წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – სიტყვა თქმული ქუთაისის საკათედრო ეკკლესიაში
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – სიტყვა თქმული ქუთაისის საკათედრო ეკკლესიაში
მოიხსენე დღე იგი შაბათი, და წმინდა ჰყავ იგი.
ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! როდესაც კვირა დღეს მოვდივარ საღვთო ლიტურღიის შესასრულებლად წმიდასა ამას ეკლესიასა შინა, და გაუსწორდები ეკლესიის შესავალ კარებს, მაშინ გავიხედავ მარცხნივ, საიდანაც ისმის უშვერი ყვირილი მოვაჭრეთა, ათასობით სხვა და სხვა სოფლებიდგან მოსულთა და აქაურთა მცხოვრებთაცა, რომელთა დაუვიწყნიათ ზემო მოყვანილი მეოთხე მცნება: წმინდა ჰყავ დღ იგი, და რომელნი შეაგინებენ მეშვიდესა ამას წმინდასა დღესა ღვთისასა. სამწუხარო არის ამის ხილვა! მწუხარებით შევდივარ ეკლესიაში ლიტურღიის აღსასრულებლად. აქ ჩვენ, მორწმუნენი და ღვთის მმოსავნი, ვასრულებთ და ვისმენთ წმიდასა წირვასა და ღვთის სიტყვასა, ვაქებთ, ვადიდებთ და ვმადლობთ ღმერთსა; ხოლო თითქმის აქვე, მახლობლად წმიდისა ეკკლესიისა, არის ერთი შფოთი, ყვირილი, ერთმანეთის მოტყუება, ხშირად ქურდობაცა, რომელნი წმიდასა დღესა შეჰბღალავენ და ყოველს სხვა უბრალო დღეებზედ უარესად გამოაჩენენ. კვალად ვიტყვი: სამწუხაროა ამის ხილვა! ვისაც ჩვენს შორის მცირედი სიყვარული აქვს ჩვენი სჯულისა და ერთგულება ღვთისა, იმას არ შეუძლიან არ შესწუხდეს გულითა ამისთანა ხილვისაგან. ერთი გარემოება მომეტებულად ადიდებს ამ ცოდვას და უმეტესად გაამწარებს გულსა ჩვენსა. ჩვენ ქალაქში არიან მრავალნი ურიანი და არა მცირედნი მაჰმადის სჯულისანი. გუშინ რომ შაბათი იყო, ურიების დღესასწაული, უთუოდ ვერც ერთი ქრისტიანე ვერ დაინახავდა ებრაელთა ვაჭრობაში, ანუ სხვა საქმეში. ისინი სუყველანი იყვნენ პირველად თავის სალოცავში და მერმე ოჯახებში მოსვენებულნი. დღეს რომ ჩვენი დღესასწაულია, ისინი ჰხედავენ უმრავლესთა ქრისტიანეთა, მათის დღესასწაულის და სჯულის დამავიწყებელთა და შემარცხვენელთა. გარნა ქრისტიანე კაცი უნდა არცხვენდეს თავის სჯულს წინაშე ურწმუნოთა ებრაელთა? იგივე უნდა ვსთქვათ მაჰმადიანთა ზედა, აქა მცხოვრებთა. იგინიცა თავის დღესასწაულს ინახავენ, გარნა ჩვენ დღესასწაულს დღეს ჩვენთანვე ვაჭრობენ.

შეძლებისდაგვარად ჩვენისა, ყოველთა ქუთაისის მახლობელთა სოფელთა შინა, ჩვენ ვარიგებთ და ვეხვეწებით ქრისტიანებთა, რომ არ მოდიოდენ ქუთაისს კვირა და დღესასწაულის დღეს ვაჭრობისათვის. გარნა თქვენ, ქალაქში მცხოვრებთადმი არ მითქვამს ჯერ ამაზედ დარიგება, - მაშინ, როდესაც თქვენთვის უფრო საჭიროა იგი. ვგონებ, რომელ ქუთაისში მცხოვრებნი უმეტესად დამნაშავე არიან ამ ცოდვაში, ვიდრეღა სოფლის მცხოვრებნი. ქუთათლები რომ არ გადიოდნენ კვირა დღეს და არაფერს არ ჰყიდულობდენ ბაზარში, სოფლელებიც არ მოვიდოდენ ამ დღეს აქა.

წმიდა ჰყავთ დღე იგი. კვირა დღე არის. ამ დღეს მარტო ღმერთს უნდა ემსახუროს კაცი და ღვთის საქმე უნდა აღასრულოს. ექვსის დღის განმავლობაში კაცმა, თითქმის შთანთქმულმა სოფლის სხვა-და-სხვა შფოთში, შრომაში, მეშვიდე დღეს მაინც უნდა გაიღვიძოს სულით და გულით, ღმერთი გაიხსოვნოს და მყუდროდ, ლოცვით და სიწმინდით გაატაროს დრო. მონასტერშიაც რომ სცხოვრებდე, ყოველ დღე წირვა-ლოცვას ისმენდე და წმინდად ატარებდე, მეშვიდე კვირა დღე, მაინც უფრო დიდი კრძალვით და სიწმინდით უნდა გაატარო; გარნა შენ სოფლის კაცი ხარ და ამასთანავე ქალაქში მცხოვრები, ექვსის დღის განმავლობაში იქნება ღმერთიც არ გაგახსენდა, ერთხელაც ღმერთი გულმოდგინედ ვერ ილოცე - ნუთუ კვირა დღეს ამაოებაში და ვაჭრობაში უნდა გაატარო! თუ ხშირად ასე მოიქეცი, ბოლოს გული გაგიგრილდება ღმერთზედ, სასოება დაგეკარგება და სრულიად წარგიტაცებს სოფელი და ცოდვა.

ყოველ კეთილ-გონიერს ქრისტიანე კაცს, რომელიც მძიმედ და გონიერებით უყურებს თავის საღმრთო ქრისტიანულ მოვალეობას, ერთი ზრუნვა უნდა ჰქონდეს ყოველთვის გულში, და ერთს საქმეს უნდა სცდილობდეს, იმას, რომელ სჯულის აღსრულება ჩვეულებად გარდაექცეს. ისე მტკიცედ მიჩვეული უნდა იყო, ძმაო, ქრისტიანე, კვირადღეს წირვა-ლოცვის მოსმენას, რომელ თვით შენი გული და სინიდისი ძალას უნდა გატანდეს და არ მოგასვენებდეს, ვინემ არ წახვალ ეკლესიაში. თუ ღვთის მცნება დაბეჭდილი არა აქვს კაცს გულში, და მისი აღსრულება არ გარდაქცეულა ბუნების მოთხოვნილებად, მაშ სჯული ღვთისა არა აქვს მას მითვისებული. მოკლედ, არა შეგვიძლიან აღვწეროთ რაოდენი სულიერი სიკეთე შეეძინება კაცს, თუ ერთი მაინც ეს მცნება მტკიცე ჩვეულებად დაემკვიდრა მის ბუნებაში. საკმაოა თქმად, რომ ის აღარ დაიძინებს ცოდვაში. ის არ იქნება დაკარგული სჯულისათვის და ღვთისათვის. მცირე საქმე არ არის ეს, რომ კვირაში ერთს მაინც სრულიად წმინდად და უცოდველად ატარებდეს კაცი. ეს ერთი დღე, ბოლოს, გასწმენდს და გაანათლებს სხვათა მისთა დღეთა.

ნუ დაივიწყებ, ძმაო, მცნებასა ამას: წმინდა ჰყავ დღე იგი. და შეუდექი ამის აღსრულებას. აღსდგები რა დილით კვირას, სახლში ილოცე, რამდენიც იცი, და მერმე წადი და ცისკარიც მოისმინე. ვინც საღამოს დროზე დაიძინებს და დილით ადრე ადგება, ის უფრო სიმრთელით და მხიარულებით გაატარებს თვისსა დღესა. თუ კითხვა იცი, ეცადე საღმრთო წერილი იქონიო ხელში, ან სხვა რამე წმიდა წიგნი და ისინი იკითხე. ესრე გამზადებული სულით და გულით, წახვალ წირვაზე და უფრო ნაყოფიერად მოისმენ წირვასა. ნაწირვებს, სადილის მიმღებმა, ეცადე რაიმე მცირე მაინც კეთილი საქმე აღასრულო. იქნება ვინმე იცი ღარიბი და საწყალი კაცი, მიეც იმას რაიმე შემწეობა საიდუმლოდ, რომ მარჯვენამან შენმან არ შეიტყოს. იქნება ვინმე შენი მეზობელთაგანი არის სნეული და მწუხარე, მიდი და ნუგეში ეცი, იქნება ვინმე გყავს ნაცნობი, რომელსა უყვარს ლაპარაკი საღმრთოსა საგანსა ზედა, მიდი მასთან და ილაპარაკე და გაატარე დროება. ყბედ, მეჭორე და ცილის მოსაქმე და მოლაპარაკე კაცთან არ მიხვიდე იმ დღეს. ბოლოს, საღამოს, მოისმინე მწუხრი და ასე, მოსვენებული ხორციელად, განახლებული სულიერად, შეუდეგი მეორე დღეს ექვსი დღის საქმესა და შრომასა. იცოდე, რომ კვირადღეს, მცირე ცოდვაც რომ ჰქმნა, ათ წილ უფრო დამნაშავე იქნები, ამისთვის, რომ ის არის ღვთის დღე.

არ დაემსგავსო, ძმაო, ცოფთა მათ და ცოცხალ-მკვდართა, რომელნი კვირა დღეს უფრო ცუდად ატარებენ, ვიდრე სხვა დღეებსა, რომელნი სწორედ ამ დღეს მოიცლიან ყოვლის ცოდვისა, სიმთვრალისა და ლხინისათვის, არამედ შენ ეცადე და წმინდა ჰყავ დღე იგი. ამინ.

სურათის წყარო»»
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat