წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – სიტყვა კვირა-ცხოვლობასა ზედა, ანუ თომა მოციქულისა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – სიტყვა კვირა-ცხოვლობასა ზედა, ანუ თომა მოციქულისა
მოვიდა იესო და დასდგა შორის მათსა (მოწაფეთა) და ჰრქვა მათ: მშვიდობა თქვენთანა! (იოანე 20,19).
ორმოცი დღის განმავლობაში შემდგომად აღდგომისა გამოეცხადებოდა უფალი იესო ქრისტე მრავალ გზის მოწაფეთა თვისთა, ზოგჯერ თვითოეულს, ცალ ცალკე, ვითარცა მაგალითებრ, პეტრესა და იაკობს, ზოგჯერ ორ-ორს, მაგალითად, ორთა მოწაფეთა, გზასა ზედა მიმავალთა სოფელს, ანუ ყოველთა ათერთმეტთა მოწაფეთა ერთად, ვითარცა მოისმინეთ დღეს წაკითხულის სახარებასა შინა; ერთხელ გამოეცხადა უმეტეს ხუთასთა მოწაფეთა და მორწმუნეთა შეკრებილთა მთასა ზედა გალილიისა. ყოველთა ამათ გამოცხადებათა შინა პირველი სიტყვა იესო ქრისტესი იყო: მშვიდობა თქვენთანა! მერმე გაამხნევებდა მათ, დაამშვიდებდა, უჩვენებდა ხელთა და ფერხთა თვისსა და გვერდსა თვისსა, რომელთა ზედა იყვნენ კვალნი ლურსმებისა და ლახვარისა, მოწაფენი მისნი აღივსებოდენ სიხარულითა, ვითარცა თქმულ არს დღეს წაკითხულს სახარებასა შინა: და განიხარეს მოწაფეთა, იხილეს რა უფალი. მაცხოვარი გაახსენებდა მათ იმ სწავლასა, რომელსა აძლევდა უწინარეს თვისის ჯვარცმისა და სიკვდილისა: ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქვენ. ბოლოს, რათა კეთილად და მხნედ აღასრულონ მათ მათი მოვალეობა, მისცა მათ სულიწმიდა: შებერა მათ და რქვა: მიიღეთ სულიწმინდა.

ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! მაშინდელნი მოციქულნი და მორწმუნენი, რომელთა მაცხოვარმან მისცა მშვიდობა და სულიწმიდა, იყვნენ წარმომადგენელნი წინაშე ქრისტესა ყოველთა მისთა მომავალთა მორწმუნეთა და მსასოებელთა ქრისტიანეთა. არა თუ მხოლოდ მათ ეტყოდა მაცხოვარი: მშვიდობა თქვენთანა! არამედ ყოველთა; არა თუ მათ მხთლოდ მისცა სულიწმინდა, არამედ ჩვენცა ყოველთა; დიდი, დაუფასებელი საუნჯე დაუტოვა მაცხოვარმა თვისთა მოწაფეთა. მშვიდობა მათთვის იყო უსაჭიროესი სხვათა ნიჭთა, რადგანაც ისინი ემზადებოდენ დიდისა საქმისათვის და მთელი თვისი ცხოვრება უნდა გაეტარებიათ დიდსა მოღვაწეობასა, შრომასა და ბრძოლასა შინა. იგივე მშვიდობა არის უსაჭიროესი ნიჭი ყოველთა აწინდელთა ქრისტიანეთავის, ღვთის მსახურება, ცხონება, მისწრაფება ზეცისადმი შეიძლება მხოლოდ მუნ, სადაც სუფევს მშვიდობა; გარნა სადაც არის შფოთი, სიძულვილი და განხეთქილება, მუნ არამც თუ სულიერი წარმატება არ მოხდება, არამედ არცა მცირედი რამე სიკეთე. ბედნიერი არის ქვეყანა იგი და ერი, რომელსა შინა დამყარებულია და კეთილად წარმოებს სარწმუნოება, სასოება და ღვთის მსახურება და ნაყოფი მათი. მშვიდობა, ყოველი სიკეთე და წარმატება არის ნიჭი ღვთისა, ვითარცა იტყვის წმიდა მოციქული იაკობი: ყოველივე მოცემული კეთილი და ყოველივე ნიჭი სრული ზეგარდამო არს გარდამოსრულ მამისაგან ნათლისა (1,17). გარნა ვის, რომელს ქვეყანას, რომელს ქალაქს და რომელს ერს მისცემს ღმერთი ზეგარდამოსრულსა ნიჭსა? იმ ქვეყანას და იმ ერს, რომელსა შინა სუფევს სარწმუნოება კეთილი, მსახურება ღვთისა, და რომელსა შინა წმინდა მართლმადიდებელი ეკკლესია არს მტკიცედ დამყარებული, აშენებს და აკეთებს ზნეობას ერისასა. მაცხოვარი აღგვითქვამს და მოგვცემს არა თუ ზეციერსა სიკეთესა და სულის ცხობებასა, არამედ თვით ამ სოფელში არის ჩვენი მფარველი და შემწე. თვით მაცხოვარმა მოგვცა ეს აღთქმა: ხოლო თქვენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა, ესე იგი, უწინარეს ყოვლისა შეიძინეთ, ეძიეთ ღვთის სასუფეველი, სიმართლე, ღვთის მსახურება, წმინდა ცხოვრება და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ, სოფლიურიცა სიკეთე დაგემატება თქვენ (მათესი 6,32). უკეთუ თქვენ უკეთურთა იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქვენთა, რაოდენ უფროსღა მამამან თქვენმან ზეციურმან მოსცეს კეთილი, რომელნი სთხოვდეს მას (მათესი 7,11), საღმრთო მოთხრობა ძველისა აღთქმისა წარმოგვიდგენს ჩვენ მრავალთა მაგალითთა, რომელნი ამტკიცებენ ამ აზრსა: ძველი აღთქმის მორწმუნე ხალხი ისრაილი იყო ყოველთვის ღვთის მფარველობასა ქვეშე: სმენით თუ ისმინე უფლისა ღვთისა შენისა, ეტყოდა მათ უფალი ღმერთი, დამარხვად და ყოფად ყოველთა ამათ მცნებათა, რომელთა მე გამცნებ, დღე-დღე გყოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან, ზეშთა ყოფელთა ნათესავთა ქვეყანისათა (მეორე სჯული 28,1). ეს სიტყვა ყოველთვის სრულდებოდა ისრაილსა ზედა, ვიდრემდის იგინი იყვნენ ერთგულნი და მორწმუნენი, ასრულებდნენ საღმრთოსა სჯულსა, ღმერთი ადიდებდა მათ, იფარვიდა ყოველთა მტერთა მათთაგან, გარნა როდესაც იგინი განდრკებოდენ ღვთისაგან, დაიწყებდენ კერპთ-მსახურებას, მაშინ ღმერთი აიღებდა ხელს მათზედ, და მათ ერეოდნენ მტერნი, აოხრებდნენ მათსა ქვეყანასა, ხოლო როდესაც იგინი შეინანებდნენ გულწრფელად, მიიქცეოდნენ ღვთისაკენ, მაშინ მიიღებდნენ ღვთისაგან შემწეობასა, მტერნი მათნი უკუნ-მიიქცეოდნენ და ქვეყანა მათი აჰყვავდებოდა. ბოლოს, როდესაც ებრაელთა სრულიად უარ-ჰყვეს ჭეშმარიტი ღმერთი და მიეცნენ კერპთ-მსახურებასა, მაშინ ღმერთმა სრულიად აიღო მათზედ ხელი. ქვეყანა მათი აოხრდა, მტრებმა იგინი წარტყვევნეს და დაფანტეს უცხოთა ქვეყანათა შორის. ახლაცა ურიანი დაფანტულნი არიან უცხოთა თესლთა შორის მისთვის, რომ არ იცნეს მათ დღე ღვთის მოხედვის, უარ-ჰყვეს, გასცეს და ჯვარს აცვეს თავიანთი მესსია, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელსაც, უწინარეს ყოვლისა, სურდა განსაკუთრებით მათი განათლება, გაბედნიერება, ცხონება. დღესაც იქმნებოდნენ ისინი თავიანთს ქვეყანაში განათლებულნი და გაბედნიერებულნი, რომ იესო ქრისტე ერწმუნათ, მიეღოთ და მისს სახარებას დამორჩილებულიყვნენ.

იქმნება ზემოთქმულნი ჰაზრნი საეჭვოდ ეჩვენოს ვისმე და არ დაიჯეროს. მაგრამ მე მოვიყვან ერთს უმახლობელეს მაგალითს, თვით ჩვენი საქართველოს ტომის და ერის ხვედრისა და ცხოვრებისაგან. ორი ათას წელიწადზე მეტი იქნება, რაც დაიწყო ერთ-მეფობა იმ ქვეყნებში, სადაც ახლა ქართველნი სცხოვრობენ. უწინ იგინი იყვნენ წარმართნი, კერპთმსახურნი, მსგავსად გარემოსთ მყოფთა მათთა სახელმწიფოთა. მეოთხე საუკუნეში, ესე იგი ათას-ხუთასი წელიწადის წინ, ქართველთა მიიღეს ქრისტე იესოს მართლ-მადიდებელი სული. მასუკან მათ გადაემტერნენ, იწყეს მათი დევნა ყოველთა გარემოს ერთა და მეფეთა. ჯერ კერპთ-მსახურთ და მერმე მაჰმადიანთა. ვის შეუძლია მოკლეს სიტყვასა შინა გამოხატოს, რამდენი ჭირი, მუსრი, ბრძოლა, აოხრება მოითმინა ჩვენმა ქვეყანამ განმავალობასა შინა თუთხმეტისა საუკუნოისა?! ყოველი მხრითგან გლეჯდენ მას, ვითარცა მგელი ცხვართა. განცვიფრდება კაცის გონება, როდესაც წარმოიდგენს, რამდენი შური, მტერობა და რამდენი განსაცდელი ეწია ჩვენსა ქვეყანასა განგრძობასა შინა ამოდენთა საუკუნეთასა! უმეტესად განცვიფრდება და იკითხავს თავის გულში კაცი: რამ დაიფარა, როგორ გადაურჩა ეს ერთი მუჭა ერი ამდენსა ჭირსა, მაშინ როდესაც გარემოს მისსა დაეცნენ და განქარდნენ უმძლავრესნი მეფობანი და ერნი, მაგალითებრ, ძველი დიდი მაკედონიის სამეფო, ძველი დიდი და უმძლავრესი სპარსეთის სამეფო, არაბეთი და სხვანი, რომელნი უწინ აოხრებდნენ და თითქმის ამოწყვიტეს საქართველოს იმიერ და ამიერ ქვეყანა, და მერმე კი თვითონ განქარდნენ და კვალიც აღარ დაუტოვებიათ ქვეყანაზე! რამ დაიცვა ქართველები, როგორ მოხდა, რომ ჩვენი ერი არ მოისპო, არ განქარდა და ჩვენი სახსენებელი დარჩა ქვეყანასა ზედა? მიზეზი ამისი არის ის, რომ ჩვენი ერი იყო ყოველთვის ერთგული საღმრთოისა სჯულისა და ღმერთიც იფარვიდა მას მეოხებითა და ვედრებითა დედისა მისისათა. რომელსა წილად ერგო ივერია და ერი ივერიისა. ეს მცირე, ერთი მუჭა ერი გადარჩა, აღორძინდა, განათლდა; ხოლო ურიცხვნი მათნი მტერნი განქარდნენ.

გვახსოვდეს ჩვენ, ძმანო, ყოველთა ეს ჭეშმარიტება და ამით ნუგეშინის ვსცემდეთ თავთა ჩვენთა. გვახსოვდეს, რომ ჩვენი მშვიდობა და წარმატება დამოკიდებული არის ჩვენის სჯულის აღსარებასა ზედა და კეთილ მსახურებასა, და არა თუ მთელი ერისა და ქვეყნის, არამედ თვითოეული კაცისა, კერძო პირისაც; ყურადღებით უნდა დაუკვირდე გარემოს შენსა და ბევრს მაგალითს დაინახავ, რომ შენი ნაცნობი კაცი, რომელი უწინ მდიდარი იყო, დაღარიბდა, დაეცა, დაგლახაკდა; გამოიკითხე, შეიტყე, რა იყო მიზეზი მისისა დაგლახაკებისა, და შეიტყობ, რომ მიზეზი იყო ცუდი, ღვთის წინააღმდეგი ცხოვრება. არ მიიღო მან მშვიდობა ღვთისა, და მშვიდობა განშორდა მისგან და შთავარდა იგი შფოთსა და უბედურებასა შინა. უკანასკნელთა ამათ წელთა ჩვენს ქვეყანაში, მეტადრე ახალგაზდობამ მიაქცია ყურადღება ჩვენი ქეეყნის და ერის წარსულს ცხოვრებასა, ჩვენი მამა-პაპის ისტორიასა; იწყეს აღწერა და შესწავლება მათთა ჩვეულებათა. ხშირად მოგვიწოდებენ ჩვენც ისინი მამულის, ჩვენი ქვეყნის ისტორიის სწავლასა, ჩვენი ენის არა დავიწყებასა. დიაღ პატიოსანი არის და მოსაწონი ეს მიმართულება! მაგრამ აქ ერთი მაკვირვებს მე და მაწუხებს: ის, რომ ახლანდელთა მწერალთა არა აქვთ საკმაოდ მიქცეული ყურადღება სწორედ იმაზე, რაც უმეტესად შესანიშნავი და უმთავრესი თვისება ჰქონდა ჩვენთა წინაპართა, რითაც იგინი იყვნენ გამხნევებულნი, აღტაცებულნი, რაც მართავდა მათ, აძლევდა ღონეს და ძალს. ეს იყო სიყვარული საღმრთო სჯულისა, მართლ-მადიდებელი ეკკლესიისა. სარწმუნოებამან მათმან დაიცვა იგინი, სარწმუნოებამან გააძლებინა და მოიყვანა ვიდრე აქამომდინ ჩვენი ერი!.. ამაზედ ახალი მწერლები არ მიაქცევენ საკმაო ყურადღებას და მით ივიწყებენ ჩვენი წინაპრების უმჯობესსა სამკაულსა. საშუალ აურიცხველთა ამბოხთა, მტრების ბრძოლათა, მათ ჰქონდათ გულში ის საღმრთო მშვიდობა, სიყვარული, შური სჯულისა და მამულისა, რომელმაც იგინი დაიცვა და აქამომდე მშვიდობით მოიყვანა; ვევედროთ მაცხოვარსა ჩვენსა არ მოაკლოს ჩვენსა ერსა და ქვეყანასა მისი მფარველობა და ყოვლად წმინდა დედა მისი მარადის უყურებდეს ამ ქვეყანასა, ვითარცა წილ ხვდომილახა თვისის საკუთარი მფარველობისასა. ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat