წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – სიტყვა თქმული ქუთაისს, დღესა უფლის მიგებებისა, ანუ მირქმისა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – სიტყვა თქმული ქუთაისს, დღესა უფლის მიგებებისა, ანუ მირქმისა
იესო წარემატებოდა სიბრძნით და ჰასაკითა, და მადლითა წინაშე ღმრთისა და კაცთა. (ლუკ. 2, 52).

სახარება დაწვლილებით არ მოგვითხრობს ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, რა სახით სწავლობდა და იზრდებოდა უფალი იესო ქრისტე სიყმაწვილესა შინა თვისსა. ერთი მხოლოდ ლუკა მახარებელი ახსენებს მოკლედ, რომელ იგი იყო დამორჩილებული დედ-მამათა თვისთა და წარემატებოდა სიბრძნითა და ჰასაკითა, და მადლითა წინაშე ღვთისა და კაცთა. გარნა ესეც საკმაო არის ჩვენდა სასწავლებლად. გონიერნი და ღვთის მოშიშნი მშობელნი ამ მოკლე სიტყვისაგანაც გამოიყვანენ, თვისსა სახელმძღვანელოდ, დიდსა სწავლასა და დარიგებასა იმაზედ, თუ რა სახით უნდა ჰზრდიდენ იგინი თვისთა მცირეწლოვანთა შვილთა.

გარნა, პირველ, ვიდრე შეუდგებით ჩვეუნ უბნობასა ამ საგანზე, გამოვითხოვ თქვენგან ნებას, მოგახსენო თქვენ ერთი მცირე შემთხვევა, რომელიც მოხდა ამ დღეებში. ის შემთხვევა, სხვათა შორის აღგვიხსნის და დაგვიმტკიცებს ჩვენ, რა უგუნურად იზრდებიან ჩვენ ქვეყანაში მშობლების სახლებში, და რაოდენ ცუდი ზნე და ვნება წარმოსდგება იქითგან. ის შემთხვევა იყო ამ სახით: ერთს პატარა ხუთის ანუ ექვსის წლის ბავშს, ღარიბს, ფეხ-ტიტველს, თავ-დაუხურავს, ხელში ეჭირა ცოტა ოდენი ფული და მირბოდა სახლში, სადაც მას ჰყავდა მოხუცებული მამა, თუ ბიძა, გარდაცვალებული. იმ ფულით უნდა ეყიდათ კუბო მიცვალებულისათვის. ამ ჟამად იმას მიეწევა ერთი ვიღაცა ყმაწვილი კაცი, კარგად ჩაცმული და უთუოდ კეთილშობილთაგანი, გამოსტყუებს ამ ფულს, და ჰსურს წართმევა მისი. გარნა შორითგან დაინახა ეს საქმე სხვამ ვინმე კაცმა, მივიდა, შეარცხვინა იგი და დააბრუნებია ფული ბავშვისათვის, ძლიერ უბრალო არის ეს შემთხვევა, მაგრამ რაოდენს სამწუხარო აზრს გააღვიძებს იგი კაცის გულში. პირველად, მიაქციე ყურადღება, ძმაო, იმაზე, რომელ ის კაცი, რომელსა არ შერცხვება ამისთანა უღმერთო საქმისა, არ იყო ერთი გავარდნილი და გარყვნილი ქურდი. იგი იყო როგორც ვსთქვით, კარგად ჩაცმული, უთუოდ კეთილშობილი; თუმცა სახელი და წოდება მისი დარჩა უცნობელი, გარნა, როგორათაც ზოგიერთნი ამბობენ, იგი არის სამსახურში. ყოველს შემთხვევაში, უეჭველია, რომ საზოგადოებაში იგი იქცევა კეთილშობილურად, ლაპარაკი და სახე იმას აქვს უთუოდ მოსაწონი, ერთი სიტყვით, იმას ისრეთი სახე და ქცევა აქვს, რომ ვერავინ ვერ იფიქრებს, რომ იგი ამისთანა საძაგელ საქმეს არ მოერიდება, - და რისგან და საიდგან არის ესრეთი გასაოცარი უთანხმოება და წინააღმდეგობა კაცის საქმისა და სახისა, ლაპარაკისა და მოქმედებისა? რისგან არის, რომ გარეგანი კაცისა სჩანს პატიოსნად, მოსაწონად, მაშინ, როდესაც შინაგანი მისი არის აღვსებული ყოვლითა საძაგლობითა და სიმყრალითა? ვგონებ, შეცდომა არ იქნება ჩემგნით ვსთქვა, რომ ერთი ამის უმთავრესი მიზეზთაგანი, არის ცუდი, უგუნური აქაურის ბავშვების აღზრდა თავის დედ-მამის სახლში.

სახარებაში თქმულ-არს, როგორც ზემოდ მოვიყვანეთ, რომელ უფალი იესო ქრისტე, როდესაც იგი იყო მცირე-წლოვანი, იყო მორჩილებასა შინა დედმამისასა, და წარემატებოდა სიბრძნითა და ჰასაკითა, და მადლითა წინაშე ღვთისა და კაცთა. საკვირველია, რა სიბრძნესა სწავლობდა მცირეწლოვანი ყრმა, და რა მადლით წარემატებოდა იგი? აქ, ძმაო, წიგნების სწავლაზე არ არის თქმული, არამედ ადრიდგანვე, ვიდრე იგი იყო, მცირეწლოვანი, აშენებდენ მის სულში და გულში საფუძველსა კეთილსა ზნეობისა, სიწმინდისა, სიმართლისა და სათნოებისასა. ასე იზრდებოდა უფალი იესო ქრისტე! თუმცა იგი იყო ძე ღვთისა, მაშასადამე, მისთვის რა საჭირო იქნებოდა აღზრდა, დედმამის მორჩილება, სწავლა, გარნა ეს მოხდა და დაიწერა სახარებაში ჩვენთვის, რათა ყოველთა მშობელთა ახსოვდეს, თუ რა მოწიწებით და მეცადინეობით უნდა ჰზრდიდენ იგინი თვისთა შვილთა. ზნეობის სწავლა, პატიოსნების მიჩვევა, სიცრუის მოძულება, ყოველი სიბრუნდის, სიყალბის მორიდება, სიყრმიდგან, სამი-ოთხი წლიდგანვე უნდა ასწავლონ, მიაჩვიონ მშობელთა თვისნი შვილნი. როგორც ენას ამოიდგამს ბავშვი, მაშინვე ცოტაოდენი განრჩევა ცუდისა და კარგისა, მოსაწონისა და დასაწუნებელისა უნდა შეატყობინონ მას, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ უმფრო საკუთარი ქცევით.

გარნა, საუბედუროდ, ჩვენებურნი მშობელნი იქცევიან სრულიად საწინააღმდეგოდ; უმეტესად ნაწილი აქაურთა მშობელთაგანი, სრულიად არ ჰფიქრობს და არ სცდილობს, რომ მცირეწლოვანთა ბავშვთა ასწავლოს კეთილი ყოფა-ქცევა და კეთილი ზნეობა. აქაურნი ბავშვნი იზრდებიან სრულიად მიუხედველად მათდა. რას სწავლობენ იგინი, რას ეჩვევიან - ამას მშობლები სრულიად არ ეძებენ. თუ რაიმე ცხადი სიცუდე ჰქმნა, ბავშვი არისო, არაფერიაო, გაიზრდება - გამოიცდებაო. როდესაც გაივლი ქალაქის ქუჩებში, ანუ სოფლებში, სახლების წინაშე, ჰნახავ, რომ მცირეწლოვანი ბავშვები გდიან მიწაზე, ტალახში, ანუ მტვერში, გოჭებთან, ანუ თხებთან, გასვრილნი, ერთმანეთს ეჩხუბებიან და აგინებენ, და ეჩვევიან ყოველსა ცუდსა ზნესა. დილიდამ საღამომდი მშობლები ერთხელაც არ შეჰხედავენ მათ, და ერთ დარიგებასაც არ მისცემენ, ამ სახით, ვიდრე ბავშვი შეიქმნება რვისა ანუ ათის წლისა, იგი გაიგონებს, ჰნახავს და ისწავლის ყოველსა სიცუდესა და სიბილწესა, გარნა კეთილსა აზრსა და ზნეობასა ვერც ერთს ვერ შეიტყობს, ვერ ისწავლის. რა კეთილი უნდა გამოვიდეს ამ სახით გამოზრდილისა ბავშვისაგან.

გარნა, მსმენელნო, იქმნება იფიქროთ, რომ ამ სახით იზრდებიან მხოლოდ დაბალი ხალხისა, და არა კეთილშობილთა შვილები. ამაზე მე გიპასუხებთ, რომ დიდი განსხვავება არ არის მათ შორის: კეთილშობილის ოჯახის შვილები პირველსა ჰასაკსა, რვა თუ ცხრა წლამდის, იმ სახითვე ატარებენ დროებას ქუჩებში, მინდვრებში, ეზოებში, ტყეში და ველში, ჰნახავენ და ისწავლიან ყოველსა ცუდსა. მართალია, ამის მერმე მშობელნი მათ მისცემენ სასწავლებელში, მაგრამ ცუდს საფუძველზე კარგის სწავლის დაშენება არ შეიძლება. რაკი ცხრა წლამდის ყრმა იყო დამორჩილებული დედ-მამისა, და არ წარემატებოდა სიბრძნითა, ჰასაკითა და მადლითა წინაშე ღვთისა და კაცთა. მერმე ძნელი იქნება მისი ხასიათის გასწორება.

მართალია, არა ყოველნი სცდილობენ, რომ მათ მცირეწლოვანების გულში დანერგონ კეთილი ზნეობა და პატიოსანი ყოფა-ქცევა, მაგრამ აქაც ერთი შეცდომილი ჩვეულება აქვსთ აქაურთა მშობელთა. ნაცვლად მისა, რომ ამათ წარემატებოდეს ჰასაკითა, სიბრძნითა და მადლითა წინაშე ღვთისა, ესე იგი, შეაგონონ თვის შვილსა, რომელ ღმერთი ჰხედავს ყოველსა მისსა აზრსა და საქმესა, მას უნდა სცხვენოდეს ღვთისა, და ცუდ საქმეს ერიდებოდეს ღვთის გულისათვის, სულის და გულის სიღრმეში გაუჩინონ, გაუზარდონ მართლ-მსაჯული, წრფელი სინიდისი, - მშობელნი ასწავლიან შვილთა მხოლოდ გარეგანსა პატიოსნებასა. თუ ცუდი რამე ჰქმნა ბავშვმა, მაშინვე მიაძახებენ: არა გრცხვენიაო, რომ დაგინახონ, რას იტყვიანო შენზე. ამისთანა ლაპარაკით ბავშვის გულში ის აზრი და მეცადინეობა გამოიხატება, რომ ოღონდ ვინმემ კაცმა არ დაინახოს მისი ცუდი ქცევა, და, რაც გინდა ჰქნას, არაფერია. იმას კი არ ჰფიქრობს, რომ ყოველ ცუდ საქმეს მოერიდოს, არამედ სცდილობს, რომ სხვამ არავინ შეუტყოს მისი ცუდი საქმე, და სადაც შეუძლია ჩუმად ცუდი საქმის ქმნა, იქ არ მოერიდება, როგორათაც ის საცოდავი, რომელზედაც თავიდგანვე ვსთქვით. კაცის სირცხვილი არ დაგიცავს ცოდვისაგან, თუ საკუთარი შენი სინიდისი გაჩუმებულია; თუ შენი სინიდისი არ გელაპარაკება, არ გარცხვენს, არ გაწუხებს, თუ იგი გაყრუებულია, ათასნაირად შეგიძლია ცოდვა აღასრულო, და არავინ დაგინახოს.

ძმაო ქრისტიანე! თუ ღმერთმა მოგცა შვილი, ეცადე და ფრთხილად იყავი, რომ ადრიდგანვე არ გაჰფუჭდეს მისი ზნეობა და ხასიათი. ადრიდგანვე, ვიდრე იგი შენს ხელშია, დაჰნერგე მის გულში ის ჩვეულება, რომელ იმას, ყოველი ცუდი საქმისათვის და ქცევისათვის, თვისი ჭკუა, ანუ, უმჯობეს არს თქმად, თვისი სინდისი, ღვთის მადლით განათლებული, აშინებდეს და არცხვენდეს. ერთი სიტყვით, ეცადე, რომ იგი წარემატებოდეს, ვითარცა უფალი იესო ქრისტე, სიბრძნითა და მადლითა, არა მხოლოდ წინაშე კაცთა, არამედ პირველად წინაშე ღვთისა და მერმე კაცთა. ამინ.

ხატის წყარო»»
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat