სულხან საბა ორბელიანი - 42. სწავლა თავის პოვნისათვის ნათლისმცემლისა, უკეთუ თევდორობა იყოს
სულხან საბა ორბელიანი - 42. სწავლა თავის პოვნისათვის ნათლისმცემლისა, უკეთუ თევდორობა იყოს
"ჴმა ღაღადებისა უდაბნოსა ზედა" ესაია იტყვის წინასწარმეტყველი (ესაია, 40, 3).

რა არს ჴმა ესე?

სადა არს უდაბნოსა შენებულობა, თუცა ჴმანი იყვნენ?

"ჴმა ღაღადებისა უდაბნოსა ზედა" იგი არს, რომლისათვის იტყვის ესაია: "აჰა ესერა მე წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე შენსა, რომელმან განმზადნეს გზანი შენნი" (ესაია, 40, 4).

ჴმა ღაღადებისას იგი არს, რომელმან განჴსნა ბერწობა დედისა და სიბერე მამისა განაჭაბუკნა, უშვილობა დედისა შვილ/იერ ყო და უტყვება მამისა — მეტყველ.

ჴმა ღაღადებისა იგი არს, რომელმან უჴმოდ თაყვანის-სცა მუცლითი გამო მაცხოვარსა ჩვენსა.

ჴმა ღაღადებისას იგი არს, რომელი საშოით დედისა წმიდად უფლისა იწოდა და ქალწულებით დაადგრა, ვიდრე აღსასრულადმდე.

ჴმა ღაღადებისა უდაბნოსა იგი არს, რომელი ჩჩვილი წარვიდა უდაბნოდ და განშორება დაიმკვიდრა.

ჴმა ღაღადებისას იგი არს, რომელმან დაუტევა კაცობრივი საზარდელი და საჴმარი და ანგელოზებრივი წესი აღიღო.

ჴმა ღაღადებისა იგი არს, რომელი მეოცდაათესა წელსა მოვიდა და მოციქულობისა ქადაგება მოართვა ერსა და ეტყოდა: "შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა" (მათე, 4, 17).

ჴმა ღაღადებისა იგი არს, რომელმან თქვა:/ "აწ ძეს ცული ძირთა თანა ხეთასა, რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას" (მათე, 3, 10; ლუკა, 3, 9).

ჴმა ღაღადებისა იგი არს, რომელი ფარისეველთა ეტყოდა: "თქუენ შორის დგას, რომლისა არა ღირს ვარ განჴსნად საბელთა ჴამლთა მისთასა" (მარკოზ 1, 7).

ჴმა ღაღადებისა იგი არს, რომელმან თქვა: "აჰა ტარიგი ღმრთისაი, რომელმან აიხუნას ცოდვანი სოფლისანი" (იოანე 1, 29).

ჴმა ღაღადებისა იგი არს, რომელმან ძესა ნათელ-სცა, სული წმიდა იხილა თვალითა, ვითარცა ტრედი, და მამისა ჴმა ესმა ზეცით: "ეგე არს ძე ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ" (მათე 17, 5).

ჴმა ღაღადებისა იგი არს, რომელმან ამხილა ჰეროდეს უსჯულობა და მის მიერ თავი წარეკვეთა და მოწამეცა სრული შეიქმნა.

ჴმა ღაღადებისა იგი არს, რომელი თვით მაცხოვარმან აქო: "დედათა ნაშობთაგანი არა აღდგომილ არს უფროის იოანე ნათლისმცემელისაო" (მათე 11, 11).

გესმისთა ქება უაღრეს ბუნებათა?

უკეთუ მსოფლიოთა მეფეთაგან გესმას ქება ვისიმე, განჰკვირდებიან ყოველნი კაცნი სიკეთესა ზედა მის კაცისსა და ამას თვით ყოველთა დამბადებელი ბრძანებს: "დედათაგან შობილი არავინ არს იოანე ნათლისმცემლისებრიო".

ჰოი დიდი საკვირველი ქება ქებათა უმაღლესი!

სხვანი ყოველნი წმიდანი თვითოჲთა საქმითა სათნო ეყვნეს ღმერთსა ანუ წინასწარმეტყველებითა, ანუ მოციქულებითა, ანუ მღვდელთ–მოდასეობითა, ანუ მეუდაბნოებითა, ანუ ქადაგებითა, ანუ ქალწულებითა, ანუ წამებითა, ხოლო ამან ყოველივე ერთბამად შეიკრიბნა ძველისა და ახლის სჯულისა სამართალნი.

სხვანი წმიდანი სასწაულსა იქმოდენ თვითოსათვის სათნო ყოფისა, ხოლო ამან არცა ერთი სასწაული ქმნა ესოდენთა სათნო ყოფათათვის. სიმდაბლითა უაღრესითა უდარეს ჩნდა ყოველთა კაცთა, არა მიიღო კაცობრივი საზრდელი, არა შეიმოსა თვინიერ ბებკი აქლემისა სტევისა, თავშიშველი, უჴამრობელი ვიდოდა ქვეითად და განგიწესებდა მონაზონებრივთა სახეთა, ვითარცა იტყვის დავით: "დადვა გზად სლვა თჳსი". ვინაჲთგან პირველ მელქიზედეკისა და ელიასი და ახლისა სჯულისა მეუდაბნოეთა მესაშუალე იყო და ორნივე აღასრულა და თავი მონაზონებისა იქმნა, ჩვენცა გვმართებს, ძმანო, რათა რაოდენთა დავიტევებდეთ, მივბაძვიდეთ.

უკეთუ იტყვით: იგი საშოჲთ დედისა წმიდა/ იყო, უფლისა იქმოდა, ჩვენ უძლურ ვართ და არა ძალ-გვიც. უკეთუ იგი არა ძალგვიც, წმიდათა მამათა განწესებულიცა არა ძალ-გვიცა: ზომიერი სმა-ჭამა, ზომიერი განწესება და სამოსელი? ვიცი ჩემდა იტყვით თვით არა მოქმედებისათვის. ძმანო, პავლე სამ ცამდი აღწევნილი იტყოდა: "განვკრძალებ ჴორცთა ჩემთა, რათა დავიმონო" . უკეთუ ვქადაგებდე, არა ვიპოო გამოუცდელ, მე, არარასა ღირსი, არამედ უწყი კეთილთა მონაზონთაგან, შესაძლებელ არს განწესება მამათმთავართა წმიდათა.

რაჲსათვის შეგვიმოსიეს სამოსელი სხვა და არა მსგავსი ერისკაცთა, გინა ფერითა, გინა ქმნილებითა?

-ამისათვის, რათა სხვა იყოს ჩემნი და ერისკაცთა საქმენი:/ სმა-ჭამა, აღდგომა, დაჯდომა, სიტყვა, ქცევა და ყოველივე. ოდესცა გონება დაუდგრომელი სოფლისა კერძო მიგვიზიდვიდეს, სამოსელთა ჩვენთა რა ვიხილვიდეთ, მოვაქცევდეთ გულთა ჩვენთა სოფლისაგან.

რაჲსათვის განგვიწესეს მატყლთა და ბალანთა სამოსელი?

- ამისთვის, ვითარცა ცხოვართა შეჰკრვენ და განპარსვენ მრისველნი და არა ჴმობნ, არცა ივლტინ; ეგრეთვე მონაზონთა რა ბოროტსა უზმიდენ, არა ჴმობდეს, არცა ღაღადებდეს და დრტვინვიდეს.

რაჲსათვის გვბურავს კუკული?

ამისათვის, რამეთუ ოდეს დავითს აღუდგა ძე თვისი აბესალომ მტერად, მას ჟამსა დაიბურა თავსა თვისსა ფიჩვი და მისთა თანა მყოფთა დაბურა და გამოვიდა ქალაქით და აღვიდა მთად და იგლოვდა და ევედრებოდა ღმერთსა განსაცდელისაგან თვისისა ჴსნისათვის და ძისა მისისა მოქცევისათვის. ჩვენცა ამისათვის განგვიწესნეს, რამეთუ ძმანი და შვილნი ჩვენნი ყოველნივე ჩვენნი მტერნი არიან სიტყვისაებრ უფლისა: - არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილითა მოვედ განყოფად მამა ძისაგან, ძე - მამისაგან და შემდგომი ამისი. ესრეთ მტერ არიან ძმანი და შვილნი ჩვენნი ერის კაცნი. ჩვენ მათთვის ვევედრებით ღმერთსა და მათსა აღსარებასა ვფარავთ, მოქცევა გვნებავს და იგინი, თუცა ჩვენი ბოროტი სცნეს, დაგვცინიან და კეთილთა ზედა არა შემრაცხვენ. რა ძმა და შვილნი, თვით ჴორციცა ჩვენი უდიდესი მტერი [არს] ჩვენი. ამისათვის გვინებს მსგავსად დავითი/სა ქალაქით გამოსლვა, რომელ არს სოფელი, და მთასა ზედა აღსლვა და გლოვა, რომელ არს მონასტერი, და ვედრება ღმრთისა განსაცდელისაგან ჴსნისა ჩვენისათვის, და მოქცევისათვის შვილთა ჩვენთასა, რომელ არიან ერისაგანნი.

რაჲსათვის გვასხიან პალეკარტი ნაოჭიანი, ვრცელი და გრძელი?
-ამისთვის, ვინაჲთგან მფრინველი ფრთეშეწყობილი მოსურნე არს ჰაერისა და ფრინავს და ზე აქვს წადილი აღსლვისა. ეგრეთვე ფრთეთა მსგავსობა გვამხილებს, რათა სასუფევლისა გვაქვნდეს სურვილი და ზეცად მიმართ ფრინვიდეს გონება ჩვენი. და ვითარცა ფრინველი დაჰფარავს ფრთითა თვისითა კვერცხთა და მართვეთა თვისთა მავნებელთაგან/ მისთა, ეგრეთვე ჩვენ ვფარავდეთ ჩვენ ქვეშე მოწაფეთა მავნებელთაგან სულისა მისისათა.

სარტყელიცა ტყავისა ამას მოასწავებს, ოდეს ადამს უქმნა სამოთხით ექსორია ქმნილსა უფალმან, სამოსელი ტყავისა შემძლებელი ტვირთვად სიცხეთა და სიცივეთა. ეგრეთვე ჩვენ ვიტვირთნეთ ჭირი, შრომა, რუდუნება და ეგევითარნი.

კვართისა ჯვარის სახეობა გვასწავებს სამარადისოდ ჯვარის აღებასა და ქრისტეს შედგომასა, რომლისათვის თვით იტყვის: "სოფელი ჩემთვის ჯვარსცმულ არს და მე - სოფლისათვის" და სხვაგან იტყვის: "აღიღე ჯვარი და შემომიდეგ მე" (მათე 16, 24).

აჰა, ძმანო, რასა შევდგომივართ, უკეთუ აქამომდე არა, აწ შეუდგეთ, — სამოსელი ჩვენი გვე/ტყვის.

უკეთუ თქვას ვინმე: ძნიად სატვირთავ არს მონაზონობა, - იყავნ ეგრეთ. დაადგერ ერისგანობასა ადვილსა ცხორებასა, ვითარცა თევდორე და სხვანი მოწამენი, და სცხონდე.

მონაზონნი კვალსა ნათლისმცემლისასა შეუდეგით და ერისაგანნი-მოწამეთასა; მონაზონთა - შიმშილი, წყურვილი და იწროება, ვითარცა იოანე, ერთა - სმა-ჭამა და ფართოება ზომიერი, ვითარცა თევდორე; მონაზონთა - დაბებკული სამოსელი, ვითარცა იოანე, ერის კაცთა - სამოსელი ბრწყინვალე, ვითარცა თევდორე; მონაზონთა - ქვეითად სლვა, ვითარცა იოანე, ერთა - აღმჴედრება, ვითარცა თევდორე; მონაზონთა - კუკული და პალეკარტი, ერის კაცთა - ჯაჭვი და ჩაფხუტი; მონაზონთა - ქალწულ/ება, ვითარცა იოანე, ერთა - ქორწინება წმიდა და სჯულიერი, ვითარცა ევსტათე; მონაზონთა ქადაგება - ქრისტესი, ვითარცა იოანე, ერთა - აღსარება ქრისტესი, ვითარცა თევდორე; მონაზონთა ოფლის დათხევა ქრისტესთვის, ერთა - სისხლის დათხევა, ვითარცა თევდორე; მონაზონთა - უხილავისა მტერისა - ბრძოლა, ერთა - ხილულისა და უხილავისა მტერთა ომი; მონაზონთა - სულისა საზრდელისა მოღვაწება, ერისკაცთა სულის საზრდელისა და ჴორცის საზრდელისა და შემოსის მოღვაწება; მონაზონთა მარტო თავისა თვისისა ზრუნვა, ერის კაცთა - თავისა ცოლისა, შვილისა, ძმათა, ნათესავთა და მრავალთა სხვათა ზრუნვა.

აჰა, ანუ მონაზონობა ქენით, ანუ ერთაგანობა. არა არს ორისაგან კიდე./

მონაზონთა - სენაკთა შინა ჯდომა, ერისკაცთა - სლვა ზღვათა ღელვათა, მთათა ყინვათა და ბუქთა, ბართა სიცხეთა და ხორშაკთა, რათა მოივაჭრონ და სიმართლითა გამოზარდნენ დედაწულნი თვისნი. მონაზონთა — წიგნი და ჴელსაქმიერი, ერისკაცთა — ხვნა-თესვა, მკა, ბარვა და შრომა, რათა პირისა თვისისა ოფლითა ჭამდეს პურსა და ცნობდეს დედა-წულით.

ჰეი, იღვაწეთ, ძმანო, გამოიღევით ნაყოფი სულიერი, რამეთუ გესმათ, რა იგი თქვა მეუფისა საქებელმან წინამორბედმან: "აწ ესე რა ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს, რომელმან ხემან არა გამოიღოს ნაყოფი, მოეკვეთოს და ცეცხლსა დაედვას" (მათე 3, 10; ლუკა 3, 9).

ძმანო, ხე უნაყოფო კაცნი არიან მადლითა უქონელნი და კეთილთა უნაწილონი; ცული რისხვა ღმრთისა არს, მსწრაფლ წარმტყვენველი, და ძირით მოკვეთა - საჴსენებლით აღმოფხვრა და ცეცხლი არა თუ ამის სოფლისა ცეცხლი არს, არამედ საუკუნო და დაუსრულებელი.

ვეკრძალნეთ, ძმანო, და გამოვიღოთ ნაყოფი კეთილი და ვევედრნეთ წმიდა იოანეს, რომელმან სამება ერთ-ღმრთაება პირველ მოასწავა; შემდგომად ჰურიათ ასწავა, ქადაგა, და ამტკიცა და მოასწავა მაშინ, რა მუცლით თაყვანის-სცა იესუს. შემდგომად შობისა ჩჩვილი ჩჩვილსა მოეხვია, ამბორს-უყო და თაყვანის-სცა. შემდგომად ნათლისცემასა რა იწიწვოდა იესუსაგან, კვალად თაყვანის-სცა, ჰურიათ ამხილა, რამეთუ ჰრქვა: "აჰა თქუენ შორის დგა, რომლისა არა ღირს ვარ ტკრთვად ჴამლთა მისთასა" (ლუკა 3, 16). და შემდგომად ჰრქვა: "ესე არს, რომლისათჳს იგი ვთქუ: ჩუენსა უწინარეს იყო, რომელი შემდგომად ჩუენსა მოვალს. და კუალად ესე არს კრავი ღმრთისა, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი" (იოანე 1, 29-30).

ქადაგა ესრეთ, რამეთუ ძესა ნათელ სცა და სული წმიდა იხილა, ვითარცა ტრედი, და მამისა ჴმა ესმა ზეცით: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ" (მათე 17, 5; 9, 7; ლუკა 9, 35).

ესრეთ დაამტკიცა, შემდგომად წამებისა მისისა სამგზის გვაჩვენა წმიდა თავი თვისი, სახელსა ზედა წმიდისა სამებისასა საკურნებელად ცოდვათა ჩვენთათვის.

აწ მოვედით, მორწმუნენო, ვევედრნეთ ორთა ამათ წმიდათა: იოანეს დიდსა წინამორბედსა და თევდორეს დიდსა მოღვაწესა, რათა მეოხ გვექმნენ სულთა ჩვენთათვის და ჩვენ უნაყოფონი განგვარინონ ცულისა მისგან მომკვეთლისა და ცეცხლისა მისგან დაუშრეტელისა, რამეთუ ღმერთსა შვენის დიდება აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სულხან-საბას სხვა ქადაგებები

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat