წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – სიტყვა მეორესა კვირიაკესა დიდ მარხვისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – სიტყვა მეორესა კვირიაკესა დიდ მარხვისასა
წყეულ იყავნ მოქმედი საქმისა ღვთისა უდებებით (იერ. 48, 10).

წარსულს კვირას ამ სიტყვებზე დავაფუძვნეთ სწავლა და ქადაგება თქვენდამი. ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! დღესაც იგინივე უნდა დავსდვათ საფუძვლად ჩვენისა სიტყვისა; გარნა დღეს სხვა მხრით უნდა ავხსნათ იგი, და სხვანი სწავლანი და მაგალითნი გამოვიყვანოთ მათგან. ¬ წყეულ იყავნ მოქმედნი საქმისა ღვთისა უდებებით! ვისთვის იტყვის ამ საშინელ სიტყვას სულიწმინდა, ძმანო ქრისტიანენო? ვინ არის ქვეყანაზედ მოქმედი საქმისა ღვთისა? უპირველეს და უაღრეს ყოველთა მოქმედნი საქმისა ღვთისა ვართ ჩვენ, უღირსნი მწყემსნი თქვენი, საღმრთოთა საიდუმლოთა აღმასრულებელნი, ნიჭთა და მადლთა ღვთისათა დამრიგებელნი. ეს საქმე რომ დიდია, და ჭეშმარიტად ღვთის საქმე არის, და ყოველთა სხვათა საქმეთა უდიდესი და უპატიოსნესი, ეს ყოველმან მორწმუნემან კაცმან კარგად იცის. მაშასადამე, ეს საშინელი სიტყვა იერემია წინასწარმეტყველისა, უწინარეს ყოვლისა, გვაფრთხილებს და გვაშინებს ჩვენ, სამღვდელოთა პირთა. მართლა, რომელი ცოდვა იქნება ამაზე უდიდესი, როდესაც მღვდელი უდებებით ასრულებს ღვთის მსახურებასა? თუ კი მონა, უდებებით აღმასრულებელი მსახურებისა, დაისჯება უფლისა მისისაგან, მით უდიდესი სასჯელი არ ერგება მღვდელსა, მდგომარესა თვით წინაშე ღვთისა და შემოქმედისა თვისისა და უდებებით აღმასრულებელსა ღვთის მსახურებისასა? ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, და ამისა ყოველთვის უნდა გვეშინოდეს ჩვენ, სამღვდელოთა პირთა.

გარნა მარტო ჩვენზედ არის თქმული ეს სიტყვა წინასწარმეტყველისა; მარტო ჩვენ ვართ მოქმედნი საქმისა ღვთისა, არამედ თქვენცა ერის კაცნი. როდის და რა სახით? როდესაც თქვენ საყდარში სდგეხართ, წირვა-ლოცვას ისმენთ, მაშინ თქვენ ღმერთს ადიდებთ, ღმერთს მადლობთ, ღმერთს ლოცულობთ, მაშასადამე, ღვთის მუშაკნი ხართ, ღვთის საქმისა მოქმედნი ხართ. მართალია, საყდარში ლოცვებს კითხულობენ, გალობასა წარმოსთქვამენ მღვდელნი და სხვანი სამღვდელო პირნი, მაგრამ თქვენც, ერის კაცნი, მოზიარენი ხართ ღვთის მსახურებაში. ხომ გესმისთ ყოველს წირვაზე ეს სიტყვები: ვსდგეთ კეთილად, ვსდგეთ შიშით, მოხედენ. ამ სიტყვებს მწირველი ეუბნება ერის კაცთა, და ამით აუწყებს მათ, რომ იმათაც უნდა მიიღონ მონაწილეობა ღვთის მსახურებაში, წირვის აღსრულებაში. მართლა, ღვთის მსახურება ეკკლესიაში მარტო იმით ვერ შესრულდება, რომ მღვდელნი ხმამაღლა ლოცევბს წაიკითხავენ, მგალობელნი გალობას იტყვიან; უმთავრესი და უსაჭიროესი საქმე წირვის დროსა არის ის გრძნობა, ის სასოება, ის საიდუმლო, მხურვალე ვედრება ღვთისადმი, რომელიც მაშინ კაცს უნდა ჰქონდეს დაფარულად გულში. ამაზედ კიდევ უდიდესიც წირვის დროს არის ერთი რომელიმე საქმე. რომელი? ერთობა, შეერთება ყოველთა დიდთა და მცირეთა, მღვდელთა და ერთა, ქალთა და კაცთა, ერთი გრძნობითა, ერთი აზრითა, ერთის სიყვარულითა, და მოგვეც ჩვენ უფალო ერთითა გულითა და ერთითა პირითა დიდებად და გალობად, როგორც წირვაში ვსთხოვთ ღმერთსა. ეს არის ჭეშმარიტი ღვთის მსახურება და მსხვერპლის შეწირვა; ამას მოითხოვს და მიიღებს ღმერთი და არა მხოლოდ ხმა-მაღლა ლოცვის წაკითხვას და გალობას. მაშასადამე, შეიძლება, რომ საყდარში ზოგიერთი ღვთისმოყვარე ერისკაცი უმჯობესი წირვის შემასრულებელი იყოს, ვიდრე-ღა თვით მწირველი უდებებით - მღვდელი. მაგრამ მარტო საყდარში კი არ უნდა იყო შენ, ძმაო ერის კაცო, ღვთის საქმის მოქმედი, არამედ ყოველგან და ყოველთვის. სიტყვა და მცნება ღვთისა მოკლედ არ უნდა გვესმოდეს ჩვენ და ვიწროდ, ვრცელ არს მცნება შენი ფრიად და მონამან შენმან შეიყვარა იგი. ქრისტიანე ხარ, მონათლული ხარ, ღმერთთან შეერთებული ხარ, მაშასადამე ყოველთვის ღმერთს უნდა ემსახურებოდე, ყოველნი შენნი საქმენი, მრთელი შენი ცხოვრება ღვთის სადიდებლად უნდა იყოს. თუ გინდა უბრალო რაიმე სოფლიურ საქმეს აკეთებდე, მაინც ისეთი ხასიათი და მიმართულება უნდა მისცე იმ საქმეს, რომელ ისიც ღვთის საქმე იყოს; მაშასადამე, თუ რომელსამე ქრისტიანე კაცს არ ახსოვს თავისი წოდება და დანიშნულება, ცხოვრობს დაუდევნელად და უფიქრებელად, თავის მოვალეობას უდებებით ასრულებს, და მეტადრე ცოდვას არ ერიდება, და არცა ნანობს, ცუდს ზნეობას არ იცვლის, კეთილ და მადლიან საქმეს არ ეძებს, რასაკვირველია, რომ ამისთანა კაცს მომეტებულად ერგება ეს საშინელი სიტყვა ღვთისა: წყეულ იყავნ მოქმედნი საქმისა ღვთისასა უდებებით, რომელიც განაშოროს ჩვენგან უფალმან და მხსნელმა ჩვენმა იესო ქრისტემ. ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat