წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი
აუცილებელია თუ არა ადამიანის ხსნისათვის წყლით ნათლობა?
წყლით ნათლობა აუცილებელია ადამიანის ხსნისათვის. მხოლოდ წმიდა მოწამეთათვისაა დაშვებული გამონაკლისი, რომელნიც საშინელ დევნილებათა ჟამს საკუთარ, ქრისტეს რწმენაში დაღვრილ სისხლში ინათლებიან და ამგვარად ისინი უწყლოდაც მოიპოვებენ ცათა სასუფეველს.
წმინდა კირილე იერუსალიმელი
თუ სულიერი მშობლები ვართ ვინმესი, ანუ ნათლობის საიდუმლოს თანაზიარნი, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს და თუ საქმის ვითარება არ გვაძლევს უფლებას მივიღოთ უშუალო მონაწილეობა ჩვენი ნათლულების აღზრდაში, ვალდებულები ვართ, ვილოცოთ მათთვის. მაგრამ ჩვენ არც ვლოცულობთ სათანადოდ და თუ ისინი ღმრთის მგმობელები გაიზრდებიან, ან თუნდაც ურწმუნონი, ამაში მშობლებთან ერთად ჩვენც ვიქნებით დამნაშავენი.
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
ვისი სახელით ნათელვიღეთ?
ვის მიმართ ნათელიღე? მამის მიმართ! კარგი. მაგრამ ეს იუდეველურიცაა. ძისა მიმართ! კარგი, ეს უკვე აღარ არის იუდეველური, მაგრამ კიდევ არც სრულყოფილია... სულიწმიდის მიმართ! შესანიშნავია, ეს უკვე სრულყოფილია, მაგრამ უბრალოდ, მხოლოდ მათ მიმართ და მათ მიერ ნათელიღე, თუ მათი საერთო სახელით? - დიახ, მათი საერთო სახელით - ყოვლადწმიდა სამების სახელით ნათელიღე.
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი