რაც უფრო გაბრწყინდება ჩვენი სული მადლით, მით ნათლად დაინახავს თავის ცოდვიანობას
რაც უფრო გაბრწყინდება ჩვენი სული მადლით, მით ნათლად დაინახავს თავის ცოდვიანობას
აღსარების ჟამს ნაქადაგებნი
სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)
ადამიანი ღვთის ხატებაა, მაგრამ ზოგჯერ, როცა მადლს კარგავს, ბოროტი ძალის მატარებელი ხდება. ზოგჯერ კაცი ეზიარება და ისევ აღსარებაზე მიდის. ხალხი მას განიკითხავს. მაგრამ გასაკვირი არ არის. ადამიანისთვის ბუნებრივია, სცოდოს და შეინანოს, თანაც მალევე. ჩვენ ყოველ წუთს ვცოდავთ, თუ საქმით არა, მაშინ სიტყვით, თუ სიტყვით არა - ფიქრით. ხალხი მაზიარებლებს ქცევის ფორმის მიხედვით უყურებს და ამბობს: "დილით წირვაზე ეზიარა, ახლა კი აღსარების სათქმელად მოვიდაო". დიდება უფალს! ეს საქებარიც კია! დღეში ორჯერ ზიარება არ შეიძლება, აღსარების თქმა - არაერთგზის.

განსჯის უნარი უნდა გვქონდეს, თორემ შეიძლება უკიდურესობაში ჩავვარდეთ.

ხანდახან მიწევს, მკაცრად მოგექცეთ, მაგრამ სამღვდელო მადლის დაკარგვას სჯობს ადამიანი განაწყენდეს. სულიერ მამასთან მისვლამდე უნდა ილოცო, რომ ღმერთმა მოძღვრის პირით განგიცხადოს თავისი ნება, კრძალვით უნდა აიღო კურთხევა და ზედმეტი სიტყვა არ უნდა წარმოთქვა. ზოგი კი მოდის და, თითქოს ნათლია ვიყო, მეუბნება: "მამაო, დიდი ხანია არ მინახიხართ... ხომ ჯანმრთელად ხართ? იცით, ჩვენთან რა ამინდია... მე თქვენ ლავრიდან მახსოვხართ"... და მოძღვარს მისი შეჩერება უწევს, რომ ნათლიას არ დაემსგავსოს და მღვდლობის მადლი არ დაკარგოს. ღმერთმა ნუ ქნას! ასეთ დროს მკაცრად მოქცევა მიხდება. ზოგჯერ შეიძლება ადამიანს ტუჩებზეც კი მიარტყა, უქმად ბევრი რომ არ ილაპარაკოს. უკეთ დაამახსოვრდება - რახან მოძღვარმა დამარტყვა, ბევრის და უქმადმეტყველება არ შეიძლებაო.

წმინდა იოსებ ბელგოროდელთან ერთხელ ორი მორჩილი მივიდა. ბერმა კვერთხით დაუწყო მათ ცემა. გარშემომყოფებმა უსაყვედურეს, - ბერისგან ასე მოქცევა როდი შეიძლებაო. მან მიუგო, - მე კი არ ვცემ, მათგან ეშმაკებს და ვნებებს განვდევნი. კაცის ცოდვასთან დატოვებას სჯობს, ასე მკაცრად მოვიქცეო.

ზოგიერთი მრისხანებას სიფიცხეში ურევს. მრისხანება, გახელება, ბოღმა - ერთი და იგივეა. მაგრამ სიფიცხეა, როცა უფალს მხურვალედ ემსახურები ადამიანთა გადასარჩენად. როცა ხედავ, კაცზე ალერსიანი სიტყვა არ ჭრის, იძულებული ხარ, მკაცრად ელაპარაკო. ზოგიერთი კი ფიქრობს, მოძღვარი გაბრაზებული მესაუბრებაო. ბრაზით კი არა, გაფიცხებით. გაფიცხება კი მოყვასის გადასარჩენად მოშურნეობაა.

იოანე ოქროპირი მკაცრი იყო, მკაცრი გახლდათ წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედიც. მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მან სილაც კი გააწნა მღვდელმსახურ არიოზს და არ შეშინდა! თუმცა ეპიტიმია დაადეს ამის გამო, მაგრამ უფალი და ღვთისმშობელი გამოეცხადათ მღვდელმთავრებს და აჩვენეს, რომ წმინდა ნიკოლოზი სწორად მოიქცა: მკაცრად ამხილა არიოზი და გადაარჩინა ეკლესია...

სერაფიმ საროველი კეთილი გახლდათ, ყველას ალერსიანად ხვდებოდა: "ჩემო სიხარულოო", - ეუბნებოდა. მასთან მისული ჩინ-მედლებით მკერდშემკობილი გენერალი მკაცრად ამხილა - ეს ჯილდოები უღირსად მიიღე, სხვების უბედურებით თვითონ დიდებით შეიმოსეო. ამ დროს გენერალს მკერდიდან ყველა ჯილდო თავისით ჩამოსცვივდა.

სერაფიმ საროველს არ შეეძლო უსამართლობის დათმენა! ასეთ გაცხარებას თვით უფალიც მიესალმება. სიფიცხე არც მრისხანებაა და არც ბოღმა, ის მოშურნეობაა მოყვასის გადასარჩენად. მეც გაცხარებით ვცდილობ თქვენს გულებში სათნოებების დანერგვას; ეკლესია გვარიგებს და უფალიც გვიბრძანებს ასე მოქცევას: შეაგონე, მკაცრად ამხილე, მკაცრად დასაჯე, მაგრამ აცხოვნე! იმიტომაც მიეცემა მღვდლობის ხარისხი. სულიერ შვილებთან ზოგჯერ სიფიცხის გამოჩენა გიწევს. უნდა მოაგროვო ყველა შენი სულიერი შვილი, ყველა შენი ცხოვარი, რომ ერთი მათგანიც არ დაიკარგოს!

სულიერი შვილები კი უნდა დაეხმარონ სულიერ მამას, უნდა გაამართლონ თავიანთი დანიშნულება. სამღვდელო ღვთისმეტყველებაში ნათქვამია, რომ სულიერი მამა მეგობრობისთვის კი არ მიეცემა, არამედ ცხონებისთვის. ნათლიასთან, ნათლიმამასთან შეიძლება უბრალოდ ისაუბრო, მოძღვართან ურთიერთობისას კი ღვთის შიში უნდა გქონდეს! უნდა მიხვიდეთ მასთან კურთხევისთვის და ზედმეტი სიტყვა არ უნდა წარმოთქვათ, მაშინ გაგაძლიერებთ და განგკურნავთ კიდეც უძლურების ჟამს სულიერი სნეულებისგან მისი კურთხევა. ხედავთ, რა ძალა აქვს მოძღვრის კურთხევას, თუ მასთან კეთილმოკრძალებით მიხვალთ?

კიევში ვნახე ერთი დაფარულთმცნობი მამა, სქემმონაზონი დამიანე - ღმერთმა დაამკვიდროს ის ზეციურ სასუფეველში! 93 წლის გახლდათ და მეტად მხნედ გამოიყურებოდა! რჩევა-დარიგებისთვის ბევრი აკითხავდა, მის მოლოდინში დაიწყებდნენ ხოლმე ერთმანეთში ბჭობა-განკითხვას. მამა დამიანე გამოვიდოდა გარეთ ჯოხით და ხალხს უყვიროდა: - ახლა ყველას ჯოხით გაგყრით! წადით აქედანო.

- გვაპატიე, შეგვინდე, მამაო! - ევედრებოდნენ.

- არ გაპატიებთ, წადით! - პასუხობდა ბერი.

ყველა ფიქრობდა, ნეტავ რა მოხდაო. მერე ზოგი ხვდებოდა - ალბათ უნდა ვილოცოთ, მოდი, ღვთისმშობლის აკათისტო წავიკითხოთო.

ჩამოვარდებოდა სიმშვიდე, ყველა ლოცულობდა. მამა დამიანე გამოვიდოდა და იღიმებოდა: - ახლა სწორედ იქცევით... ამიტომ ყველას მიგიღებთო.

უნდა ეცადო, რომ ყოველთვის სინდისს უსმინო. თუ ეურჩები, სევდა და სასოწარკვეთა დაგატყდება თავს - სული აგიტირდება: ეს რა ჩაიდინეო! სევდა და სასოწარკვეთა - ღვთის ეპიტიმიაა.

ზოგჯერ უფალი ჩვენი სიზარმაცის, უდარდელობის და დრტვინვის გამო ისეთ ავადმყოფობას დაუშვებს, როგორიცაა შეპყრობილობა. მაშინ ბოროტი ძალა შეაღწევს ჩვენს სულში, ჩვენს სინდისში. ზოგიერთებზე სარწმუნოებაში განსამტკიცებლად დაუშვებს.

ამიტომაც უფალს უნდა ვთხოვოთ, შეგვეწიოს, რომ თავი დავაღწიოთ ცხონების საქმეში გულგრილობას და უდარდელობას, განსაცდელებსა და უბედურების ჟამს მოვიპოვოთ გამარჯვება, არ აღვშფოთდეთ და არ ვიდრტვინოთ ცილისმწამებლებზე, არამედ გვიხაროდეს, ვისწავლოთ მაწყინარ-კეთილისმყოფელთა სიყვარული, ადამიანების მიმართ შემწყნარებლები ვიყოთ და არავისი გვშურდეს.

ერთი შეპყრობილი ქალი ხედავს, ზიარებისას როგორ გამოდის მისი სხეულიდან გველი, რომელსაც "დრტვინვა" აწერია. ქალი ბავშვობიდანვე თავის ბედზე დრტვინავდა.

ზოგიერთები დრტვინავენ, არაფრის გაკეთება არ შემიძლია, საცოდავი ადამიანი ვარო! ღმერთს უნდა სთხოვო ეს ნიჭები. როცა ღმერთს სულიერ ნიჭებს სთხოვ, მაგალითად, სიბრძნეს, რწმენას, იმედს, სიყვარულს, სიმდაბლეს - გაიხსენე, რომ ღვთის ხატება ხარ, შენი სული ერთგვარი ტვიფარია ღვთაებისა, შენი მთელი სულის სიმდიდრე ღმერთშია, როგორც საგანძურში, იქიდან ყველანაირი სულიერი სიკეთის აღება შეგიძლია რწმენით აღსავსე ლოცვითა და მოთმინებით, შეგიძლია თავი განიწმინდო ყველანაირი არაწმინდებისგან.

ასე უთხარი უფალს: "ჩემი შემოსაზღვრული სული გამოვიდა შენი უსაზღვრო და ყოვლადსრულყოფილი სულიდან. მე გლახაკი ვარ, მეუფეო ჩემო, სიბრძითა და გონებით, რწმენით, იმედითა და სიყვარულით, სიმდაბლითა და სიმშვიდით, მოხედე სურვილს ჩემი გულისას და მიბოძე შენი სიბრძნე, ურცხვენელი რწმენა და იმედი, და სიყვარული უზაკველი".

რა ძლიერი ლოცვაა!

უდიდესი მოღვაწე მამა სილუანი კი ასე ლოცულობდა: "უფალო, შენ იცი ჩემი სნეულება. უწყი, რაოდენ ცოდვილი და უძლური ვარ, შემეწიე, დავითმინო და ვმადლობდე შენს სახიერებას". ეს ლოცვა შევუერთე სულიერი მამისადმი ლოცვას. ის დიდი არ არის, მაგრამ ძლიერია და დაწერილია ღირსი მამის მიერ სულიწმინდის შთაგონებით. მადლობდე მის სახიერებას - ეს ნიშნავს, რომ მადლობდე ღმერთს ყველა მწუხარებისთვის, ავადმყოფობისთვის, ცილისწამებისთვის, ყველა სიკეთისთვის. წაიკითხეთ ეს ლოცვები. წმინდა სახარებისადმი გულგრილობა დიდი ცოდვაა, ჩვენ კი მუდამ გადავდებთ ხოლმე, ეშმაკი კი ამით ისარგებლებს. სინდისი შფოთავს ასეთი გულგრილობის გამო. თუ აიძულებ თავს სახარების წაკითხვას, თან იფიქრებ, - ვაითუ ხვალამდე ვერ ვიცოცხლოო, მაშინ სინდისიც დაგიმშვიდდება. სახარებაში უდიდესი მადლმოსილი ძალა დევს! მისი წმინდა სიტყვებით დაიწვება ჩვენი ცოდვები, აღიხოცება ვნებები. არ დაივიწყოთ, საყვარელნო, და იკითხეთ ხშირად ფსალმუნები, სამოციქულო და განსაკუთრებით სახარება. ამით სიკეთეს მიიღებთ.

ცოდვებზე წუხილი მნიშვნელოვანი საშუალებაა ცხონებისთვის, სინანულის ცრემლები განბანენ ჩვენს ცოდვიანობას, განაქარვებენ ჩვენს თავმაღლობას.

თუ ცრემლები არ გვაქვს, მაშინ რა ვქნათ? ზოგიერთნი ამის გამო აღსარებას გადადებენ ხოლმე. აღსარება კი არ უნდა გადავდოთ, უნდა ვეცადოთ, სულიერი ღვაწლის გაძლიერებას: ვიმარხულოთ (განსაკუთრებით სულიერად). ლოცვისთვის ღამით წამოვდგეთ, ვიფიქროთ სიკვდილზე: "ნეტავ ხვალამადე თუ ვიცოცხლებ?" გონებაში ყოველთვის გვქონდეს იესოს ლოცვა: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი".

უფალი მოხედავს ჩვენს მონდომებას და გაგვითბობს გულს, შეარბილებს ჩვენს გაქვავებულ უგრძნობლობას და განამტკიცებს შემუსვრილ გრძნობას.

აღსარება - ეს არის ღვაწლი თავის იძულებისა, თავი ყოველთვის უნდა ვაიძულოთ ამ ღვაწლის აღსასრულებლად, არ უნდა გადავდოთ და ცოდვებში არ უნდა გავიყინოთ.

ჩვენ კი ცოდვებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, ისინი მოუნანიებელი გვრჩება - თავს ვიმართლებთ, ცუდი მახსოვრობა მაქვსო.

რაც უფრო გაბრწყინდება ჩვენი სული მადლით, მით ნათლად დაინახავს თავის ცოდვიანობას. ეს მუდამ უნდა გვახსოვდეს.

ყოველი დღისთვის, ყოველი საათისთვის ღმერთი პასუხს მოგვთხოვს. თავისუფალ დროს ზოგიერთი კითხულობს უსარგებლო წიგნებს და სულს ინაგვიანებს.

უკეთესია, ანუგეშო საწყალი მწუხარე ადამიანი, უთხრა მას კეთილი სიტყვა, მოინახულო სნეული - ჩვენ კი უგულისხმოები ვართ! შეგვინდე, უფალო!

არ ვიყოთ თვითნებები, ვუსმინოთ სულიწმინდას და აღვასრულოთ ყოველივე, რასაც გვეუბნება ზეციური ხმა, სინდისი. ეს არის ღვთისმოშიშება.

მზის ამოსვლამდე თუ ადგები (ლოცვისთვის) - ანგელოზები გაიხარებენ! რა თქმა უნდა, ყველას ასე მოქცევა არ შეუძლია. ზოგიერთი ღამის ცვლაში მუშაობს - ეს გამონაკლისია. არადა, დიდი ღვაწლია ადრე ადგომა.
ბეჭდვაელფოსტა
12.03. 2017
ნინო
უღრმესი მადლობა ავტორს. ამოვიწერე კიდეც მამა სილუანის სიტყვები.
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat