წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – სიტყვა მესამესა მენელსაცხებლეთა კვირიაკესა, შემდგომად აღდგომისა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – სიტყვა მესამესა მენელსაცხებლეთა კვირიაკესა, შემდგომად აღდგომისა
და მიჰხედა და იხილა, რომელნი იგი დასდებდეს შესაწირავსა ფასის-საცავსა მას მდიდარნი. და იხილა ვინმე ქვრივი გლახაკი, რომელმან დასდვა ორი მწვლილი; და სთქვა: ჭეშმარიტად გეტყვი თქვენ, რამეთუ ქვრივმან ამან გლახაკმან უმეტეს ყოველთასა შესწირა. რამეთუ, ამათ ყოველთა ნამეტნავისაგან მათისა დასდვეს შესაწირავსა ამასა ღმრთისასა, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან თვისისა ყოველი, რაიცა აქვნდა საცხოვრებელი შესწირა (ლუკ. 21,1-4).

აწინდელი ჩვენი სიტყვა, ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, იქმნება გაგრძელება იმ სიტყვისა, და იმავე საგანზე, რომელზედაც ვსთქვით ჩვენ სიტყვა წარსულს კვირიაკეში. გარნა, პირველად მოვიყვან სახარებისაგან ერთს მოკლე მოთხრობას, რომელიც ფრიად შეეწევა, დაამტკიცებს და განამაგრებს სიტყვასა ჩვენსა.

ერთხელ, უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოწაფეებითურთ თვისით იყო იერუსალიმის ტაძარსა შინა და დაინახა, რომ ერთმა გლახაკმა ქვრივმა დედაკაცმა დასდვა შესაწირავად ეკლესიიასა ორი მწვლილი, ანუ ორი ფარა, მაშინ როდესაც იქავე მდიდარნი შესწირვიდენ დიდ-ძალს ფულსა. მაცხოვარმან მიიქცა და უთხრა მოწაფეთა თვისთა: ჭეშმარიტად გეტყვი თქვენ, რამეთუ ქვრივმან ამან გლახაკმან უმეტეს ყოველთასა შესწირა. რამეთუ, ამათ ყოველთა ნამეტნავისაგან მათისა დასდვეს შესაწირავსა ამასა ღმრთისასა, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან თვისისა ყოველი, რაიცა აქვნდა საცხოვრებელი შესწირა. ამ მოკლე მოთხრობისაგან გამოდის ის სანუგეშო ჭეშმარიტება, რომელ ღმერთი მოწყალების თვალით უყურებს ყოველსა გულ-წრფელსა და ერთ-გულსა შესაწირავსა, რაც გინდა მწვლილი იყოს იგი, მაშასადამე ყოველსა ღვთის მოყვარესა კაცსა უნდა უყვარდეს შეწირვა ღვთისა და მსახურება ნაყოფისაგან თვისისა.

სხვათა შესაწირავთა და მსახურებათ შორის, რომლითა ქრისტიანე კაცს შეუძლია დაამტკიცოს თვისი ერთგულება და სასოება ღმერთზე, ძველთაგანვე მიღებულ არს ანთება ეკლესიაში წინაშე ხატთა წმინდა სანთლისა. რას ნიშნავს ეს ჩვეულება? რას მოასწავებს წინაშე ხატისა ანთებული სანთელი? როგორადაც ახსნიან წმინდანი მამანი, როდესაც კაცი სანთელს აღანთებს წინაშე ხატისა, ამით იგი ხილულითა ნივთითა გამოუცხადებს ღმერთსა, რომელ მისი გულიც და სულიც არის ანთებული ერთგულებითა, სიყვარულითა და სასოებითა ღვთისადმი. ყოველთა შორის ურიცხვთა ქვეყნიერთა ნივთიერებათა, განგებ გამორჩეულ არს წმინდა სანთელი ძღვნათ ღვთისა, მისთვის რომელ იგი არის შედგენილი ტკბილისა და კეთილ სუნნელისა მასალისაგან, ესე იგი, თაფლისაგან, რომელსა ფუტკარი შეკრებს სხვათა და სხვათა ყვავილთაგან, მაშასადამე იგი არის, ყოველ ნივთთა შორის უმშვენიერესი და უწმინდესი. გარნა, მეორე მნიშვნელობაც აქვს ანთებულს სანთელს. იგი ანათლებს და ათბობს გარემოს თვისსა, მაშასადამე იგი გამოხატავს მადლსა სულისა წმინდისასა, რომელი ერთბაშად ათბობს და ანათლებს გულსა კაცისასა. მაშასადამე კარგს და კარგის მომასწავებელს ძღვენს მიართმევს ის კაცი ღმერთსა, რომელიც ეკლესიაში აღანთებს სანთელსა. გარნა ესრეთსა ღვთის მსახურებასა და შეწირვასა აქვს მეორე კერძო, რომელიც უფრო დიდს ფასს და მნიშვნელობას აძლევს მას, რომელზედაც ახლა უნდა ვსთქვათ ჩვენ მოკლედ.

წმინდა სანთლის ანთებით მსახურება და შეწირვა ღვთისადმი მით არის კარგი, რომელ, პირველად, იგი შეუძლია აღასრულოს ყოველმა კაცმა. ესე იგი, არა თუ მდიდარმა და შეძლებულმა, არამედ თვით უღარიბესმა. როგორადაც თავიდგანვე მოყვანილი მაგალითი გვიმტკიცებს, ღმერთი უყურებს არა რაოდენობასა შესაწირავისასა, არამედ ერთგულებასა შემწირველისასა. მეორედ, იმ ფულით, რომელიც რჩება ეკლესიაში გაყიდული სანთელისაგან, მრავალი ფრიად პატიოსანი და ღვთის სათნო საქმე სრულდება. იქნება შენ, ძმაო, არც კი გიფიქრია ამაზე და არც კი იცი, რა კეთდება იმ ფულით, რომელიც შემოვა ეკლესიაში სანთლის გაყიდვისაგან? ამისთვის საჭიროდ ვრაცხ ახლა მოკლედ აღგიხსნა შენ.

მრავალი კეთილი და ქვეყნისათვის სასარგებლო საქმე კეთდება იმ ფულისაგან მთელს ჩვენს სახელმწიფოში და თითქმის ყოველთა ქალაქთა შინა. სხვათა შორის სასწავლებელთა საეროთა ყოველგან, ვითარცა უწყით თქვენც ყოველთა, არიან სასულიერო სასწავლებელნი, რომელთა შინა იზრდებიან და სწავლობენ თითქმის უმეტეს ოცი ათასის ყმაწვილისა. მათ შორის თითქმის ნახევარი არიან ობლები, ამ სასწავლებელში სწავლობენ და ემზადებიან, და მათგან გამოდიან ყოველი ხარისხის სამღვდელონი და საეკლესო მსახურნი. წარმოიდგინე ახლა, რაოდენი ფული დასჭირდება სასულიერო მთავრობას ხსენებულთა სასწავლებელთა შენახვისათვის? საითგან შემოდის ეს ფულები? უმეტესი ნაწილი იმ სანთლის ფულისაგან, რომელიც იყიღება და რჩება ეკლესიაში. გარდა ამოდენი ურიცხვი ხარჯისა, თვით ეკლესიებს შენახვა უნდა და ხარჯი: შესამოსელი, წიგნები, სამკაული, შენობის დაცვა და შეკეთება. ესენიც ყოველნი დაკმაყოფილდებიან ერთი მხრით იმავე წყაროისაგან.

ახლა, ძმაო, იფიქრე და წარმოიდგინე, ერთად რაოდენი კეთილი და მოსაწონი კერძო აქვს ამ ჩვეულებას, ესე იგი, სანთლის ანთებას, რაოდენი კეთილი და სასარგებლო საქმე შეუდგება მას! მცირე რამე ფულს გამოიღებ შენ და აღანთებ სანთელს წინაშე ხატისა; ამით პირველად შენ მიართმევ ღმერთს ძღვენსა და პატივს სცემ ხატსა მისსა, მეორედ ეწევი შენი სალოცველის შენახვასა და შემკობასა, იმ სალოცველის, სადაცა ძვალთა შენთა წინაპართა-თანა შენცა უნდა მიიღო საუკუნო განსვენება. მესამედ, რაც აქითგან გადარჩება, ის მოიხმარება ობლების გამოსაზდელად სასწავლებელთა შინა; მაშასადამე ერთითა და იმავე მცირითა ხარჯითა სამსა უპირველესსა სათნოებასა ასრულებ! ვისაც ეს ესმის, უთუოდ ის შეიყვარებს სანთლის აღნთებასა ეკკლესიასა შინა. უეჭველია, ეს კარგად ესმისთ დალოცვილთა რუსეთის მართლ-მადიდებელთა მცხოვრებთა. იქ თვით უკანასკნელი და უღარიბესი კაცი ისე არ მოისმენს წირვას, რომ მცირე მაინც სანთელი არ აღანთოს. შენც შეგიძლია დაუკვირდე მათს ერთგულებასა და ხასიათსა, მაგალითებრ: რა საშუალება და ღონე უნდა ჰქონდეს უბრალო სალდათს? ვგონებ, ის თვეში ორ აბაზსაც ვერ ნახავს თავის ხელში; მაგრამ, თუ დაუკვირდები მათს საქციელს, ძვირად დაინახავ, რომ მათგანმა ვინმემ არ აღანთოს მცირე მაინც სანთელი საყდარში წირვაზე. დაუკვირდი კიდევ, თუ გინდა, უბრალო მუშა ბერძენს, რაც გინდა ღარიბი იყოს, ტანსაცმელიც რომ არ ეცვას, საყდარში კი უთუოდ აღანთებს სანთელს.

მხედველი და გამხსენებელი ამის ყოვლისა, ჭეშმარიტად შეწუხდება, როდესაც ამასთან შეადარებს ჩვენსა ხასიათსა და ზნეობასა. არა თუ ღარიბთა, არამედ თვით მდიდართა შეხედე ჩვენში, ბევრჯელ აღანთებენ იგინი ეკლესიაში სანთელს? მაგრამ, რა ვთქვი ესა! ღარიბნი და საწყალნი კიდევ ზოგჯერ მაინც, მზგავსად გლახაკისა მის დედაკაცისა, ერთსა ანუ ორსა მწვლილსა მოიხმარებენ ნაკლულევანებისაგან მათისა სანთლის საყიდლად, გარნა მდიდარნი ნამეტნავისაგანაც მათისა არაფერს არ იმეტებენ. ჩვენთა ეკლესიათა სანთლის მონაგებისაგან არა თუ არაფერი გადარჩება სასწავლებელში ობლების გამოზრდისათვის, არამედ თვათ იგინი არიან გარეთგან დაუხურავნი, შიგნით შეუმკობელნი, ტრაპეზნი და მისნი მსახურნი შეუმოსელნი. ნუ მეუბნები, ეს ჩვენი სიღარიბისაგან არისო! არა სიღარიბისაგან არის, არამედ გულ-გრილობისაგან და სულ-მოკლეობისაგან, ორი მწვლილი, ანუ ორი კაპეიკი ვის არ ექმნება, ანუ ვის რას დააკლებს, რომ საყდარში სანთელი აღანთოს? ყოველი კაცი რომ მარტო თითო კაპეიკის სანთელს აღანთებდეს, იქითგანაც საკმაო შემოსავალი შედგება, მაგრამ ისიც ეზარება ჩვენში კაცს.

ძმაო ჩემო! სამთა ეგოდენ დიდთა სათნოებათათვის, ვითარცა ღვთის პატივის-ცემა, ეკლესიის შემკობა, ობლების გამოზრდა, არა თუ განხრწნადი ფულის გამოღება არ უნდა გემძიმებოდეს, არამედ თავისა შენისა სიცოცხლე არ უნდა დაზოგო.

მოგვეც ჩვენ, ღმერთო, ესრედ ფიქრობად და ესრედ ქმნად. ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat