წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – სიტყვა თქმული 14-ს იანვარს საქალებო გიმნაზიაში (რუსულად)
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – სიტყვა თქმული 14-ს იანვარს საქალებო გიმნაზიაში (რუსულად)
ხოლო ბრძენთა მათ მიიღეს მათთანა ზეთი ჭურჭელთა მათთა ლამპართა მათთა თანა (მათ. 25, 4)
კეთილშობილნო მოწაფენო! თქვენ უეჭველად არა ერთგზის გექნებათ გაგონილი წმიდა ნინა საქართველოის განმანათლებელის დღესასწაულზე, - რომელიც თქვენის ეკლესიის დღესასწაულიც არის, - სახარებისაგან მაცხოვრის იგავი ათთა ქალწულთა ზედა. ეს იგავი იპყრობს თვის შორის დიდთა ჭეშმარიტებათა და დარიგებათა, რომელნიცა საჭირონი არიან ყოველივე ასაკისა წოდებისა და სქესისათვის. მაგრამ მან განსაკუთრებით თქვენი ყურადღება უნდა მიიზიდოს, რადგან იმ იგავში მაცხოვარი იტყვის ათთა ქალწულთა ზედა და უჩვენებს მათში, ხუთთა კეთილგონიერებასა, წინდახედულობას, ხოლო ხუთთა სხვათა - უსაფუძვლო ჭკუასა და წინდაუხედველობასა, და მით შეგვაგონებს მივბაძოთ სიბრძნესა ხუთთა გონიერთა ქალწულთა, ხოლო განვეშორნეთ ხუთთა უკანასკნელთა უჭკუობასა და წინდაუხედველობასა.

სიბრძნე, კეთილ-გონიერება, წინ-მხედველობა - აჰა, უსაჭიროესნი თვისებანი, რომლითაც უნდა იყვნენ აღჭურვილნი ყოველნი, რომელთა ჰსურთ გაატარონ მყუდრო და კმაყოფილი ცხოვრება; მეორეს მხრით: უჭკუობა, მოუფიქრებლობა, წინდაუხედველობა - აჰა თვისებანი, რომელნიცა ყველაზე უფრო ჰღუპვენ კაცის ცხოვრებას ქვეყანაზე, და ამიტომ ამ თვისებათა კაცი ყოველივ ღონისძიებით უნდა ერიდოს. დედათ სქესი, ჩემის აზრით, უმეტესად ისჯება ამა ნაკლულევანებათაგან. დარწმუნებით შეიძლება სთქვას კაცმა, რომ უმეტესი ნაწილი იმა უბედურებათა, რომელნიცა შეემთხვევიან ცხოვრებაში ქალთა, წარმოსდგებიან მათი მოუფიქრებლობით და უსაფუძვლო ჭკუით. მაშასადამე, ქვეყნიური ჩვენი ცხოვრებისთვისაც და მოქმედებისათვის კეთილ-გონიერება, წინ გამსჭვრეტელობა შეადგენენ წიგნს მყუდრო ცხოვრებისას; ხოლო ამის წინააღმდეგნი თვისებანი გვიქადიან ჯავრს და უბედურებას. გარნა ყოველი, რაიცა აქამომდე ვსთქვით, უმეტესად ეკუთვნის და ითქმის ჩვენს სულიერს, ქრისტიანულს ცხოვრებაზე.

რაში მდგომარეობენ ეს ორნი, ერთმანეთის წინააღმდეგნი თვისებანი? ამას გვიჩვენებს მაგალითი ათთა ქალწულთა, იგავსა ამას შინა. იგინი, აღმოსავლეთის ჩვეულებისამებრ, საღამოს გამოვიდნენ ლამპრებით მიგებებად სიძისა, რომელიც უნდა მოსულიყო თავის საცოლესთან საქორწილოდ. სიძეს, ჩვეულებისამებრ, შეიძლებოდა დაჰგვიანებიყო, და ამიტომ ხუთმა იმა ქალწულთაგანმა მოიმზადეს ლამპრები და ზეთი, და ამით გამოიჩინეს თვისი გამჭრიახობა და კეთილ-გონიერება; დანარჩენმა ხუთმა ქალწულმა, უსაფუძლო ჭკუისა გამო მათისა, დაივიწყეს ლამპრებთან ზეთის წამოღებაც. პირველნი შეეგებნენ სასიძოს ანთებული ლამპრებით, გაჰყვნენ მას და იქმნენ მიწვეულნი ქორწილში. მოუფიქრებელთა ხუთთა ქალწულთა გამოელიათ ზეთი და გაუქრათ ლამპრები, და ამიტომ ვერ მიასწრეს ვერც შეგებება და ვერც გაყოლა სიძისა, ამიტომაც მოაკლდნენ ქორწილში დაპატიჟებას. უეჭველია უმეტესმა თქვენგანმა უკვე იცის, რომ სიძე, რომელზედაც არის ლაპარაკი იგავში, არის თვით უფალი იესო ქრისტე, ჩვენი მაცხოვარი, ჭეშმარიტი, საყვარელი სიძე ჩვენისა სულისა; ხოლო ათი ქალწული გვიხატავენ სულსა ყოველთა ქრისტიანეთასა, ლამპარი და ზეთი გამოჰხატავენ სარწმუნოებასა და მათსა წმიდა ცხოვრებას, რომელნიცა არიან ორნი უმთავრესნი სათნოებანი ჭეშმარიტთა ქრისტიანეთა.

ჩვენ ყოველნი ოდესმე უნდა შევეგებნეთ ჩვენს ზეციერს სიძესა, მეორესა მისსა მოსვლასა. ბედნიერნი იქნებიან ისინი, რომლებიც, მსგავსად ხუთთა ბრძენთა ქალწულთა, სცდილობენ დაიცვენ თავის სულში ანთებული ლამპარი სარწმუნოებისა, წმიდითა ცხოვრებითა და კეთილთა საქმეებითა. იგინი შეეგებებიან თავიანთ ზეციურ სიძეს და იქმნებიან მიღებულნი მის ზეციურ სასუფეველში. წინააღმდეგ ამისა, უბედურნი იქმნებიან ისინი, რომელნიცა, მსგავსად ხუთთა სულელთა ქალწულთა, რომელთაც კი ჰქონდათ სარწმუნოება, მაგრამ სარწმუნოება მათი მჩატე ჭკუის და დაფანტული ცხოვრების გამო არ იყო შემკული კეთილთა საქმეთაგან, და ამიტომ მათი სარწმუნოებაც განქრა მათი გულისაგან.

მაღალი სახე ბრძენისა ქალწულისა თქვენ ყოველთვის გაქვს თვალწინ, თქვენი ეკლესიის ანგელოზი - წმიდა ნინა. წარჩინებულმან დამაარსებელმან ამა თქვენის სასწავლებელისა, განსვენებულმა ელისაბედ ვორონცოვის მეუღლემ, რომელიც თვითონაც, უნდა ვსთქვათ აქა, ღირსია ბრძენთა ქალწულთა შორის შერაცხვისა, ვინაიდგან იგი თვისსა ურიცხვსა სიმდიდრესა უხვად აბნევდა კეთილთა საქმეთათვის, არა უსაფუძვლოდ დაარქვა ამ თქვენს სასწავლებელს წმიდა ნინას სახელი. მას ჰსურდა და კიდეც ფიქრობდა, რომ წმიდა ნინას ცხოვრება იქმნებოდა თქვენთვის დიდი მაგალითი და ჭკუის მასწავლებელი. წმიდა ნინა სულით და გულით მიენდო თავის სულიერს სიძეს - მაცხოვარს და მის დედას. იგი ცხოველი სარწმუნოებით შეუდგა ღვთის სამსახურს და აღასრულა დიდი ღვაწლი. მარტო მით კი არ არის იგი შესანიშნავი და ღირსი თაყვანის-ცემის, რომ მთელი ჩვენი ერი გააქრისტიანა, არამედ უმეტესად მით, რომ მისი უმანკო ცხოვრება და მისი ხასიათი, ქალწულებრივი, ქრისტიანული, დარჩა თესლად, რომელსაც მოჰქონდა კეთილი ნაყოფი მრავალ საუკუნეების განმავლობაში ქართველი ქალების ცხოვრებასა შინა. მის კვალზე და მის მსგავსად იქცევიან თავის წმიდა ცხოვრებით სახელ-განთქმული ქალნი: შუშანიკი, ქეთევანი, რიფსიმე და სხვანი მრავალნი. გარნა საზოგადოდაც სიმართლით უნდა ვსთქვათ, რომ უმეტესი ნაწილი ქართველი ქალებისა, ყოველთა წოდებათა, აღასრულებდნენ ყოველთა ქრისტიანულ მოვალეობათა, იყვნენ ჭეშმარიტნი დედანი სახლობათა, უმეტესად უყვარდათ თავიანთი შვილები და ქმარნი, ხშირად გასაჭირ საზოგადო საქმეებში იყვნენ მხნენი და კეთილნი თანაშემწენი თავიანთ ქმართა, არა ერთხელ იარაღით ხელში შეჰხდომიან, ქმართა თანა, მტერთა და დაუფარავთ სამშობლო. მაგრამ, ჩემი აზრით, უფრო მოსაწონი იყო მათი უბრალო, ზომიერი, ფხიზელი და შრომის-მოყვარული ცხოვრება; ყველა ახლანდელი ქალებისათვის ამისთანა წინანდელი ქალების ხასიათი შეადგენს უძვირფასეს მაგალითს მისაბაძავად. ყველამ იცის, რომ ამ ჩვენი საუკუნის დასაწყისამდის და ახლანდელ განათლებამდის, ქართველნი ქალნი თავის ხელის ნაწარმოებით იცვამდნენ თავის ტანს, და აგრეთვე აცვამდნენ მთელ თავის სახლობასაც. ეს მეტად საქები რამ იყო, რადგან ამით დიდს შემწეობას აძლევდნენ თავიანთ ქმართა, რომელნიც მუდამ ჩხუბში იყვნენ და იცავდნენ თავის ქვეყანასა და სარწმუნოებასა. მართლა, რომ ძველმა ქართველმა ქალებმა არ იცოდნენ ჩაცმა ახალ მოდაზე და არც ფრანცუზულ ენაზე ლაპარაკი, მაგრამ ჰზრდიდენ ტანმრთელს შვილებს, რომლებსაც აჩვევდნენ ყოველივე გაჭირვების ატანას და სარწმუნოების დაცვისათვის თავის გამომეტებას.

ეს იყო აგერ ახლა! რაღა იქმნება ამის შემდეგ, რითი გამოიჩენენ თავს აქაური ქალები. აღზრდილნი ევროპულად? ეს მხოლოდ ღმერთმა უწყის! ბევრი გარემოებანი ეხლანდელი საზოგადოებრივი ცხოვრებისა ვერ გვიქადიან ჩვენ კარგს მომავალს. მხოლოდ ჩვენი მოვალეობა არის გაგაფრთხილოთ თქვენ კეთილ-შობილნო მოწაფენო! ამ სასწავლებელში მიიღებთ თქვენ განათლებას: აქ ჰნერგვენ თქვენს სულში მეცნიერები ლამპარს; ეს კარგი საქმეა, მაგრამ ერთი მხოლოდ განათლება ვერ გიხსნით თქვენ ზნეობითი დაცემისაგან, არამედ იგი გახდება თქვენ დამღუპველად, თუ ამასთანავე თქვენი ცხოვრების გზა არ იქნება მუდამ განათლებული სარწმუნოების ლამპარით, ანთებულით წმიდა ზეთით, ესე იგი წმიდა ცხოვრებით და კეთილი საქმეებით. ცუდი დროა ახლა! ხალხის ტვინში იბადებიან მრავალნი დამღუპველნი აზრნი და მისწრაფებანი, რომელნიც აქრობენ კაცში სარწმუნოებას. იღუპებიან ბევრნი განათლებულნი ქალწულნი თავის სუსტი ჭკუის და დაუდეგარი ხასიათის გამო. როცა, ღვთის შემწეობით, დაიწყებთ თქვენ თავისუფალ ცხოვრებას, მტკიცედ დაიხსომეთ თქვენ ღვთის სჯული, რომელიც თქვენ აქ ისწავლეთ, ერიდეთ, როგორც ჭირს, ყოველივე კაცს, რომელიც გაშორებს თქვენ ღმერთს და აქრობს თქვენში თქვენი საჭიროების ლამპარს. წინააღმდეგ ამისა, თქვენ თვითონ გაბედვით და მხნედ იმეცადინეთ დარიგება ყველა თქვენის მაცდუნებელისა. ცხოვრება კაცისა არის ბრძოლა კეთილსა და ბოროტსა შორის; ყოველივე წინააღმდეგობა კეთილისა და მიდრეკილება ბოროტისადმი, თუ კაცს არ რცხვენიან და არ ინანებს თავის შეცოდებას, არის დასაწყისი დაცემისა და დაღუპვისა. ბოროტებას, ცოდვას და ცუდთა გულის თქმათა არ შეუძლიათ კაცი ბედნიერი გაჰხადონ, არამედ იგინი ჰღუპვენ ყოველ კაცსა.

შეგეწიოსთ თქვენ ზეციური სიძე - მაცხოვარი, რომ თქვენ ყოველთვის იყოთ მომხრე კეთილისა და სიწმიდისა, რომ თქვენ, მზგავსად ხუთთა ბრძენთა ქალწულთა, სარწმუნოების და სათნოების ლამპრებით მზად იყვნენ მიგეგებად მისა. ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

05.03.2024
"ვინმცა მცნა მე ფრთენი, ვითარცა ტრედისანი, და აღვფრინდე და განვისუენო. ესე რა განვეშორო სივლტოლითა და განვისუენო უდაბნოსა შინა" დავით იტყვის ნდ ფსალმუნსა შინა (ფსალმუნი 54, 6-7).

04.03.2024
"ჴმა ღაღადებისა უდაბნოსა ზედა" ესაია იტყვის წინასწარმეტყველი (ესაია, 40, 3).

რა არს ჴმა ესე?
04.03.2024
ჰოი ღვინის სმა ბოროტი და მემთრვალობა აღსავსე სიბილწითა, რომლისა მიერ დაეცნენ მრავალნი წმიდანი კაცნი და ამის მიერ/ შთაცვიეს საბრჴესა ძნიად განსარინებელსა!

04.03.2024
"მთა ესე რომელ სთნდა ღმერთსა დამკჳდრებად მას ზედა და, რამეთუ უფალმანცა დაიმკჳდროს იგი სრულიად, ეტლნი ღმრთისანი ბევრ წილ არიან
04.03.2024
"იხარის უფალი ქმნულსა ზედა თჳსა" — დავით იტყვის რგ ფსალმუნსა შინა (ფს. 103, 31).

რა არს სიყვარული ესე, ქრისტეანებო, რომე ღმერთი იხარებს ჩვენ ზედა, ქმნილთა მისთა ზედა?
04.03.2024
"დადგა დედოფალი მარჯუენით შენსა სამოსლითა ოქრო-ქსოვილი/თა შემკული და შემოსილი პირად-პირადად" - დავით იტყვის მდ ფსალმუნსა შინა (ფს. 44, 9).

04.03.2024
"მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, ნეტარ არიან, რომელნი დამკვიდრებულ არიან სახლსა შენსა"— დავით იტყვის პგ ფსალმუნსა შინა (ფს. 83, 3-4).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ვიდრე ივერიის ღვთისმშობლის ხატზე ვიტყვით რამეს, ჯერ ათონის წმინდა მთაზე ვისაუბროთ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler