***
უმჯობესია, თავმდაბალი ცოდვილი იყო, ვიდრე - ამპარტავანი მართალი.***
ნეტარია, ვინც ამაღლებულად ცხოვრობს, მაგრამ თავმდაბალი აზრები აქვს.***
თუ განსაცდელი გეწვია, ღმერთს მადლობა შესწირე, მოითმინე და თავი დაიმდაბლე.წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თავმაღლობა ცოდვების დავიწყებას იწვევს, რადგან მათი გახსენება სიმდაბლის მომტანია.
წმინდა იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)
რაც მარილია ყოველგვარი საკვების გარეშე, იგივეა თავმდაბლობა ყოველგვარი სათნოების გარეშე.
წმინდა ისააკ ასური
ისევე, როგორც უცხოა მონანულისთვის ამპარტავნება, ასევე შეუძლებელია ნებსით მცოდველისთვის თავმდაბლობა.
წმინდა მარკოზ მონაზონი (განშორებული)
სადაც სიკერპე და ამპარტავნებაა, იქ ურჩობა და საცდურია. სადაც მორჩილება და სიმდაბლეა, იქ ღმერთი განისვენებს
იოსებ ათონელი (ისიქასტი)
გსურს პირველობა? - ის ჯერ სხვას დაუთმე.
წმინდა იოანე ოქროპირი
სულის თავმდაბლობა შეუმუსრავი იარაღია.
ამბა ევაგრე
ყველა ადამიანი შენზე აღმატებულად ჩათვალე.
წმინდა ბარსანოფი დიდი