შეგიწყალოთ ყოვლისშემძლე ღმერთმა, ძმებო! რისთვის მიპირებდით ამას?
შეგიწყალოთ ყოვლისშემძლე ღმერთმა, ძმებო! რისთვის მიპირებდით ამას?
წმინდა გრიგოლ დიოლოგოსი - "დიალოგები"
(გაგრძელება)
წიგნი 2

გრიგოლი: - იყო კაცი ფრიად პატივცემული, სახელითა და მადლით ცნობილი ბენედიქტე, რომელიც კურთხეულს ნიშნავს. სიყრმიდანვე იმარხავდა გულის სიწმინდეს. ზნეობის სიწმინდით თანატოლებს აღემატებოდა და სული თვისი არასოდეს დაუმორჩილებია რაიმე ვნებისთვის. ჯერ კიდევ ამ მიწაზე მოიძაგა ეს სოფელი თავისი საცთურებით, როგორც უნაყოფო რამე; თუმცა კი გარემოებათა გამო თავისუფლად შეეძლო დამტკბარიყო მისი სიამით.

წმინდა ბენედიქტე ნურსიის ოლქის კეთილშობილ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა, რომში თავისუფალ მეცნიერებათა შესასწავლად მიაბარეს. მაგრამ როცა მიხვდა, რომ მრავალნი განსწავლულობისგან ბიწიერებაში ვარდებოდნენ, დატოვა სასწავლებელი, რათა თვითონაც უფსკრულში არ გადაჩეხილიყო. ასევე დატოვა სახლიც, მშობელთაგან გადმოცემული მემკვიდრეობაც და მოისურვა, მხოლოდ ღმერთს სათნოყოფოდა და თავშესაფარი რომელიმე წმინდა სავანეში ეპოვა. ბენედიქტე უსწავლელ ბრძენად დარჩა.

მისი ცხოვრების ამბები მომითხრეს წმინდა ბენედიქტეს მოწაფეებმა: ფრიად პატივცემულმა კონსტანტინემ, რომელიც მის მერე მართავდა მონასტერს, ლატერინიის მონასტრის წინამძღვარმა ვალენტინიანემ, სიმპლიციუსმა - წმინდა ბენედიქტეს მერე მესამე წინამძღვარმა, ჰონორეტმა, რომელიც წმინდა ბენედიქტეს ძმობის წევრი გახლდათ და ჯერაც მისი მონასტრის წინამძღვარია.

თავი I. გატეხილი საწურის გამთელების სასწაული, რომელიც წმინდა ბენედიქტემ მოიმოქმედა
როცა წმინდა ბენედიქტემ სწავლას თავი დაანება და უდაბნოში დასახლდა, თან მხოლოდ ძიძა გაჰყვა, რომელსაც ის ძალიან უყვარდა. მან საცხოვრებლად აირჩია ენფიდე. მასთან ერთად წმინდა პეტრეს ეკლესიის მახლობლად ცხოვრების მოსურნე მრავალი ცნობილი კაცი დასახლდა.

ერთხელ ზემოხსენებულმა ძიძამ მეზობლის ქალისგან საწური ითხოვა. გაუფრთხილებლად დადო მაგიდაზე, გადმოვარდა და გატყდა. ძიძა ხმამაღლა აქვითინდა. ღვთისმოსავ ბენედიქტეს შეებრალა ძიძა, საწურის ნატეხები შეაერთა და აცრემლებულმა ლოცვა დაიწყო. ლოცვის დასასრულს საწური გამთელდა, ნაწიბურიც არ ეტყობოდა, ალერსიანად ანუგეშა ძიძა და გამრთელებული საწური გადასცა. ეს ამბავი იმ მხარეში ყველამ შეიტყო და ისე განცვიფრდნენ, რომ საწური ეკლესიის კარიბჭეში ჩამოკიდეს, რათა ტაძარში შესულს და გამოსულს, ყველას სცოდნოდა, რამდენად დიდი მადლი მიიღო მონასტრის მკვიდრმა, ყრმა ბენედიქტემ. ეს საწური ლონგობარდების შემოსევისასაც კი ეკლესიის კარიბჭეში ეკიდა.

მაგრამ ბენედიქტეს ერჩივნა, ამ სოფლისგან ბოროტება დაეთმინა, ვიდრე ქება-დიდება ესმინა. სურდა, უფლისათვის შრომაში დაღლილიყო, ვიდრე სხვა კაცთა კეთილგანწყობით ექედმაღლა. ამიტომ ჩუმად მიატოვა ძიძა და უფრო მყუდრო, სუბიაკოს უდაბნოსკენ გასწია. ეს უდაბნო რომიდან 40-ოდე მილითაა დაშორებული. აქ უხვად გადმოსჩქეფს ცივი, გამჭვირვალე წყაროები, რომლებიც ერთ ფართო ტბას შეერთვის, საიდანაც შემდეგ მდინარედ გამოედინება. ენფიდედან გაქცეულ ბენედიქტეს გზად შეხვდა ბერი, სახელად რომანი, რომელმაც გამოჰკითხა, საითკენ მიდიხარო. როცა მისი სურვილი შეიტყო, სამონაზვნო სამოსელიც მისცა და შემდგომში რაც კი დასჭირდებოდა, ყველაფერს უზიდავდა ბენედიქტეს. ღვთის კაცი ბენედიქტე კი სუბიაკოში მივიდა, ერთ ყველაზე ვიწრო მღვიმეში ჩაიკეტა და სამი წლის განმავლობაში, ბერი რომანის გარდა, მისი ამბავი არავინ იცოდა. თვითონ რომანიც მღვიმესთან ახლოს მონასტერში ცხოვრობდა, რომელსაც ადეოდატი მართავდა. საღმრთო აღძვრით, რომანს, წინამძღვრისგან მალულად, ბენედიქტესთან გარკვეულ დღეებში მიჰქონდა თავისი პურის ნაწილი. მაგრამ რადგან რომანის მონასტრიდან მღვიმემდე გზა არ მიდიოდა, მღვიმე კი მაღლა კლდეში იყო, რომანი პურს მღვიმიდან ჩამოშვებულ თოკს გამოაბამდა, ზარს დარეკავდა, რომლის ხმაც წმინდა კაცს საზრდელის მიტანის ამბავს ამცნობდა.

ეშმაკს შეშურდა რომანის ბენედიქტესადმი სიყვარული და ნუგეშისცემა. ერთხელ, როცა ბერმა პურს თოკი მოაბა, ეშმაკმა ქვა ესროლა და თოკი გადაჭრა. რომანს, როგორც შეეძლო, არ შეუწყვეტია ბენედიქტეს მსახურება. მალე ყოვლისშემძლე ღმერთმა მოისურვა, რომ რომანს ღვაწლისგან განესვენა, ბენედიქტეს ცხოვრებით კი ხალხისთვის მაგალითი ეჩვენებინა, რათა ანთებული სანთელი სასანთლეზე მდგარიყო და გაენათებინა ღვთის სახლში მყოფნი.

ერთხელ სუბიაკოდან მოშორებით მცხოვრებ დეკანოზს, რომელიც აღდგომის დღესასწაულისთვის ტრაპეზს იმზადებდა, ღმერთი ხილვით გამოეცხადა და უთხრა: "შენთვის იმზადებ სანუგეშო ტრაპეზს, ჩემი მონა კი ამა და ამ ადგილას შიმშილით კვდებაო". დეკანოზი მაშინვე წამოდგა და თვით ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულზე, თავისთვის მომზადებული საჭმლით, მითითებულ ადგილს მიაშურა. გადაიარა კლდეები, ბორცვები, ხევები და ღვთის კაცს მიადგა. შეხვედრისას წარმოთქვეს ლოცვა და ჩამოსხდნენ. ტკბილი საუბრის მერე დეკანოზმა უთხრა: - წამოდექი და საჭმელი ვჭამოთ, დღეს აღდგომააო. წმინდა კაცმა უპასუხა: - ჭეშმარიტად აღდგომაა, ვინაიდან შენი ხილვის ღირსი შევიქენიო. კაცთაგან განშორებულმა ბენედიქტემ არ იცოდა, რომ ამ დღეს აღდგომას დღესასწაულობენ. ფრიად პატივცემულმა დეკანოზმა კვლავ დაუმოწმა: - ჭეშმარიტად, დღეს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომაა, საკვებისგან თავშეკავება აღარ გმართებს, ვინაიდან აქ სწორედ იმიტომ მოვივლინე, რომ შენთან ერთად ვიგემო ყოვლისშემძლე ღვთის ნაწყალობევიო. აკურთხეს ღმერთი და იტრაპეზეს. ხოლო როცა საუბრითა და ტრაპეზით განძღნენ, დეკანოზი თავის ეკლესიაში დაბრუნდა.

სწორედ იმ დროს მღვიმეში დამალული ბენედიქტე მწყემსებმა იხილეს. თავიდან ტყავით მოსილი კაცი ნადირი ეგონათ, ხოლო როცა მასში ღვთისმსახური შეიცნეს, მისი მოკვლის სურვილი თანაგრძნობით შეეცვალათ. ამგვარად, ბენედიქტეს სახელი ცნობილი გახდა მეზობელ მხარეებში მცხოვრებთათვისაც. ამის მერე მას მრავალი ვინმე სტუმრობდა და ხორციელი საკვები მიჰქონდათ მასთან, ხოლო სანაცვლოდ ბენედიქტეს ბაგეთაგან სულისთვის ცხოველ პურს იღებდნენ.

თავი II. ძლევა ხორციელი განსაცდელისა
ერთხელ წმინდა ბენედიქტეს ეშმაკმა განსაცდელი შეამთხვია: ცხვირწინ შაშვმა დაუწყო ტრიალი. წმინდა კაცს მისი დაჭერა რომ სდომოდა, ხელს გაყოფდა და მისწვდებოდა, მაგრამ მან ჯვარი გამოსახა და ჩიტი გაფრინდა. ამას მოჰყვა მასში ისეთი ხორციელი აღძვრა, როგორიც არასოდეს განუცდია. უეცრად მან ქალი იხილა, რომელიც მისი გონების თვალთ ეშმაკმა მოუვლინა. მის დანახვაზე გულში ისეთი ვნების ცეცხლი აღენთო, რომ უდაბნოს დატოვებაც კი სურდა. მაგრამ მალე, ღვთის მადლით, მზერა საკუთარ თავს მიაპყრო, დაინახა მასში თესლი ვნებისა, გაიძრო სამოსი, წიწვებსა და ჭინჭარზე მანამ იგორა, ვიდრე სხეული არ დაესერა. იარებმა განუკურნა სხეულში აღძრული გრძნობა, მოაუძლურა ავხორცობა. საკუთარ თავს სასჯელად გარედან (სხეულზე) ცეცხლი შეუნთო, რითიც შიგნით მოკიდებული ალი ჩააქრო, ამით სძლია ცოდვას. როგორც შემდგომში თვითონ უყვებოდა მოწაფეებს, იმ დროიდან მოყოლებული, ხორციელი ვნება მასში ისე მოთვინიერდა, რომ მსგავსი რამ აღარ უგრძნია. მრავალნი ტოვებდნენ სოფელს და ისწრაფოდნენ მოღვაწეობას მისი ხელმძღვანელობით. ვნებათაგან განთავისუფლებული უკვე სამართლიანდ შეიქნა სხვათათვის სათნოებათა მასწავლებელი. ამიტომაც დააწესა მოსემ, რომ ლევიტელებს მსახურება ოცდახუთი წლიდან და უფრო მეტი ასაკისას დაეწყოთ და მხოლოდ 50 წლისანი გამხდარიყვნენ წმინდა ჭურჭლის მცველები.

პეტრე: - შენგან მოტანილი დამოწმებათა აზრი რამდენადმე გასაგებია ჩემთვის, მაგრამ გთხოვ, უფრო ნათლად განმიმარტო.

გრიგოლი: - ჩემო პეტრე, ცნობილია, რომ სიყმაწვილეში ხორციელი ვნებები (განსაცდელები) მძვინვარებენ, 50 წლიდან კი ხორციელი მცხუნვარება გრილდება. წმინდა ჭურჭელი კი სარწმუნო კაცთა გონება არის. ამიტომაც, როცა რჩეულნი ჯერ კიდევ განსაცდელისკენ (ვნებისკენ) არიან მიდრეკილნი, აუცილებელია ისინი სხვებს დავუმორჩილოთ და დავავალოთ, მსახურებით, მორჩილებითა და ღვაწლით გათანგვა. ხოლო როცა მშვიდ ასაკში განსაცდელის ცეცხლი სუსტდება, ისინი წმინდა ჭურჭლის მცველნი და ადამიანთა სულების დამმოძღვრელნი ხდებიან.

პეტრე: - ვაღიარებ, რომ მომწონს ეს ნათქვამი, მაგრამ რადგანაც ამიხსენი აზრი მოყვანილი მოწმობისა, გთხოვ განაგრძე მართალი კაცის ცხოვრების მოთხრობა.

თავი III. ჯვრის ნიშით დამსხვრეული მინის ჭურჭელი
გრიგოლი: - მას შემდეგ, რაც განსაცდელი დასძლია ღვთის კაცმა, ვითარცა დამუშავებულმა ნიადაგმა, საიდანაც სარეველას ამოძირკვავენ, უხვად გამოიღო ნაყოფი სათნოებათა მომკისას. სახელი გაუვარდა. განადიდებდნენ უჩვეულო მონაზვნური მოსაგრეობისთვის. იქვე ახლოს მონასტერი იყო, რომლის წინამძღვარიც გარდაიცვალა. ძმები დიდად პატივცემულ ბენედიქტესთან მივიდნენ და წინამძღვრობა სთხოვეს. დიდხანს არ სთანხმდებოდა, ეუბნებოდა, ჩემი ტიბიკონი ყველას არ მოეწონებაო, მაგრამ თხოვნა-ვედრებით დაიყოლიეს. მან მონასტერში მკაცრი წესები შემოიღო. არავის აძლევდა ნებას, თვითნებურად გადაეხვია სამონაზვნო გზიდან. უგუნურად გამძვინვარებული ძმები ჯერ ერთმანეთს საყვედურობდნენ, - ასეთი მკაცრი წინამძღვარი რად გამოვითხოვეთო - მათი თავისუფალი ცხოვრება არ ეთანხმებოდა ბენედიქტეს წმინდა კანონებს. შემდეგ, როცა დაინახეს, ბენედიქტე თვითნებობის ნებას არ მისცემდა, ზოგიერთმა წინამძღვრის მოკვლა გადაწყვიტა. მოილაპარაკეს და ღვინოში საწამლავი ჩაუყარეს. ასეთი მძიმე ცხოვრება აქვთ კეთილმოღვაწე კაცებს წამხდარი ზნის ადამიანების გვერდით ყოფნისას! ტრადიციისამებრ, წინამძღვარს კურთხევისთვის მინის ჭურჭლით ღვინო მიუტანეს. წმინდა ბენედიქტემ ხელი აღმართა და მას ჯვრის ნიში გადასახა. ჭურჭელი უცბად ისე დაიმსხვრა, თითქოს წმინდანს ქვა ჩაეგდო. წმინდა ბენედიქტე მაშინვე მიხვდა, რაც მოხდა. წამოდგა და მხიარული პირით, მშვიდი სულით ძმებს უთხრა: "შეგიწყალოთ ყოვლისშემძლე ღმერთმა, ძმებო! რისთვის მიპირებდით ამას? განა ადრევე არ გითხარით, რომ ჩემი წეს-ჩვეულებანი თქვენგან განსხვავებულია-მეთქი? წადით და თქვენი ზნის წინამძღვარი მოძებნეთ, რადგან ამის მერე მე წინამძღვრად ვეღარ მიყოლიებთო".

ამის მერე საყვარელ უდაბნოს დაუბრუნდა და ყოვლისმხედველი ღვთის თვალთა წინაშე მარტოდმარტომ დაიწყო ცხოვრება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat