წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – სიტყვა თქმული ჯვართ-ამაღლების დღესასწაულსა ქუთაისის საკათედრო ეკკლესიასა შინა სახორციელო და სასულიერო სასწავლებელთაგან შეკრებულთა მოსწავლეთადმი, 1874 წელსა.
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – სიტყვა თქმული ჯვართ-ამაღლების დღესასწაულსა ქუთაისის საკათედრო ეკკლესიასა შინა სახორციელო და სასულიერო სასწავლებელთაგან შეკრებულთა მოსწავლეთადმი, 1874 წელსა.
დაღაცათუ ჩვენ, გინათუ ანგელოსი ზეცით გახარებდეს თქვენ გარეშე მისა, რომელი იგი გახარე თქვენ, შეჩვენებულ იყავნ (გალატელთა 1, 8).

დღეს თქვენდანი არის ჩემი სიტყვა და ქადაგება, საყვარელნო ყრმანო, რომელნი სწავლობთ სახორციელო და სასულიერო სასწავლებელთა შინა ამის ქალაქისათა. დღეს მე ჩემი საღმრთო მოვალეობა უნდა ავასრულო თქვენს წინაშე: თქვენ უნდა მოგცე სწავლა, დარიგება, დაფრთხილება. ისმინეთ ყურადღებით სიტყვა ჩემი და მოიხმარეთ იგი თქვენი სულიერისა სიკეთისა და წარმეტებისათვის.

გარნა პირველ, ვიდრე ვიწყებ სიტყვასა თქვენდამი, ერთი შემთხვევა უნდა მოგიყვანო თქვენ, რომელიც მოხდა თვით აქ, ამ ჩვენს ქალაქში, სამი თვეა მასუკან. იქნება ზოგიერთმა თქვენგანმა კიდეც გაიგონა ეს სამწუხარო ამბავი, და ზოგიერთთათვის ახლა პირველი გაგონება იქნება. ეს ანბავი ის არის, რომ ერთ სასწავლებელში ერთმა საცოდავმა, დროებით დაქირავებულმა მასწავლებელმა, წინაშე თვით მცირე-წლოვანთა მოსწავლეთა, წარმოსთქვა, ანუ უმჯობესია, წარმოათხია პირისაგან საშინელი გმობა, ანუ გინება, თვით ჩვენსა იესო ქრისტესა და ყოვლად-წმიდასა მისსა დედასა ზედა. არ არის საჭირო დაუმატო აქ, რა შფოთი და უკმაყოფილება შეუდგა ამ საქმეს. ამ შემთხვევამ დაამტკიცა, რომელ ზოგჯერ მცირეწლოვანნი ბავშვნი უფრო გონიერად იქცევიან, ვიდრეღა დიდწლოვანნი კაცნი, და მოსწავლენი ყრმანი უფრო ჭკუიანნი გამოჩნდებიან, ვიდრეღა მათნი მასწავლებელნი. ამ შემთხვევაში მოსწავლენი აღშფოთდენ, გაჯავედენ და აღარ მოინდომეს სმენა მისი, გარნა მან, უგუნურმან და საცოდავმან, არ შეიკდიმა და არც შეირცხვინა. ამ შემთხვევამ მეც ფრიად შემაწუხა და შემაშინა, რომ სხვაგანაც არ მოხდეს რაიმე ამის მსგავსი, მეშინია, რომ სხვანიცა თქვენგანნი არ აცდუნოს და გარდააქციოს ვინმე ბოროტმა კაცმა. ბოლოს, იმისიც მეშინია, რომ, თუ არ გასწავლე თქვენ და არ გაგაფრთხილე, ჩემს დაუდევნელობას არ მიაწეროს ღმერთმან ეს, და არ მომკითხოს მე. ამისთვის დაგიბარე მე დღეს თქვენ აქა, და მსურს, რომ გაგაფრთხილო.

დაღაცათუ ჩვენ, განათუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქვენ გარეშე მისა, რაიცა გახარე მე თქვენ, შეჩვენებულ იყავნ. ეს სიტყვები მიწერა წმინდამან მოციქულმან პავლემ გალატელთა, მისგან მონათლულთა და გაქრისტიანებულთა. შეიტყო მან, რომ გალატელთა შორის გამოჩნდენ ზოგიერთნი ბოროტნი კაცნი, რომელნი მათ ეტყოდენ იმის წინააღმდეგ, რაც მათ პავლესაგან ისწავლეს. ამისთანა მისწერა მათ, რომ, გინა თუ მეო, გინა თუ ზეციური ანგალოზი გასწავლიდეს თქვენ იმის წინააღმდეგს, რაც ჩემგან ისწავლეთო, შეჩვენებული იყოსო. მეც ამ სიტყვებით დავიწყებ ჩემს სიტყვას: გინა თუ თვითონ მე, გინა თუ რომელიმე თქვენმა მასწავლებელმა, გინა ზეციერმა ანგელოზმა შეგაგონოს თქვენ იმის წინააღმდეგი, რაიცა თქვენ გესმისთ და სწავლობთ კლასში ღვთის სჯულისაგან ანუ კატეხიზმისაგან, შეჩვენებულ იყოს. ფიცხელი და საშინელია ეს სიტყვა, მაგრამ ამის ღირსია ის კაცი, რომელიც ამისთანა საქმეს იქმს. ღირსია მისთვის, რომელ მას ჰსურს აცთუნოს მცირე-წლოვანი ყრმა, ნაცვლად ჭეშმარიტებისა, ასწავლის სიცრუეს; მას უნდა შენი გარყვნა და გაუბედურება. რაც შენ კლასში გესმის საღმრთო წერილისაგან და ღვთის სჯულისაგან, იმით შენ უნდა გაჰნათლდე და გაჰკეთდე, იმაზე უნდა იყოს დამყარებული მომავალი შენი ცხოვრება და ცხონება აქაურიცა და ზეციურიც. მას მაცდურსა ჰსურს, რომ მოგაკლოს ეს საუნჯე და შთაგაგდოს უსჯულოებასა და უღმერთოებასა შინა. რა დიდი ცოდვა არის უმანკო ყრმის ცთუნება, ამაზე თვით მაცხოვარმა სთქვა საშინელი სიტყვა. ერთხელ მას მოჰგავრეს დედებმა თვისნი შვილნი, რათა აკურთხოს იგინი. მაცხოვარმან დაჰლოცა იგინი, აკურთხა, ხელი დაასხა მათ თავებზე, მოეფერა მათ და შემდეგ სთქვა: უმჯობესი არს კაცმა მოიკიდოს გულზე წისქვილის ქვა და თავი შთააგდოს ზღვაში, ვიდრეღა აცთუნოს ერთი მცირეთა ამათგანი.

საყვარელნო ყრმანო! თქვენ ჯერ ცხოვრებაში გამოუცდელი ხართ, თქვენ ჯერ ჩჩვილი ჭკუა და გული გაქვთ; თქვენ ჯერ არ შეგიძლიანთ ავი და კარგი კაცი ერთმანეთში გაარჩიოთ; თქვენ ყოველი კაცი კარგი და პატიოსანი გგონიათ, ამისთანა ყოველ ბოროტ-განმზრახველს კაცს ადვილად შეუძლიან თქვენი ცთუნება, თუ არ გაფრთხილდებით. საუბედუროდ, ახლა მრავალნი გამოჩნდნენ ისრეთი უღმერთონი და დამწვარნი სინიდისითა კაცნი, რომელთა არ ახსოვთ ზემო-მოყვანილი საშინელი სიტყვა მაცხოვრისა და მოციქულისა პავლესი, და არ ეშინიათ, და არ სცხვენიათ ცთუნება და გაფუჭება მცირე-წლოვანთა ბავშვთა. ამისთვის ფრთხილად უნდა იყოთ, რომ თქვენც ვინმემ არ გაცთუნოს. თუ ჭკუას მოიხმარ და ფრთხილად იქნები, ადვილად შეგიძლია შეატყო, ვის უნდა შენი ცთუნება და წახდენა. იმას უნდა, ვინც შენ გელაპარაკება იმის წინააღმდეგს, რაც გესმის შენ კლასში მოძღვრისაგან და საღმრთო წერილისაგან. აბა, შენ თვითონ იფიქრე და წარმოიდგინე, ამ ორში რა უნდა იყოს უმჯობესი და ჭეშმარიტი, ერთის მხრით, კლასში შენი მოძღვარი აგიხსნის შენ საღმრთო წერილს და ღვთის სჯულსა, გასწავლის მას, რასაც მთელს ქვეყანაში ასწავლიან მთავრობის ზედამხედველობით, რაზედაც მთელი ქვეყნის ბედნიერება და განათლება დამყარებულია, რასაც ასწავლიან ეს ორი ათასი წელიწადია, რომლისაგანაც შენ ისწავლი ყოველიფერს, რაც არის კეთილი, პატიოსანი და სასარგებლო; მეორეს მხრით, ვინცაღა, თვითონ ცუდი და გაფუჭებული და ყოველიფერის საქმისაგან გაგდებული კაცი გეუბნება ამის წინააღმდეგს. თვით შენ მიჰხვდები აქ, თუ ჭკუას და სინიდისს დაუჯერე, როგორ ფრთხილად უნდა იყო და ვის უნდა დაუჯერო. იფიქრე: ნუ თუ ამოდენა სასწავლებელნი, ამოდენა ხარჯი, ამოდენა მთავრობის ზრუნვა ამისათვის არის, რომ შენ სიცრუე გასწავლოს? მთავრობას ის უნდა, რომ შენ ყოველიფერი კეთილი და პატიოსანი ისწავლო, რომ კარგი კაცი გამოხვიდე, შენი თავისთვის და ქვეყნისათვისაც გამოსადეგი. რასაც თქვენ ახლა ისწავლით, მიითვისებთ, მიიღებთ, ის შეიქმნება თქვენი სულიერი სიმდიდრე. ფრთხილად იყავი, რომ არავინ მოგპაროს ეს სიმდიდრე. ჯიბეში რომ ორი, ან სამი ოქრო გქონდეს, ხომ გეშინია და ფრთხილად ხარ, ხშირად სინჯავ ხელით, რომ ჯიბის ქურდმა არ მომპაროსო იგინი. სწავლა, რომელიც აქ გესმის, თუ მიითვისე, მრავალ ოქროებზე უძვირფასესია, გარნა, სამწუხაროდ, ახლა ბევრი იმისი ქურდებიც გამოჩნდენ, - ფრიად გაფრთხილდი, რომ ისიც ვინმემ არ მოგტაცოს.

გარდა ამისა, და კიდევ უდიდესი ამისა, გაფრთხილდი, რომ ვინმემ, უღმერთომ და გარყვნილმა კაცმა, ზნეობა არ გაგიფუჭოს, ცოდვას არ მიგაჩვიოს. სად შეუძლია ზედამხედველსა შენსა ყოველ წამს და ყოველ ნაბიჯზე გიყუროს, შენს თავს შენვე უნდა მოუარო, თუ შენი საკუთარი სიკეთე და ბედნიერება გინდა. ქალაქში ყოველთვის არიან მრავალნი უქმნი, უსინიდისონი კაცნი, რომელთა არ სცხვენია მცირე-წლოვანის ბავშვის გარყვნა. მაგალითებრ, ვინმემ რომ გითხრას, წავიდეთ დუქანში, ანუ ტრაქტირში, ღვინო დავლიოთ და ვილხინოთო, რაც გინდა პატარა იყო, ნუ თუ ისე უჭკუო იქმნები, რომ ვერ მიხვდე, რომ იმისთანა კაცთან შენი ამხანაგობა არ ივარგებს?

რაც აქამომდე ვსთქვით, იმას ერთი კიდევ უნდა დაუმატოთ: ვინც შენ გაცთუნებს და შეგაგონებს ღვთის სჯულის წინააღმდეგს აზრებს, იმას თითქმის ყოველთვის ის განზრახვაც აქვს, რომ მთავრობის წინააღმდეგობა და ხელმწიფის ღალატობაც გასწავლოს. იცის ბოროტმა და ეშმაკეულმან კაცმან, რომელ, ვიდრემდის შენ იქნები მტკიცე საღმრთო სჯულში, იმ დრომდის ღმერთს არ უღალატებ, არც ხელმწიფის მოღალატე შეიქმნები, მისთვის, რომ თვით ჩვენი საღმრთო სჯული გვასწავლის ხელმწიფის ერთგულებას და მორჩილებას. ამაშიაც გაფრთხილებული იყავი, თუ შენი თავის დაღუპვა არ გინდა, საყვარელო ყრმანო, ნუ დაივიწყებ, რისთვის მოგიყვანეს შენ აქ მშობელთა შენთა; ვიდრემდის სასწავლებელში ხარ, სხვა საქმე არა გაქვს, მხოლოდ უნდა ისწავლო და გაჰნათლდე. თქვენი მშობელნი, ჭირისუფალნი, თვით საზოგადოება, და ბოლოს, თვით წმიდა ეკკლესია, თქვენგან მოელის მომავალს დროებაში ნუგეშსა, შემწეობასა, კეთილსა და პატიოსანსა შრომასა. დიდი ცოდვა დაგედებათ, თუ ნაცვლად ამისა, იგინი ჰნახავენ მწუხარებასა და დაბრკოლებასა.

თვით უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან, რომელმან აკურთხნა ყრმანი, დალოცა და ფიცხლად აღგვიკრძალა ჩვენ, დიდროვანთა, თქვენი ცთუნება და გაფუჭება, კეთილი დასაწყისი მისცეს და კეთილად წარმართოს სწავლა თქვენი. ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat