წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – თეოდორობის კვირიაკის ოთხშაბათსა, ზიარებად გამზადებულთა მიმართ.
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – თეოდორობის კვირიაკის ოთხშაბათსა, ზიარებად გამზადებულთა მიმართ.
ძმანო მართლ-მადიდებელნო! დადგა დიდი მარხვა, ჟამი ლოცვისა, სულიერისა მოღვაწეობისა, ზიარებად მომზადებისა. ამისთანა შემთხვევაში მომეტებულად საჭირო არის ჩვენგნით დარიგება, სწავლა და გაფრთხილება თქვენი. გარნა დღეს ჩემი საკუთარის სიტყვებით არ გეტყვით თქვენ სწავლას, არამედ წარგიკითხავთ ისაია წინასწარმეტყველითგან, თითქმის მრთელსა ორმოც და მეთვრამეტესა თავსა, რომელსა შინა წინასწარმეტყველი მშვენიერად აღგვიხსნის რა არის მარხვა, ლოცვა, როგორ უნდა იმარხვოს და ილოცოს კაცმან, თუ ჰსურს, რომ ლოცვა და მარხვა მისი იყოს ნაყოფიერი. თვით ღმერთმან უბრძანა ისაიას: ხმა ჰყავ ძლიერად და ნუ რიდებ, ვითარცა საყვირმან აღიმაღლე ხმა შენი და მიუთხრენ ერსა ჩემსა ცოდვანი მათნი და სახლსა იაკობისასა უსჯულოებანი მათნი (ისაია 58, 1). აღმასრულებელმან ესრეთისა ბრძანებისა, ისაია წინასწარმეტყველმა გამოუცხადა ებრაელთა ესრეთ: მეტყველთა ვითარმედ: ვიმარხვეთ და არა იხილე, დავიმდაბლენით სულნი ჩვენნი და არა სცან, რამეთუ დღეთა შინა მარხვათა თქვენთასა იპოებიან ნებანი თქვენნი და ყოველთა ხელის ქვეშეთა თქვენთა დაქენჯნით (58, 3,); ესე იგი ურიანი ხშირად მარხულობდენ, თავს დაიმდაბლებდენ, გარნა ღმერთი თითქო ყურადღებას არ აქცევდა მათ მარხვაზე; იგინი დრტვინვიდენ: არ მიხედა ღმერთმა ჩვენს მარხვასაო, ამისთვის ღმერთი პირითა წინასწარმეტყველისათა ეტყვის მათ, რომ თუმც მარხულობთო, გარნა თქვენს ნებას არ იშლითო. იპოვებიან ნებანი თქვენნი, და სტანჯავთო ხელ ქვეშეთა თქვენთაო. სასჯელთა და ლალვათა იმარხავთ და გვემთ თვით მწყვლელობით მდაბალსა, რასა იმარხავთ ჩემდა, რათა დღეს სასმენელ იქნეს ღაღადებისა მიერ ხმა თქვენი (58, 4). ესე იგი, თქვენ მარხულობთ ჩხუბისათვის და შფოთისათვისო, ისე არ იმარხავთ, რომ ხმა ლოცვისა თქვენისა აღვიდეს ღვთისადმი ზეცად.ძმანო მართლ-მადიდებელნო აქ, ამ სიტყვაზე წინასწარმეტყველისა ჩვენ უნებლიედ გაგვახსენდება ის, რაცა მრავალ გზის გამოგვიცდია და შეგვინიშნავს. ახლაც ქრისტიანეთა შორის მრავალნი პირნი მარხულობას რომ დაიწყებენ, გაუფუჭდებათ ხასიათი, შეიქნებიან ჯავრიანი, მეშფოთენი, უფრო ხშირად ეჩხუბებიან ერთმანეთს და უჩივიან. როგორც დადგება დიდი მარხვა, ან ქრისტეშობის მარხვა, გახშირდება ჩხუბი, შფოთი; ერთი სიტყვით სარკეა ზემო მოყვანილი სიტყვები წინასწარმეტყველისა ახლანდელისა ჩვენისა ზნეობისა. არა ესრე მარხვა გამოგირჩიე და დღე დამდაბლებისა კაცისა სულისა თვისისა, არც ამაოდ იდრეკთ, ვითარცა ჩალა ქედი შენი, არც ძაძა და ნაცარი დაიგეთ, არც ესე უწოდოს მარხვა შეწყნარებული დღე სათნო უფლისა. ამისთანა მარხვა არ გამომირჩევია და არ მიცნობებია შენთვისაო, არამედ ისეთი მარხვა, როდესაც კაცი, დამძიმებული დიდისა მწუხარებისაგან მოიდრეკს ქედსა, ვითარცა ლერწამი, ძაძასა და ნაცარსა დაიგებს და მდებარე არს მწუხარე და გლოვიარე. არა ეგე ვითარი მარხვა გამომირჩიე, იტყვის უფალი, არამედ განხსენ ყოველი საკვრელი სიცრუისა, დაარღვიენ ღვლარძნილებანი მძლავრებათაგანი, განავლინენ შეპყრობილნი მიტევებითა და ყოველი აღწერილი უსამართლო განხეთქენ. არა ამისთანა მარხვა ამოვირჩიე მეო, არამედ ისრეთი მარხვა, რომ დახსნა, მოსპო ყოველი სიცრუე, დაარღვიო ყოველი შენი უსამართლოებანი და გაჭირვებანი, რომელიც მიაყენე მოყვასთა შენთა, დახიო ყოველი უსამართლო ხელის წერილი, მოღებული მოყვასთა შენთაგან: მისცე მშიერსა პური შენი და გლახაკნი უსართულონი შეიყვანო სახლში. იხილო თუ შიშველი შემოსე, და იხილო თვისთაგანი თესლისა შენისათა, არა უგულებელს ჰყო. მშიერს პური აჭამეო, შიშველი შემოსეო, გლახაკი შეიყვანე შენს სახლშიო, შენ ტომთა და ნათესავთაგანს ნუ დასტოვებ შეუწევნელადო. მაშინ განეფინოს მსთვად ნათელი შენი და განკურნებანი შენნი მალე აღმოხდენ და წინავიდოდეს წინაშე შენსა სიმართლე შენი. თუ ასე იმარხავ, შენი სიმართლე განეფინოს, ვითარცა ცისკარი, და შენი საქმენი წინაშე შენსა ვიდოდენ და დიდებამან ღვთისამან გარემოგიცავს შენო. მაშინ ხმა ჰყო და ღმერთმან ისმინოს შენი, მერე იტყოდეღა შენ გრქვას: აჰა აქა ვარ, უკეთუ მოსპო შენგან საკვირველი. და ხელის დადება და სიტყვა დრტვინვისა.

რაღა დამატება უნდა ჩვენის მხრით მშვენიერთა ამათ სიტყვათა, მხოლოდ ერთს რასმეს გაგახსენებთ, ჩვენ ქრისტიანეთაგან ღმერთი მოითხოვს უდიდესსა სათნოებასა, ვინაიდგან უმაღლესიც მოგვცა მადლი, სახე და ღონე წმიდისა ცხოვრებისა. რას მოითხოვს ჩვენგან ღმერთი? იმას, რომ განვახლდეთ სულითა და გულით ისრე, რომ ვიყვნეთ ტაძარი სულისა წმიდისა. განიშორეთ თქვენგან, იტყვის წმინდა მოციქული პავლე – პირველისა მისებრ სვლისა თქვენისა, ძველი კაცი განხრწნილი გულის თქმისა მისებრ საცთურისა, და განახლდებოდეთ თქვენ სულითა მით გონებისა თქვენისათა. ამისთვის დააწესა წმიდამან ეკლესიამან მარხვა, ლოცვა, მომზადება ზიარებისადმი, ეს ნაყოფი უნდა ჰქონდეს აწინდელსა ჩვენსა მოღვაწებასა; რომელიცა, და მოგვცეს ყოველთა უფალმან და მხსნელმან ჩვენმან, იესო ქრისტემან. ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat