წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – მოძღვრება თქმული ქუთაისის საკათედრო ეკლესიასა შინა, ქურდობისათვის
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) –  მოძღვრება თქმული ქუთაისის საკათედრო ეკლესიასა შინა, ქურდობისათვის
განმარტება სამოციქულოისა (ეფეს. 4, 28)
ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! ერთს წარსულს კვირიაკეს ვიწყეთ ჩვენ განმარტება ერთისა ფრიად საჭიროისა და სასარგებლოისა სამოციქულოისა, რომელი იპყრობს თვის შორის სწავლასა და დარიგებასა, ყოველ დღეს და ყოველ წამს სახმარსა ჩვენთვის. გავაგრძელოთ ახლა ჩვენი განმარტება დანარჩენთა მუხლთა.

ჩვენ გავჩერდით მაშინ ოცდა მერვესა მუხლსა ზედა, რომელი არის შემდგომი: მპარავი იგი ნუღარა იპარავნ, არამედ უფროსღა ჰშურებოდენ და იქმოდნენ კეთილსა თვისთა ხელითა, რათა აქვნდეს მიცემად, ვის - იგი უხმდეს ( ეფეს. 4,28).

იქმნება ვინმემ თქვენგანმა იფიქროს, ძმანო ჩემნო, რომ ამ მუხლის განმარტება არ არის საჭირო, არც შესაფერი, რადგანაც აქ მოციქული იტყვის მპარაობასა, ანუ ქურდობასა ზედა, რომელიც არის ერთი სასირცხო და სათაკილო ცოდვა, და, მაშასადამე, ლაპარაკიც მას ზედა იქმნება სათაკილო და შემარცხვენელი. ეგ მერთალია, ძმანო ჩემნო! პირ-და-პირ მპარაობასა ზედა არც საჭირო არის აქ ლაპარაკი და უადგილოც იქნება, ვინაიდგან დარწმუნებული ვარ - არც ერთსა ჩემსა მსმენელთაგანსა, აქა მდგომარეთა, ეს ლაპარაკი არ შეეხება. გარნა სიტყვა და მცნება ღვთისა ჩვენ არ უნდა გვესმოდეს მოკლედ, ვიწროდ; ყოველსა ღვთის სიტყვასა და მცნებასა აქვს ფარტო მაღალი, ღრმა და ვრცელი აზრი და მნიშვნელობა. ფართო არს მცნება შენი ფრიად უფალო! იტყვის მეფე და წინასწარმეტყველი დავით. ამისთვის ნუ გაგიკვირდება, ძმაო ჩემო, თუმცა არცა ერთი ჩვენ, აქა მდგომარეთაგანი, არ არის, და ღმერთმან ნუ ჰქმნას, რომ იყოს, პირ-და-პირ ქვემდებარე ცოდვისა ამის, გარნა, როდესაც კარგად, ფართოდ ავხსნით რაი არს მპარობა, მაშინ ვაი თუ ერთიცა ჩვენგანი რომელიმე სახითა არ დარჩეს უბრალო ამ ცოდვაში. რაი არს მპარაობა, ანუ ქურდობა? მპარაობა, ანუ ქურდობა მარტო ის ნუ გგონიათ, ძმაო ჩემო, როდესაც კაცი, ანუ მალვით, ანუ ძალადობით, პირ-და-პირ წაართმევს მოყვასსა თვისსა რომელსამე ნივთსა. მპარაობა არის ყოველი ისეთი მოქმედება, როდესაც შენ სიტყვით, ან საქმით რომელიმე ზარალი, ანუ დაბრკოლება მიეცი მოყვასსა შენსა, ანუ თუმცა პირ-და-პირ ზარალი არ მიგიცია, მაგრამ არც გიჩვენებია სიყვარული და შემწეობა. მოგიყვანოთ რომელიმე კერძოობითი მაგალითნი ამის ასახსნელად.

ვგონებ, რომ მპარავი იქნება ის კაციც, რომელმან არ აღასრულა სიტყვა და პირობა, რომლითა იგი შეიკრა წინაშე მოყვასისა თვისისა, და მით ზარალი მისცა მას. გარნა რავდენ გზის, რაოდენ ნაირად მოუხდეს თითქმის ყოველ კაცს ესრეთი შემთხვევა. უეჭველია, რომ პირობის დარღვევითა უდიდესი და უმთავრესი ზარალი ემართება კაცსა, საზოგადოდ, რომ ვსთქვათ, ვიდრე პირ-და-პირ ქურდობითა: პირ-და-პირ ქურდობისგან კაცი თავს დაიფარავს როგორმე, პირობის დამრღვეველისაგან და ცრუ კაცისაგან - ვერაოდეს ვერა. მაშასადამე, პირობის დარღვევა არა უმცირესი ცოდვა არის, ვიდრეღა მპარაობა. მაშასადამე, თუ გსურს, ძმაო ჩემო, არ იყო მოზიარე მპარაობისა, ეცადე, რომ ანუ არ მიიღო ის პირობა, რომელიც შენ არ შეგიძლია აღასრულო, და რომელიც პირობა მიიღო შენს თავზე, ეცადე, რომ კიდეც აღასრულო.

უეჭველია, რომ მპარავის მსგავსი შეიქმნება ის ხელმწიფის მოსამსახურე, ანუ ჩინოვნიკი, რომელიც დაუდევნელად, და არა ერთგულად აღასრულებს თანამდებობასა თვისსა; ჯამაგირი და ჯილდო, რომელსაც იგი იღებს ხელმწიფისაგან, მოპარული აქვს ესრეთსა ჩინოვნიკსა; ვაჭარი, რომელი იღებს უზომო ფასს თავის საქონელში, ანუ, ნაცვლად კარგის საქონელისა, აძლევს ცუდს საქონელს, და ფასს სრულს იღებს, ვგონებ, პირ-და-პირ უნდა შეირაცხოს მპარავთა შორის. მპარავი არის შინაური მოსამსახურეც, რომელიც მიიღებს სასყიდელსა და არა ერთგულად ემსახურება უფალსა თვისსა. ერთი სიტყვით, როგორათაც უწინ ვსთქვით, ათასნაირად და ათას შემთხვევასი იქნება კაცი მოზიარე ამის ცოდვისა. ისიც უნდა დაუმატოთ, რომ, ვინ იცის, იქნება წინაშე თვალთა მართლ-მსაჯულისა ღვთისა პირ-და-პირი ქურდი არ არის იმ ზომად ცოდვილი, ვითარცა ესრეთნი - ფარულად და მზაკვრობით აღმასრულებელნი მპარაობისა. განიზრახე, ძმაო და მიიღე ყურადღებაში, რომელ პირ-და-პირთა ქურდთა რა სახელი აქვსთ რა სახით მოძაგებული არიან, რა შიში აქვსთ და სირცხვილში არიან, ეს ყოველი ვგონებ, კიდეც ეკმარება მათ სასჯელს. ხოლო ფარულნი ქურდნი უარეს ზარალს მისცემენ მოყვასთა, რადგან არავის არ მიაჩნია იგინი ქურდად, კიდეც ხშირად არიან პატივცემულნი და ამპარტავანნი ამ ქვეყანაზე მოყვასთა შორის. გარნა, ძმაო ჩემო, ღმერთი ისე არ უყურებს ჩვენს მოქმედებას, ვითარცა კაცის მოკლე ჭკუა, ამისთვის გეშინოდეს და ეცადე, რომ ყოველი მოქმედება შენი იყოს პატიოსანი, უზაკველი და უვნებელი მოყვასთა შენთათვის.

ბოლოს ერთი კიდევ დაუმატოთ. ვნება და ზარალი, რომელსა ერთი მეორეს მისცემენ კაცნი, იქნება ხორციელი და სულიერიც; უკანასკნელი უფრო დიდი და საძაგელი ცოდვა არის, ვიდრე პირველი. თუ შენ, ძმაო, სიტყვით ანუ მაგალითით აცთუნე ვინმე მოყვასთაგანი, ესე იგი ცოდვა ასწავლე, ცუდ საქმეში შეიყვანე, გარყვნილებას მაიჩვიე, ეს ასწილ უმწარესი ცოდვა არის, ვიდრე ნივთიერი ზარალი, რომელსაც ქურდი მისცემს კაცს; ამისთანა მოქმედება საუკუნოდ წასწყმედს კაცის სულს, საუკუნოდ ზარალში ჩააგდებს. ამისთვისაც საღმრთო წერილი იტყვის: უმჯობესი არის კაცმა მოიკიდოს კისერზე ლომი და ჩააგდოს ზღვაში თავი თვისი, ვიდრეღა აცდუნოს ერთი ამათ მცირეთთაგანი.

ესრეთ ვრცლად, ფართოდ უნდა გვესმოდეს ჩვენ, ძმაო ჩემნო, მცნებანი ღვთისანი. ვისაც ბრუნდე სინიდისი აქვს, დაბნელებული ჭკუა, არ ესმის ძალი ღვთის სიტყვისა, იგი ხშირად იტყვის: მადლობა ღმერთს, მე ხომ ქურდი არ ვარო! მე ხომ კაცის მკვლელი არა ვარო! - მაშინ, როდესაც მრავალ-გზის შეიქმნება მოზიარე ორთავე ამათ ცოდვათა. არა ესრეთ იქცევა გონიერი ქრისტიანე! იგი არის ფრთხილი და ცდილობს, რომ არცა პირდაპირ, არცა რომლითამე მიფარულითა სახითა არ დაარღვიოს მცნება ღვთისა, არამედ ყოვლის კერძოდ იყოს ღვთის წინაშე უბრალო.

მოციქული პავლე, ვითარცა კეთილსა წამალსა, მპარაობისა ანუ ქურდობისგან მკურნებელსა, უჩვენებს შრომასა: მპარავი იგი ნუღარა იპარავნ, არამედ უფროსღა ჰშვრებოდენ და იქმოდენ კეთილსა თვისითა ხელითა, რათა აქვდეს მიცემად, ვის იგი უხმდეს. მართლა დაუცხრომელი შრომა არის უმჯობესი საშვალება მისი, რომ კაცს მოეძაგოს ყოველ-ნაირი მპარაობა, პირველად მისთვის, რომ მშრომელსა კაცსა არა აქვს თავისსუფალი დრო, რომ აღასრულოს ცოდვა მპარაობისა, მეორედ მისთვის, რომ მშრომელსა კაცსა ის უხარის და იამება, რასაც შეიძენს შრომითა თვისითა; გარნა უმჯობესი ყოვლისა ის არის, რომ შრომა მიაჩვევს მოყვარესა მისსა რიგსა, წესიერებასა, კრძალვასა, ბეჯითობასა. შრომის მოყვარე კაცს ჭკუა და გონება აქვს შეკრებილი თავის შრომაზე, მას, ვითარცა მაგარსა ციხესა, ყოვლის მხრით შეზღუდულსა და დაიარაღებულსა, განსაცდელი ვერ სძლევს, მაცდური ვერ წარიტაცებს, რომელიც და მოგვცეს ჩვენ ყოველთა ქრისტე ღმერთმან. ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat