გონების თვალით მუდამ საკუთარ თავს ჭვრეტდა
გონების თვალით მუდამ საკუთარ თავს ჭვრეტდა
წმინდა გრიგოლ დიოლოგოსი - "დიალოგები"
თავი III
(გაგრძელება)
პეტრე: - ნათლად არ მესმის, რას ნიშნავს "თავით თვისით იწყო ცხოვრება".

გრიგოლი: - წმინდა კაცს რომ მოესურვებინა, გაეგრძელებინა იმ ადამიანების მართვა, რომელთაც იგი სძულდათ და არ ეთანხმებოდნენ მისი ცხოვრების წესს, ამით შეიძლება მხნეობა და სიმშვიდე დაეკარგა და მიედრიკა თვალნი ღვთისანი საკუთარი თავის ჭვრეტისკენ. მერე კი, ყოველდღიურად, მათი გამოუსწორებლობით გათანგული ნაკლებად იზრუნებდა საკუთარი თავისთვის, თავსა თვისსაც უეჭველად დაუტევებდა და სხვათაც (სულიერ შვილებსაც) ვერ შეიძენდა. ფიქრებით ძლიერ დაძაბულთ, გონი მიგველევა ხოლმე და ხორცში მყოფნი სულიერად არა ვართ საკუთარ თავთან (გონს არ ვართ). რამეთუ საკუთარი თავის ვერმჭვრეტელნი, ფიქრებით სხვაგან დავეხეტებით. ვერ ვიტყვით, რომ გონებაზე იყო ის კაცი, რომელიც შორეულ ქვეყანაში წავიდა, გაფლანგა ქონება, მერე კი იმ ქვეყნის მკვიდრს ღორების მწყემსად დაუდგა. ხედავდა, როგორ ძღებოდნენ ღორნი, თვითონ კი შიმშილით გული მისდიოდა. შემდეგ კი, როცა დაიწყო ფიქრი დაკარგულ სიკეთეებზე, "მოეგო თავსა თვისსა, სთქუა, რაოდენთა სასყიდლით დადგინებულსა მამისა ჩემისათა ჰმატს პური" (ლუკა 15,17). თუ ის საკუთარ თავთან (გონებაზე) იყო, მაშინ საკუთარ თავს საიდანღა დაუბრუნდა? ამ აზრით ვთქვი იმ დიდად პატივცემულ კაცზე, ბენედიქტეზე, რომ მან თავის თავთან დაიწყო ცხოვრება: მუდამ საკუთარი თავის სადარაჯოზე იდგა, შემოქმედის თვალთა წინაშე აყენებდა საკუთარ თავს, ყოველთვის გამოსცდიდა მას. ის გონების თვალით მუდამ საკუთარ თავს ჭვრეტდა.

პეტრე: - რას ნიშნავს მოციქულ პეტრეზე დაწერილი სიტყვა, როცა ის ანგელოზმა საპყრობილიდან გამოიყვანა? ის "მოეგო გონებასა თვისსა და თქუა: აწ უწყი ჭეშმარიტად, რამეთუ მოავლინა ღმერთმან ანგელოზი თვისი და განმარინა მე ხელთაგან ჰეროდესა და ყოვლისაგან მოლოდებისა ერისა მის ჰურიათაისა" (საქმე მოციქ. 12,11).

გრიგოლი: - ორმაგად შეიძლება აიხსნას. ჩვენ გონმიღებულნი ვართ, როცა დაცემული გულისთქმებით საკუთარ თავზე დაბლა ვეშვებით, ანდა ჭვრეტის მადლის მიერ ვმაღლდებით საკუთარ თავზე. ის კაცი, რომელიც ღორს მწყემსავდა, არაწმინდებითა და გონების ცთომილებით საკუთარ თავზე დაბლა დაეშვა. ხოლო ანგელოზის მიერ გამოყვანილი გონებით ზეაწეული წმინდა პეტრე, თუმცა არ იყო თავსა თვისსა, მაგრამ მასზე აღმატებული გახლდათ. ისინი დაუბრუნდნენ თავსა თვისსა, როდესაც ერთში ცოდვილი საქმეების შემდეგ სინდისი ალაპარაკდა, ხოლო მეორე - ჭვრეტის სიმაღლიდან დაუბრუნდა ჩვეულებრივ მდგომარეობას. ასე რომ, დიდად პატივცემულმა ბენედიქტემ უდაბნოში თავით თვისით დაიწყო ცხოვრება, რამეთუ განსჯით იცავდა საკუთარ თავს და ოდეს ჭვრეტის სიყვარული ზეასწევდა, მაშინ უეჭველად გონს აღარ იყო (ანუ საკუთარ თავს ზევით აიწეოდა).

პეტრე: - ეს ასეა, მაგრამ ბენედიქტეს შეეძლო მიეტოვებინა ის ძმობა, რომლის ხელმძღვანელობაც იკისრა?

გრიგოლი: - ვფიქრობ, კეთილგონიერად მაშინ უნდა დავითმინოთ ბოროტთა თავდასხმები, როდესაც ერთგვარ სიკეთეს ვხედავთ, რომელიც გეხმარება (ცხონებაში). სადაც არ შეიძლება ველოდეთ კეთილ ნაყოფს, იქ ზოგჯერ ზედმეტია ბოროტ ადამიანებზე ზრუნვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უკეთესი ნაყოფი შეიძლება შევწიროთ ღმერთს. რა უნდა ეცადა წმინდა კაცს, როცა შეიტყო ყველა მის წინააღმდეგ იყო აღძრული? ხშირად ასეთი რამ გადახდებათ ხოლმე სრულყოფილ სულებს (რაზეც დადუმება არ ეგების). როცა თავიანთი ამაო შრომის მნახველნი სხვა მხარეს გადადიან იმ იმედით, რომ იქ მათი შრომა ნაყოფიერი იქნება. ამიტომ იმ სახელგანთქმულმა კაცმა, რომელსაც გული ეტყოდა განსვლად და ქრისტეს თანა ყოფად, რომლისთვისაც ცხოვრება ქრისტე იყო და სიკვდილი შესაძინელი (ფილიპ. 1, 23), რომელიც არა მარტო თვითონ ეძებდა განსაცდელს, არამედ სხვათაც აღძრავდა მათი დათმენისთვის - თვით მან, რომ გაქცეოდა ჰურიათა დევნას, ზღუდეზე კალათით ჩაეშვა და ჩუმად წასვლა მოისურვა (საქმე მოციქ. 9,23-25), ნუთუ ვიტყვით, რომ პავლე მოციქულს სიკვდილის ეშინოდა მაშინ, როცა როგორც თვითონ მოწმობს, სწყუროდა ამ ქვეყნიდან განსვლა ქრისტეს სიყვარულისთვის (2 კორ. 11,22)? არა! მაგრამ როცა დაინახა, იმ ადგილას ბევრი შრომა მოელოდა, ნაყოფი კი მცირე ექნებოდა, საკუთარი თავი შეინახა სხვა ნაყოფიერ ადგილას ღვაწლისთვის. მან, როგორც უფლის მეომარმა, ტყვეობაში ყოფნა არ ისურვა და ბრძოლის ველს მიაშურა. ამიტომ თუ ყურადღებით მისმენ, შეგიძლია დაინახო, რომ ღირსმა ბენედიქტემ აქ დატოვა ძმები განუსწავლელნი, მაგრამ სხვა ადგილებში სულიერი სიკვდილისგან მრავალი გააცოცხლა.

პეტრე: - სამართლიანია შენს მიერ მოხმობილი მოწმობა, რომელიც ნათლად ამტკიცებს ნათქვამს, ხოლო ახლა კი განაგრძე თხრობა ამ უდიდესი მოღვაწის ცხოვრებაზე.

გრიგოლი: - ამასობაში, როგორც წმინდა კაცი, თანდათანობით აღორძინდებოდა სათნოებებსა და სასწაულებში, მრავალნი შეიკრიბა ამ უდაბნოში ყოვლისშემძლე ღმერთის მსახურნი, ისე რომ, ბენედიქტემ ყოვლისშემძლე უფლის შეწევნით იქ ააგო თორმეტი მონასტერი, რომელთაც წინამძღვრები განუჩინა, თითოში თორმეტ-თორმეტი ბერი დაასახლა. თავისთან კი რამდენიმე მოწაფე დაიტოვა, რადგან თვლიდა, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ისინი მასთან აღიზრდებოდნენ. წმინდა ბენედიქტესთან რომაელმა დიდებულებმა და ღვთისმოშიშმა ხალხმაც იწყეს სიარული. ისინი მას შვილებს აბარებდნენ ღვთის შიშში აღსაზრდელად. მას მიაბარეს თავიანთი იმედის მომცემი შვილები: ეკვიციუსმა - მავრი, ტერტულიანე პატრიკმა - პლაციდი. ყრმა მავრი თავისი წინამძღვრის თანაშემწე შეიქმნა, ხოლო პლაციდა, ჯერ კიდევ ყრმა, მოსაგრე ცხოვრებას შეუდგა.

თავი IV. გონებაგაბნეულ ბერზე, ცხონების გზას რომ დაუბრუნდა
გრიგოლი: - ბენედიქტეს მიერ აშენებულ ერთ-ერთ მონასტერში, ცხოვრობდა ვინმე ბერი, რომელსაც ლოცვაზე დგომა არ შეეძლო. როგორც კი ლოცვას იწყებდნენ, ის გარეთ გამოდიოდა და რაიმე მიწიერსა და ამაოზე ზრუნავდა. მას ხშირად შეაგონებდა წინამძღვარი, მაგრამ არა გამოდიოდა რა. ადგა და ღირს ბენექიტესთან მიიყვანა, რომელმაც დატუქსა ის. მონასტერში დაბრუნებული მონაზონი მხოლოდ ორი დღე იყო მორჩილი ბენედიქტეს რჩევისა. მესამე დღეს კი, ძველი ჩვეულებისამებრ, ლოცვისას ხეტიალი დაიწყო. როცა მონასტრის წინამძღვარმა ეს ამბავი ღვთის კაცს მოახსენა, მან თქვა: "მოვალ და თვითონ გამოვასწორებო". დათქმულ დროს ბენედიქტე მივიდა მონასტერში. ძმებმა ფსალმუნი იგალობეს და ლოცვა დაიწყეს. წმინდა კაცმა დაინახა, რომ ურჩ მონაზონს ვიღაც შავი ბიჭი კაბაზე ექაჩებოდა და გარეთ მიათრევდა. ბენედიქტემ მონასტრის წინამძღვარს, პომპეიანეს და ღვთისმსახურ მავრს ჩუმად უთხრა: "ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ვიღაც ამ ბერს გარეთ მიათრევს?" "არა," - უპასუხეს მათ. "ვილოცოთ, რომ თქვენც დაინახოთ, ვის მიჰყვება ეს ბერი", - თქვა ბენედიქტემ. ორდღიანი ლოცვის შემდეგ მავრმა ის "ბიჭი" მონასტრის წინ დაინახა, წინამძღვარმა პომპეიანემ კი დანახვა ვერ შეძლო. მეორე დღეს, ლოცვის დასრულების შემდეგ, ღვთის კაცმა მარტოდმარტო მდგარ ურჩ მონაზონს გულის დაბრმავების გამო მათრახი შემოსცხო. იმ დღიდან მონაზონი მშვიდად იდგა ლოცვაზე და შავი ბიჭისგან მოგვრილი განსაცდელები აღარ ეკარებოდა. ამგვარად, ძველისძველმა მტერმა ვეღარ გაბედა ხელმწიფება მის გულისთქმებზე, რადგან თითქოს თვითონაც იძლია მათრახის მიერ.

თავი V. ბენედიქტეს ლოცვით მთის მწვერვალიდან გადმოდენილ წყალზე
გრიგოლი: - მის მიერ აშენებულ მონასტერთაგან სამი - მთის მწვერვალზე მდებარეობდა და ძმებს ძალზე უჭირდათ წყლისთვის ჩასვლა-ამოსვლა. განსაკუთრებით საშიში და სახიფათო იყო ციცაბო კლდეზე სიარული. ამიტომაც ამ სამი მონასტრის ძმებმა ბენედიქტეს უთხრეს: - გვიჭირს ყოველდღიურად წყლისთვის ტბაზე ჩამოსვლა, მონასტრები ამ ადგილიდან უნდა გადავიტანოთო. მან ისინი ანუგეშა, უკან გაუშვა. იმავე ღამეს ყმაწვილ პლაციდთან ერთად მთის მწვერვალზე ავიდა და დიდხანს ლოცულობდა. ლოცვის დასრულების შემდეგ ის ადგილი სამი ქვით მონიშნა და თავის მონასტერში უჩუმრად დაბრუნდა. მეორე დღეს, როცა ძმები მასთან კვლავ წყალზე სასაუბროდ მოვიდნენ, ბენედიქტემ უთხრა: წადით და იმ ადგილას, სადაც ერთმანეთის მიყოლებით სამ ქვას დაინახავთ, კლდე ოდნავ გამოტეხეთ. ძალუძს ყოვლისშემძლე ღმერთს ამ მთის მწვერვალზეც წყლის გამოდენა, რომ დაგიხსნათ ამ ძნელ გზაზე სიარულისგანო. ძმები მივიდნენ ბერის მითითებულ ადგილას. კლდიდან წყალი უკვე წვეთავდა. როცა კლდეში წყალსატევი გამოთხარეს, ის მაშინვე წყლით აივსო და ისეთი სიუხვით წამოვიდა, რომ დღესაც კი მოჩუხჩუხებს.

თავი VI. წყლის სიღრმიდან დაბრუნებულ რკინის იარაღზე, ტარზე თავისით რომ წამოეგო
ვინმე სულით მდაბალი გუთი მოვიდა მონასტერში საცხოვრებლად. ბენედიქტემ ის სიყვარულით მიიღო. ერთხელ ბრძანა, გუთისთვის რკინის ცელი მიეცათ ტბის ნაპირას ეკალბარდის გასათიბად, რათა იქ ბაღი გაეშენებინათ. გუთმა ეკალს ღონივრად მოუქნია ცელი. ხის ტარი ხელთ შერჩა, ხოლო ცელი უძირო ტბაში ჩავარდა. აკანკალებულმა გუთმა ბერ მავრს შესჩივლა ეს უბედურება, თან მწარედ ინანიებდა. მავრმა ეს მაშინვე უთხრა ღვთის კაც ბენედიქტეს. ბენედიქტე ტბასთან მივიდა, გამოართვა გუთს ცელის ტარი და წყალში გადაადგო. ცელი ამოტივტივდა ფსკერიდან და ტარს წამოეგო. ბენედიქტემ ცელი გუთს გადასცა და უთხრა: "აიღე, იმუშავე და ნუღარ იწუხებო".

თავი VII. ბენედიქტეს მოწაფე მავრზე, წყალზე უვნებლად რომ დადიოდა
ერთ დღეს ბენედიქტე კელიაში იმყოფებოდა. ყრმა პლაციდი ტბაზე წყლისთვის წავიდა. ჭურჭელი წყალში გაუფრთხილებლად ჩაუშვა და თვითონაც გადაჰყვა. მაშინვე ტალღამ ნაპირიდან გატყორცნა და ისრის მანძილზე გაიტაცა. კელიაში მყოფმა ბენედიქტემ შეიტყო ეს ამბავი, მოუხმო მავრს და უთხრა: "ძმაო მავრ, გაიქეცი, ყრმა ტბაში ჩავარდა და ტალღამ გაიტაცაო". მოხდა ისეთი საკვირველი ამბავი, მოციქულ პეტრეს მერე რომ არ მომხდარა! მავრმა გამოითხოვა კურთხევა წინამძღვრისგან, გაიქცა იმ ადგილას, სადაც ყრმა ჩავარდა, წარმოიდგინა, თითქოს ხმელეთზე მიდიოდა და არა წყალზე. ამოიყვანა ბავშვი და უკანვე სირბილით დაბრუნდა. როგორც კი მიწას შეეხო, მაშინღა მოეგო გონს, მიხვდა, რომ წყალზე დადიოდა და ამ ამბავმა შეაძრწუნა. მომხდარი ბენედიქტეს მოუყვა. წმინდანმა ეს ამბავი თავის დამსახურებად კი არ მიითვალა, არამედ მავრის მორჩილებას მიაწერა. ამ სასიყვარულო შეკამათებისას, რომლის დროსაც ორივე ღრმა სიმდაბლით იყო აღვსილი, მივიდა მათთან მშვიდობის ჩამოსაგდებად წყლიდან ამოყვანილი ყრმა და თქვა: "როცა წყლიდან ამომიყვანეს, ჯერ წინამძღვრის ხალენი დავინახე, მერე თვით წინამძღვარი, რომელმაც თვითონ ამომიყვანა წყლიდანო".

პეტრე: - უდიდესი და გონების სარგო რამ მომიყევით. რაც მეტს ვისმენ წმინდა კაცის მიერ მოხდენილ სასწაულებს, უფრო მეტის შეტყობა მწყურია.

გაგრძელება იქნება
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat