წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – სიტყვა კვირიაკესა ზედა განრღვეულისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – სიტყვა კვირიაკესა ზედა განრღვეულისასა
და ამისთვის სდევნიდეს ურიანი იგი იესუს და ენება მოკლვაი მისი, რამეთუ ამას იქმოდა შაბათთა შინა (იოან. 5. 16).
იესო ქრისტეს ქვეყანაზე გამოჩინებამ და მისმა ამაღლებულმან სწავლამ და ქადაგებამ დიდი მოძრაობა მოახდინა ურიათა შორის რომელნიც მათგანნი იყვნენ ღვთის მოყვარენი და მადიდებელნი, რომელთა გულში ჰქონდათ სურვილი და იმედი საუკუნოისა ცხოვრებისა, მათ სიხარულით მიიღეს სწავლა იესო ქრისტესი და შეიქმნენ მისნი ერთგულნი მორწმუნენი და მოწაფენი; გარნა, უმრავლესი ნაწილი ურიათა გაქვავებული გულითა, დაბნელებული ჭკუითა, რომელი სჯულსა ასრულებდა მხოლოდ გარეგანობით, და სოფლისა ამის ცხოვრება უმეტესად უყვარდა, ვიდრეღა მომავალი საუკუნო ნეტარება, შეიქმნა მისი მტერი და წინააღმდეგი. გარნა, უმეტესად ყოველთა იესო ქრისტე და მისი სწავლა მოიძულეს მწიგნობართა, ფარისეველთა, მოხუცებულთა და სხვათა უფროსთა კაცთა, მისთვის, რომელ იგინი იესო ქრისტეს ქადაგებასა შინა, ვითარცა სარკეში, ცხადად ხედვიდენ თვისთა ცოდვათა, ვნებათა და ბოროტებათა. ისინი სასტიკად გარდაემტერენ იესო ქრისტეს, სდევნიდნენ მას, მარადის ეძიებდნენ მიზეზებსა, რომ იგი მისცენ მთავრობას და მოჰკლან. გარნა, ცხადად ვერ ბედვიდენ ამას. შურსა, სიძულვილსა და მტერობასა თავიანთსა იესო ქრისტესადმი. იგინი მალვიდენ და ფარავდენ სჯულის ერთგულების ქვეშე. დღეს წაკითხული სახარება მოგვიყვანს ჩვენ ერთსა ამის დამამტკიცებელსა მაგალითსა. იესო ქრისტემ ერთხელ განჰკურნა ერთი ოცდა თვრამეტის წლის მდებარე, განრღვეული კაცი. მთელი ხალხი მადლობდა და ადიდებდა მას ესრეთის საქმისათვის, გარნა გულსა შინა მტერთა მისთასა აღენთო ცეცხლი შურისა. მათ უარესად იწყეს დევნა იესოსი და ამის მიზეზად ის დასდევს, რომ ვითომც იესო ქრისტემ დაარღვია სჯული, შაბათს განჰკურნა განრღვეული: ამისთვის სდევნიდენ ურიანი იგი იესუს და ენება მოკლვაი მისი, რამეთუ ამას იქმოდა შაბათთა შინა. ესრეთი თვისება აქვს დაცემულსა ბუნებასა კაცისასა; იგი ყოველთვის ცდილობს, რომ ცუდნი თავისნი თვისებანი და საქმენი დაჰფაროს, და გაამრთელოს რომელითამე კეთილითა მიზეზითა. კარგად იცოდა დავით წინასწარმეტყველმა ესრეთი თვისება კაცის ბუნებისა და მისთვის წარსთქვა ეს მშვენიერი ლოცვა ღვთისადმი: ნუ მისდრეკ გულსა ჩემსა სიტყვათა მიმართ უკეთურებისათა, მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა, კაცთა თანა, რომელნი იქმან უსჯულოებასა; (ფს. 140, 4). ესე იგი, ნუ გააჩენ ჩემ გულში იმ უკეთურს თვისებას, ანუ სიტყვას, რომ მე ვიწყო მიზეზობად, ანუ განმართლებად ცოდვათა ჩემთა, მსგავსად კაცთა უსჯულოთა.

მართლა, ცუდი და მავნებელი თვისება არის, და ფრიად აფუჭებს ზნეობასა კაცისასა მიზეზობა ცოდვათა, ანუ ძებნა სხვათა და სხვათა გამამართლებელთა და შემამსუბუქებელთა მიზეზთა ცუდთა საქმეთასა. თუ კაცი ვინმე ჩავარდა ხელთა შინა სოფლიურთა მსაჯულთასა, ანუ მიეცა ქვეყნიურსა სოფელსა სამართალსა შინა, მაშინ არ იქმნება ცოდვა, და შეუძლია მოძებნოს და წარმოადგინოს სხვა-და-სხვა მიზეზები, რომელნიც ანუ გაამართლებს მას, ანუ შეამსუბუქებენ მისსა ბრალსა. რისთვის? მისთვის, რომელ მსაჯულნი მისნი არიან კაცნი, ქვეშევრდომნი შეცდომისა, შეიძლება, რომ იმათ კარგათ ვერ შეიტყონ მისი სიმართლე. გარნა, სრულიად სხვა არის, როდესაც კაცი წარსდგება წინაშე ღვთისა, ან თავისი სინიდისით თავის გულს გასინჯავს. მაშინ სიცოფე იქმნება და დიდი უგუნურება, რომ კაცმა იწყოს მიზეზობა და განმართლება თავისა თვისისასა. ქვეყნიურისა, ხორციელისა მსაჯულისაგან კაცი მოელის მხოლოდ სიმართლეს, ანუ მართლ-მსაჯულებასა, ხოლო ზეციერისა მსაჯულისაგან უნდა მოველოდეთ მიტევებასა ცოდვათასა და მოწყალებასა. ღმერთი რომ მოწყალებას არ იხმარდეს ჩვენ კაცთა ზედა, არამედ მხოლოდ სიმართლით მოგვაგებდეს, ვერავინ გამართლდებოდა, სუყველანი დაისჯებოდნენ: უკეთუ უსჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინმე დაუთმოს (ფსალ. 149, 3). ამ მიზეზისათვის მოავლინა ღმერთმან ქვეყანასა ზედა მხოლოდშობილი ძე თვისი, რომელმან ყოველნი ცოდვანი ჩვენი, ესრედ ვსთქვათ, აღიღო მხართა ზედა თვისთა, რათა ჩვენ წყალობითა და მოწყალებითა გვამართლებდეს.

გარნა, სამწუხაროდ, ახლაც, ჩვენცა ქრისტიანენი არ ვიშლით ამ ცოდვას, ესე იგი მიზეზობას და თავის გამართლებას ცოდვათაგან. ახლაც რამდენჯერ მოხდება, რომ შურით მხოლოდ დევნის მოყვასი მოყვასსა, და თავს იმართლებს მით, ვითომც იგი იყოს ცუდი კაცი, სჯულის დამარღვეველი. რამდენჯერ მოხდება, რომ წირვა-ლოცვაზე არ დადის, არ ეზიარება ქრისტიანე კაცი და თავს იმართლებს, ანუ სიღარიბით, თუმცა სიღარიბე არ დაუშლიდა თვისი მოვალეობის აღსრულებასა, ანუ დროების უქონლობით, თუმც ცხადად სჩანს, რომ იგი დროებას დიდად არ აფასებს, და ხშირად ცუდად ჰკარგავს. გარნა, უმეტესი, ნაწილი კაცთა, მეტადრე უსწავლელთა, მდაბალთა კაცთა შორის თავის გასამართლებლად ერთს მიზეზს უფრო ხშირად მოიყვანს. მტერმა ჩამაგდო განსაცდელშიო, ეშმაკმა მაცდუნაო. რა უნდა ვსთქვათ ამაზედ? ის, ძმანო ჩემნო, რომელ თუმცა ეშმაკი მართლა ეძიებს კაცის ცდუნებასა, გარნა, როგორადაც იტყვის საღმრთო წერილი, ჩვენ თვითონ ვაძლევთ მას შემთხვევასა, რომ გვაცდუნოს და ცოდვაში ჩაგვაგდოს. წმინდა მოციქული პავლე აფრთხილებს ქრისტიანეთა ესრედ: ნუცა სცემთ ადგილ ეშმაკსა (ეფეს. 4, 27). ესე იგი ნუ მიუშვებ შენთა ეშმაკს, ნუ მისცემ შემთხვევას, რომ გაცდუნოს შენ, რომელი იქნება ადგილი, ანუ შემთხვევა ეშმაკისა? ყოველნი ბოროტნი თვისებანი, მიდრეკილებანი, გულის თქმანი, რომელნი ბუდობენ გულსა შინა ჩვენსა, არიან ეშმაკის გზანი და ადგილნი. იქითგან გამოგვცდის ჩვენ სულიერი მტერი, მათი საშუალობით ჩაგვაგდებს ყოველთა ცოდვათა და უბედურებათა შინა. ქრისტიანე მღვიძარე, აღჭურვილი ლოცვითა, ღვთის მადლითა და მდევნელი, მოძულე ყოველთა თვისთა ვნებათა და ბოროტთა გულის თქმათა, არის ეშმაკისათვის მიუდგომელი ციხე, რომელი და მოგვცეს ჩვენ ყოველთა ქრისტე ღმერთმან. ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat