სულხან საბა ორბელიანი - 40. აგვისტოს ე. სწავლა მიცვალებისათვის ყოვლად წმიდისა ღმრთის-მშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისი
სულხან საბა ორბელიანი - 40. აგვისტოს ე. სწავლა მიცვალებისათვის ყოვლად წმიდისა ღმრთის-მშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისი
"მთა ესე რომელ სთნდა ღმერთსა დამკჳდრებად მას ზედა და, რამეთუ უფალმანცა დაიმკჳდროს იგი სრულიად, ეტლნი ღმრთისანი ბევრ წილ არიან და ათასეულნი წარუმართებენ მას" იტყვის დავით წინასწარმეტყველი და მეფე ჲზ ფსალმუნსა/ შინა (ფს. 67, 16 — 17). ხოლო ამას თარგმნის დიდი ათანასე წმიდა მღდელთმოძღვარი ალექსანდრიელი ესრეთ: "რამეთუ მთა, რომელი სთნდა დამკვიდრებად ღმრთისა, მარიამ არს, წმიდა ღმრთისმშობელი, რომელი დაიმკვიდრა უფალმან სრულიად და ეტლ ღმრთისად იტყვის წმიდათა მოციქულთა, რომელნი შემოკრბენ მიცვალებასა მისსა", რომლისათვის იტყვის მგალობელი ძლისპირთა მეორისა გვერდისათა: "ამჴედრდი ეტლთა მოციქულთა შენთასა".

და ათასეულნი წარუმართებენ მას, მაშინ მოვიდენ სიმრავლე ბევრეულთა და ათასეულთა ანგელოზთა ზეცისა ძალნი, ოდეს აღიყვანებდენ მარიამს სასუფეველად და წარუმართებდენ მას, რამეთუ მიცვალებასა წმიდისა ღმრთისმშობელისასა მოვიდა თვით უფალი ჩვენი სიმრავლითა ანგელოზთაჲთა და წამის ყოფამან მისმან შემო/კრიბნა მოციქულნი კიდითგან ქვეყნისათა. და რომელნიმე მკვდრეთით აღდგენ და მოვიდენ მიცვალებასა წმიდისა მარიამისსა და იხარებდენ სულითა. არა თუ ტიროდენ მიცვალებასა მისსა ზედა, არცა იგლოვდენ, არცა მწუხარე იყვნეს, არამედ იხარებდენ სულითა და გონებითა, რამეთუ დედა უფლისა ქვეყნით ცად მიიცვალა. იხარებდეს, ვინაჲთგან კაცება ღმრთისა თანა მოზიარე იქმნა და ასული კაცთა ქვეყნიერი ზეცას დედად ღმრთისად დაეწესა. მხიარულ იყვნენ მაშინ ყოველნი, რამეთუ განგდებულის ადამის შობილი ძისა ღმრთისად მშობელად გამოჩინებული დაჯდა ძისა თვისისა თანა, რათა განწმიდოს ცთომილება კაცთა ნათესავისა და მარადის მეოხ იყოს ტომთა ადამისთა და ნათესავად წოდებულ თვისთათვის. ამისთვის მხიარულ იყვნეს, ვინაჲთგან მარიამის აღსლვამან განაფართა და ადვილ სავალ ყო გზა იწრო და საჭირო სასუფეველად მიმყვანებელი. იხარებდეს ამისთვის, რამეთუ მარიამის აღმაღლებამან დაჴსნა მტერობა ანგელოზთა და კაცთა, და დაიზავნეს და მეგობარ იქმნეს.

მარიამ, დაი მოსესი, წინა უძღოდა ისრაელთა და განასხნა ზღვასა მეწამულსა და აღიყვანნა მთასა სინასა, სადა ეტყოდა ღმერთი მოსეს; ხოლო მარიამ, დედამან ქრისტესმან, დღეს გამოგიყვანათ ღელვათაგან ამის სოფლისა ზღვისათა და მიგიძღვისთ აღყვანებად მთასა წმიდასა, სადა არს მთავრობა ღმრთაებისა ძისა მისისა.

გესმისთა, ვინა მიგიძღვისთ ზეცასა?

უწყითა, ვინა განგიხვამსთ კართა სასუფევლისათა?

იცითა, ვინა დაჯდების მე/ოხებად თქვენდა ძისა თვისისა თანა?
-მარიამ, ნათესავი თქვენი და წმიდა მშობელი იე/სუსი.

საყვარელნო, დღეს თქვენდაცა ჯერ-არს შემოკრბეთ წმიდა[სა] ამას დღესასწაულსა, დღეს თქვენცა თანა-გაცთ, რათა იხარებდეთ სულითა, ვინაჲთგან წმიდა მარიამ მარადის მეოხ არს თქვენთვის ძისა თვისისა თანა და ეტყვის დაუცხრომელად:

- "ძეო ჩემო და ღმერთო ჩემო, შეიწყალენ ნათესავნი ჩემნი, რომელნი შექმნნეს ჴელთა შენთა, და ურჩებისა მიერ დასჯილნი არა უგულებელს ჰყავ, ვინაჲთგან მოიძიე ჩემით, და დამდაბლდი და ჴორცი შეისხენ ჩემ მიერ ქალწულისა. მოიჴსენე აღზრდა ჩემ მიერ და წოვნა ძუძუთა მიწიერთა; მოიჴსენე შრომა შენი და ყვედრება ჰურიათაგან, რომელმან კაცთა ჴსნისათვის ესეოდენი ილოცენ, ვიდრე ოფლნი შენნი იქმნნეს, ვითარცა სისხლნი, რომელმან ესეოდენნი გვემანი თავს ისხენ; ტყავნი შენნი დაიბრძანეს სრულიად ჴორცთა შენთანი, რომელი განგაშიშვლეს და დამოგკიდეს ჯვარსა, ვითარცა ძვირისმოქმედი, და განმსჭვალნეს ჴელნი და ფერჴნი შენნი და განგვრიმეს გვერდი შენი ცხოველსმყოფელი. და დაწერტეს თავი შენი ეკლისა გვირგვინითა და მწყურვალსა გასმიდეს ძმარსა და ნაღველსა და მე, შეიწრებული, მწუხარე დედა, გიჭვრეტდი სისხლ-ცრემლ-მდინარითა თვალითა და მკვნესარე მწარისა სულთქმითა და ვვაებდი შენისა სიკვდილისათვის; ხოლო შენ, მეუფე ჩემი, ნუგეშინსა-მცემდი და მეტყოდი: ნუ სტირ, დედაო ჩემო, ნათესავთა შენთათვის დავითმენ წყლულებასა ამას, რათა არა - ტომნი და ნათესავნი შენნი იქმნენ მონა ეშმაკთა და მკვიდრ ჯოჯოხეთისა. აწ, ჰოი საყვარელო ძეო ჩემო, და ტკბილო და მოწყალეო მეუფეო ჩემო, მოიჴსენენ ტანჯვათა შენთა ტკივილნი, რომელნი მას ჟამსა დაითმინე, მოიჴსენე აღთქმა ჩემი, რომლითა ნუგეშსა მცემდი მე, შეიწყალენ ნათესავნი ჩემნი, ძენი ადამისნი, რათა არა დღესა მას საშინელსა ოდეს დასჯდე საყდრად სამსჯავროთა, განსჯად ცოცხალთა და მკვდართა, მაშინ სირცხვილეულ იქმნენ ნათესავნი ჩემნი. მეშინის, რათა არა მიეცნენ მას ჟამთა ჴელთა ეშმაკთასა ჯოჯოხეთით აღმოტაცებულნი შენნი. საწუხ არს, უკეთუ დადგენ მარცხენით კერძო შენსა.

"რადმცა ილოცევდი პირთა ზედა დავრდომით, თუცა მოიძულნე შენგან გამოჴსნილნი? რადმცა განისყიდე იუდასაგან, თუცა წარსწყმიდო სისხლით მოსყიდულნი შენნი? რაჲსათვის მოიბი საბელი ყელთა და შეიკარ თოკით ჴელნი შენნი, უკეთუ მისცნე შეკრულნი ქრისტიანენი ჴელთა ეშმაკთასა? რაჲსათვის ინერწყვე პირსა მაგას საღმრთოსა, უკეთუ სარცხვენელ ჰყო ნათლისღება-შემოსილნი სულნი? რაჲსათვის განშიშვლებული საკიცხელად მოჰკვდი, უკეთუ განაშიშვლო მადლისაგან შენისა კაცნი? რაჲსათვის გდიოდის ბეჭთა შენთა სისხლი, უკეთუ ცოცხალსა მისცნე ადამიანნი? რად დაითმინე ტკივილნი ჴელთა/ და ფერჴთა დამსჭვალისა, უკეთუ მწარედ იტანჯებოდენ ნათესავნი ჩემნი? რად განიგმირე გვერდი შენი, უკეთუ გველნი და ვეშაპნი ცეცხლისფერნი სტანჯვიდენ სულებსა? რაჲსათვის დაიწერტე თავი შენი ეკლისა გვირგვინისა მიერ, თუცა მატლნი უძილნი აჭირვებდენ? რაჲსათვის სვი მწყურვალემან ძმარი და ნაღველი, უკეთუ გენიასა შინა იწოდენ კაცნი, რაჲსათვის დაიდევ საფლავად, უკეთუ კუპრთა და წუმწუბათა მფოფინარეთა დაანთქა ადამიანნი? ნუ, უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო! რომელმან ასწავე კაცთა პატივი მშობელთა მისთა, თვით შენვე პატივ მეც ნათესავთა ჩემთათვის".

ესრ/ეთ დაუცხრომელად ევედრების ძესა თვისსა თქვენთვის.

აწ საყვარელნო, უკეთუ ნათესავი თქვენი ვინმე გყვესთ ქვეყნიერთა მეფეთა თანა-განმზრახად, იწყებთ სათნო ყოფასა მისსა და, რა იგი ნება არს მისი, მას ჰყოფთ და, რა იგი მას სძულს, თქვენცა მოიძულებთ; ზედასა-ზედა მიხვალთ კართა მისთა და მიუძღვნით სხვასა და სხვასა ძღვენსა და მარადის ევედრებით, რათა მეოხ გექმნესთ, და გაქვს იგი დიდად საქადელი და სასოებად ყოველსა ჟამსა.

ვინაჲთგან კაცთა მონასა და კაცთა მოკვდავთა ესრეთ სასოდ იყოფთ და გონებასა და გულსა თქვენსა მისცემთ მას, არა უმჯობეს არსა მის დედუფლისა და მშობელ ღმრთისა წმიდა მარიამ, რომელი მეოხ არს მარადის წინაშე წმიდისა სამებისა ჴორცთა ჩვენთა ცხორებისათვის, და ცოდვათა მოტევებისათვის და სულთა ჩვენთა სასუფეველად აღყვანებისათვის?

აწ, საყვარელნო, უფროსად გვაქვნდეს სასოება მარიამისა, ვიდრეღა სხვათა მსოფლიოთა ტომთა ჩვენთა, ვითარცა იტყვის დავით რიზ ფსალმუნსა შინა: "კეთილ არს მოსავ ყოფა უფლისა, ვიდრე მოსავ ყოფა კაცისა მიმართ, კეთილ არს სასოება უფლისა მიმართ, ვიდრე სასოება მთავართა მიმართ" (ფს. 117, 8-9).

ამისთვის უფროჲსად ვეცადნეთ ნების-ყოფასა ღმრთისმშობელისა, ვიდრეღა მოყვართა ჩვენთასა.

რა არს ნების-ყოფა წმიდისა მარიამისი?

-კეთილის ყოფა და ყოველივე სათნოება და ქველის მოქმედება. ნუ ჰგონებთ: გეტყოდე ძნიადსა რასამე, ანუ სოფლისა ამის დატევებასა, არამედ გეტყვი არა სრულიად ზედ/ შეთვისაბასა, რამეთუ რაბამცა თქვენ შეეთვისნეთ, თვით არა დადგების თქვენთანა.

არა გეტყვი არა-სმასა, არა-ჭამასა, ანუ შიმშილითა მოყმობასა, არამედ გეტყვი ლხინსა არა-ბრალოვანსა, ჭამასა უნაყროვნოსა და სმასა დაუთრობელსა და მოლოდინსა სულისა საზრდელისასა, _ რომელი არა დაილევის, ხოლო აწ რაოდენგზის სჭამო, კვალად გშიიცა.

ნუ ჰგონებთ, თუ გეტყოდე არა-ჩაცმასა, არცა დახურვასა, არა კეთილთა შემოსვასა, გინა შიშვლოებითა ვლასა უპატიურად, არამედ გეტყვი ჩაცმასა უცოდველად, დახურვასა არა-ვალითა, მოკაზმასა არა-ნატაცებითა, შემოსვასა არა ქვრივთა და ობოლთა ნაძარცვითა, სამკაულთა შესხმასა არა ანგარებითა, არამედ ყოვლითა სამართლითა და მადლობითა ღმრთისაჲთა; და რა იგი მოეცეს ღმერთსა, კმა იყოფდეთ, და გული გითქმიდესთ სამოსლისათვის ზეციერთა, რომელი უბრწყინვალეს არს მნათობთასა, ვითარცა იტყვის მათე სახარების [იგ, მგ თავსა შინა]: "მაშინ მრავალნი გამობრწყინდენ, ვითარცა მზენი" (მათე 13, 43).

არა გეტყვი თვალთა და მარგალიტთა უქონელობასა, არცა და ვეცხლთა განგდებასა, არამედ რათა იცნა საქმენი მისნი და არა .დაამონნეთ ცხოველნი თვალნი მკვდარსა მას, სულიერნი უსულოსა მას. და იგინი იყოს საჴმარად თქვენდა და თქვენ არა მსახურ მათდა და მიეგოთ გონებასა და მოიგონოთ, რამეთუ: თვალთა და მარგალიტთა მაგათ მრავალნი/ პატრონნი გარდაუცვლიეს, და მრავალგზის სხვისა და სხვისა მისრულ არს, და არცა თქვენ თანა დადგრომად არს და ნებავს თქვენიცა - გარდაცვალება. ვითარცა სოფელი ესე არა დაადგრების უკუნისამდე კაცთა თანა, არცა — ოქრო და ვეცხლი იგი, სოფელსა ამას შინა მოგებული, და თქვენ უსწროთ საჴმრად თქვენდა ყოფად, ვიდრეღა გაქვნდეს ჟამი და უფლება მას ზედა, რამეთუ: ვინაჲთგან არარა არგო პირველსა უფალსა თვისსა, არცაღა სარგებელ გეყოსთ თქვენ, არამედ ვითარცა ნათხოვები დაადგრეს მცირედ ჟამ თქვენ თანა და წარვიდეს სხვისა თანა მერმე; არამედ გსუროდის ზეცისა საუნჯეთათვის და თვალთა და მარგალიტთა მუნებურთათვის, რამეთუ გვირგვინი და სამკაულნი რომელნი მოგცნეს ღმერთმან, არა ითქმის გამოთქმა სიკეთეთა მისთა, არცა - მის მიერ მონიჭებულისა დიდებისა რიცხვი, რამეთუ დაულევნელ არს და მოუკლებელ და განურყვნელ საუკუნომდე სრულიად.

არა გეტყვი ნათესავთა თქვენთა მეგობართა მოძულებასა და მათსა არა-სიყვარულსა, არამედ გეტყვი სიყვარულსა სულიერსა და სიყვარულსა სიწმიდისა და სიმართლისასა, და ტრფიალ იყოთ სიყვარულსა უკვდავთა მათ ნათესავთასა და წმიდათა მათ მეგობრობასა და გულთა სურვილი გაქვნდესთ მარიამისი, რომელი მშობელი არს ქრისტესი და ნათესავი და მეგობარი თქვენი, რომელი დღეს მიიცვალა და ამაღლდა ძისა თვისისა თანა და მეოხ არს მარადის დაუცხრომლად თქვენ ყოველთათვის.

გესმისთა, არა/ვის დაგიშალე სოფლისა ამის სიყვარული? ხედავთა, არავინ განგაყენე საწუთოისა ამის დიდებისაგან? არამედ ვინაჲთგან მარიამ დაუცხრომელად თქვენთვის ესრეთ მეოხ არს, თქვენცა განემზადენით აღსლვად მის თანა, გსუროდესთ ხილვად წმიდისა პირისა მისისა, გული გითქმიდესთ წინაშე მისა დგომასა და იღვაწიდეთ, რათა არავინ დაგაბრკოლნეს მსახურებად მისთა, რამეთუ დიდ არს, ვისა მეგობარი იყოს დედა მეუფის დიდისა.

ვინაჲთგან იგი დღე და ღამე დაუცხრომელად თქვენთვის იღვწის მეოხებად ძისა თვისისა თანა, რათა აცხოვნეს სულნი თქვენნი, არა თანა-გაცთა თქვენცა ყოველი ნების-ყოფა მარიამისი, რათა სცხონდეთ თქვენ?/

უკეთუ იგი განაახლებს ჟამითი-ჟამად ტანჯვასა ძისა თვისისასა და ჯვარცმასა და მოიჴსენებს მწუხარებასა თვისსა, რათა ჯოჯოხეთსა განგარინნეს თქვენ, თქვენცა არა გმართებსთა მოიკჴსენებდეთ დღესა მას საშინელსა ჯვარცმისასა, რა იგი ყო თქვენთვის ქრისტემან ღმერთმან და გამოისხევდეთ გულთა შინა თქვენთა საგვემელებსა მას, რომლითა იგვემა თქვენთვის ქრისტეშობილი მარიამისა?

იხილეთ სულხან-საბას სხვა ქადაგებები

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat