ვინ იცის, რამდენ სულს ვღუპავთ ჩვენი მაცდუნებელი საქციელით, მაცდუნებელი სიტყვით!
ვინ იცის, რამდენ სულს ვღუპავთ ჩვენი მაცდუნებელი საქციელით, მაცდუნებელი სიტყვით!
ეჰ, ჩემო შვილო! ყველაფერმა სიზმარივით ჩაიარა, თითქოს ეს განვლილი სიცოცხლე კი არა, წაკითხული წიგნია...
სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)

"ტიროდეთ მტირალთა თანა"
მწერ, მკაფიოდ ვერ გავიგე აზრი სახარებისეული სიტყვებისა: "გიხაროდენ მოხარულთა თანა და ტიროდეთ მტირალთა თანა", და არ იცი, ცხოვრებაში როგორ მოიქცე.

ამ დროს ჩვენ სიბრძნე გვჭირდება. ბუნებრივია, უგუნურად იქცევიან ისინი, ვინც თავიანთი ვნებებისდა მიხედვით, ტირიან მტირალთან და ხარობენ მხიარულთან. ისინი მხოლოდ აცდუნებენ ერთმანეთს და ამით ვნებენ ცხონების საქმეს. მაგალითად, ადამიანი ვიღაცამ გააბრაზა და წყენის გამო ტირის, ან დაკარგული ნივთი თუ ფული ენანება და ისევ ტირის, ანდა მძულვარება და ბოროტება ატირებს, რადგან გეგმა ჩაეშალა, ტირის ეჭვის გამო, შურით და ასე შემდეგ.

გულშემატკივარი "მეგობარი" მოთმინებით უსმენს მის ბოროტებით, განკითხვით, სულმოკლეობით და ზოგჯერ წყევით აღსავსე გოდებას... ამშვიდებს, ანუგეშებს წამქეზებლური, ზოგჯერ ავი რჩევით, იმის მაგივრად, რომ ღვთის მცნებები შეახსენოს და საუკუნო ცხოვრებისთვის ამქვეყნიური ტანჯვისა და მწუხარების დათმენა ურჩიოს.

ვინც ტირის ასეთ მოტირალთან, თვითონაც სცოდავს და თავისი საქციელით არაწმინდებაში განამტკიცებს თავის მეგობარს. საშუალებას არ აძლევს, გონს მოვიდეს და შეინანოს და ამით საბოლოოდ ღუპავს მას.

თუ კაცი მოყვასის გამო ტირის, რომელიც თავისი ცოდვებით სულს იღუპავს, მაშინ შეუერთდი მის მწუხარებას, ანუგეშე. ღმერთს ცრემლებით შესთხოვე, რომ ცოდვილი ნებისმიერი გზით მოიყვანოს სინანულად და შეეწიოს გამოსწორებაში.

სიხარულითაც მხოლოდ კარგ, ღვთისმოშიშ, ცოდვასთან განუზავებელ საგნებზე უნდა გვიხაროდეს. ხოლო თუ ქალიშვილი იმის გამო ხარობს, რომ მეგობარს საქმრო წაართვა, მეზობელს კი უხარია ახალი მდიდრული ავეჯის ყიდვა და შენ სხვა ამგვარ მოხარულებთან გიხარია, ამით ცოდვას ცოდვას უმატებ. დაგვიფაროს ღმერთმა! თუ არ შეგიძლია ისინი მშვიდად დაარწმუნო, მაშინ გაჩუმდი, მათთვის გულში ლოცვა აღავლინე... და ეს საიდუმლო მოწყალება სათნო იქნება ღვთისთვის.

ვინც იმ მგლოვიარეებს თანაუგრძნობს, რომლებიც ვნებათა გამო ტირიან, აღრმავებს მათში ამ ვნებას და სიძულვილს აღვივებს, სიძულვილი კი ყველაზე მძიმე მანკიერებაა.

სიძულვილი
როგორც სიყვარულია ღვთის სჯულში ერთ-ერთი უპირველესი სათნოება და აცხოვნებს სულს, ასევე სიძულვილიც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ცოდვაა, რომელიც წარწყმედს მას. მოციქული ამბობს, რომ ვისაც თავისი ძმა სძულს, იგი კაცისმკვლელია, მას თვით ღმერთი სძულს. საშინელია მათი იმქვეყნიური ხვედრი. სიძულვილის ცოდვა განკითხვის ცოდვასავით ძალზე გავრცელებულია და ცოტაა კაცი, რომელიც თავისუფალია ამ ცოდვებისგან. ვისაც არ მოუპოვებია მოყვასისადმი ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარული, ის თავისუფალი არ არის სიძულვილისგან, ეს ცოდვა კი იმდენად საზიზღარია, რომ როცა ის გამომჟღავნდება, ადამიანებს საკუთარი თავის რცხვენიათ. ამიტომაც სიძულვილი ერთი იმ ცოდვათაგანია, გულმოდგინედ რომ უმალავენ სხვასაც და, სამწუხაროდ, საკუთარ თავსაც. იტყუებენ თავს, თითქოს სიძულვილი არ ჰქონდეთ, არ ინანიებენ ამ ცოდვას, ამიტომაც ცოდვა ადამიანში მიმალულია მანამდე, სანამ არ გამომჟღავნდება ფსიქოზის ავადმყოფური შეტევისას. მაშინ გარშემო მყოფნი ვეღარ იცნობენ ადამიანს, ისე შეიცვლება კაცი, რომ საკუთარ თავსაც ვეღარ ცნობს:

- საიდან მაქვს ამგვარი გრძნობა?.. რა მჭირს?

- ნუთუ ეს ის წყნარი და მშვიდი ქალია, როგორსაც ვიცნობდით? შეუძლებელია! რა სჭირს?

სიძულვილით შეპყრობილი კაცი მთვრალს ჰგავს, რომელსაც ჯანსაღი განსჯის უნარი დაუკარგავს. ის შეურაცხადი ხდება. ყველაზე სასტიკი და უხეში სიტყვები დასცდება ბაგეთაგან, მზადაა დაფლითოს კაცი, რომელმაც წონასწორობიდან გამოიყვანა... ასეთ დროს მშობლები შვილებს წყევლიან, შვილები - მშობლებს, თვითმკვლელობამდეც კი მიდიან.

შენ ფიქრობ, დ..., რომ შეიძლება ასეთი ადამიანების ფხვნილებით და მიქსტურებით განკურნება? არა, ჩემო მეგობარო! მხოლოდ მოყვასისადმი სიყვარული და თავმდაბლობა განკურნავს ამ ავადმყოფობას, ამ მძიმე სულიერ სნეულებას - სიძულვილს. თუ ნერვიულ ავადმყოფს სურს განკურნება, მან ყოველდღიურად უნდა დათრგუნოს საკუთარი თავი. ქიმიკატების ფხვნილის და ბალახების ნაყენის ყლაპვის ნაცვლად მან უნდა მიიღოს (გადაყლაპოს) კაცთაგან დაცინვის, უსამართლობის, ყველანაირი სახის გამწარების "ფხვნილები". ეს მძიმეა სატვირთავად, მაგრამ განა ავადმყოფობა ადვილია? რაც მთავარია, ამ ცოდვას საშინელი შედეგები აქვს.

ყურადღებით უნდა შეხედო ყველა შენს ქმედებას სხვების მიმართ და საკუთარ თავში ამ ცოდვის ნიშნებს. შეიძლება შემეწინააღმდეგო: - არასოდეს არავინ მძულებია, თუმცა არც სიყვარულის ცეცხლი მედებაო. კი, ჩემო მეგობარო. ვისაც ცეცხლი არ უგიზგიზებს, ანუ ვერ იმეტებს სიყვარულს ყველა შემხვედრის მიმართ, მასში ცოცხლობს სიძულვილის ცოდვა. მაგრამ ის ან მისუსტებულია, ან თვლემს რაიმე შემთხვევამდე. ასე რომ, კაცი თუ შინაგანი ცხოვრებით არ ცხოვრობს, ვერც კი ამჩნევს მას, ამიტომ სიძულვილის ცნება ყველას დამახინჯებულად ესმის.

ჩვენ მივეჩვიეთ იმის თქმას, რომ სიძულვილი მჟღავნდება მაშინ, როცა, მაგალითად, გაცოფებული ქმარი, ეჭვიანობის ნიადაგზე კლავს ცოლს და მოწინააღმდეგეს, ანდა უარყოფილი სასიძო სახლს უწვავს ახალშეუღლებულებს და ა.შ. თუ ჩვენ ასეთი რამ არ გვჭირს, ამ ცოდვისგან თავისუფალი გვგონია თავი. ასეა კი? ცნობილია, რომ ცოდვები: ბოღმა, სიძულვილი და შურისძიება განუყოფელნი არიან. ვისაც ბოღმა სჭირს, ანუ გაღიზიანებულია, მასში სიძულვილია. ამის დასტურად რამდენიმე მაგალითს მოვიხმობ ღვთისმოშიში გარემოდან, როცა ჩვენ ეკლესიაში ვიმყოფებით, როცა ჩვენში სიძულვილის აჩრდილიც არ უნდა იყოს. მაგრამ რას ვხედავთ? თვალთვალს, მიყურადებას, დაბეზღებას, განკითხვას, სხვადასხვანაირ გესლიან სიტყვებს, დაცინვას, ერთი ჯვრის გამოსახვისას მეზობელს ხელს კრავს, მეორე ისე შემოდის ტაძარში, საწყალ მოხუცებს მიყრი-მოყრის, ბავშვებს თელავს...

ეკლესიაში ტურისტები შემოვიდნენ - გულში გაღიზიანება ჩნდება. ბევრი ფიქრობს, ზოგიერთი ხმამაღლა ამბობს კიდეც: "რას დაბოდიალობენ უაზროდ... თვითონ არ ლოცულობენ და ხალხსაც უშლიან ლოცვას". მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, ვინც გულმოდგინეა, შინაგანი ყურადღებით ლოცულობს, მას ვერავინ და ვერაფერი ხელს ვერ უშლის. წმინდა მამებს ხილული სახით ეშმაკების ლეგიონები ებრძოდნენ, ყვირილით, საშინელი მუსიკით, ხმაურით აშინებდნენ, სენაკსაც კი შეარყევდნენ, გეგონებოდა, საცაა დაინგრევაო, მაგრამ ისინი შეუდრეკელნი იყვნენ ლოცვისას. ხელს ვერაფერი უშლიდათ. თუ კაცს ხელს ვინმე ან რაიმე უშლის ანდა გაღიზიანდება და ბოღმას აფრქვევს - მასში სიძულვილის ცოდვაა.

შინაგანად სულზე ისე უნდა ვიმუშაკოთ, როცა ვღიზიანდებით, მხოლოდ საკუთარ თავს ვუცქერდეთ. მაგალითად, წმინდა სახარების კითხვისას ტაძარში ტურისტები შემოვიდნენ, აბაკუნებენ ფეხსაცმელებს, აღარ გესმის წმინდა წერილის სიტყვები... აბა, ეს ვის მოეწონება? უნებურად გაჩნდება სულში უკმაყოფილება. მაშინვე უთხარი თავს: ჰოი, ბოროტო სულო! არ მოგწონს, ხომ? რაო, მარტო შენ გინდა ცხონება, ყველა სიკეთესთან ერთად, სხვები კი თუნდაც წარწყმდნენ? ასეა ხომ? შესაძლოა სწორედ დღეს შეეხოს მათ სულებს მადლი, შესაძლოა სწორედ დღეს დაეცეს მათ გულებს თესლი ღვთისმოშიშებისა, რომელიც შენზე მეტ ნაყოფს გამოიღებს! რითი შეგიძლია თავი მოიწონო, იმით, ტაძარში რომ მოხვედი? აქ დასასვენებლად მოსულხარ და არა სამოღვაწეოდ, თუ გარშემო ყველაფერი ხელს გიშლის და ყველაფერს ამჩნევ. აქ გასართობად მოხვედი? აღიარე! საკუთარ სულს ყელზე დანით მიადექი და გონს მოსვლას ნუ დააცლი, სანამ არ დამდაბლდება. თავის მართლების საშუალებას ნუ მისცემ, ღვთის რისხვით შეაშინე, რომ გულში უფლისადმი კრძალვა გაუჩნდეს, ეს შეუფასებელი სიმდიდრეა ჩვენი ცხონებისთვის. უთხარი მას: დადუმდი, შემომსვლელს ნუ დატუქსავ, შეიძლება შენმა სიტყვამ ისინი დაბრკოლოს, საცდურად და დაღუპვის მიზეზად ექცეს. თუ ასე მოხდება, მისნაირ ხვედრს ვერც შენ გადაურჩები.

მართლაც, ვინ იცის, რამდენ სულს ვღუპავთ ჩვენი მაცდუნებელი საქციელით, მაცდუნებელი სიტყვით! მერე გულწრფელად და შეგნებულად ვინ ნანობს ამ ცოდვას! როცა შენ თითოეულ ნაბიჯს, თითოეულ სიტყვას გულმოდგინედ განიხილავ, მაშინ აღარ დაგვჭირდება იმის მტკიცება, რომ თავმდაბალ კაცთა გამოკლებით, ყველა მეტნაკლებად შეპყრობილია სიძულვილის ვნებით.

როგორც ყველა სთნოება სხივების სახით ერთი ცენტრიდან გამოდის, ყველა ცოდვაც ერთი ცენტრიდან - სიძულვილისგან მოედინება.

მტრისათვის ლოცვა
სინანულის არსი იმაში მდგომარეობს, რომ გამოსწორდე და კეთილი საქმე აკეთო. რწმენა კეთილი საქმის გარეშე მკვდარია. კეთილი საქმე მარტო მოწყალების გაცემა კი არ არის, მტრისთვის ლოცვაცაა, ანუ მათთვის ლოცვა, ვინც გვაწყენინა, ვინც დაგვამძიმა. ასეთი ლოცვა მოწყალების გაცემაში გვეთვლება, რადგან, როცა მოყვასი სისაძაგლეს გვიკეთებს, მაშინ ის თავის სულის სამოსს ცოდვებით შელანძღავს, ჩვენი ლოცვის გამო უფალი კვლავ განწმენდს მის სულს, აპატიებს ცოდვებს. თუ ვინმემ ჩვენზე ცუდი იფიქრა, ეს იმის ტოლფასია, მავანს საკვამლე მილი გაეწმინდოს ჩვენთვის. მას აუცილებლად სახე გაემურება, გაუჭუჭყიანდება მტვრისგან. მტვერი კი ცოდვებია, მერე უბრალო მტვერი კი არ არის, ადვილად რომ ჩამოიშორო. თუ მან ჩვენზე ცუდი გაიფიქრა და სინანული დაავიწყდა, მაშინ ეს მტვერი ზედ დარჩება, ასევე, ჩვენც თუ ვინმეს განვიკითხავთ და არ შევინანებთ, ცოდვისგან შევილანძღებით.

ასე რომ, ბოროტი გულისთქმები კვალს ტოვებენ სულის სამოსზე, ბოროტი სიტყვა კი ბოროტ საქმეს უტოლდება. ცილი დაგწამეს, თავზე ლაფი გადაგასხეს, შეგილახეს სახელი. ხომ ძნელია კარგი სახელის აღდგენა, მაგრამ ცილისმწამებლებს უფრო გაუჭირდებათ ისეთი სინანული, რომელიც მთლიანად განწმენდდა მის სულს ცილისწამებისა და განკითხვის ცოდვისგან. ამიტომ მათ ლოცვა სჭირდებათ, მათთვის ისე გულმოდგინედ უნდა ილოცო, როგორც ჩვენი ცხოვნების საქმეში კეთილმყოფელთათვის. მათ ძალზე ბევრი ცრემლი უნდა დაღვარონ სულის განსაწმენდად, რაც მთავარია, სინანულის ნაყოფი უნდა გამოიღონ, რომ მთლიანად აღხოცონ ცილისწამების ცოდვა. ყველას წინაშე უნდა აღიარონ და თქვან: "მას ცილი დავწამე... ყველა გაცდუნეთ განკითხვის ცოდვით. შემინდეთ!"

კაცის განკითხვა და ცილისწამება იოლია, ამ ცოდვის შედეგების გამოსწორება კი ძალზე ძნელია.

უქმმეტყველების, განსაკუთრებით განკითხვისა და ცილისწამების მავნებლობაზე ადრეც მითქვამს, ამიტომ ახლა ბევრს აღარ მოვყვები. სხვა რამეს ვიტყვი, უფრო ადვილი გასაგები რომ იყოს, თუ რატომ ითვლება მტრებისთვის ლოცვა მათთვის გაცემულ ყველაზე დიდ მოწყალებად.

წამოიდგინე: ჩვენი მტრები შურით თუ მოშურნეობით ან უბრალოდ, ჩვეულებით ანდა ბოროტი ძალის ჩაგონებით გვლანძღავენ, გვავიწროებენ, ყველაფერში ხელს გვიშლიან, დიდ ზიანს გვაყენებენ, ხშირად თვითონაც არანაკლებ ზარალდებიან... ყველაზე მეტად ვის ვნებენ? ჩვენ თუ საკუთარ თავს? რა თქმა უნდა, საკუთარ თავს! ეს დღესავით ნათელია! ისინი ჭეშმარიტად საკუთარი თავის მტრები არიან, ჩვენთვის კი კეთილისმყოფელნი. და აი, რატომ:

ჩვენი მიწიერი სიცოცხლე სიზმარივითაა. ჰკითხე ყველაზე ხანდაზმულ ადამიანს, რომლის წარსულიც აღსავსეა მწუხარებით და ავადმყოფობით, დაიღალა თუ არა ცხოვრებისგან, უნდა თუ არა სიკვდილი. თუ განსაცდელები უკვე უკან დარჩა, მაშინ ეს შეკითხვა გაუკვირდება კიდეც. "როგორ შეიძლება ცხოვრებისგან დაიღალო? სიცოცხლე ხომ ასე კარგია! ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხედავ შემოქმედსა და მის ქმნილებას, გრძნობ, რომ ის შენშია - ეს კი რამხელა ბედნიერებაა!"

- ნუთუ დაგავიწყდა, რამდენი მწუხარება შეგხვედრია ცხოვრებაში?

- ეჰ, ჩემო შვილო! ყველაფერმა სიზმარივით ჩაიარა. ბევრი რამ დამავიწყდა, რაც მახსოვს, თითქოს ეს განვლილი სიცოცხლე კი არა, წაკითხული წიგნია...
(დასასრული შემდეგ ნომერში)
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat