წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – სიტყვა თქმული 6 მაისს, ამაღლებასა ზედა, 1882 წელსა, დაბეზღებისათვის
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – სიტყვა თქმული 6 მაისს, ამაღლებასა ზედა, 1882 წელსა, დაბეზღებისათვის
ნეტარ-იყვნენ თქვენ, რაჟამს გყვედრიდენ და გდევნიდენ, და სთქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუით ჩემთვის (მათ. 5, 11).
ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! თუმცა დღეს დიდი ქრისტიანული დღესასწაულია, და ჯერ იყო იმაზედ უბნობა თქვენთანა, გარნა ჩვენ განვიზრახეთ თქმა სიტყვისა სხვა საგანზედ, რომელზედაც ჯერედ ერთხელაც არ გვითქვამს თქვენს წინაშე, და რომელზედაც უბნობა ერთობ საჭირო არის. ერთი დიდი და მავნებელი, შემარცხვენელი ქვეყნისა, სულიერი სენი, ცოდვა და ვნება გავრცელებულია ჩვენს ქვეყანაში და მოითხოვს ჩვენგან, მოვალეობისამებრ ჩვენისა, მივაქციოთ მასზედა ყურადღება, და ვამხილოთ იგინი, რომელნიც ემორჩილებიან იმას და მით არცხვენენ თავსა, ადაბლებენ სახელს და პატივს ჩვენი ქვეყნისასა. რომელია ეს ვნება, ანუ ცოდვა? არის საიდუმლო შესმენა, ანუ დაბეზღება კაცისა მთავრობასთან, სიტყვითა და უმეტესად საიდუმლო, უსახელო, ანუ მოგონებული სახელის წერილით. თუ ვინმეს ჩვენში შური და მტერობა აქვს ვისმესთან და უნდა როგორმე ავნოს, ხოლო პირდაპირ, განცხადებით ვერაფერს ავნებს, თვითონაც ფარისეველია, ანუ ეშინია, მაშინ საიდუმლოდ მთავრობასთან დააბეზღებს წერილებით, რომელსა შინა სხვა და სხვა ნაირს ბრალს დასდებს მასზედა. ეს არის ერთობ სასირცხვო და საზიზღარი საქმე! იგი გამოაჩენს დაცემულსა და მდაბიოსა ხასიათსა კაცისასა. ერთობ გავრცელებულია ჩვენს ქვეყანაში ამისთანა ვნება! ნამეტნავად დაეცა ჩვენი ქვეყანა და მოაკლდა მას უმაღლესი მთავრობისადმი რწმუნება, გაკვირვებულია მთავრობა - რა ხალხია ეს ხალხიო, ერთმანეთს სვრიან, აშავებენ, სჭამენო. მართალია, სხვა ქვეყნებშიაც არის ამისთანა ცოდვა, მაგრამ არა იმ ზომად, როგორც ჩვენს ქვეყანაში. უეჭველია ისიც, რომ ერთი ანუ ორი რომ იყოს ერთ დიდ მხარეში ამისთანა ცუდი საქმის მოქმედი, მთელს ქვეყანას არ უნდა დაედვას ცუდი სახელი. მაგრამ ასეა ქვეყნის ჩვეულება და მიმართულება! ერთი კაცის მიმართულება და მოქმედება მრავალ სხვა კაცს, მის მეზობელს გაუფუჭებს სახელს; ამისთვის ვსთქვი მე, რომ ჩვენს ქვეყანას გაუფუჭდა სახელი. გარნა, ვინც შეკრულია ამ ვნებით, ვინც შურიანია და ბოროტი გული აქვს, იმას რა ენაღვლება! იგი კმაყოფილია, თუ ვისმეს დაასხა თვისი შხამი, გესლი. თუ ვინმე ამისთანა საცოდავი კაცი ისმენს ახლა ჩემს სიტყვებს, მას მე ერთს საბუთს მოვუყვან: ნუ დაჰკარგავ ტყუილად დროებას და ხარჯს! რისთვის შრომობ? რათ აწუხებ შენს თავს? არაფერი გავლენა არა აქვს შენს შესმენას და დაბეზღებას? დიდი ხანია შეიტყო უმაღლესმა მთავრობამ, რა ფასი აქვს შენს დაბეზღებას, და სრულიად ყურადღებას აღარ აძლევს მას. შენს თავს დიდს ცოდვაში და ღვთის წინაშე პასუხის გებაში აგდებ და შენს სურვილსაც ვერ აღასრულებ, ესე იგი, არავინ დაგიჯერებს. დიდ ცოდვაში შესდიხარ მეთქი, და ეს ცხადია დაბეზღება, შესმენა არის ცილის წამება, ნაყოფი მტერობისა და სიძულვილისა, ხოლო საღმრთო წერილიც შურის-ძიებას, მტერობას და ცილისწამებას დაამზგავსებს და უწოდებს კაცის კვლად. მაშასადამე ამისთანა საშინელ ცოდვას მიიღებს თავის თავზედ დამბეზღებელი, შემასმენელი, და თავის განზრახვას და მიზანს მაინც ვერ მიაღწევს. გსურსა, ძმანო, მსმენელნო, მოგიყვანო ერთი გასაკვირველი მაგალითი იმ აზრისა, რომ დამბეზღებელი თავის თავს ავნებს, ცოდვას იღებს თავის თავზედა და თავის სურვილს და განზრახვას ვერ აღსრულებს? ოცდასამი წელიწადი ვარ მე ამ სამწყსოში, და გვონებ, ნამეტანი არ იქნება, რომ ვსთქვა, ორასი მაინც, თუ არა მეტი, დაბეზღება და შესმენა მიუვიდა ჩემზე უმაღლეს მთავრობას. რა ცოდვა და უსჯულოება არ მომაწერეს იმ დაბეზღებაში! მაგალითებრ: კაცის კვლა ერთ დაბეზღებაში პირდაპირ იყო თქმული, რაჭაში, თვით საკურთხეველში მღვდელი გურგენიძე მოკლაო, რომელიც მე არც კი მახსოვდა, თუ იყო ამ გვარის მღვდელი იქა. მრუშება, მეძაობა, ქურდობა, წმინდანთა მპარაობა, ხელმწიფის ღალატობა! პირჯვრის წერა სულ არ ვიცი, უსამართლოცა ვარ, უღმერთო, ანგაარი ვარ, მოქრთამე და კიდევ სხვა მრავალი, ვინ მოიგონებს ახლა, ვის გაახსენდება! და რა გამოუვიდა ყოველთა ამ ურიცხვთა შესმენათა და დაბეზღებათაგან? სრულიად არაფერი! მთავრობას რომ მართლა დაეჯერებია ერთი მაინც ამათგანი, როგორღა დამაყენებდა მე აქ! ჭეშმარიტებას ვიტყვი, მე თვით იგინი მეცოდვებიან, რომელნიც ამდენს მაბეზღებენ, არა თუ ვემდური და ვუწყრები მათ. მე კი არ მამტყუნებენ, არამედ თავის თავს ამტყუნებენ: საკუთარის ხელით სიგელს სწერენ თვისი ცოდვისას, რომელიც მათ დღესა სასჯელისასა წარმოუდგება შესარცხვენელად მე კი არ მავნებენ, იგინი თვის თავს ავნებენ; მე კი არ მაშავებენ, თავი თვისი გააშავეს და თვისი სამშობლო. ღვთის წინაშე დიდ პასუხისგებაში ჩავარდებიან, თუ არ შეინანეს. ამაზედ უმეტეს რამეს გეტყვი, თუ გინდ არ დაიჯერო. მე კიდეც მიხარია და მადლობელი ვარ მათი, ვინც ასე მდევნის და მასმენს მთავრობასთან. ეს როგორ იქნებაო, იტყვი შენ. რა არის აქ სასიხარულოო? აი რა: ერთ კარგ წიგნში, რომელიც მე მიყვარს და თქვენცა ესრედ არის დაწერილი: "ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟამს გდევნიდენ და გყვედრიდენ, და სთქვან თქვენზედა ყოველი სიტყვა ბოროტი". აი ეს სიტყვა მანუგეშებს მე. გაამრავლონ ჩემზედ ყვედრება, ცილის-წამება, დაბეზღება, - ამით მე იგინი კეთილს მიყოფენ. სხვა რამე კეთილი და სათნო ღვთის წინაშე არაფერი მიქნია, ჩემი დიდი წოდება მე ცოდვილმა ვერ გავამართლე და ყოველთვის მეშინია, რომ არ დავისაჯო ღვთისაგან, გარნა იქნება ამით მაინც შემიწყნაროს ღმერთმა და არ დამსაჯოს, რომ ვითმენ ამას ყოველსა სულდგმულად, არ ვუჩივი მათ ღმერთთან ლოცვაში, არამედ კიდეც ვევედრები: მიუტევოს მათ, გაასწოროს მათი ცუდი ხასიათი. ვინ იცის, იქნება რითიმე შევსცოდე მათ, თუმცა არ მახსოვს ვის და რით; გარნა, მაინც არ უნდა იქმოდენ ამისთანა საქმეს. უთუოდ ღვთის განგებით არის ეს, რომ ამოდენი ყვედრება, ცილის-წამება და სიტყვა ბოროტი დამედვა მე. იქნება ამით ჰსურს ღმერთს განწმენდა ჩემი ცოდვებისა და ცხონება ჩემი ცოდვილი სულისა; და ისიც შეიძლება, რომ ჩემთა დამბეზღებელთაგანი და ცილის მწამებელთაგანი არა თუ დაჩაგრული იყოს ჩემგან, არამედ დაჯილდოებულიც: თუ იგი ერის კაცია, უთუოდ ერთი შენდობა მაინც მიუღია ჩემგან, ერთხელ მაინც ჯვარი გადავსწერე მას; ესეც კეთილის ყოფაა. გარნა უფრო საფიქრებელია, რომ, ის ჩემი მარადის დამბეზღებელი, არის ერთი ვინმე სასულიერო წოდების კაცი; იქნება ჩემგან იგი კიდეც არის დაჯილდოებული და ამაღლებული, და მაინც მემტერება მე და სცდილობს გამაშოროს - ესეც შესაძლებელია ჩვენ ქვეყანაში. მე ღმერთი უფრო შემიბრალებს და მომიტევებს ჩემს ცოდვებს, გარნა იმ საცოდავს უდიდესი ბრალი დაედება. მტერზედაც არ გვაძლევს ნებას უფალი იესო ქრისტე შურის ძიებისა და ცილის წამებისას, და თუ კეთილის მყოფელისა ვინმემ იკადრა ცილის წამება, დაბეზღება და შესმენა, სადღა დაემალება იგი განკითხვასა ღვთისასა? უკანასკნელს შემთხვევაში სწორედ ჩემ ცოდვილ თავზედაც აღსრულდა სიტყვა დავითნისა: რომელთა მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ, მასმენდეს მე, (ანუ მაბეზღებდეს), რამეთუ ვსდევდი (ვეძებდი) სიმართლესა, იყავნ ნება უფლისა! ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat