წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – სიტყვა თქმული ქუთაისის საპყრობილის ეკკლესიასა შინა 29 აგვისტოს
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – სიტყვა თქმული ქუთაისის საპყრობილის ეკკლესიასა შინა 29 აგვისტოს
რამეთუ ამან იროდი მიავლინა და შეიპყრა იოანე, შეჰბორკილა იგი და შესუა საპყრობილედ (მარკ. 6, 17).
ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! დღეს წმიდა ეკლესია მოიხსენებს იოანე წინა-მორბედის და ნათლისმცემლის თავის კვეთასა. ეს თქვენი ეკლესიაც არის ნაკურთხი იოანე ნათლისმცემლის სახელზე, და დღეს არის თქვენი ეკლესიის დღეობა. რა განზრახვით მოხდა ეს, რომ თქვენი ეკლესია იქმნა კურთხეულ იოანე ნათლისმცემლის სახელზე? იმ განზრახვით, რომ აქედგან თქვენ მიიღოთ სულიერი სწავლა, დარიგება და ნუგეში.

მართლა, წმიდა იოანე წინა-მორბედი და ნათლისმცემელიც ისე იყო შებორკილებული და შესმული საპყრობილეში, ვითარცა ხართ თქვენ ყოველნი. მართალია, რომელ იგი იყო დაპყრობილი არა ბრალისა და ბოროტ-მოქმედებისა თვისისათვის, არამედ სრულიად უბრალოდ, მტრის შესმენით. ახლაც შეუძლებელი არ არის, რომ ვინმე თქვენგანიცა უბრალოდ იყოს შესმული და დაპყრობილი აქ. და თუ მართლა ვინმე არის ესრეთი თქვენს შორის, თუ მართლა ვისმე თქვენგანს თვისი სინიდისი არ ამტყუნებს იმ ცუდს საქმეში, რომლისათვის აქ ჩასვეს იგი, იმან თავის გულში ამ სახით განიზრახოს: თუ კი დიდი წინასწარმეტყველი, ქრისტეს ნათლის-მცემელი შთააგდეს საპყრობილეში, და ღმერთმან მიუშვა ესრეთი უსჯულოება, და თუკი იგი, დიდი, წმიდა კაცი არ დრტვინავდა, არამედ ჰმადლობდა ღმერთსა და დაემორჩილა ღვთის განგებას, მე ვინ ვარ ცოდვილი და უღირსი, რომ არ მოვითმინო ეს უბედურება-თქო. ამ სახით ანუგეშოს თავის თავი მან, ვინც უბრალოდ იქმნა დაპყრობილი აქ.

მაგრამ, ახლა ათასში ერთხელ არ მოხდება, რომ ვინმე შეიპყრან და ამ სახლში ვინმე შესვან სრულიად უბრალო და არა რაშიმე დამნაშავე. ახლა იმისთანა დრო და საუკუნე არ არის, რომ ეს მოხდეს. მაშასადამე, რა უნდა ჰქმნან და როგორ უნდა მოიქცნენ ისინი, ვინც აქ არიან დაპყრობილნი თვისის ბრალისა და ბოროტებისათვის? როდესაც კაცი შთავარდება რომელსამე უბედურებაში, რა უნდა ჰქმნას მან მაშინ? რასაკვირველია, თუ სრულიად უჭკუო და უგუნური არ არის, მან ყოველი ღონე უნდა იხმაროს, რომ როგორმე გამოვიდეს ამ უბედურებისაგან. გარნა ეს შეიძლება მაშინ, როდესაც იგი შეიტყობს, რამ შთააგდო ის უბედურებაში? თუ მიზეზი არ შეიტყო თვისი უბედურებისა და არ მოსპო ის მიზეზი, ვერაოდეს ვერ განთავისუფლდება უბედურებისაგან. თქვენც ესრედ უნდა მოიქცეთ. დიდ და გამოუთქმელ უბედურებაში ხართ თქვენ ახლა, მაგრამ მარტო ის კი არ არის თქვენი უბედურება, რომ შეპყრობილი ხართ აქ. ამაზე უდიდესი უბედურება კაცისათვის ის არის, როდესაც ის შეპყრობილია ცოდვისაგან და ვნებისაგან. ცოდვამ დაგატყვევა თქვენ და შეგსვა ამ საპყრობილეში. მაშასადამე, თუ ვისმე თქვენთაგანსა ჰსურს გამოვიდეს ამ საპყრობილედგან, წინა-პირველად ეცადე გამოიყვანო თავი შენი სულიერი საპყრობილედგან, ესე იგი ცოდვისაგან. შეიტყვე, რამ შემოგიყვანა აქ, რომელმა ცოდვამ? რასაკვირველია, თვითეულსა თქვენგანსა შეუძლია, რომ გულში ჩაიხედოს და უმჯობესად შეიტყოს მიზეზი თვისისა უბედურებისა. მაგრამ ჩვენც ჩვენი მხრით, რამდენიც შეგვვიძლია, გიჩვენებთ რამდენსამე მიზეზებს.

ზოგიერთი თქვენგანი, უთუოდ, ერთხელ როდისმე იყო კაცი კეთილი და მართალი, და სცხოვრებდა ისე, როგორც სხვანი, მაგრამ ამ უბედურებაში შთავარდა მისთვის, რომ აჰყვა და გაუამხანაგდა ცუდს და გარყვნილს პირებს. წინაპირველად მათ მიაჩვიეს იგი სმას, მთვრალობას; მერმე, როდესაც მოაკლდათ საშუალება სმისა და მთვრალობისა, ასწავლეს მას ქურდობა. რაკი კაცი ნამუსს დაჰკარგავს და ქურდობას დაიწყებს, მერმე კაცის მკვლელობაშიც ადვილად შთვარდება. მაშასადამე, თუ გსურს, რომ გამოხვიდე ამ უბედურებისაგან, ცუდს ამხანაგებს განეშორე. თვალი მოგცა ღმერთმა და ჭკუა: თუ ვინმე ცუდს საქმეს გირჩევს, ნუ დაუჯერებ, თორემ დაიღუპები.

ზოგიერთი შთავარდება ამ საპყრობილეში თვისი სიხარბით და სიზარმაცით. შრომა ეზარებოდა და გამდიდრება ჰსურდა უშრომელად და მალე. ის არ იფიქრა, რომ ცუდად ნაშოვნი ცუდადვე დაეკარგებოდა. მაშასადამე, იგინი უნდა ეცადონ, რომ, თუ ღმერთი აღირსებს აქედგან გამოსვლას, შეუდგენ შრომას, მეცადინეობას, მუშაობას. სჯობია მცირედი ჰქონდეს კაცს და პატიოსანი იყოს, ვიდრეღა ერთი წამისთვის გამდიდრდეს, და მერმე საუკუნოდ დაიღუპოს. ზოგიერთი კიდევ შთავარდება აქ თვისი გულ-ფიცხელობით, შურით და ცუდი ხასითით, შურმა, ანუ სიძულვილმა, ანუ გულ-ფიცხელობამ მიიყვანა იგი კაცის მკვლელობამდის. ამისთანა კაცი უნდა ეცადოს, რომ თვისი ხასიათი გამოიცვალოს. ერთი სიტყვით, ყოველმა თქვენგანმა აქ ყოფნით უნდა ისარგებლოს, შეინანოს, გული გაირეცხოს, სინიდისი გაიწმინდოს. თუ ასე მოიქცა, ამით იგი დასდებს დასაბამსა თვისი ბედნიერებისასა, შეარცხვენს თვის სულიერს მტერს, ასიამოვნებს ღმერთსა. ღმერთი ყოველთვის მოელის ჩვენს მონანებას და მოქცევას. საღმრთო წერილში თქმულ არს, რომ ანგელოზნი ღვთისანი ჰხარობენ ცათა შინა, როდესაც ჰნახავენ კაცსა ცოდვილსა, მონანულსა და ცხონებულსა.

როდესაც, ამ სახით, გრძნობაში მოვა დაპყრობილი და მოინანებს, მაშინ მიიქცეს იგი წმიდა იოანე ნათლის-მცემლისადმი და მოითხოვოს მისგან შუამდგომლობა ღვთის წინაშე. მან გამოსცადა, რა უბედურება არის დაპყრობა საპყრობილეში და შეეწევა სხვათაცა, რომელნი მისსავე სასჯელში არიან შთავარდნილნი. ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.02.2024
ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ" იტყვის მათე სახა/რების ე, ე (მათე 5, 5).

ხედავთა, მშვიდნო, რასა გიქადაგებსთ უფალი:
29.02.2024
"მოვედ, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ სასუფეველი ღმრთისაჲ რამეთუ.. სნეული ვიყავ და მომხედეთ მე" მათე მახარებელი იტყვის კე, ლვ (მათე 25, 34-36).
29.02.2024
"ყოველივე სიტყუა დამპალი პირით თქუენით ნუ გამოვალნ, არამედ რაჲ იგი იყოს კეთილ აღსაშენებლად სახმრისა მის, რათა მისცეს მადლი მსმენელთა მათ" — წმიდა პავლე მოციქული მიუწერს ეფესელთა (ებ. ეფ. 4, 29).
29.02.2024
"ხოლო მე გეტყჳ თქუენ: რომელი განურისხნეს ძმათა თვსთა ცუდად, თანა-მდებ არს სასჯელისა" — იტყვის მახარებელი მათე ე, კბ (მათე 5, 22).
29.02.2024
"განიყვანა იესუ სულისაგან უდაბნოდ დაიმარხა - ორმეოცი დღე და ორმეოცი ღამე" — მათე იტყვის წმიდის სახარების დ, ა (მათე 4, 1-2).
29.02.2024
ვითარცა ზღვასა მყუდროსა შინა კეთილმავალსა, ნავსა ეკვეთნეს ქარნი სასტიკნი და შეაჴეთქნეს კლდესა და დაინთქეს შემუსრვილი, ეგრეთვე სული მყუდრო რა იყოს გონებასა შინა თვისსა.
29.02.2024
"ვეცხლი მათი ისრიოს უბანთა ზედა და ოქროჲ მათი შეურაცხ იქმნეს. ვეცხლი _ მათი და ოქროჲ მათი ვერ შემძლებელ იქმნეს განრინებად მათდა
29.02.2024
"სტუმართ-მოყუარე იყუენით ურთიერთარს, თჳნიერ დრტჳნვისა", — იტყვის პეტრე, თავი მოციქულთა, პირველის კათოლიკის მეოთხესა თავსა შინა (პეტრეს I კათ. 4, 9).
29.02.2024
"უცხო ვიყავ და არა შემიწყნარეთ მე" — უფალი ჩივის უმადლოჲსა ჰურიათაგან დღესა მას დიდსა სასჯელისასა, რომლისათვის დასწერს მათე მახარებელი სახარების კე თავსა შინა (მათე 25, 43).
29.02.2024
"დავგლახაკენ და დავმდაბლდი სრულიად" — დავით იტყვის ლზ ფსალმუნსა შინა (ფს. 37,6).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
უსჯულო მეფეებმა - მაქსიმიანემ და მაქსიმინემ თავიანთ სამეფოში გამოსცეს ბრძანება: თუ ქრისტიანი ნაკერპალს შეჭამდა, არ დაისჯებოდა, ხოლო, თუ ამაზე უარს იტყოდა, სამსჯავროს გადაეცემოდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma medyalarge.org/ atvcenter.org kamyonet.biz.tr tuzcuoğlu nakliyat malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com hot air balloon cappadocia

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler