წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – მოძღვრება თქმული გელათს 1869 წელსა 8 სექტემბერს
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – მოძღვრება თქმული გელათს 1869 წელსა 8 სექტემბერს
ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, ორგულნო, რამეთუ ათეულსა მიიღებთ პიტნაკისასა, და ცერეცოისასა, და ძირაკისასა, და დაგიტევებიეს უმძიმესი სჯულისა: სამართალი და წყალობა, და სარწმუნოება. ესე ჯერ იყო საქმედ და იგი არა დატევებად (მათ. 23, 23).

დღეს, ძმანო, მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, საჭიროდ ვრაცხ და მსურს მოძღვრება ჩემი თქვენდამი, რომელნი შეჰკრებილხართ აქა სხვათა და სხვათა მრავალთა სოფლებითგან, დავაფუძნო სიტყვათა ამათზედა სახარებისათა: ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, ორგულნო, რამეთუ ათეულსა მიიღებთ პიტნაკისასა, და ცერეცოისასა, და ძირაკისასა, და დაგიტევებიეს უმძიმესი სჯულისა: სამართალი და წყალობა, და სარწმუნოება. ესე ჯერ იყო საქმედ და იგი დატევებად. თქვენ, თვითონაც გესმისთ, რა საშინელსა და ფიცხელსა საყვედურსა გამოუცხადებს ამ სიტყვებით უფალი იესო ქრისტე ფარისეველთა და მწიგნობართა. ვინ იყვნენ ფარისევლები და მწიგნობარნი ეს მრავალგზის მითქვამს, და ვგონებ თქვენც გეცოდინებათ, რადგანაც საღმრთო წერილიდგან მრავალ-გზის საყდარშიაც გაიგონებდით მათს მოქმედებას და ხასიათს. მაშასადამე, ამაზე აღარ გავაგრძელებ სიტყვას, და პირდაპირ გადვიდეთ იმაზე, რა აზრი არის ამ ზემოდ მოყვანილ სიტყვებში, ესე იგი რომელს ცუდს საქმეს აყვედრებს მაცხოვარი ფარისეველთა ამ სიტყვებში? ზემო მოყვანილ სიტყვებში მაცხოვარი აყვედრებდა ფარისეველთა, რომელ იგინი სჯულსა ასრულებენ ბრუნდედ, ყალბად, არა გულწრფელად. რაც სჯულში იყო უმთავრესი და უსაჭიროესი მცნება, ესე იგი სამართალი, წყალობა და სარწმუნოება, მათ დავიწყებული ჰქონდათ, და რომელიც მათ ჰქონდათ საკუთარი, თვისგანვე დამატებული, ანუ მოგონებული კანონები და წესები, წვრილი, და არა ეგოდენ საჭირო, იმას კი ბეჯითად ასრულებდენ. ძველ მოსეს სჯულში, სხვათა შორის, იყო თქმული, რომ ყოველ მოსახლე კაცს უნდა შეეწირა ეკლესიისა და მის მსახურთათვის ათეული ყოვლისა მოსავლისა, მაშასადამე, ძირაკისა, ცერეცოისა და პიტნაკისაცა. ამას იგინი ბეჯითად აღსრულებდენ, გარნა, რომელიც სჯულის თავი და საძირკველი არის სამართალი, სარწმუნოება და წყალობა, ესენი დაუტევეს. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, ორგულნო, რამეთუ ათეულსა მიიღებთ პიტნაკისასა, და ცერეცოისასა, და ძირაკისასა, და დაგიტევებიეს უმძიმესი სჯულისა: სამართალი და წყალობა, და სარწმუნოება, ესე ჯერ იყო საქმედ, და იგი დატევებად. აჰა, რას აყვედრებს მაცხოვარი ფარისეველთა და მწიგნობართა.

გარნა ფარისეველთა და მწიგნობართა თავი დავანებოთ, და ჩვენი თავი გავიკითხოთ. უთუოდ სახარებაშიაც სულმან წმინდამან, ხელითა მოციქულთასა, სხვათა შორის იესო ქრისტეს სიტყვათა და სწავლათა, მისთვის დასწერა ესე ზემოდ მოყვანილი სიტყვები, რომელ წინადვე უწყოდა, რა საჭირო და სასარგებლო იქმნებოდნენ იგინი ჩვენცა ქრისტიანეთათვის.

მართლა, ჩვენცა, ქრისტიანენი, სამწუხაროდ, ხშირად დავემსგავსებით ფარისეველთა და მწიგნობართა ამ შემთხვევაში, მით რომელ ჩვენცა ხშირად გვავიწყდება და ბეჯითად არ ვასრულებთ უმთავრესთა და უსაჭიროესთა მცნებათა ქრისტესთა: სამართალსა, სარწმუნოებასა, მოწყალებასა, სიყვარულსა, და რომელნიც უმცირესნი და წვრილნი კანონები და წესები არიან, და ისიც არა ღვთისაგან პირ-და-პირ ნაბრძანებნი, არამედ კაცთა რომელთაგანმე, ანუ უბრალონი ჩვეულებანი, იმას ვასრულებთ ბეჯითად და მიუცილებლად. ამას მე თქვენ, თუ გნებავს, დაგიმტკიცებ მრავლითა მაგალითითა. მითხარი, ამ ორში რომელი არის უფრო დიდი და საჭირო საქმე ქრისტიანეთათვის: წმინდა საიდუმლოს მიღება ყოველ წელიწადს, თუ ჭურისა და მარნის კურთხევა მღვდლისაგან? რასაკვირველია, პირველი უფრო დიდი მცნება არის, ვიდრე მეორე. პირველი თვით იესო ქრისტესგან არის და მოციქულთაგან ნაბრძანები, და ისეთი დიდი მცნებაა, რომ გარეშე მისა კაცი ვერ სცხონდება, მეორე კი უბრალო ჩვეულებაა, თუმცა კი არა ცუდი და წინააღმდეგი, გარნა არა დიდი რამე. შენ კი ორ-სამ წელიწადს არ ეზიარები და არარას ჰზრუნავ იმაზე, არ შეიწუხებ თავს, და თუ მღვდელმა წლის განმავლობაში მარანი არ გიკურთხა, მაშინ სჯავრობ და უჩივლებ მღვდელს მთავრობასთან. ან, თუ მღვდელმა შესაწირავი ცხვარი არ გიკურთხა, ანუ, თუ სხვა რომელიმე ამისთანა წვრილი და არა დიდად საჭირო ჩვეულების წესი აგისრულა, დიდად გეწყინება, დაემდურები მას. ერთხელ ერთმა სოფლის მცხოვრებმა კაცმა საჩივარი შემოიტანა ჩემთან, და, როგორ ჰფიქრობ, რა დასწერა იმ საჩივარში? დასწერა, რომ წირვაზე ჩვენმა მღვდელმაო, სახარება რომ გამოასვენა საკურთხეველიდგან, სამეუფეო კარში შესავალზე უკუღმა მიიბრუნაო. იმ საწყალს ეგონა, რომ ერთი რამე დიდი შეცდომა არის. გამოსაცდელად მისა, მე ვკითხე, რა დღესასწაული იყო იმ დღეს და რომელი სახარება წაიკითხეს მეთქი. მან ვერცერთი ვერ მითხრა. მაშასადამე, ის საცოდავი კაცი საყდარში მიდის და არ იცის რა დღესასწაული არის, წირვაზე სდგას და სახარებას ყურს არ უგდებს, და იმას კი უყურებს, წაღმა მობრუნდება ღვდელი, თუ უკუღმა. ამნაირად იქცევიან თითქმის ყოველნი სოფლის მცხოვრებნი. რაც არის მაღალი და მძიმე, სულის განმანათლებელი და საცხონებელი, იმას სრულიად არ ტყობულობენ და არ ასრულებენ, და რომელიც უბრალო ჩვეულება არის, გარეგანი, უფრო ხორციელი და ადვილი, იმაზე უმეტესად სცდილობენ და იმას უფრო აღასრულებენ.

ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, ყური დამიგდეთ! ყოველს მოქმედებას კაცისას, მეტადრე სჯულის აღსრულებას, აქვს ორი კერძო, ანუ ორი მხარე; ერთი ხილული, გარეგანი და არა ეგოდენ მძიმე და საჭირო, მეორე სულიერი, შინაგანი, უფრო მძიმე და უსაჭიროესი. ამისათვის შენ ყოველი შენი ყურადღება უმეტესად უნდა მიაქციო მეორე მხარეს, და იგი აღასრულო უბეჯითესად. აგიხსნი ამასაც მაგალითით, ვინაიდგან მაგალითი უფრო ცხადჰყოფს ყოველს აზრს, და უმეტესად ჰმოქმედობს კაცის ჭკუაზე. თუ შენი მშობელნი ჭკუიანნი არიან, მათ შენ უთუოდ გასწავლეს პირჯვრის წერა. ამ ჩვეულებას, ანუ მცნებას აქვს ორი კერძო: პირველი ხილული, ესე იგი, სამი თითით ჯვარის გამოსახვა გულზე, შუბლზე და მხარზე. ესეც უნდა სისწორით აღასრულო, გარნა შინაგანი კერძო უნდა გახსოვდეს, ესე იგი კრძალვა, ყურადღება, სასოება უნდა შეართო, თორემ უიმისოდ არ ექმნება ფასი პირჯვრის დაწერას. შენ კი მარტო ხელს აქნევ და გონება დაფანტული გაქვს, იქით აქეთ იხედები, ხშირად ელაპარაკები მეზობლებს და ისე პირჯვარს იწერ. სხვა უფრო დიდს მაგალითს მოგიყვან. წირვის მოსმენას, ანუ საზოგადოდ რომ სვთქვათ, ყოველ ლოცვას ორი კერძო აქვს. ყოველი ხორციელი მოძრაობა, რომელსა მოითხოვს ლოცვა, პირჯვრის წერა, მეტანია, სიტყვების წარმოთქმა, ესენი არიან გარეგანნი უმცირესნი კერძონი ლოცვისა, ხოლო უმძიმესი და უსაჭიროესნი კერძო ლოცვისა, არის გული შემუსვრილი და მდუღარე, სული და გონება მიქცეული და მიმსჭვალული ღვთისადმი, შიში და სასოება ღვთისა. გარნა, საუბედუროდ, შენ მხოლოდ გახსოვს და ბეჯიტად აღსრულებ იმ უმცირესსა კერძოს ლოცვისას. შენ მხოლოდ ჰლოცულობ ენითა, და არა გულითა, სხეული შენი მოძრაობს და სული უძრავად არის, ამისთვის ლოცვა შენი უფრო ხშირად რჩება უნაყოფოდ. მარხვაში ყოფა-ქცევა უნდა გამოიცვალო, და შენ მხოლოდ საჭმელს გამოიცვლი; დღესასწაულში სულით უნდა გაიხარო, შენ ხორციელ სიხარულს ეძიებ; მაგრამ ნუღარ გავაგრძელებთ სიტყვას. გეტყვი კიდევ ერთს უმთავრესს და უსაჭიროესს მაგალითს: რომელი არის უმთავრესი და უპირველესი მცნება საღმრთოისა ჩვენის სჯულისა? ვინ არის ჭეშმარიტი და ნამდვილი ქრისტიანე? რა გაანათლებს და აცხონებს ქრისტიანესა უმეტესად ყოვლისა? სიმართლე, წყალობა, სარწმუნოება, სასოება, სიყვარული, აჰა უშინაგანესნი და უსაჭიროესნი მცნებანი, რომელთა აღსრულებას შენ უნდა ესწრაფო უმეტესად ყოვლისა. ჭეშმარიტი და ნამდვილი ქრისტიანე ის არის, რომლისა სული და გული არის დამუშავებული, განათლებული სიმართლითა, წყალობითა და უმეტესად ღვთის და კაცის სიყვარულითა. გარნა, საუბედუროდ, სიმართლე, წყალობა, სიყვარული უფრო დავიწყებულია ჩვენ შორის, და მარნის კურთხევა, ან კოხინჯრობა, ოქონობა და სხვა ახირებულნი დღესასწაულნი ძლიერ გვიყვარს.

ამით უნდა გამეთავებინა ჩვენი უბნობა დღეს, გარნა ორიოდე სიტყვა კიდევ უნდა დავუმატო. გეშინის, რომ ვინმემ არ იფიქროს თავის გულში ესრედ; მაშასადამე, გარეგანი აღარაფერი აღარ უნდა აღვასრულოთ? მაგალითებრ, მარანი აღარ ვაკურთხებინოო? პირჯვარი აღარ უნდა დავიწეროო, საყდარში მეტანია აღარ უნდა ვქნაო? ამის პასუხად კვალად მივიქცეთ ზემოდ მოყვანილს მაცხოვრის სიტყვებისადმი. როგორ იტყვის მაცხოვარი: ესე ჯერ იყო ქმნად, და იგიცა არა დატევებად. ესენიც აღასრულე, მაგრამ უმეტესად ეცადე, რომელიც უდიდესი და უპირველესი მცნებანი არიან, მათი აღსრულება. რადგანაც მამაპაპური ჩვეულება არის, რადგანაც გიყვარს და გიამება, მარანიც აკურთხებინე და ჭურიცა, სხვანიცა მცირე ჩვეულებანი, თუ გსურს, აღასრულე, გარნა გახსოვდეს, რომ ესენი არიან მცირენი და წვრილნი საქმენი, გარნა წყალობა, სამართალი და სიყვარული არიან პირველნი და უსაჭიროესნი. ესე ჯერ იყო ქმნად; ესენი პირველად, უთუოდ და მიუცილებლად უნდა აგესრულებია, როგორც უბრძანა ფარისეველთა უფალმან, და იგინიცა არ დაგიტევებია. ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat