წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – მოძღვრება თქმული ქუთაისის კათედრის ეკლესიაში 25 მარტს, ხარების და ბზობის დღესასწაულთა ზედა, 1879 წელსა.
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – მოძღვრება თქმული ქუთაისის კათედრის ეკლესიაში 25 მარტს, ხარების და ბზობის დღესასწაულთა ზედა, 1879 წელსა.
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. დღეს, ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო. მოძღვრებასა ჩვენსა დავიწყებთ მით, რომ მოგახსენებთ ერთს მცირე ნამდვილ ამბავს, რომელიც მოხდა წარსულს წელსა. იმ ნამდვილი ამბავისაგან, როგორც ვგონებ, გამოიყვანება კარგი სწავლა და დარიგება. იქიდგან ჩვენ დავინახავთ, ვითარცა სარკეში, რა ზნეობა და ხასიათი მიიღეს ზოგიერთთა წევრთა ჩვენისა საზოგადოებისათა.

წარსულს წელს, შუა ზაფხულში, ქუთაისიდგან წავიდნენ რაოდენნიმე ახალგაზრდანი ვაჟნი და ქალნი გელათის მონასტერში. მონასტერში, ვგონებ, ქრისტიანე კაცი ლოცვისათვის და ღვთის თაყვანის-ცემისათვის უნდა წავიდეს, გარნა ხსენებულთა პირთა, როგორც გამოჩნდა და როგორც მიამბეს ბერებმა მის მონასტრისათა, მე თვითონ კი არ მინახავს იგინი, არც ვიცი ვინ იყვნენ, და არც საჭიროა ვიცოდე, და ნეტავი არც გამეგონა ეს ანბავი,- თითქოს ეკკლესიის და მონასტრის გასაკიცხავად წავიდნენ მონასტერში. გელათის სობოროში რომ შევიდნენ, ისე უწესოდ და ურიგოდ იქცეოდნენ, რომ საწყალი მოხუცი ბერები განცვიფრებული და შეწუხებული იყვნენ მათი მოქცევითა. ბოლოს ერთმა ყმაწვილმა კაცმა, - ამას კაცი როგორ დაიჯერებს, თუმცა არა შუა საყდარში, გარნა მაინც საყდარში, პაპიროზს მოუკიდა ცეცხლი. იქითგან რომ გამოვიდნენ, დასხდნენ და იწყეს ღვინის სმა, დიდი ყიჟინით და ხმაურობით. მასუკან ადგენენ და იწყეს თამაშობა, ასე რომ, ცხადად შეეტყობოდა, სულ ყველანი, არამც თუ ვაჟნი, ქალებიც მომეტებულად დალეულნი იყვნენ. თუმცა წინამძღვარმა უმდაბლესად სთხოვა, რომ მოეშალათ ეს უწესოება, მაგრამ არ დაუჯერეს, ბევრი საყვედურიც უთხრეს. იქნება შენ იფიქრო, რომ ისინი იყვნენ გაფიჭებულნი, ან გარყვნილი სახლიდგან გამოსულნი. ესე რომ ყოფილიყო, ვინ მიაქცევდა ყურადღებას: გაფუჭებულნი და გარყვნილნი, საუბედუროდ, ყოველს ქვეყნებში არიან. სამწუხარო აქ ის არის, რომ ხსენებულნი პირნი იყვნენ ნასწავლთაგანნი. ვგონებ უმეტესი ნაწილი სამსახურისა იყვნენ. ქალებს ეცვათ ყველას ახალ-მოდის ტანისამოსი, სუყველანი რუსულად ლაპარაკობდნენ, რომელიც ჩვენში არის ნიშანი განათლებისა. როდესაც გავიხსოვნებ ამ ამბავს, მწუხარებით ვკითხავ ჩემს თავს: რას ვშვრებით? სად მივდივართ? რას ვსწავლობთ? საიდგან მიიღეს და ვისგან ისწავლეს ამისთანა ზნეობა ახალგაზრდა ყმაწვილთა კაცთა? ნუ თუ მსგავსნი პირნი იმას ჰფიქრობენ, ვითომც განათლება მდგომარეობს იმაში, რომ სირცხვილი უკან გადააგდოს ახალგაზრდა ქალმა, ყმაწვილ-კაცებთან დალიოს, აირიოს მათთან და ისე მოურიდებლად და უსირცხვილოდ ეთამაშოს. ან იმ უფალმა, რომელმაც პაპიროსი დაანთო საყდარში, ვსთქვათ იმას ღმერთი აღარა სწამს, ეკლესიას არ ერიდება, გაზრდილობა მაინც უნდა ეხმარა, არ უნდა შეერცხვინა და შეეწუხებინა მოხუცებული ბერები ამისთანა ქცევით.გაზრდილი კაცი, სტუმრად რომ შევა სხვის სახლში, ნებას გამოითხოვს სახლის პატრონისაგან პაპიროზის მოკიდებაზე. აქ, საყდარში, პაპიროზს ანთებენ, ბერებისა არა რცხვენიათ. ამას მოითხოვს ზრდილობა? თავაზიანობა?.. სამწუხაროა ესრეთი ყოფაქცევა და ზნეობა. რაც კარგი და მოსაწონი იყო ძველ დროებაში და ცხოვრებაში, ივიწყებენ; ნაცვლად მისა ეჩვევიან ყოველიფერს ცუდს და საძაგელს. წმინდად და პატივის საცემლად მათ არაფერი არ მიაჩნიათ, ყოველნი ხორციელნი ვნებანი აშენებულნი აქვსთ და აღვირ-აუხსნელნი; გულ-დიდნი კი არიან, რომ განათლებულნი ვართო, რაღაც გვისწავლიაო. გვიხსენ, ღმერთო, ამისთანა განათლებისაგან და ესრეთთა განათლებულთაგან.

მაგრამ მე არა ნაკლებად მაწუხებს და მარცხვენს ის, რაც მოხდა აქ გუშინ ზეთის კურთხევაზედ და ბაიას დარიგებაზედ. რა არეულობა, ყვირილი, თითქმის კრივი იყო… რას იფიქრებდა ვინმე უცხო კაცი, რომ ენახა მაშინ ჩვენი ეკლესია? უთუოდ იფიქრებდა, რომ აქ ქრისტიანები კი არა, უმეცარნი, გაუნათლებელნი, ტყეში მცხოვრებელნი შეიკრიბნენო. ამოდენი ხანია გასწავლით, გიქადაგებთ, და ეს მცირე საქმე ვერ გასწავლეთ, რომ ეკლესიაში წესიერად დასდგებოდეთ. რათ მოიტაცეთ, ძმანო, ძალით ის, რასაც მე ჩემი ნებით, კურთხევით გაძლევდი? თუ არ შეგეძლო ერთი წამი კიდევ გაჩერებულიყავ ეკლესიაში და მშვიდობით და კურთხევით აგეღო ბაია?

გარნა მარტო თქვენ არ გაბრალებ ამას. აქ მთავრობაც არის დანაშაული. ამბობენ, ქალაქში არის პოლიციაო! საკვირველია, სადაც სწორედ საჭიროა პოლიცია, იქ მას ვერ ვხედავთ, და სადაც სრულიად არ არის საჭირო, იქ კი გამოჩნდება ხშირად, მაგრამ რა ვქნათ. მადლობა ღმერთს, რაც მოხდა, უთუოდ ჩემი ცოდვით იყო ესა! ჩემდა საკდემელად, რათა არა ვიფიქრო მაღლად ჩემ თავზედ, ცხადად დავინახო, რა მცირე არის და მოკლე ჩემი სულიერი ძალი და ღონე შეგონებად თქვენდა რაიმე კეთილისა. იყავნ ნება ღვთისა! ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat