მცირე ხნით შევწყვეტ საუბარს, რათა მდუმარებაში მოვიკრიბო ძალნი
მცირე ხნით შევწყვეტ საუბარს, რათა მდუმარებაში მოვიკრიბო ძალნი
წმინდა გრიგოლ დიოლოგოსი - "დიალოგები"
თავი XXXVIII
ამბავი ჭკუიდან გადასული დედაკაცისა, წმინდა ბენედიქტეს მღვიმეში რომ განიკურნა

გრიგოლი: - გიამბობ ერთი დედაკაცის ამბავს, რომელიც ჭკუაზე შეირყა. დილიდან საღამომდე ტყე-ველად დაეხეტებოდა და დაქანცული იქვე ისვენებდა. ერთ დღეს, ბევრი ხეტიალის შემდეგ, ნეტარი ბენედიქტეს მღვიმეში შევიდა და დარჩა. დილით კი სრულიად ჯანმრთელი გონებით გამოვიდა იქიდან, თითქოს შეპყრობილი არასოდეს ყოფილიყო. ამ ამბის შემდეგ ქალს ჯანმრთელობა აღარ შერყევია.

პეტრე: - რატომ ხდება, რომ წმინდა მოწამეთაგან სასწაულები უფრო მათი დანატოვარი ნივთებით აღესრულება და იქ, სადაც მათი წმინდა სხეული არ ასვენია?

გრიგოლი: - სადაც წმინდა მოწამეები თავიანთი სხეულებით წვანან, უეჭველია, იქ დიდი სასწაულების მოხდენა შეუძლიათ. ასეც არის, მაგრამ რადგან გონებით უძლურები შეიძლება შეეჭვდნენ, თუ რამდენად შეუძლიათ მოწამეებს შეისმინონ მორწმუნეთა ვედრება თავიანთი ცხედრებისგან მოშორებით, ამიტომ აუცილებელია, მოწამეებმა უფრო მეტი სასწაული მოახდინონ იქ, სადაც გონებით უძლურთ ეეჭვებათ მათი ყოფნა. ხოლო ვისი გონებაც ღმერთში არის განმტკიცებული, უფრო იმსახურებენ კეთილმყოფელობას თავიანთი რწმენის გამო, რადგან სრულიად დარწმუნებულნი არიან, რომ, მართალია, მათთან ახლოს არ არის მოწამეთა ნეშტნი, მაგრამ ისინი მზად არიან, მვედრებელთა ლოცვა შეისმინონ. ამიტომაც თვითონ ჭეშმარიტებამ, მოწაფეთა რწმენა რომ განემრავლებინა, უთხრა; "უკეთუ მე არა წარვიდე, ნუგეშინისმცემელი იგი არა მოვიდეს თქვენდა" (იოანე 16). თუ ცნობილია, რომ სულიწმინდა ყოველთვის მამისგან გამოდის და ძეზე განისვენებს, მაშინ რატომ ამბობს ძე, ის წავა იმისთვის, რომ სულიწმინდა მოვიდეს, რომელიც არასოდეს განეშორება ძისგან? მოწაფეებს, უფლის ხორცით მხედველთ, სწყუროდათ მისთვის ყოველთვის ეყურებინათ ხორციელი თვალებით, მაშინ სამართლიანად უთხრა მათ: "უკუეთუ მე არა წარვიდე, ნუგეშინისმცემელი იგი არა მოვიდეს". ნათლადაა თქმული, თუ მე სხეულს არ დავმალავ, ვერ გაჩვენებთ, როგორი უნდა იყოს სიყვარული სულისა მიმართ და თუ არ შეწყვეტთ მიყუროთ მხოლოდ ხორციელი თვალებით, ვერასოდეს ისწავლით, როგორ უნდა გიყვარდეთ სულიერადო.

პეტრე: - გეთანხმები ყველაფერში, რასაც ამბობ.

გრიგოლი: - მოდი, მცირე ხნით შევწყვეტ საუბარს, რათა მდუმარებაში მოვიკრიბო ძალნი სხვა მამათა მიერ მოხდენილ სასწაულებზე მოსათხრობად.

წიგნი III
თავი I
ამბავი პავლინესი, პოლანელი ეპისკოპოსისა
ყურადღება მივაპყარ უახლოეს ხანებში მცხოვრებ მამებს, თითქოს სრულიად დავივიწყე სხვა, ადრე მცხოვრები სახელგანთქმული წმინდანების ღვაწლი. დავიწყე მოყოლა წმინდა პავლინე პოლანელი ეპისკოპოსის სასწაულისა, იმ მამისა, რომელიც თავისი სათნოებით აღემატა ბევრ წმინდანს.

მძვინვარე ველურების თავდასხმებმა გააუკაცურა იტალიის პროვინცია კამპანია, მრავალი მცხოვრები აფრიკაში წაიყვანეს, ღვთის მონა პავლინე უხვად ურიგებდა თავის საეპისკოპოსო ქონებას გლახაკებს და ტყვეთა გამოსახსნელად ხარჯავდა. ერთხელ, არაფერი დარჩა გაჭირვებულთათვის გასაცემი, რომ ქვრივი დედაკაცი ეახლა და შესჩივლა, - ვანდალთა მეფის სიძემ ჩემი ვაჟი ტყვედ წაიყვანა, იქნებ შვილის გამოსასყიდი ფული მომცეო. ღვთის კაცმა შინ დაიწყო ძებნა - იქნებ რამე ფასეული ვნახოო, მაგრამ საკუთარი თავის გარდა, აღარაფერი ებადა. უთხრა დედაკაცს: "მე აღარაფერი მაქვს მოსაცემი. მაგრამ მიმიყვანე იმ კაცთან და უთხარი, რომ შენი საკუთარი მონა ვარ და შვილის სანაცვლოდ დამიტოვოსო". დედაკაცმა ეს სიტყვები უფრო დაცინვად მიიღო, ვიდრე ნუგეშისცემად. მაგრამ პავლინემ, როგორც მჭევრმეტყველებაში გაწაფულმა და საერო მეცნიერებაშიც განათლებულმა, მალევე დაარწმუნა ნათქვამის ჭეშმარიტებაში და დედაკაცი მისი სიტყვისამებრ მოიქცა.

გაუდგნენ აფრიკის გზას. დედაკაცი შეხვდა ვანდალთა მეფის სიძეს. ჯერ სთხოვა შვილის დაბრუნება, უარი რომ მიიღო, მონა შესთავაზა. შეხედა მოხუცებულ პავლინეს ბარბაროსმა და ჰკითხა, - რაიმე ხელობა თუ იციო. ბაღის მოვლა შემიძლიაო. ბარბაროსს გაუხარდა, დაიტოვა და ქვრივ დედაკაცს შვილი მისცა. დედა-შვილი მაშინვე გაემგზავრა შინ, პავლინე კი თავისი ბატონის ბაღის მოვლას შეუდგა.

მეფის სიძე ხშირად მიდიოდა ბაღში, თავის მებაღეს ესაუბრებოდა. დიდად განბრძნობილ კაცად შეიცნო და ისე მოსწონდა მასთან ყოფნა, რომ ხშირად მეგობრებს მიატოვებდა მის გამო. პავლინესაც ბატონის სუფრაზე ყოველდღე მიჰქონდა ახალდაკრეფილი ხილი და ბოსტნეული, მიიღებდა თავის წილს და საქმიანობას უბრუნდებოდა.

გაიარა კარგა ხანმა. ერთხელ პავლინემ ბატონს გულწრფელი საუბრისას უთხრა: "ძალიან მალე მოკვდება ვანდალთა მეფე. უნდა მოიფიქრო, რა გააკეთო და როგორ მიხედო სამეფოს". მეფე სიძეს ენდობოდა, ამიტომ მანაც არ დაუმალა ბრძენი მებაღის ნათქვამი. ეს რომ მოისმინა, მეფემ სიძეს სთხოვა, - მაგ კაცის ნახვა მსურსო. მას ყოველ დილით ჩემს სუფრაზე მწვანილი შემოაქვს, - უთხრა სიძემ, - კარგად რომ დააკვირდე, ვუბრძანებ, მწვანილი შენც მოგართვასო. ასეც მოიქცა. როგორც კი მეფემ პავლინე დაინახა, ძრწოლამ შეიპყრო, მოუხმო თავის სიძეს და განუცხადა: - წუხელ ვიხილე, რომ ჩემს განსაკითხად სასამართლოში მსაჯულები შეიკრიბნენ, მათ შორის იყო ეს კაციც. მათი გადაწყვეტილებით, ადრე მოცემული მათრახი წამერთვა. ჰკითხე, ვინ არის. ვფიქრობ, უბრალო ადამიანი არ უნდა იყოსო. დიდი ხვეწნის, საშინელი ფიცის შემდეგ პავლინე იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ ის ეპისკოპოსი იყო. ეს რომ შეიტყო, ბატონს ძალზე შეეშინდა და თავმდაბლად სთხოვა, მოითხოვე, რაც გჭირდება, სათანადო პატივით რომ დაბრუნდე სამშობლოშიო. "ერთი სიკეთე შეგიძლია გამიკეთო, - უთხრა ღვთის მონა პავლინემ, - ტყვეობიდან ყველა ჩემი თანამემამულე გაათავისუფლე". მთელ აფრიკაში მოძებნეს ტყვეები და ხორბლით დატვირთული ხომალდებით, პავლინესთან ერთად, გამოგზავნეს იტალიაში. რამდენიმე დღის შემდეგ ვანდალთა მეფე გარდაიცვალა და მისთვის მიცემული მათრახი წაერთვა, მისივე დასაღუპად და მორწმუნეთა გონს მოსასვლელად. ამგვარად ასრულდა ის, რაც იწინასწარმეტყველა ყოვლისშემძლე ღვთის მონამ პავლინემ.

პავლინეს აღსასრულზე შემონახულია წერილობითი მოწმობა მისივე ეკლესიაში. როცა ავადმყოფობამ ძლიერ დარია ხელი, უეცრად მიწისძვრა მოხდა. საწოლი, რომელშიც სნეული იწვა, შეირყა, ამ დროს სახლი შეუძვრელი დარჩა. იქ მყოფნი უჩვეულო შიშმა მოიცვა - პავლინეს წმინდა სული შორდებოდა სხეულს.

ახლა კი, თუ გნებავს, გადავალ გარეგნულად მოხდენილ სასწაულებზე.

თავი II
წმინდა პაპი იოანე
გუთების ბატონობისას რომის ეკლესიის მწყემსმთავარი იოანე იუსტინიანე უფროსთან გაემგზავრა. კორინთოს საზღვარს რომ მიაღწია, გზის გასაგრძელებლად ცხენი გახდა საჭირო. როგორც კი იოანეს გასაჭირი შეიტყო, ერთმა დიდებულმა თავისი მშვიდი ცხენი შესთავაზა და სთხოვა, როგორც კი სხვა ცხენს იშოვი, ჩემი დამიბრუნე, რადგან ჩემს ცოლს სჭირდება ხოლმეო. იოანემ პირობა შეუსრულა.

დიდებულის ცოლმა მოისურვა ცხენზე შეჯდომა, მაგრამ ცხოველმა მწყემსმთავრის ტარების შემდეგ დედაკაცი არ გაიკარა. ბორგავდა, ჭიხვინებდა, აქეთ-იქით აწყდებოდა. დიდებული ჩააფიქრა ამ ამბავმა, განსაჯა და ბრძანა, ცხენი სასწრაფოდ იოანეს წაუყვანეთ საჩუქრადო. ჩვენი მამები წმინდა იოანეს მოხდენილ კიდევ ერთ სასწაულს მომიყვნენ. როცა ის კონსტანტინოპოლის ეგრეთ წოდებულ ოქროს კარიბჭეს მიუახლოვდა და მრავალი ადამიანი მიეგება, ყველას დასანახად ხელნი დაასხა ერთ ბრმას, განდევნა მის თვალთაგან სიბნელე და მხედველობა დაუბრუნა.

თავი III
ამბავი წმინდა პაპ აღაპიტესი
რამდენიმე წლის შემდეგ ნეტარ აღაპიტეს, რომის ეკლესიის მწყემსმთავარს, რომელსაც ღვთის ნებით მეც ვემსახურე, გუთთა საქმეების გამო მოუხდა იმპერატორ იუსტინიანესთან წასვლა. ვიდრე ბერძენთა მიწებს გადალახავდა, ერთი განრღვეული, თანაც მუნჯი და კუტი მიუყვანეს განსაკურნავად. როცა აცრემლებულმა ნათესავებმა ავადმყოფი აჩვენეს, ღვთის მონა აღაპიტემ მათ ჰკითხა, სწამდათ თუ არა მტკიცედ, რომ ავადმყოფი განიკურნებოდა. როგორც კი აღიარეს, რომ მტკიცედ სწამთ ღვთის ძალითა და წმინდა პეტრე მოციქულის შემწეობით ავადმყოფის განკურნებისა, ნეტარი აღაპიტე შეუდგა ლოცვასა და ლიტურგიის აღსრულებას. საღმრთო მსახურების დასრულებისთანავე გამოვიდა ტაძრიდან, ხელი მოჰკიდა განრღვეულს, იქ მყოფი ხალხის თვალწინ წამოსწია მიწიდან და ფეხზე დააყენა. როგორც კი ავადმყოფის ბაგეზე უფლის ხორცი დადო, მას მაშინვე განეხსნა ენა და ამეტყველდა. ღვთის ძალითა და წმინდა პეტრეს შემწეობით აღსრულებული სასწაულის მხილველნი განცვიფრდნენ: მათ სულებს კეთილმოკრძალებული შიში დაეცათ და თვალები სიხარულის ცრემლით აევსოთ.

თავი IV
ამბავი დაციუსისა, მედიოლანელი ეპისკოპოსისა
იმავე იმპერატორის დროს მედიოლანელი ეპისკოპოსი დაციუსი სარწმუნოების საქმეების გამო კონსტანტინოპოლს გაემგზავრა. მიაღწია კორინთოს. აქ ის მოსასვენებლად დიდ სახლს ეძებდა, სადაც მთელი მისი ამალა დაეტეოდა. დიდხანს ვერ იპოვეს. დაციუსმა თვალი მოჰკრა ერთ ვეებერთელა სახლს და ბრძანა, მისთვის და მისი ამალისთვის მოემზადებინათ, მაგრამ ქალაქელებმა უთხრეს: იქ ცხოვრება არ შეიძლება, რადგან რამდენიმე წელია არაწმინდა სული ჩასახლდა და მას შემდეგ ცარიელიაო. "სწორედ ამიტომ უნდა დავბინავდეთ მაგ სახლში, - ბრძანა ნეტარმა დაციუსმა, - ვინაიდან მანდ ეშმაკი შესულა და ცხოვრების ნებას არავის აძლევსო". ბრძანა, სახლი მოემზადებინათ და მშვიდად შევიდა მასში კაცთა მოდგმის უძველეს მტერთან საბრძოლველად...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat