წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – სიტყვა მეორესა კვირიაკესა დიდისა მარხვისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – სიტყვა მეორესა კვირიაკესა დიდისა მარხვისასა
და აწ იტყვის უფალი ღმერთი: მოიქეცით ჩემდა ყოვლითა გულითა თქვენითა მარხვისა მიერ და ტირილისა და ტყებისა, დაიპენით გულნი თქვენნი და ნუ სამოსელი. (იოელ. 2, 12).
დიდი მარხვა დიდსა საქმეს და ზრუნვას მოგვიტანს ყოველთა ღვთის მოსავთა კაცთა, ძმანო მართლმადიდებელნო ქრისტიანენო! ვინც ჭეშმარიტი ქრისტიანია, სულიერისა წარმატებისა მაძიებელი, დიდად დაფიქრებული იქნება დღეთა ამათ დიდისა მარხვისასა. ვისაც თავისი სული უყვარს, იგი ამ დღეებში მარხულობს, ლოცულობს, ემზადება ზიარებისათვის. მას არა აქვს დავიწყებული, რა დიდი მომზადება უნდა ზიარებისათვის. იცის მან, რომ ვინც ღირსეულად მოემზადება - ღირსეულად ეზიარება, და მერმეცა დაიცავს ზიარებისაგან მიღებულსა მადლსა, იგი ამით დააგვირგვინებს ქრისტიანულ ცხოვრებას და საუკუნო ნეტარება და ცხონება იქნება ეს მისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში - საუკუნო სასჯელი. როგორ უნდა მოვემზადოთ, ძმანო, ზიარებისათვის, და საზოგადოდ, როგორ უნდა ვიქცეოდეთ ამ დიდ მარხვაში? მოიქეცით ჩემდა! იტყვის უფალი ღმერთი! აჰა, პირველი საქმე, რომელიც უნდა ავასრულოთ ამ დიდ მარხვაში. აქამომდე ჩვენ ვიყავით მიქცეული პირითაც, გულითაც, საქმითაც და ყოველითურთ სოფლისადმი, ცოდვებისა და ამაოებისადმი; ახლა მივუბრუნდეთ უფალსა ყოვლითა გულითა, გული გავიწმინდოთ და მივართვათ იგი ღმერთსა, მოვუმზადოთ ჩვენს გულში უფალსა იესო ქრისტეს განსასვენებელი. თუ კაცს გულში აქვს ვნება, ბოროტი გულის თქმა, ბოროტი რამე თვისება, თუ კაცის გული სოფლის ამაოების მორჩილებაშია, უფალი იესო ქრისტე ვერ განისვენებს მის შორის. დიდს ხელმწიფეს რომ ელოდე შენს სახლში, ძლიერ მოამზადებ სახლს, დაასპეტაკებ, შეამკობ. აჰა ესე რა, თვით შემოქმედი ცისა და ქვეყანისა გესტუმრება შენა, გაასპეტაკე და შეამკე გული შენი. რა საშუალებით უნდა ვქნათ ეს? მარხვისა მიერ, ტირილისა და ტყებისა, დაუმატებს წინასწარმეტყველი ილია, პირისაგან ღვთისა. ამათგან პირველსა, ესე იგი მარხვასა, ყველანი ვასრულებთ რაოდენაც შეგვიძლია, საჭმელს გამოვიცვლით და მოვიკლებთ, ზოგიერთნი კი სულ არ სჭამენ ერთს, ანუ ორ დღეს; გარნა გვაქვს, თუ არა, ტირილი და ტყება ცოდვათათვის. ესენი მხოლოდ არიან უნამდვილესნი ნიშანნი და ბეჭედნი მოქცევისა და სინანულისა. თუ ესენი არ გვაქვს, მაშინ არაფერი არ გვაქვს. მარხვა მისთვის გააჩინა წმინდა ეკლესიამ, რომ უადვილესად გაგვიჩნდეს გულში სინანული, ესე იგი გულის მწუხარება და ტირილი ცოდვისთვის. თუ გული არ გიწუხს, ცრემლი არ მოგდის, ეს მისთვის, რომ უთუოდ არ გებრალება შენი სული, არ გეშიანია სიკვდილის და დასჯის. რისთვის არის, რომ მიცვალებულის ტირილზედ, როცა დაესწრები და დაინახავ გარშემო მტირალთა, და მიცვალებულსა კუბოსა შინა მდებარესა უსულოდ, მოგივა ცრემლი და ტირილს დაიწყებ? მისთვის, რომ გეცოდება მკვდარი, გებრალება მისი ჭირისუფალნი. გარნა რისთვის არ გებრალება შენი სული, მკვდარი ცოდვათაგან, მომლოდინე საუკუნოის სასჯელისა? შენც ოდესმე იქნები მზგავსადვე კუბოში, უსახო, შენი თავიც იტირე, შენი სულიც გეცოდებოდეს. გაიხსენე, რამდენი ცოდვები გიქნია, რამდენჯერ გაგირისხებია ზეციერი მამა შენი, დაემხვე, დავარდი მიწაზედ და ცრემლით ევედრე ღმერთსა.

დაიპენით გულნი თქვენნი და ნუ სამოსელი. დაუმატებს კიდევ ღმერთი პირითა იოველ წინასწარმეტყველისათა. რას ნიშნავს ეს სიტყვა? ძველ დროებაში ერთი ჩვეულება იყო, თუ ვისმეს დიდი რაიმე უბედურება შეემთხვეოდა, შესამოსელს დაიხევდა, ან დაიპობდა, ნაცარს დაიყრიდა თავზედ, ძონძს ჩაიცმევდა, ტიტველ მიწაზედ დაჯდებოდა და ისე დაიწყებდა ტირილს და ტყებასა. წინასწარმეტყველი გამოგვიცხადებს პირითა ღვთისა: გული დაიპეთო და არა შესამოსელიო; ჭეშმარიტად ცოდვა, ღვთის განრისხება, უდიდესი უბედურება არის, ვიდრეღა ხორციელნი უბედურებანი. იგი საუკუნოდ დაგვღუპავს და დაგვტანჯავს. მაშასადამე, ცოდვებს უფრო უნდა მივსტიროდეთ და ვიგლოვდეთ. თუ კაცი მოეგო თავისთავს, ესე იგი ღრმად დაფიქრდა თავის უღირსებაზედ, თუ ცხოვლად და პირუთვნელად წარმოიდგინა ყოველნი თვისნი ბოროტი სიტყვანი და საქმენი, არ შეიძლება სინანული არ აენთოს მას გულში. და თუ შენ ამას არ გრძნობ, ძმაო ჩემო, თუ გული არ გაიპე მწუხარებით, ჭეშმარიტი სინანული არ გაჩენილა ჯერე შენს გულში. რა საცოდავი და დაცემულია კაცის სული და გული! ხშირად მოხდება, რომ კაცმა იცის თავისი ღრმა დაცემულება, გაიხსენებს მრავალთა და მძიმეთა ცოდვათა, მაგრამ მაინც არ სწუხს, არ ტირის. რისგან არის ეს? ვგონებ, რომ ამპარტავნებისაგან, რცხვენია ზოგიერთს კაცს ტირილისა. რამდენნი არიან, ძალად მოიყვანებენ ცრემლსა მიცვალებულის ტირილზე საჩვენებლად, იქა მდგომარეთა ამ დაზრახონო! და თავის სულისთვის წინაშე ღვთისა რცხვენია ტირილის. არა, ძმაო ჩემო, ტირილი სირცხვილია მხოლოდ კაცთა წინაშე, მაშინ იგი ნიშნავს, ან ფარისევლობას, ან სისუსტეს; გარნა ტირილი საიდუმლო წინაშე ღვთისა ცოდვათათვის არის დაუფასებელი საუნჯე. საკვირველი არის ჭეშმარიტად! მრავალნი წმინდანი კაცნი, ღირსნი მამანი, მეუდაბნოენი, ხშირად სასწაულთმოქმედნიცა, ყოველ დღე ცრემლით ევედრებოდნენ ღმერთს, ძრწოდნენ და ეშინოდათ სასჯელის და წარწყმედისა, და ჩვენ კი ცოდვით სავსენი, ყელამდე ჩაფლულნი ცოდვათა და ამაოებათა შინა, რომელნი ყოველ წამს ღმერთს ვარისხებთ, ერთს ცრემლსაც ვერ მოვიპოვნით ცოდვათა ჩვენთათვის ამ დღეებში, თვით იმ დროს, როდესაც ზიარებას ვემზადებით, ასე გაქვავებული ვართ ცოდვათაგან, და განშორებული ჭეშმარიტისა სინანულისაგან! გარნა დრო არის, განვიღვიძოთ, ძმანო ჩემნო! აწ იტყვის უფალი ღმერთი: მოიქეცით ჩემდა ყოვლითა გულითა თქვენითა მარხვასა მიერ ტირილისა და ტყებისა, დაიპენით გულნი თქვენნი და ნუ შესამოსელი!

ბოლოს, ძმანო ჩემნო, ისიც უმეტესად საჭიროა, რომ გვქონდეს ნაყოფნი სინანულისანი - კეთილი საქმენი. აჰა, გიჩვენებთ ერთს კეთილ საქმეს: უთუოდ იცი, გაგიგონია, რომ ამ ჩვენს ქალაქში გაჩნდა საზოგადოება, ანუ ამხანაგობა შესაწევნელად ღარიბთა მოსწავლეთა. ამ წამს ჩამოატარებენ სინებს და ჩამოითხოვენ მათთვის შემწეობას. შეეწიე, რაოდენიცა ძალგიძს. იცით ყოველთა, რაოდენნი არიან ჩვენს ქალაქში ღარიბნი შეგირდნი. იცით, მეორე მხრით, რა მძიმეა ახლა უსწავლელად დარჩენა შვილებთა. მაშასადამე, ნუ დაზოგავ რაც ღმერთმა მოგცა შესაწევნელად მათდა და მით შეავსე შენანება ცოდვათა, გაამართლე სარწმუნეობა შენი, დაბეჭდე სასოება ღმერთზედ. ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat