სულხან საბა ორბელიანი - 41. სწავლა სიმთვრალისათვის და ნათლისმცემელის თავის კვეთისათვის
სულხან საბა ორბელიანი - 41. სწავლა სიმთვრალისათვის და ნათლისმცემელის თავის კვეთისათვის
ჰოი ღვინის სმა ბოროტი და მემთრვალობა აღსავსე სიბილწითა, რომლისა მიერ დაეცნენ მრავალნი წმიდანი კაცნი და ამის მიერ/ შთაცვიეს საბრჴესა ძნიად განსარინებელსა!

გასმიესთა ყოველთა, რა უყო სიმთრვალემან მამასა ჩვენსა ნოეს, რომელი განშიშვლდა და ქაამის მიერ საკიცხელ იქმნა, ანუ ლოთ სიმთრვალითა ვითარსა ცოდვასა შთავარდა, ანუ ისრაელნი სიმთრვალემან რაოდენ გზის დასცნა კერპთა თაყვანისცემითა, და შემდგომად მათსა ჰურიათა მეფემან ჰეროდე რაბამი ცოდვა შესძინა სიმთრვალითა, რამეთუ წმიდა იოანე ნათლისმცემელი მოკლა და თავი მოჰკვეთა?

მთრვალი იყო პუროდეს არა ერთითა სიმთრვალითა, არცა მარტო სთროდა ღვინითა, არამედ ღვინითა სთროდა და უღვინოთაცა მთრვალი იყო, რამეთუ ხუთნი არიან მთრვალობანი: ერთი ღვინისა მიერ და ოთხნი უღვინოდ. ხოლო მას ხუთით/ავე სიმთრვალითა სთროდა:

მთრვალ იყო ღვინითა და შებრუჟებულ, რამეთუ შობისა დღე იყო და განსცხრებოდა.

მთრვალი იყო სიძვისა გულისთქმითა, ვინაჲთგან ენება ძმისცოლისა შერთვა. და უმეტეს მთრვალობა არს ღვინისაგან უღვინოდ სიძვისა ტრფიალება. რამეთუ ღვინით მთრვალმან იცის სიმთრვალე თვისი და გემო ღვინისა, რომელი კეთილ არს, გინა ჭმახე, ხოლო მეტრფიალემან არარა უწყის — ანუ კეთილი, გინა ბოროტი, უღვინოდ სიმთრვალისაგან ვისიცა ტრფიალება აქვნ.

მთვრალი იყო ამპარტავანებითა, რამეთუ მეფე იყო და მსხდომარე ჰყვეს თანამეინახენი და დობილნი და მასპინძელი იყო მდიდარი და ამპარტავნება უმეტეს დაათრობს კაცთა/ გონებას, ვიდრეღა ღვინო ახალი.

მთრვალი იყო ნდომითა, ვინაჲთგან უნდოდა ცოდვა დიდი. და ის, რაცა საქმე უნდეს კაცსა კეთილი გინა ბოროტი, წუხილი არღარა აცადებს გულისხმისყოფად, არამედ უფრორე დაათრობს ღვინისა უმეტეს.

მთრვალ იყო გულისწყრომითა, ვინაჲთგან არა შეუნდობდა იოანე და ეტყოდა არა შერთვად ძმის ცოლისა და ჰეროდე ერისხოდა. ოდესცა განრისხნეს კაცნი გულისწყრომითა, უმეტეს მთრვალ იქმნების ღვინისა და ყოვლისაგან თაფლუჭისა.

იხილეთ, თუ ერთი სიმთრვალე ამა ხუთთაგანი ვითარ დაუბნევს ცნობასა ბრძენთასა! და უბადრუკსა ჰეროდეს ხუთნივე სიმთრვალენი ზოგად შეემთხვივნეს შობისა დღესა მისსა. უმჯობესი იყო მისსა დღე სიკვდილისა მისისა, ვიდრეღა განცხრომა შობის დღისა მისისა. უმჯობეს იყოს მისა გლოვის მგოსანთა შეკრება, ვიდრე მომღერალთა და მროკავთა მგოსანთა შეჰჴდა; მოუწოდა ძმისწულსა მისსა როკვად და ეფიცა ფიცითა მტკიცითა, აღუსრულა ფიცი და არა კეთილ ქმნა. უმჯობეს იყო მისა, უკეთუმცა ეცრუვა ფიცი იგი, არღარა განიგონა კეთილი გულისთქმა და მოკლა მთრვალმან დიდი წინასწარმეტყველი.

ჰოი სიმთრვალე წარმწყმედელი კაცთა, რომლისათვის იტყვის მოციქული პავლე: "მემთრვალეთა ვერ დაიმკვიდრონ სასუფეველი ცათა, მემთრვალენი მუნ სასუფეველსა განეშორებიან და ამის სოფლისა სიმდიდრესა, რამეთუ არავინ მემთრვალეთაგანმან აღაშენა სახლი სიმდიდრითა, არამედ აღავსო სახლი ვაჴშითა და სიგლახაკითა".

მემთრვალე მიზეზობს და იტყვის სტუმართმოყვრობასა და უცხოთშეწყალებასა.

არა, ძმაო, არა არს მემთრვალობა - სტუმართა და მოყვასთა მოყვარება, არამედ ფრიადი სიძულილი, ვინაჲთგან:

შეიყვან სახლთა შენთა კაცსა ბრძენსა და კეთილად მხედველსა, პატიოსნად გონიერსა და ტკბილად მოუბარსა, დაუგებ ტაბლასა, არა ზომიერ ასმევ და არცა საწყურვალოთა ასმევ, რაჲთამცა კეთილი ეყოს, არამედ გარდამატებით ასმევ და გარდარევით აჭმევ და ასხამ ღვინოსა, ვითარცა ყვიბართა შინა. მოეღების სიბრძნე ღმრთისაგან მინიჭებული, და აღერევის თვალნი კეთილად მხედველნი, არღარა ესმის ალერსი სხვათა და თვით უბნობს, ვითარცა ხელი. ოდეს აღივსის, იწყის ჯლოყინად და აღმოთხევად, ვითარცა თხიერმან პირგანჴსნილმან. უკეთუ ტაბლათა შენთა აღმოსთხია, წარგიბილწნა ჭურჭელნი შენნი; უკეთუ ზე აღდგა, ფერჴნი შეპყრობილ აქვნ და არა ძალ-უც დგომად, არა ჰყავნ კაცი, რაჲთამცა ჴელპყრობილ ყო, ანუ თუ პოვა ზღუდე და მიეყრდნა. ეხვევინ ბრუ და ჰგონებს ქვეყანასა მბრუნავად, ბორტყავს მიწათა ზედა და განსდის/ ნანთხევი. იხილიან ძაღლთა და ლოშნიან პირთა მისთა და იბრძვიან ძაღლნი ზედა მთვრალისა მის, რომელთამე ზედან შეაფსიან; თუცა მგელმან ნახის, განბძარის და ფრინველთა აღმოჰჴადიან თვალნი; თუცა ზამთარი იყოს, და არა ჰყავს მწე და ყინვამან მოაკვდინის, ანუ დააზროს ასონი; უკეთუ მცირედ განიფრთხოს და განძლიერდეს, უკეთუ მაღალთა გზათა ვალს, ჩამოიჭრის და ზედასა-ზედა დაეცის და, ვინ ცხენთა აღჯდის, ტორტმანებნ და თავდამოქცევით ჩამოიჭრის; უკეთუ მტერთა იხილიან, უმტერიან და, უკეთუ მოყვარეთა ნახიან, არა მსახურიან, არამედ განკიცხიან და ე/ცინიან/ (შდრ. იოანე ბოლნელის ქადაგებანი, 1911, გვ. 83).

ესრეთ არიან მემთრვალენი კაცთმოყვარე და მოყვასთა კეთილისა მყოფელნი.

იხილეთ, ვითარ-ძი ბოროტი უყო და არა კეთილი და არცა სიყვარული!

ამისთვის იტყვის მოციქული: "ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლისაგან არს სიბილწე"( ეფესელთა 5, 18).

ჰოი საყვარელნო, ისმინეთ მოციქულისა და ნუ დაითრვებით ღვინითა და ნუცაღა დაითრვებით უღვინოდ, რამეთუ უღვინოდ სიმთრვალე უძვირეს არს ღვინითა სიმთრვალესა. ღვინისა სიმთოვალე იქმნების ექვს ჟამოდენ, ხოლო ბოროტ-ტრფიალებისა სიმთრვალე — მარადის დღე და ღამე; ღვინისა სიმთრვალე მცირედ ჟამ მიუღებს ცნობასა, ხოლო ბოროტი გულისთქმათა სიმთრ/ვალე სრულობით განაცოფებს კაცთა; ღვინისა სიმთრვალე რომელსამე ჟამსა ამპარტავან ჰყოფს კაცსა, რომელსამე ჟამსა დაამდაბლებს, ხოლო ამპარტავნებისა სიმთრვალე სიმაღლისაგან ქვე ჩამოაგდებს, ვითარცა ზეცის მიერ ეშმაკთა; ღვინისა სიმთრვალისა ნდობა მრავალგზის აღემატების და მრავალგზის მოაკლდების, ხოლო თვისისა ნდომისა სიმთრვალისა მიდევნება არცა წუთსა ერთსა მოაკლდების, არამედ შობს ცოდვასა; ღვინისა სიმთრვალისა მრისხანება ადრე მომშვიდნების, ხოლო რისხვისა სიმთრვალე იქმს კაცისა კლვასა, ანუ ბრძოლასა, ანუ გინებასა. ნუ, საყვარელნო, ნუ იხარებთ ჰეროდეს მსგავსად სიმთრვალითა. უ/კეთუ არა მოჰკლათ წინასწარმეტყველი მსგავსად ჰეროდესა, უეჭველად მოაკვდინებთ სულთა თქვენთა.

ნუ იხარებთ სიმთრვალისათვის მგოსნითა და მროკავთაჲთა, ვითარცა ჰეროდე; და არა ინანოდა სიკვდილსა ზედა იოანე ნათლისმცემელისასა, ხოლო თქვენ მწუხარე იქმენით და ჰგოდებდეთ სულისა თქვენისა სიკვდილისათვის, რამეთუ სიმთრვალე მოჰკლავს. ჰეროდე ზვაობდა სერსა მას ზედა მოჴსენებისათვის შობისა თვისისა და ჰკლვიდა ნათლის-მცემელსა, ხოლო შენ, ოდეს გენებოს სერი, ნუ ღვინითა მთრვალობისათვის იხარებ, ნუცა შობისა შენისათვის, ზვაობად მოიჴსენე შობა შენი და სულთქმიდი, რამეთუ წმიდა იშევ და შემდგომად ცოდვისა შეიბილწე.

ამისთვისცა ნუ იხარებ მგოსნითა და მროკავითა, ნუცა ღვინითა და უღვინოდ სიმთრვალითა, რამეთუ მოკვდავი ხარ და იტყოდე, ვითარცა იობ: "შიშველი მოვედი და შიშველი წარვალ" (შდრ. წიგნი იობისი, 1, 21), და იჴსენებდე დღესა მას სასჯელისასა, სადა არღარა სარგებელი გეყოს სოფლისა ამის შვენებანი და უჴმარ და წარმწყმედელ არს სიმთრვალე და ღვინის სმა.

ევლტოდეთ ტაბლასა ცოდვისასა, ვითარცა ყო ჰეროდე შობისა დღესა თვისსა და შესძინა ცოდვა ცოდვასა და დაუგო მოყვართა სერი უსჯულოებისა და ტაბლა სავსე უღმრთოებითა.

ვის უხილავს ანუ ვის ასმიეს ერთსა სერსა ზედა სიმთრვალე ხუთითა სიმთრვალითა, ძმისცოლი ცოლად, მეფის ასული მოსმიერთა წინა მროკავად, ნათლისმცემელი საკლველად და თავი მისი მოსამატად მოსაღებად?

ჰოი პური სისხლითა აღვსილი და ღვინო ცოდვითა განზავებული, ვინაჲთგან ერთი ცოდვა ქმნა და არა ინანა, არამედ შესძინა ცოდვა ცოდვასა და უსჯულოება უსჯულოებასა.

თქვენცა საყვარელნო, განეკრძალენით ზედასა-ზედა ღვინის სმასა და მარადის სიმთრვალისა, ვინაჲთგან მთრვალობა არს თავი ყოვლისა ცოდვისა და შემძინებელი უსჯულოებასა ზედა უსჯულოებისა.

სტუმარნი ისტუმრენით სიხარულითა, სვით ღვინო ზომიერად და ჭამეთ ტაბლა კეთილად, მოყვასნი შეიყვარენით უცოდველად და კეთილსა უყოფდეთ და ნუ ბოროტსა.

და ევედრენით წმიდასა ნათლისმცემელსა იოანეს, რათა დაგიფაროსთ მთრვალობისა და ყოველთა ცოდვათაგან/ და მეოხ გეყოსთ წინაშე უფლისა, რათა მოგცესთ სასუფეველი და იხარებდეთ მას შინა საუკუნომდე, ამინ.

იხილეთ სულხან-საბას სხვა ქადაგებები

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat