სულიერი დარიგებები მართლმორწმუნეთ
სულიერი დარიგებები მართლმორწმუნეთ
(ამონარიდები წმინდა მამათა ნაწერებიდან)
ეცადეთ, ემსგავსოთ ამბა ისააკს, რომელიც ამბობდა: "ჩემს კელიაში არასდროს შემიყოლებია არაკეთილი აზრი ძმაზე, რომელმაც მაწყენინა; ასევე, ყოველთვის ვცდილობდი, არც რომელიმე სხვა ძმას შეეტანა თავის სენაკში ჩემზე ცუდი აზრი".
***
ვინც ხელისგულზე სამკურნალო ზეთს ისხამს, რათა უძლურს ცხოს, ამ ზეთის ნაწილი ჯერ მას ხვდება. ასევე, ვინც ძმისთვის ლოცულობს (ან ზრუნავს მოყვასის კეთილდღეობაზე და სიკეთეს თესავს), ვიდრე მას რგებს რამეს, ჯერ თვითონ ნახულობს სარგებელს.

***
კაცი, რომელსაც ვინმესთვის დახმარება და სიკეთის გაკეთება შეუძლია, მაგრამ არ აკეთებს, საცოდავი და თან უღირსი არსებაა.

***
შინ რომ გველ-მორიელი გაგიჩნდეთ, განა ყველაფერს არ გააკეთებდით მათ თავიდან მოსაშორებლად? სიძულვილი და მტრობა ამ ქვეწარმავლებზე უარესია, თქვენ კი დიდად არ ცდილობთ, მათგან განიწმინდოთ გული, რომელიც ტაძარია ღვთისა.

***
ცეცხლზე შემოდგმულ ქოთანს ბუზი, ქვეწარმავალი თუ მწერი ვერ ეკარება. როცა გაგრილდება, მაშინღა ძვრებიან შიგ. ასევეა ადამიანიც. ვიდრე სულიერ მოღვაწეობაშია, ბოროტისთვის მიუწვდომელია.

***
თუ საკუთარ გულში ღრმად ჩაიხედავ, დაინახავ, რომ ყოველი ბოროტი აზრი, ბილწი სურვილი და უკეთური საქმე გარცხვენს და სულს გიშფოთებს, მიუხედავად იმისა, რომ შენი აზრები, სურვილები და საქმეები სხვათათვის დაფარულია; მაგრამ გახსოვდეს - მოვა დრო და ყველა ყველაფერს გაიგებს.

***
ერთმა ბერმა თქვა: "როცა ვლოცულობთ, ყოველთვის წარმოვიდგენთ, რომ ღმერთი გვიყურებს და ჩვენი სიტყვები ესმის, ხოლო როცა ვნება მოგვეძალება, ისე ვიქცევით, თითქოს ვერ გვხედავს".

***
თუკი ვინმე ზურგზე მოკიდებული ქვიშით სავსე ტომრით შეცურავს ღრმა წყალში, ქვიშის სიმძიმემ ისევე შეიძლება დაახრჩოს, როგორც დიდმა ლოდმა. ასევე, შეიძლება მცირე ცოდვებმა ამგვარადვე ან უფრო მეტადაც კი დაამძიმოს ადამიანი და ისევე დაღუპოს, როგორც დიდმა ცოდვამ.

***
ვნება ძაღლივითაა. თუ დადევნებული ძაღლი შეაშინებს ადამიანს, ეს უკანასკნელი გაიქცევა, ხოლო თუ მედგრად დაუხვდება და იქით შეუტევს, თვითონ ძაღლი გაიქცევა. ასევეა ვნებაც - დევნის მას, ვინც უთმობს და ემონება, მაგრამ უძლურია მის წინაშე, ვინც ეწინააღმდეგება.

***
ორი აზრი ამოიგდე თავიდან: ნუ ჩათვლი საკუთარ თავს ამა თუ იმ დიდების ღირსად და ნუ იფიქრებ, რომ სხვა შენზე უღირსია. თუ ასეთი განწყობით იქნები, არასოდეს გაგაღიზიანებს თავს დატეხილი უსამართლო შეურაცხყოფა.

***
ერთმა წარმართმა ფილოსოფოსმა თქვა: "როცა ბრაზი მოგეძალება, მაშინვე ნურაფერს იტყვი და გააკეთებ, თავი შეიკავე და ანბანი ჩამოთვალე". წარმართმა სულის დასამშვიდებლად ანბანზე უკეთესი ვერაფერი ნახა. ჩვენ, ქრისტიანებმა, ბევრად უკეთესი სიტყვები ვიცით, მღელვარების დასაცხრომად რომ მივაწოდოთ გულსა და გონებას.

***
ჩვენი ცხოვრება გემზე მყოფი მეზღვაურის მდგომარეობას ჰგავს: როგორც ის, იმისდა მიუხედავად, დგას, ზის თუ წევს, სულ უფრო უახლოვდება ნავსაყუდელს და მიემართება იქით, საითკენაც გემი მიცურავს, ჩვენც - გვძინავს თუ გვღვიძავს, ვწევართ თუ დავდივართ - ყოველ წუთს ცხოვრების დასასრულს ვუახლოვდებით.

***
ბევრი ახალგაზრდა თუ მოწიფული ამბობს, - ღვთის გზას მაშინ დავადგები, როცა ასაკში შევალო. მაგრამ მიაღწევენ კი ნაგულისხმევ ასაკს ანდა რომც მიაღწიონ, ისე იოლი იქნება მათთვის ზნე-ჩვეულებების შეცვლა, როგორც ფიქრობენ?

***
ბავშვობაში შეძენილი ჩვევები ნორჩ ხეზე ამოკვეთილი ასოებივითაა - ხესთან ერთად იზრდებიან, ფართოვდებიან და, საბოლოოდ, მის ნაწილად იქცევიან.

***
მითიური მიდასი, რასაც კი შეეხებოდა, ყველაფერს ოქროდ აქცევდა. ახლა კი პირიქითაა - საკმარისია ოქროთი შეეხო ვინმეს, რადაც მოისურვებ, იმად აქცევ.

***
დროის სული სიცრუისა და სიყალბის სულია: დღეს ერთს ასხამს ხოტბას, ხვალ - მეორეს; იმ კანონებსა და იდეებს, რომლებსაც ხუთი წლის წინ ეთაყვანებოდა, დღეს დასცინის, ხოლო კიდევ ხუთი წლის შემდეგ, თუ უფრო ადრე არა, დასცინებს იმას, რაც დღესაა მისაბაძი.

***
ჩვენი მიწიერი ყოფა არ არის ის ჭეშმარიტი, ნამდვილი ცხოვრება, რომლისთვისაც შემოქმედმა შექმნა ადამიანი. მომავალ, მარადიულ ცხოვრებასთან შედარებით ის იგივეა, რაც ჯერაც გამოუჩეკელი ბარტყის ცხოვრება კვერცხში ან ნაყოფის ყოფნა დედის მუცელში.

მოამზადა
ნიკოლოზ ლანჩავამ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat