წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – სიტყვა ახალს 1884 წელსა, თქმული ქუთაისის სობოროსა შინა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – სიტყვა ახალს 1884 წელსა, თქმული ქუთაისის სობოროსა შინა
ხოლო თქვენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ (მათე 6, 33).

დღეს, ჩვეულებისამებრ, ყოველნი კაცნი მიულოცავენ ერთმანეთს ახალ წელს და ისურვებენ ერთმანეთისათვის ახალს ბედნიერებას და ახალს სიხარულს. ბედნიერება, კეთილ-წარმატება, სასიხარულო დღეები - აი რას ელტვიან ყველანი და რას ისურვებენ ერთმანეთისათვის, აკვნიდგან თვით საფლავამდის. ესრეთი მისწრაფება კაცთა ბედნიერებისადმი, არის თვით ბუნებრივი და კანონიერი მოთხოვნილება. კაცის ბუნება უნებლივად ერიდება მწუხარებასა, და ეძიებს ბედნიერებას. ღმერთსაც წვალებისათვის კი არ შეუქმნია კაცი, არამედ ბედნიერებისა და სიხარულისათვის. მაგრამ კაცთა ახირებული წარმოდგენა აქვსთ ბედნიერებაზე. მზგავსად ძველთა კერპთ-მსახურთა, ჩვენ დროშიაც უმეტესი ნაწილი ხალხისა წარმოიდგენს თავის ბედს რაღაცა კაცის სახედ, რომელიც დადის კაცთა შორის თვალ-ახვეული, და ვისაც შემთხვევით მიადგება, მას მიანიჭებს ყოველივე ბედნიერებას. არა, ძმანო ქრისტიანენო, ჭეშმარიტი ბედნიერება არ მიენიჭება კაცთა შემთხვევით, უმიზეზოდ, ის თითქმის ყოველთვის, შედეგია მრავალთა შრომათა და მოღვაწეობათა.

რაც გინდა ილაპარაკონ კაცთა ამის წინააღმდეგ, მაინც უნდა ვსთქვათ, რომ ბედნიერება ხშირად არის ჯილდო კაცის კეთილ-მოქმედებისა, მაგრამ კაცნი შემცდარნი არიან, როდესაც გარეგან და ნივთიერ წარმატებაში ჰხედავენ თავის ბედნიერებას, ვინაიდგან ერთი მხოლოდ გარეგანი ბედნიერება და ნივთიერი სიკეთე, არ შეადგენს კაცის ბედნიერებას. ერთი უბრალო, მაგრამ გონიერი რუსული ანდაზაა, რომ საშვალ ოქროსაგანაც ცრემლი მოსდის კაცსა. როდესაც კაცის სული არ არის დაწყნარებული, როდესაც კაცის გული სკდება სხვადასხვა ცუდთა ვნებათაგან, მაშინ არავითარ ქვეყნიურს დიდებას არ შეუძლია მიანიჭოს კაცსა კმაყოფილება და ბედნიერება.

ჭეშმარიტი გზა, რომლითაც კაცს ძალ-უძს შესაძლებელი ბედნიერება მოიპოვოს ქვეყანაზე, ნაჩვენებია ზემო-მოყვანილ მაცხოვრის სიტყვებში: ხოლო თქვენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ. (მათ. 6, 33), ესე იგი, ეცადეთ უწინარეს ყოვლისა, რომ სულსა შინა თქვენთა დაარსდეს სასუფეველი ღვთისა, შეიქმნენით ძენი სასუფევლისა ღვთისა, სცანით სიმართლე ღვთისა და შეიყვარეთ იგი, და მაშინ ყველა დანარჩენი, ესე იგი მშვიდობა, სიხარული და ყოველივე, რაიცა არის საჭირო კაცისათვის ქვეყანაზე, ესე იგი საჭმელი, სასმელი, ტანისამოსი და სხვა თავის-თავად მოგენიჭება თქვენ.

სულ უბრალო და მოკლე მოფიქრება მიიყვანს კაცს ამ დასკვნამდის. მართლა, რა აბრკოლებს უფრო კაცის კეთილდღეობას ქვეყანაზე? სისუსტე, ბიწიერება, ვნება, კაცისაგან და ამათგან წარმოდგენილი: სიღარიბე, ავადმყოფობა, მტერობა და შური ერთმანეთში. ერთი უდიდესი უბედურებათაგანი, რომლებიც არღვევენ კეთილ-წარმატებას მრავალთა კაცთასა, არის სიგლახაკე და სიღარიბე. გარნა თვით კაცნი არიან ხშირად მიზეზი სიღარიბისა თავისი სიზარმაცით, ცუდად ხარჯვით და თავისი ბიწიერი ცხოვრებით. მეორე უბედურება, შემმუსრავი ხალხისა, არის ავად-მყოფობა და უდროვო დროს სიკვდილი. მაგრამ, განა არ მოხდება აქაც ხშირად, რომ თვით კაცი, თვისი ურიგო და არა ზომიერი ცხოვრებით, არღვევს თავის ტანის სიმრთელეს და იწვევს უდროვოდ სიკვდილს? ბოლოს, სიღარიბისა და სნეულებითა უარესად, თვითონ კაცნი ჰღუპავენ თავის თავს ერთმანეთის მტერობით და შურით. მაგრამ ყოველნი უმთავრესნი მიზეზნი ხალხთა უბედურებისა, შემცირდებიან და კიდეც განჰქარდებიან, თუ თითოეული კაცის, ანუ მთელი საზოგადოების სულში, დამყარდება სასუფეველი ღვთისა, ესე იგი სიმართლე, მშვიდობა და სიყვარული. შეიძლება ამაზე გვითხრან: გარდა იმ უბედურებათა, რომელნიც თვით კაცისაგან წარმოსდგებიან, არის კიდევ მრავალი სხვა მოულოდნელი უბედურება, რომლებიც კაცს ცხოვრებაში შეჰხვდებიან. ეს მართალია. და ნეტა იმას, ვინც მამაცად აიტანს და სულით არ დაეცემა, არამედ მეცადინეობს, რომ ყოველთა უბედურთა შემთხვევათაგან გამოიტანოს რაიმე ზნეობითი სარგებლობა. მაგრამ ვის უფრო შეუძლია ასე მოიქცეს? იმას, რომლის სულშიაც დამკვიდრებული არის სასუფეველი ღვთისა, რომელიც, სიტყვისაებრ მოციქულისა, არის: ჭეშმარიტება, მშვიდობა და სიხარული სულისა მიერ წმინდისა.

მართლა, ბედნიერება არ არის რაიმე გარეგანი კაცისა; ის არის მისი შინაგანი, მშვიდობიანი, მხიარული და მხნე სულის მდგომარეობა, და მისთანა სულის მდგომარეობა შესაძლებელია კაცისათვის მაშინ, როცა კაცის სინიდისი წმინდა და დამშვიდებული არის. ამიტომაც ვსთქვით ჩვენ ზემოდ, რომ ბედნიერება და ჩვენი წარმატება, ვერ მოგვანიჭებს ჩვენ ნამდვილსა ბედნიერებასა. მართლა, ყოველთვის იყვნენ მრავალნი პირნი, და ჩვენს დროში უფრო მომეტებულია, რომლებიც თავის თავს ნამდვილ ბედნიერ კაცად სთვლიან, მაშინ მხოლოდ, როცა შეუძლიათ საკმაოდ დააკმაყოფილონ თავიანთი სხეულის პირუტყვული მოთხოვნილებანი, და ამას გარდა სხვაზე აღარას ჰფიქრობენ. მაგრამ ამისთანა ბედნიერება, ჩვენის აზრით, შეეფერება მარტო პირუტყვთა, და არა გონიერთა არსებათა. კაცს, რომელიც მთლად არ ემორჩილება თავის პირუტყვულს მოთხოვნილებასა, ყოველთვის აქვს ერთი რამე საგანი, უმაღლესი მიზანი, რომელზედაც მისი აზრი და გონება არის დამყარებული, და სულიერი და ფიზიკური მისი ძალა ეძიებს რამე მიმზიდველს სამოქმედო ასპარეზს. და ეს იქმნება დანერგვა და აღორძინება სულთა შინა ჩვენთა ღვთის სასუფეველისა, ხოლო აქ საჭიროა მეცადინეობა, რათა გავსწინდოთ, გავაუმჯობესოთ ჩვენი სული, განვაშოროთ მისგან ყოველი სიწარხდრე, ცოდვა. მივაჩვიოთ ჩვენი სული და გული უმაღლეს ლტოლვილებას. ერთი სიტყვით, მიუახლოვდეთ ღმერთსა, ვიცხოვროთ მასთან.

ხორციელი წრთვნა (ხორცის მოფერება), ამბობს მოციქული პავლე, მცირედ სასარგებლოა. ღვთის მსახურება ყოველ შემთხვევაში სასარგებლოა. ყოველივე ქვეყნიური წარმატება მიანიჭებს კაცს მოკლე-დროებითს სარგებლობას, ხოლო ღვთის მსახურება ყოველთვის და ყველგან სასარგებლოა. ის ქვეყანაზედაც მისცემს კაცს მშვიდობას და ბედნიერებას, და მომავალი საუკუნო ცხოვრებისათვის მიანიჭებს მას საუკუნო ნეტარებას.

ძმანო, მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, ჩვენ ყველანი ყოველ დღეს ვევედრებით ღმერთსა: "მოვედინ სუფევა შენი". გარნა, ვსთხოვთ რა ღმერთს სიტყვითა, ჩვენ საქმითაც უნდა ვსცდილობდეთ მოსვლას და წარმატებასაც მისსა ქვეყანაზე. მაგრამ ვინ უფრო ვალდებულია ჩვენ შორის, განსაკუთრებით, მოეხმაროს ამ საქმეს? ჩვენ, ნასწავლნი და განათლებულნი პირნი, უმეტესად ისინი, რომელნიც მსახურებენ ღმერთსა და მეფესა, რომელნიც სდგანან საზოგადოების წინ, და რომელნიც იცვენ საზოგადოების სულიერთა და ნივთიერთა სარგებლობათა. მეტად დიდია ჩვენი პასუხისგება ღვთის წინაშე, განსაკუთრებით ეხლანდელ დროში, როდესაც ცხადად ინიშნება საზოგადო ზნეობითი და გონებითი რყევა და არეულობა მთელი სახელწიფოის ცხოვრებაში იმისთანა სამწუხარო მდგომარეობა, რომელსაც ჩვენ ეხლა ვხედავთ, დიდი ხანია არ უნახავს კაცობრიობას ქვეყანაზე. ყოველთვის ყოფილან ქვეყანაზე: ქურდნი, მძარცველნი, კაცის მკვლელნი, მაგრამ არაოდეს არ უნახავსთ, თვით ველურ ხალხთა შორის, რომ ისინი შეერაცხოთ არა დამნაშავედ, ტაში დაეკრათ მათთვის და პატივი მიეცათ. მაგრამ რას ვხედავთ ეხლა ჩვენ? დიდი ქალაქის საზოგადოება ამისთანა დამნაშავეთა, არა თუ ამართლებს, არამედ ტაშს უკრავს. მამის მკვლელთა, საზოგადოების ფულების მძარცველთა და სხვა დამნაშავეთა პატივით მიიღებენ. ამისთანა საზოგადო ველურ მოვლინებათა დროს, ყველანი, რომელთა გულშიც კიდევ დარჩა ცოტაოდენი პატივისცემა კაცის ღირსებისა, უნდა აღსდგეს დასაცველად სიმართლისა და კეთილისა, დასაცველად გახრწნილთა არა კეთილთა პირთაგან. სიტყვით და საქმით უნდა აღუდგეთ წინ ამისთანა სიმართლის დამაბნელებელთა და დამამცირებელთა მოვლენათა, ვიდრემდის არ გამქრალა ჩვენში უკანასკნელი ნაპერწკალი ღვთის ჭეშმარიტებისა და მამულის სიყვარულისა, რომელიც განათლებული ევროპის წინაშე დამბადლებულია საოცარი მოქმედებებით. ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat