სულხან საბა ორბელიანი - 33. სწავლა სასუფევლისა დიდებისათვის
სულხან საბა ორბელიანი - 33. სწავლა სასუფევლისა დიდებისათვის
"მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, ნეტარ არიან, რომელნი დამკვიდრებულ არიან სახლსა შენსა"— დავით იტყვის პგ ფსალმუნსა შინა (ფს. 83, 3-4).

გულისხმა-ყავით, ვითარ სანატრელ არს ადგილი უფლისა და სახლი ღმრთისა. უკეთუ ქვეყნიერნი მეფენი აღაშენებენ სახლთა ტურფათა და შეამკობენ მარმარილოჲთა და სარკითა და მოხატვენ საკვირველად და მოჰფენენ კეთილად, რომელთა არა ეხილვოსთ, ინატრიან შესლვად მუნ, განიგულე: რომელმან შექმნნა მეფენი და ასწავა გულისხმის-ყოფა და სიბრძნე აღშენებად უცხოთა პალატთა, თვით დიდებული მისი უფრორე უსაკვირველესთა სახლთა არა აღაშენებდა თავისა თვისისათვის? არა სანატრელ იქმნებისა იგი ბრძენთა და მეცნიერთა მიერ ხილვად, რომელი შემზადა უფალმან განსასვენებლად წმიდათა თვისთა და სადგურად ანგელოზთა და ზეცისა ძალთათვის?

აღიხილენ თვალნი და იხილენ სიმრავლენი შვენიერთა ვარსკვლავთანი, რომელ შეამკუნა სამსახურებლად ჩვენდა; და განიგულენით, ვითარ დიდ არიედ ვარსკვლავნი, რამეთუ ქვეყანათა მრავლისა ზომითა უდიდე არიან თვითო და თვითო ვარსკვლავთაგანი; და მოიგონე, თუ ვარსკვლავთა შორის ცალიერნი ცანი ვითარ ვრცელ არიან; და გონებით განზომენ სიდიდე ცათა მათ, თუ რაოდენის ათასისა ბევრისა ეჯითა უდიდეს არს სრულიად ქვეყანათასა; და განიხილენ სიდიდე გარემოს ცათასა სასუფევლისა, ვითარი სიფართე ყოფად მისსა არიედ, რომელ აღშენებული არიან ქალაქნი ღმრთისანი, ზეცისა იერუსალიმნი, უმჯობესნი ყოველთა ქალაქთა მსოფლიოთა განხრწნადთა მეფეთათა, — სადა მყოფობენ კაცნი წმიდანი და - ანგელოზნი ღმრთისანი, რომელთა სახლთა აქვნ ზღუდენი იაგუნდთანი და იატაკნი ზურმუხტისანი, კედელნი ანთრაკისანი და სართულნი ალმასისანი, — [სადა] წალკოტთა ყვავილნი, ლალთა და მარგალიტთანი არა დამოცვივიან, არა ეშინის ზამთართა, არა სწვავს სიცხე, არა დაშვრებიან მუშაკნი, სადა/ არა არიან სამარგელნი ეკალნი და კუროსთავნი, [არამედ] — ფშვა მიმდემად სუნნელებათა დაუცადებელი, საყნოსელთა შემამკობელნი, თვალთა განმანათლებელნი, გულთა განმამხიარულებელნი, — სადა არა არს ზრუნვა, მოწყენა, დაღრეჯა, [არამედ] მუნ არს ლხინი გულთა, განცხრომა გონებათა,- სადა არა არს ჭირი, ურვა, სულთქმა, პყრობილება, არამედ - შვება, უფლება, მეუფება, თავისუფლება, - სადა არა არს შური, შუღლი, ცემა, გინება, სნეულება, კვნესა, წყლულება, დაკოდა, სიკვდილი და წარწყმედა, არამედ - სიმრთელე, სიხარული, სიყვარული, მშვიდობა, მყუდროება, - სადა არა არს სიგლახაკე, ოხრა, დავრდომილება/, მკოდოვნება, არამედ — სიმდიდრე, დიდება, მლევანება დაულევნელი და მოუკლებელი.

ამისთვის ნატრობენ წინასწარმეტყველნი და წმიდანი და იტყვის დავით პგ ფსალმუნსა შინა: "ვირჩიე მე მივრდომა სახლსა ღმრთისა ჩემისასა უფროჲს, ვიდრეღა რაჲ დამკვიდრებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა" (ფს. 83,10).

არა ითქმის ენათა მიერ კაცობრივთა დიდება და ქება და საშვებელნი სასუფევლისანი დაუსრულებელნი უკუნისამდე. მაშინ იხილო შენ, უკეთუ სოფელსა ამას სძლიო და ეშმაკსა მრე ექმნა, ოდეს მიაჴდე სიკვდილსა სანატრელსა, რომლისათვის წერილ არს: პატიოსან არს სიკვდილი წმიდათა მისთა წინაშე უფლისა, ოდეს მოვადეს მხიარულად მფარველი შენი ანგელოზი და გახარებდეს სიხარულსა დიდსა და/ გიქადებდეს დიდებასა დაულევნელსა და წარიყვანოს სული შენი მხიარულებითა, და მოეგებოდეს მას ზეცისა ძალნი მგალობელად და დავით, მცემელი ქნარითა, და აღამაღლებდენ სიმაღლესა ცათასა და მიიყვანებდენ სამყოფთა ანგელოზთასა, სოფელთა წმიდათასა და ქალაქთა ღირსეულთასა, სახლსა მამათ- მთავართასა და სავანესა წინასწარმეტყველთასა, გუნდსა თანა მოციქულთასა და მწყობრსა თანა მოწამეთასა, მეგობრად ნათლისმცემლისად და ნათესავად წმიდათა უწმიდესისა მარიამ ღმრთისა დედისა, მსახურად ქრისტესა, მონად მამისა და ყმად სულისა წმიდისად.

იხილე, თუ რა ნეტარება ექმნების აქა! რომელითა დიდებითა აღივსების კაცი? მე ვგონებ: უკეთუ საქმე ესე მარ/თლისა გულისხმითა განიგონოს, ნამეტნავისა სიხარულითა სულნი წარჴდეს. გარნა. ვინა ღირს არს ხილვად ამისა? - სადა უგალობდენ ანგელოზნი და ეტყოდენ: "ნეტარ ხარ, სულო ქრისტეს მორჩილო, რომელი მან განგვისვენე ჩვენ შენთანა და ჰქმენ ნება ღმრთისა", - მადლობენ წინასწარმეტყველნი და ეტყოდენ: "ნეტარ ხარ შენ, მშვინვიერო, რომელმან ისმინენ წინასწარ თქმულნი ჩვენნი", - აქებენ მოციქულნი და ეტყოდენ: "ნეტარ ხარ შენ, კურთხეულო, რომელმან აღაორძინე დათესული იფქლი ჩვენ მიერი და მოგაქვს ნაყოფი ოცდაათეული, სამოცეული და ასეული", - ნატრიდენ მოწამენი და ეტყოდენ: "ნეტარ ხარ შენ, მჴნეო, რომელმან შესძინენ ღვაწლთა ჩვენთა და ცრემლნი დასთხიენ და სიხარულნი მოიმკევ", ეტყოდეს ღმრთისმშობელი: "ნეტარ ხარ, კაცო, რომელმან არა არცხვინე ნათესაობა ჩემი და აწ ჩემ თანა იხარებ", - ეტყოდეს ქრისტე: "ნეტარ ხარ, მსახურო, რომელმან აღმიარე მე წინაშე კაცთა და აღიღე ჯვარი და ნება ჩემი და აწ მეცა აღგიარე წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა," - ეტყოდეს სული წმიდა: "მოვედ ჩემ თანა, სადგურო ჩემო, მოისწრაფე, სავანეო ჩემო, დაემკვიდრე ჩემთა თანა, ვიდრემდე მე ვიყო", — ეტყოდეს მამა: "კურთხევა შენდა, მონაო ნების მყოფელო ჩემო და მოსყიდულო სისხლითა ძისა ჩემისათაო, რომელმან განამრავლე ტალანტი სოფელსა ამას წუთისასა, რაოდენიცა მოგცა ძემან ჩემმან საყვარელმან, და აწ დაიმკვიდრე დიდება ჩემი წარუვალი უკუნითი უკუნისამდე", და დაადგამს გვირგვინსა პატიოსანსა, რომლისა მსგავსსა ვერა ჰპოვებენ მეფენი ქვეყნისანი,/ უკეთუცა განყიდა სამეფო თვისი, და შემოსს სამოსელსა უბრწყინვალესსა მზისა ამის საჩინოსა, რომლისათვის იტყვის წმიდა სახარება: "მაშინ მართალნი, ვითარცა მზენი, გამობრწყინდენო" ( მათე 13, 43).

გესმისთა, შემოსა სამოსლისა უხრწნელისა? და შეასხამს სამკაულთა უსასყიდლოთა, რომელ არა განიცადების თვალითა ჴორციელითა და არცა მოიუბნების ენითა კაცობრივითა, და დაადგინებს ადგილსა ღირსსა მისსა განწესებისასა, ვიდრე მეორედ მოსლვამდე ძისა თვისისა. მაშინ წინა მოაგებებს ყოველთა წმიდათა ღრუბლითა ნათლისაჲთა, რათა იხილონ განსჯა ყოველთა ადამიანთა და თვით მხიარულითა გულითა და უზრუნველითა გონ/ებითა ჰხედვიდენ და იხარებდენ დიდებასა ზედა ძისა ღმრთისაჲსა. ხოლო შემდგომად მეორედ ჴორცთ-შესხმისა მიანიჭებენ პატივსა უდიდებულესსა, რომელის თვალსა არა ეხილვოს და გულსა კაცისასა არა მოუჴდეს, ვითარცა შვენის დიდებულებასა ნიჭისა ღმრთისასა, და განუსვენებს სამკვიდრებელსა, მართალთათვის წარუვალსა მას და უოხჭნოსა, რომლისა არა არს დასასრული უკუნისამდე. უჭვრეტს პირის-პირსა დიდებასა ღმრთისასა, ჰხედავს მარადის მარიამს, დედასა ღმრთისასა, თანა-ექცევის სერობინთა, მარადის ეზრახების ქერობინთა, თანა-უგალობს ძალთა და თანა-შესცხრების ანგელოზთა, აქვს ესეთი დიდება, მარადის მოუკლებელი, განუძღომელი, დაულევნ/ელი უკუნითი უკუნისამდე.

აწ, ძმანო საყვარელნო, სარგებელ არს მუნ შესლვად. დავაბრკოლნეთ თავნი ჩვენნი, დავიჴშნეთ ბჭენი სასუფევლისანი ნებსით ჩვენით; ანუ დავარღვივნეთ სახლნი იგი ცოდვითა ჩვენითა, რომელ მიშენა ღმერთმან საცხორებლად, და აქა ვაშენებთ თიხითა და ალიზითა წუთსა შინა მოსაოჴრებელსა; გინა განვიძარცვნეთ სამოსელნი მზისა მსგავსნი, რომელ ჩაგვაცვნა ღმერთმან, და აქა ვიმოსებოდეთ ჟამ ერთ მატყლითა, გინა ბამბითა და უმეტეს მისსა ოქრო-ქსოვილითა; ანუ განვაბნივნეთ საუნჯენი, მონიჭებულნი ღმრთისა მიერ დაულევნელნი და მოუკლებელნი პატიოსანნი, და აქა შევიკრი/ბნეთ მღილთა და მპარავთა განსარყვნელნი, რომელი სხვათა დაშთომად არს; გინა მოვიძაგნეთ სუნნელებანი საღმრთოთა სამოთხეთანი და შვენიერება განცდად ყოველთა მისთანი და აქა ვრგვიდეთ ყაყაჩოთა მყრალთა, რომელი მწუხრი დამოცვივიან და განჴმებიან და აღმოაცენებს ეკალთა და კუროსთავთა ნებსით ჩვენით დავიჴშვიდით ყურთა არა სმენად გალობათა ანგელოზთასა და ფსალმუნებათა და ჴმა-ტკბილობათა მრავალთათა და აქა მგოსანთა და მემღერეთა განვაწყობდეთ, რომელთა მიერ იქმნებიან უშვერებანი ფრიადნი; ანუ გამოვეჴვებოდეთ მეგობრობათაგან წმიდათასა და აქა ვისმიდეთ მეგობართა ჴორციელთა, რომლისა ხვალე სიკვდილი განგვაშორებს.

ნუ, ძმანო, ნუ დაუტეობთ ესეოდენთა დიდებასა მცირისა და წუთისა ამის სოფლისათვის, რამეთუ ვითარცა არა ესწოროს ცრემლი ერთი ზღვასა უკიანესა, არცა შემძლებელ არს ჰამბავი ესე სასუფევლისა სიმდიდრისა, არამედ სიტყვით ოდენ გაცნობებ საქმესა მას გონება-მიუწდომელსა. და ევედრენით ქრისტესა, რათა არა გაუფლოს ნება თქვენი და აღგიყვანოსთ მუნ და ადიდებდეთ მას უკუნისამდე.

იხილეთ სულხან-საბას სხვა ქადაგებები

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat