წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – სიტყვა თქმული 6-ს დეკემბერს 1883 წელსა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიის ეკლესიაში, რუსულ ენაზე
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – სიტყვა თქმული 6-ს დეკემბერს 1883 წელსა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიის ეკლესიაში, რუსულ ენაზე
უმჯობეს არს მოკლებული სიბრძნითა (სწავლითა) შიშითა ღვთისა, ვიდრეღა წარმატებული სიბრძნითა (სწავლითა) და გარდამხთომელი სჯულისა (ზირაქ. 19.21).
ცოდნა, სწავლა, განათლება - აჰა უმთავრესი სურვილი და საზოგადო მეცადინეობა ახლა ყოველთა კაცთა, განსაკუთრებით მშობელთა. ჩვენი საუკუნე მომეტებულად განსხვავდება მისწრაფებითა სწავლისა და განათლებისადმი. ჩვენს დროში კაცი, მოკლებული სწავლასა, საცოდავ კაცად ითვლება, ხოლო უმეცრება - ყოველივე ბოროტების წყაროდ; მსგავსადვე ამისა, მეორეს მხრით, ყველა ხალხის წოდებაში განათლების გავრცელება ითვლება წამლად ყოველთა უბედურებათა. გარნა ზემოდ მოყვანილ სიტყვებში ისუ ზირაქი, რომელიც თავის დროში არა თუ განათლებულ კაცად ირიცხებოდა, არამედ უწოდებდენ ბრძნად, თითქმის ამდაბლებს ცოდნას, სწავლას, როდესაც ამბობს: უმჯობეს არს მოკლებული სწავლითა, გარნა ღვთის მოშიში, ესე იგი კეთილ-მოქმედი, ვინემ წარმატებული სწავლითა და სჯულის გარდამხდომი, ესე იგი უსჯულო. მაგრამ ზირაქი აქ არ იწუნებს სწავლასა, არც იმას იტყვის, რომ სწავლა, ცოდნა თავის-თავად უსარგებლო, ანუ მავნებელი იყოს: ის მხოლოდ იმ აზრს გამოსთქვამს, რომ ერთსა მარტო სწავლასა, თვინიერ კეთილ ზნეობისა, არა აქვს დიდი ფასი. ამაზედ კი არ შეიძლება არ დაეთანხმოს კაცი. ჩვენ კიდევ უმეტესად გავკადნიერდებით და დაუმატებთ, ანუ უმჯობეს არს თქმა, განვამტკიცებთ აზრსა ზირაქისასა და ვიტყვით, რომ ერთი მხოლოდ ცოდნა, ანუ განათლება, თვინიერ შესაფერი კეთილი ზნეობისა, მოუტანს საზოგადოებას და თვით სწავლის შემძენსაც უმეტესად ვნებას, ვინემ სარგებლობასა. გარნა, მაგივრად, თითოეული თქვენგანი დაუყონებლივ დამეთანხმება, რომ ყველაზე უმჯობესი და სასურველი ის არის, როდესაც კაცი მდიდარია ცოდნითა და მასთანავე, მტკიცე ქრისტიანობრივითა ზნეობითა.

მართლა, ცოდნა არის მხოლოდ გზა, საშუალება უმაღლესი მიზნისადმი მიმყვანებელი, და იმდენად უნდა დაფასდეს იგი, რამდენადაც ეხმარება კაცს ამ მიზნის მისაღწევად. რა არის მიზანი სწავლისა? სად უნდა მიიყვანოს კაცი ცოდნამ, სწავლამ? მე ვფიქრობ, რომ აქ, ამ სასწავლებელში, რომელშიაც ყრმანი ატარებენ თვის ცხოვრების უკეთესთა წელთა, გასამდიდრებლად და შესაძენად სხვადასხვა სწავლისა, უადგილო არ იქნება მივაქციოთ ყურადღება ამ კითხვებს. მაგრამ, სანამ ამას გადავსწყვეტდეთ, მივაქციოთ ყურადღება იმაზე, თუ როგორი წარმოდგენა აქვსთ სწავლის მიზანზე სხვადასხვა სასწავლებელთა მოწაფეებს. სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში, მათ არა აქვსთ სახეში განსაკუთრებით უმაღლესი მიზანი სწავლისა. ისინი ხშირად ბეჯითად სწავლობენ, ცდილობენ ყოველივე ღონისძიებით შეასრულონ კურსი სწავლისა მხოლოდ მისთვის, რათა მოიპოვონ რომელნიმე უფლებანი. მაგალითად, შევიდნენ სამსახურში, მიიღონ ჯამაგირი, ჯილდო, ერთი სიტყვით, ისარგებლონ სწავლითა მხოლოდ თავის გარეგანი, ნივთიერი მდგომარეობის ამაღლებისათვის. მართალია, არ შეიძლება ვსთქვათ, რომ ცოდვა რაიმე იყოს, როდესაც კაცი თავის განათლებით კანონიერად ისარგებლებს, რომ თავის ნივთიერი მდგომარეობა გააუმჯობესოს. კიდეც საჭიროა და კარგი, რომ თითოეული პირი სარგებლობდეს თავის ცოდნითა, სხვათა შორის, გაუმჯობესებისთვის თავის ცხოვრებისა, - და ეს მით უმეტეს საჭიროა, რომ ღარიბი კაცი ყოველთვის გაჭირვებულია და მისთვის შეუძლებელია თავისუფლად ლტოლვა და მიღწევა თვით იმ უმაღლესი ქრისტიანობრივი მიზნისადმი, რომელზეც ჩვენ ვამბობთ. მაგრამ მაინც, ყოველს შემთხვევაში, სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ, რომ ნამეტანი ნაწილი სწავლულთა დამყარებული არიან სწავლის დაბალ მიზანზე. არა ამაში მდგომარეობს უმაღლესი მიზანი სწავლისა და განათლებისა, და ფრიად სამწუხაროა და გასაკიცხავი, როდესაც განათლებული კაცი მხოლოდ ამ მიზნისადმი ილტვის. სანუგეშოდ, ყველა სასწავლებელში არიან არა მცირე რიცხვი ყრმათა, რომელნიც სწავლობენ ბეჯითად და ერთგულად მხოლოდ მისთვის, რომ თვით სწავლა ანუგეშებს მათ. მართლა, ვის სწავლულთაგანს არ გამოუცდია, თუ როგორ სასიამოვნოა სხვა და სხვა საგნების შესწავლა და შეძენა ცოდნისა სხვადასხვა საგანთა ზედა. ღმერთმა დანერგა კაცის სულში მისწრაფება ცნობისადმი, და არ შეიძლება არ გავიხაროთ იმ ბავშვებზე, რომელთაც სწავლის შეძენა გაახარებს და ყოველივე წარმატება საგნებში განაღვიძებს უმეტესსა მეცადინეობასა. ამისათვის მართლად ამბობენ, რომ სწავლა, განათლება თავის თავად კარგია და სასარგებლო, რადგან აღამაღლებს და გაამდიდრებს კაცის გონებას. მაგრამ მაინც არ შეიძლება ვთქვათ, რომ იგი თვით იყოს მიზნად თავისა თვისისა. არა! იმან უნდა მიიყვანოს კაცი მეორე და უმაღლესი მიზნისადმი, და ეს უმაღლესი მიზანი არა სხვა რაიმე არს, გარნა ზნეობითი განვითარება და გაუმჯობესობა კაცისა.

განათლება მარტო მაშინ არის კარგი და მხოლოდ იმისთანა განათლება არის კარგი, რომელიც აღამაღლებს და გააკეთილებს კაცსა ყოვლის მხრით, და არა მხოლოდ ერთსა, თუ გინდ უმაღლესსა, მისსა ბუნების მხარესა. თვითონ სწავლა არის ორპიროვანი იარაღი; შეიძლება კაცმა მოიხმაროს ის კეთილ საქმეზედაც და ბოროტზედაც, სასარგებლოდ და საზარალოდ თავისა თვისისა და სხვათა. საქმე უმაღლესია სიტყვაზე, ცხოვრება უძვირფასესია სწავლაზე. სწავლამ, განათლებამ უნდა გააუმჯობესოს ყოველნი საქმენი ჩვენნი, მთელი ჩვენი ცხოვრება. რა სასარგებლოა, როდესაც კაცის გონება სავსეა მრავალ გვარი ცოდნითა, ხოლო მისი საქმე და ცხოვრება სრულებით არ განსხვავდება უსწავლელ კაცთა საქმისა და ცხოვრებისაგან. ვინ არს ბრძენ და მეცნიერ თქვენ შორის, აჩვენედ კეთილად სვლისაგან საქმენი თვისნი (იაკ. 3, 13), იტყვის წმიდა იაკობ მოციქული.

და თქვენც, საყვარელნო მოწაფენო ამა სასწავლებლისა, როდესაც შეხვალთ ცხოვრებასა შინა, დაუმტკიცეთ ყველას თქვენი განათლება თქვენითა საქმითა და ცხოვრებითა. გქონდესთ სახეში, რომ ახლაც, ჩვენს დროში, ბევრნი არიან, რომელნიც ეჭვით უყურებენ სწავლას და განათლებას. უმეტეს ამისა, ახლა ბევრნი არიან ისეთნი პირნი, რომელნიც არა თუ ამდაბლებენ სწავლას, არამედ პირდაპირ მავნებლად სთვლიან ახლანდელსა განათლებასა. მრავალნი, და ისიც არა უგუნურნი კაცნი, პირდაპირ ამბობენ, რომ ახლანდელი განათლება აფუჭებსო ხალხს და მის ზნეობასაო. ძლიერ საწყენია ეს აზრი ჩვენთვის და მათთვის, რომელთა მრავალი წელნი სიჭაბუკისა გაგვიტარებია სწავლაში. მაგრამ უნდა გამოვტყდეთ, რომ ეხლა მრავალნი, ესრედ წოდებულნი განათლებულნი პირნი, აძლევენ მიზეზს ამის თქმისას არამოსაწონითა თვისითა ყოფაქცევითა. განმეორებით მოვიქცევი თქვენდამი, საყვარელნო მოწაფენო, ეცადეთ გაამართლოთ წინაშე ყოველთა გაუნათლებელთა პირთა სარგებლობა სწავლისა თქვენი კეთილი, პატიოსნური და ქრისტიანული ცხოვრებითა. ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat