სულხან საბა ორბელიანი - 34. სწავლა ყოვლად წმიდისა ჩვენ ზედა მფარველობისათვის.
სულხან საბა ორბელიანი - 34. სწავლა ყოვლად წმიდისა ჩვენ ზედა მფარველობისათვის.
"დადგა დედოფალი მარჯუენით შენსა სამოსლითა ოქრო-ქსოვილი/თა შემკული და შემოსილი პირად-პირადად" - დავით იტყვის მდ ფსალმუნსა შინა (ფს. 44, 9).

ვინ არს დედოფალი ესე მარჯვენით ღმრთისა მდგომარე და შემკული პირად-პირადად?

-ესე არს მარიამ წმიდა ღმრთისმშობელი, რომელი შეამკო ღმერთმან სამკაულითა თვისითა ზეციერითა, და დგა მარადის მარჯვენით მისა მეოხებად ჩვენ ცოდვილთათვის. ამისათვის, რამეთუ: ვინაჲთგან ნათესავი ჩვენი არს და ბუნებისა ჩვენისაგანი იხილნა ძისა თვისისა შრომანი და ყვედრებანი, გვემანი, ჯვარსცმა და სიკვდილი, და ჴელთა და ფერჴთა დამსჭვალვა და მრავალი შეურაცხება სხვანი; ამისთვის დაუცხრომელად მეოხებად ჩვენდა დგას და ეტყვის ძესა თვისსა: "ნუ უგულებელს-ჰყოფ შენსა ეგოდენსა ტანჯვასა, რომელი ცოდვილთათჳს თავს ისხენ, არამედ მიუტევენ მოსავთა ამათ შენთა".

ამისთვის იტყვის წერილი წმიდასა ღმრთისმშობელსა ზეთისხილად და ღმერთსა - ზეთად, რამეთუ ზეთისხილი თუცა არა მოჰკრიფო ჟამიერსა დროსა, ოდეს დამწიფდეს, თვით ჩამოცვივნების, არამედ ზეთი თუცა ჭახრაკითა არა მოუჭირნე ანუ დიდითა შრომითა არა გამოჰჴადნე, არა გამოჰჴდების. ეგრეთვე მსგავსად ჩვენცა უკეთუ არა ვევედრნეთ - მარიამს, წმიდასა ღმრთისმშობელსა, თვით მოწყალებასა მისსა შთამოუტევებს ჩვენ ზედა და მეოხებად არა დასცხრების წინაშე ღმრთისა ამისთვის, რამეთუ ბუნებისა ჩვენისა არს და ნათესავი ჩვენი თვინიერ ცოდვისა. არამედ ღმერთი მოსამართლე არს და, უკეთუ ზეთისა გამ/ოდინება დიდისა შრომითა იქმნების, თუცა ცოდვანი ჩვენნი შრომითა არა შევინანენით, ღმერთი არა მოწყალე გვექმნების, რამეთუ სამართალ არს ცოდვილთათვის ტანჯვა და უბრალოთათვის პატივი, ხოლო მონანულთათვის — შენდობა.

და სინანულსა ფრიადი შრომა მოაქვს და სინანულსა და შრომასა - გულისა - სიმჴურვალე და ამათ მიერ გამოედინების ზეთი პატიოსანი, მოწყალება ღმრთისა, მოტევება ცოდვათა ჩვენ ცოდვილთათვის, მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისა მარიამისითა.

ესე დედოფალი, მდგომარე მარჯვენით, პირად-პირადად შემკული, მეოხ არს დაუცხრომელად ჩვენთვის, რომლისათვის იტყვის წმიდა იოანე მახარებელი მოხილვასა შინა: "და იყო დედაკაცი ერთი, რომელსა შეემოსა მზე, და თავსა მისსა იყო გჳრგ/ჳნი ვარსკულავთაგან და ფერჴთა მისთა ქუეშე იყო მთოვარე" (გამოცხადება 12,1). სამოსლად მისა მზესა და ელვარეთა ამისათვის იტყვის წერილნი, რამეთუ რომელნიცა წმიდანი და ღირსნი მამანი და დედანი სახელისათვის ძისა მისისა სოფელისა ამისაგან მოძულებულ იქმნეს და ღმრთისა სიტყვისათვის დაუტევეს ზრუნვა. ხოლო მთოვარე ფერჴთა მისთა ქვეშე მამათა და დედათა სახე არს, და ცოდვით განლეულთა და აღსარებისა მიერ განათლებულთა, რამეთუ მთოვარეცა, ოდეს მოეშოროს ნათელსა მზისასა, განილევის და, ოდეს პირის-პირ უმზერდეს, განნათლდების. ეგრეთვე, სიმართლისა მზესა რა მოეშოროს კაცთა გონება, განილევის ცოდვითა,/ ხოლო აღსარებისა მიერვე იხილავს სიმართლისა მზესა და კვალად განათლდების და მივალს ფერჴთა თანა - მარიამ წმიდისა ღმრთისმშობელისათა, ვინაჲთგან დაუცხრომელად მვედრებელი არის ჩვენთვის და მადლიანისა ახლორე მიყვანა, ვითარცა სამოსელი თვისი, და ცოდვილთაცა ფერჴთა თანა, ვითარცა მთოვარე განლეული, და არა დააცადებს ჩვენთვის მეოხებასა, ნურცა ჩვენ უდებ ვიქმნებით ვედრებად მისსა.

და უკეთუ რტოთა მისთა ვერ შემძლებელ ვიქმნეთ შეწდომად, ქვეყნით აღვკრიბნეთ ჩამონაცვივნისა ზეთისხილისა მისგან, რომელსა არა შურს ჩვენთვის მოწყალება მისი და მოგვცემს ჩვენ უთხოველად ნიჭსა მისსა. და გამოვხადნეთ მისგან ზეთი შრო/მითა ჩვენითა, ვინაჲთგან არა გამოვალს უშრომელად ზეთი მოწყალებისა ღმრთისა, ცოდვილთა კაცთა ზედა, უკეთუ წმიდასა მარიამს ჩვენ არა ვევედრებით და მას ესოდენი სიყვარული აქვს ნათესაობით ჩვენი, თვისსა მოწყალებასა მარადის ჩამოგვიცვივნებს, რათა აღგვიყვანოს ჩვენ, მიწიერნი, ზეცისა სასუფეველსა და ძისა თვისისა საშვებელსა, მამისა სავანესა, ჩვენდა არა ჯერ არსა სიყვარული მისი, რომელი ჩვენი ნათესავთაგანი, უაღრესი და უპატიოსნესი ქერობინთა არს და ჩვენთვის მეოხი ცათა შინა დგა მარჯვენით შემოსილი სამოსლითა ელვარითა?

ჰოი ძმანო, გვიყვარან ჩვენ მსოფლიონი მეფენი და დიდებულნი და თავადნი წუთისა ამის სოფლისა პატივისდებისათვის და მცირედისა საზრდოჲსა მოცემისათვის, ვდგათ კართა მისთა და მოვიხოიშნებთ ერთგულთა მისთა და ვაქებთ პირად-პირადითა სიტყვითა და ვგმობთ ორგულთა მათთა და ვასწავებთ სხვათა მორჩილებათა მათთა, უფროჲსად არა ჯერ-არსა ვედრება მისი და დგომა კართა მისთა და მეხვაიშნობა ერთგულთა მისთა და სწავლება სხვათა მორჩილებისა მისისა და გმობა ურჩთა მისთა, რომელი-იგი არს დედა დამბადებლისა ჩვენისა, მშობელი მჴსნელისა ჩვენისა, მტვირთველი ტყვეობით განმთავისუფლებელისა ჩვენისა, განმზრდელი უკვდავების მომცემელისა? თუცა ჩვენ მას ესოდენ საყვარელ უჩნთ, არარაჲსა შემძლებელნი, არარაჲსა კეთილის-მოქმედნი და ყოვლად უჴმარნი/ მისნი, ჩვენ რად არა გვიყვარდეს ურიცხვისა კეთილისა და უამრავისა დიდებისა ჩვენისა მომატყვებელი?

აწ, მოვედით, მორწმუნენო, მიეახლენით ზეთისხილსა ამას წმიდასა, რომელი მარადის ჩამოაცვივნებს ჩვენ ზედა ნაყოფსა თვისსა, და შეუ[ვ]რდეთ წმიდასა მას დედოფალსა, რომელი დგას მარჯვენით მამისა, რომელსა მოსიეს სამოსლად მზე და ფერჴთა მისთა ქვეშე არს მთოვარე. ვითარცა იგი უთხოველად მოგვცემს ხილსა თვისსა, ჩვენცა ჟამად და უჟამოდ მივართვათ ვედრება. ნუ განვეშორებით კარისა მისისა რეკითა, ნუ დავაცადებთ წყინებისაგან, რამეთუ მაცხოვარი ამისათვის იტყვის წმიდასა სახარებასა, ლუკა იჱ, ბ: "მსაჯული ვინმე იყო, რომელსა ღმრთისა არა ეშინოდა და კაცთაგან არა ჰრცხუენოდა, არამედ ქურივისა ერ/თისა | ზედასა-ზედა წყინებისათჳს უსაჯო, რათა განვისუენო" (ლუკა, 18, 2).

უკეთუ მსაჯულმან, რომელსა ღმრთისა არა ეშინოდა და კაცთა არა ჰრცხვენოდა, მრავალგზის წყინებისათვის აღუსრულა სათხოველი ქვრივსა მას, უკეთუ ჩვენ მრავალგზის ვევედრენით უფლისა ჩვენისა დედასა, არა გვისმინოსა და არა მოგვცეს სათხოველი ჩვენი, რომელ არს მეოხება მისი სიყვარული? უკეთუ ჩვენ არა ვსთხოვთ და იღწვის ჩვენთვის, ოდესცა ვსთხოვნეთ, უფრორე იღვაწოს!

ჰოი ძმანო, წმიდა ღმრთისმშობელი ვიდრე თხოვადმდე მოგვანიჭებს მეოხებასა მისსა, არამედ უკეთუ არა ვითხოვნეთ, ღმერთმან არა მოგვცეს მეოხება იგი, რამეთუ ღმერთსა ნებავს ზედასა-ზედა სათხოველი და რეკა კართა და/ ძიება მარადის. უკეთუ არა ითხოოთ, და იყვნეთ უდებებასა და ძილსა შინა, რა იგი მოგცეს უთხოვრად წმიდამან ღმრთისმშობელმან, უჴმარ იქმნების შენდა, რამეთუ შენ მძინარე და უდებ ხარ და მას სხვანი, წარიპარვენ, რომელნი მღვიძარე არიან და ითხოენ მარადის, რამეთუ მღვიძარენი ამისათვის შვრებიან და იღვიძებენ: მრავალნი შეიკრიბონ, და თვისსა და შენსა ზეთისხილსა ორთავე იგი წარიღებს. და შემდგომად განღვიძებისა შენისა, ოდეს არღარა გაქვნდეს ნაყოფი ზეთისხილისა, დაშთე მშიერი და ბრალეული და გაყვედრებდენ შენ უწყალოდ მტერნი შენნი, ვითარმედ: "დედა უფლისა ღმრთისა შენისა, რომელი დგას მარჯვენით მამისა შემოსილი სამოსლითა პირად-პირადითა, მან შთამოგიყარნა ზეთისხილნი, ნაყოფი/ თვისი, და შენ დაიძინე და 526 მიგიღეს სხვათა და იქმენ გლახაკ მადლისაგან ღმრთისა".

აწ, საყვარელნო, _ განვიფრთხოთ და მზად ვიყვნეთ აღკრებად ნაყოფისა მისგან მეოხებათა დიდისა ღმრთისათა და შეუკრიბოთ თავთა ჩვენთა, რათა მოგვენიჭოს შეძლება შრომათა და გამოჴდა ზეთისა, ღმრთისა მოწყალებითა პოვნა და შენდობა ცოდვათა ჩვენთა მეოხებითა წმიდისა მარიამ ღმრთისმშობლისაჲთა, ამინ.

იხილეთ სულხან-საბას სხვა ქადაგებები

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat