სულხან საბა ორბელიანი - 35. სწავლა ღმრთისა ნიჭისა და ჩვენისა უმადლობისათვის.
სულხან საბა ორბელიანი - 35. სწავლა ღმრთისა ნიჭისა და ჩვენისა უმადლობისათვის.
"იხარის უფალი ქმნულსა ზედა თჳსა" — დავით იტყვის რგ ფსალმუნსა შინა (ფს. 103, 31).

რა არს სიყვარული ესე, ქრისტეანებო, რომე ღმერთი იხარებს ჩვენ ზედა, ქმნილთა მისთა ზედა?

და ჩვენ არა ვიხარებთ და უმადლო ვართ ღმრთისათვის, რომ მიწა გან/გვაცხოველნა, უკვდავნი სულნი შთაგვბერნა და სიტყვიერნი შეგვქმნნა და სიბრძნე და გონიერება მოგვანიჭნა; მეგობარი ჩვენი, მიწა, ფერჴთა ჩვენთა ქვეშე დაგვიდვა, ისრე შავიცა არა გვაკადრა, მწვანითა და ფერად-ფერადითა ყვავილითა მოგვიფინა; კვალად ამხანაგთაგანნი ჩვენნი ცხოველნი, რომელნიმე ზედ აღსაჯდომელად მოგვცნა, რათა ფერჴითა სლვითა არა დავშვრეთ, რომელიმე საკიდრად, რათა ნუზლნი ჩვენნი ზიდნეს და გვემსახურნეს, რომელიმე მხნველად და მუშაკად და ძაღლნი ჴუმილად და განმკრძალველად და ქორნი, მწევარნი ნადირთა შემპყრობელად და სხვანი ყოველნი პირუტყვნი ჴელთა ქვეშე ჩვენთა მონა ყვნა და ჩვენ - მეფე ყოველთა ცხოველთა ზედა. არა კმა გვიყო ესე და ჩვენთვის შემზადნა ცანი, და მზე და მთოვარე და ვარსკვლავები, მსახურ ჩვენდა ყო, რათა ღრუბელთა და წვიმათა და ქართა მოგვცემდენ და ნაყოფთა განგვიმრავლებდენ, და ოქროჲთა და ვეცხლითა აღგვავსნა. არა თუ კმა გვიყო ამასა, სასუფევლისა შვილად აღგვწერნა და თვისად მონად მოგვიწოდა.

ესრეთ იხარებს უფალი ჩვენ ზედა!

ხოლო ჩვენ უმადლოთა არა დავიმარხეთ და მცნებისა მისისა გარდასლვითა გამოვსცვივენით სამოთხით და ჯოჯოხეთსა დავემკვიდრენით.

არაუგულებელს-გვყვნა უფალმან ქმნილნი მისნი: ჟამთა უკანასკნელთა მომივლინა ძე თვისი საყვარე/ლი განჴორციელებად მარიამისაგან ქალწულისა; ვითარცა კაცი, მსგავს ჩვენდა იქმნა: დაშვრა, მოიმშია, შეურაცხ-იქმნა ჩვენთვის, იყვედრა, იგინა, ინერწყვა, იცა, ჯვარს-ეცვა და დაეფლა და აღმოგვიყვანნა განხრწნისაგან ჯოჯოხეთისა.

ესრეთ იხარებს [უფალი] ჩვენ ზედა!

აღდგა მკვდრეთით და აღმადგინნა ჩვენ, ამაღლდა ზეცად და აღამაღლა ბუნება ჩვენი და მარჯვენით მამისა დასვა და ღმრთით ყო კაცება.

ესრეთ იხარებს უფალი ჩვენ ზედა!

არა გვაკმია ეს და მოგვივლინა სული წმიდა თვისი, რათა დაემკვიდროს ჩვენ თანა და ჩვენ სადგურ ღმრთისა ვიქმნეთ და მის მიერ ვიქმოდეთ ნიშებსა და სასწაულებსა საკვირველთა.

ესრეთ იხარებს უფალი ჩვენ ზედა!

აწ რა გვიღირს ჩვენ ესრეთ შეყვარებისათვის? ვინაჲთგან უფალი იხარებს ჩვენ ზედა, ჩვენ არა უმეტეს ჯერ გვიჩნსა შეყვარება? ვაი, ჩვენდა! ამისდა ნაცვლად რა გვიყოფიეს და რასა ყოფად ვართ?

იხილე: ქვეყნიერნი მეფენი უკეთუ მსახურთა თვისთა ვითარ წარმავალსა კეთილსა უყოფენ და იგი არა განეკრძალება, ვითარი პატიჟი მიიღოს მას ზედა, ვითარი ბოროტი შეაცნოს?

და ჩვენ უკვდავმან მეუფემან ვითარნი დაუსრულებელნი ნიჭნი მომცნა და არა ვმადლობთ, ვითარი საუკუნო დიდება მომანიჭა და არა გულისხმა-ვყოფთ და ჩვენი დღე ყოველ მცნებისა მისისა გარდასლვასა ვიქმთ მამა ჩვენი ადამ თვით ჴელითა თვისითა მცნებისა შექმნილი ერთსა მცნებასა გარდაჴდა და ჩვენ ერთისა გარდ/ასლვისათვის მამასა ჩვენსა ვითარ ვაყვედრებთ, ჩვენ დღე ყოველ მრავალსა მცნებასა გარდავჴდებით და თავსა ჩვენსა არა ვაყვედრებთ. ადამ ერთისა მცნებისა გარდასლვისათვის ხუთი ათას ხუთას წელიწადს დაისაჯა და ჩვენი მრავალისა მცნებისა გარდასვლისათვის არა გვეშინის დასჯისათვის ჩვენისა, არა ვზრუნავთ სულისათვის და ვზრუნავთ ჴორცთათვის, ვაქცევთ სასუფევლისა სახლსა, ჩვენთვის განმზადებულსა, და ვაშენებთ აქა თიხისა სახლსა, რომელი ადრე ოჴერ იქმნების, დავაბნელებთ სულსა ჩვენსა ღმრთივ განთავისუფლებულსა და ვაფოფინებთ - ჴორცთა ამათ, მატლთა საზრდელსა და წუთხსა - მყრალსა. კაცმან რომელმან განაბნია მარგალიტი და აღკრიბა კუროსთავი, ჩვენ ვემსგავსებით მას. ყოველი სამკაული/ სულისა განგვიბნევიეს და მოსურნე ვართ საჴორციელოთა საქმეთა.

რა არს სულისა სამკაული მსგავსი და უმჯობესიცა მარგალიტისა?

- სიმშვიდე, სიმდაბლე, სიყვარული, მოთმინება, სიგლახაკე და სოფლისა ამის შეურაცხება, რომელი განგვიბნევიეს. და აღგვიკრეფიეს უმწერტელესი კუროსთავისა: სიბოროტე, ამპარტავნება, ზვაობა, ნაყროვანება, სიძულილი, ლალვა, მრისხანება და სოფლისა ამის სიყვარული.

ვითარ მოვიგებთ ქმნილისა ჩვენისა მოტევებასა? ვითარ ვემსგავსებით მოძღვარსა ჩვენსა? იგი გვიბრძანებს: "რომელმან არა დაუტეოს ყოველივე მსოფლიონიო და არა აღიღოს ჯუარი თჳსი და [არა] შემომიდგესო, არა არს იგი ჩემდა ღირსიო" (მათე 10, 38).

რომელსა დაგიტევებიეს სოფელი ესე, ანუ მყოფნი სო/ფელსა ამას შინა მოყვარნი ჩვენნი?

-იგინი არა დაგვიტევებიეს ჩვენ, უფრორე შეგვიყვარებიეს. ჩვენ დაგვიტევებიეს სული, სჯული, სასუფეველი, თვარა არა სოფელნი და მოყვარენი ჩვენნი. ვიდრე ვიყავით ძმათა და მოყვარეთა თანა, ველალვოდით და ვებრძოდით, ვაყვედრებდით და, რა იგი აქვნდათ, მასაც მოუღებდით. აწ დაუტევენით ყოველნი და შეუდეგით მხოლოდ ქრისტესა. ჯერ-არს, რათა მხოლო ესე გვიყვარდეს, რომელმან ჩვენ შეგვიყვარა და ქმნილსა თვისსა ზედა იხარებს. აწე არა დაჯერებული ვართ აღთქმასა და მივსდევთ სახლეულთა და მოყვარეთა ჩვენთა და ზედასა-ზედა განვალთ მონასტრით და მივალთ ნახვად მათდა, რომელთა ველალვოდით; გამოვახვამთ და გამოვხვეჭთ/ მონასტერთათვის მონაღვაწთა ქონებათა და მივსცემთ მოყვართა და ძმათა ჩვენთა, რომელი სოფელსა შინა საძაგლად გვიჩნდა და აწ ეკლესიის ქონებისა გაროქვისათვის შეგვიყვარებიეს.

ჰხედავთ, ვითარ უმადლონი ვართ ღმრთისანი? ვიდრე ძმათა თანა ვიყავით, მაშინ ღმერთსა სიძულილი მისი ვაჩვენეთ, რომელი ძმათმოყვარებასა გვასწავებს, და, ოდეს გამოვედით სოფლით, და დაუდევით აღთქმა ქრისტესა: აღარასა ყოლა, გარნა მხოლო ქრისტე და ჯვარისა.

აწ გვისხენან მრავალნი მეგობარნი, მოყვარნი და ძმანი. რომელნი სოფელსა შინა მეზობელთა საზღვართა შეუცვლიდით და აგარაკთათვის ვებრძოდით, ძმათა წილთა არა მივსცემდით, მოყვარეთა პურის ცემად დავემალოდით, დღეს მათი შემყვარებელი და მოძმე ვიქმენით. ნუ ჰგონებთ, თუცა ესე ძმათა და მოყვარეთა სიყვარული იყოს. ძმათა და მოყვარეთა სიყვარული მაშინ ჴამდა, ოდეს მათ თანა ვიყვენით, მაშინ ვიქმნებოდით ბრძანებისა ღმრთისა აღმსრულებელი, ხოლო აწ დამჴსნელ მისისა ბრძანებისანი ვართ, ვინაჲთგან გამოვედით სოფლით და სოფლადვე მივრბიოდეთ და ძმათ მოყვარებასა ვიჩემებდეთ ეკლესიისა ურჩებითა.

ძმანო, ძმანი და მოყვარნი აწ ჩვენ ვართ, ერთად შეკრებილნი და ერთისა ქრისტეს შედგომილნი. გვიყვარდეს ერთმანერთი! უკეთუ სოფლად მისლვამან გვძლიოს, მივიდეთ ძმათა სენაკად და მოვიკითხნეთ. უკეთუ მეფისა ხილვა გვინდეს, მივიდეთ წინაშე წინამძღვარისა ჩვენისა. უკეთუ/ ქალაქთა ხილვა გვინდეს, მივიდეთ ეკლესიად: იგი არს ქალაქი ჩვენი. უკეთუ უნჯთა განმრავლება გვენებოს, განვამრავლოთ საღმრთოთა წერილთა კითხვა. უკეთუ მოვაჭრება გვეტკბობოდეს, მოვივაჭრნეთ სწავლანი სულიერნი.

ნუ, ძმანო, ნუ უმადლო ვიქმნებით ყოველთა ზედა ღმრთისა, ვინაჲთგან იგი იხარებს ჩვენ, ქმნულთა მისთა, ზედა. არამედ ყოველთა ზედა ვმადლობდეთ უფალსა: აღდგომასა და დაჯდომასა შინა, სლვასა და დგომასა შინა, მღვიძარებასა და დაძინებასა შინა, სმასა და ჭამათა შინა და, რათა უფალიცა იხარებდეს ჩვენ, ქმნილთა მისთა, ზედა და ღირს გვყოს მისთანა სიხარულსა დაუსრულებელსა უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სულხან-საბას სხვა ქადაგებები

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat