უვნებლად ჩამოვიდა, ხომალდი მაშინვე ნავსადგურში ჩაიძირა. მართლაც საოცარია, წყლით და ხალხით სავსე ხომალდი ზღვაზე მიცურავდა, მაგრამ როგორც კი მაქსიმიანემ და მისმა ძმამ დატოვეს იგი, უმალ ზღვის ფსკერზე დაეშვა. ამით ყოვლისშემძლე ღმერთმა გვიჩვენა, რომ თავისი ხელით აკავებდა ხალხით სავსე ხომალდს. როცა დაცარიელდა, რაღად სჭირდებოდა წყალზე მოტივტივე?

თავი XXXVII. ამბავი სანკტულისა, ნურსიის მხარის დეკანოზისა
ორმოცი დღის წინ შენ ჩემთან ნახე ადრე ჩემს მიერ ხსენებული (იხილეთ მე-15 თავი) ღვთისმოშიში დეკანოზი სანკტული, რომელიც, ჩვეულებისამებრ, ყოველ წელს მოდიოდა ხოლმე ჩემთან ნურსიის პროვინციიდან. სამი დღის წინ ჩემთან ამავე პროვინციიდან ერთი ბერი მოვიდა, რომელმაც სამწუხარო ამბით გული განმიგმირა - ღვთის კაცი სანკტული გარდაიცვალაო. თუმცა უცრემლოდ არ შემიძლია გავიხსენო ეს თავმდაბალი ადამიანი, ახლა უკვე ყოველგვარი მორიდების გარეშე გიამბობ მის მიერ მოხდენილ სასწაულებზე, რაც მისი მეზობელი უაღრესად სიმართლისმოყვარე და გულწრფელი მღვდლებისგან გამიგონია. ზოგჯერ ერთმანეთს შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობა უფრო მეტი კადნიერების საშუალებას იძლევა. ამიტომ ხშირად ვძლევდი ხოლმე მის სიმდაბლეს და ისიც მიყვებოდა მისთვის ბოლო ხანს მოხდენილ სასწაულებზე. ერთხელ ლონგობარდები წნეხით ზეთისხილს წურავდნენ. სანკტულს სასიამოვნო გარეგნობა და ასეთივე ხასიათი ჰქონდა. იგი ცარიელი ტიკით მიადგა ლონგობარდებს, მხიარულად მიესალმა და ბრძანების კილოთი სთხოვა, ტიკი ზეთით გამივსეთო. წარმართებს მთელი დღე, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ზეთი ვერ დაეწურათ, ამიტომაც გაბრაზებულნი უსმენდნენ სანკტულს, მერე გამოლანძღეს. ღვთის კაცი კი უფრო მხიარული სახით ეუბნებოდა: ილოცეთ ჩემთვის, აუვსეთ სანკტულს ეს ტიკი და თავს დაგანებებთო. ლონგობარდები უფრო გაცხარდნენ. ზეთი არ მისცეს და ღვთის კაცმა ლონოგბარდებს წყალი მოსთხოვა. მერე კი მათ თვალწინ წყალი აკურთხა და წნეხზე დაიწყო დასხმა. მისი კურთხევის ძალით წნეხიდან ისე უხვად წარმოედინა ზეთი, რომ ლონგობარდებმა არა მარტო თავიანთი ჭურჭლები აავსეს, არამედ ღვთის კაცის მოტანილი ტიკიც. მადლობა გადაუხადეს სანკტულს.

საშინელი შიმშილობა მძვინვარებდა. ლონგობარდებმა წმინდა მოწამე ლავრენტის ეკლესია გადაწვეს. მის აღსადგენად წმინდა კაცმა ბევრი ოსტატი და მუშახელი მოიწვია. საჭირო იყო მათთვის ყოველდღიურად საფასური გადაეხადათ. შიმშილით ძალაგამოცლილი მუშები დაჟინებით ითხოვდნენ პურს. ღვთის კაცმა გარეგნულად სცადა მათი გამხნევება და დაჰპირდა, მოგიტანთ პურსო, შინაგანად კი საშინლად იტანჯებოდა, რადგან არ შეეძლო დაპირებული საჭმლის მოტანა. როცა ის შეწუხებული ბოლთას სცემდა, ღუმელთანაც მივიდა, რომელშიც მეზობლის ქალებმა წინადღეს პური გამოაცხვეს, დაიხარა და შიგ შეიხედა - ნეტავ პური ხომ არ დარჩათო. მართლაც ღუმელში საკვირველი სიდიდისა და უჩვეულოდ თეთრი პური დაინახა. პური კი გამოიღო, მაგრამ მუშებთან მიტანას ვერ ბედავდა - თუ სხვისია, მაშინ კეთილ საქმეს კი ჩავიდენ, მაგრამ შევცოდავ კიდეცო. მეზობელ ქალებს ჰკითხა, რომელიმეს ხომ არ დაგრჩათ ღუმელშიო. მათ იუარეს. გახარებულმა ღვთის კაცმა მიირბინა ამ ერთი პურით უამრავ მუშასთან, აჩვენა და შესთავაზა, ყოვლისშემძლე უფლისთვის მადლობა შეეწირათ. მერე კი პური გატეხა და მიიპატიჟა მუშები. როცა ისინი დანაყრდნენ, წმინდანმა მონარჩენი მოაგროვა და ის უფრო მეტი შეგროვდა, ვიდრე თვითონ პური იყო. მონარჩენით მეორე დღესაც დანაყრდნენ მუშები. შეუჭმელად დარჩენილი მანამდელზე მეტი აღმოჩნდა და ასე ხდებოდა ყოველდღე. მუშები და ხელოსნები ათი დღის განმავლობაში ერთ პურს ჭამდნენ და ნაყრდებოდნენ. თითქოს პურის რაოდენობა ჭამის დროს იზრდებოდა და საკვები მჭამელთა ბაგეებში მრავლდებოდა.

პეტრე: - ეს საოცარი და განმაცვიფრებელი სასწაულია, გვაგონებს უფლის მიერ მოხდენილ სასწაულს!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat