წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) - სიტყვა კვირიაკესა ზედა ფარისეველისასა და მეზვერისა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) - სიტყვა კვირიაკესა ზედა ფარისეველისასა და მეზვერისა
ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას. (ლუკ. 18,13).
მოკლე იყო ლოცვა მეზვერისა მის, გარნა იგი გამოდიოდა სიღრმიდან გულისა მისისა. ჩვენ მრავალ სიტყვებს ვიტყვით ლოცვაში, მაგრამ ისინი არიან ცალიერი სიტყვა, უქმი ხმა. ვლოცულობთ ერთხელვე მიღებულითა ჩვეულებითა, დაფანტულითა გონებითა, არ ვფიქრობთ, რას ვიტყვით, ან რას ვიქმთ. ამისთვის ძვირად მივიღებთ მას, რასაც ვითხოვთ ლოცვაში.

სამი ნაკლულევანება აქვს ჩვენს ლოცვას, რომლისა გამო იგი ხშირად არა თუ სასარგებლო შეიქნება, არამედ უკანონო და წინააღმდეგი. პირველად ჩვენ ვლოცულობთ მოუმზადებელად, მეორედ ვლოცულობთ, მაგრამ მართლა კი არ გვსურს გულ-წრფელად, რასაც ვითხოვთ, ბოლოს, ლოცვაში ერთსა ვითხოვთ, საქმით კი სხვას ვიქმთ.

ამისთვის განვიხილოთ, რა დიდი და როგორი უნდა იყოს ჩვენი გრძნობა და განწყობილება წინად ლოცვისა, თვით ლოცვის დროსა და შემდგომად ლოცვისა.

პირველ ლოცვასა საჭიროა მომზადება, დალაგება სულისა და გულისა. პირველ ლოცვისა დაწყებამდე განამზადე თავი შენი და ნუ იქმნები, ვითარცა კაცი გამომცდელი ღვთისა, იტყვის ისუ ზირაქი (18,23). კაცი ვინმე ხელმწიფესთან წარდგომად თუ მიდის, ბეჯითად მოამზადებს თავის თავს, უკეთესს ტანისამოსს ჩაიცვამს, სიტყვა-პასუხს მოამზადებს და დაალაგებს. ღვთის სახლში მიდიხარ, ღმერთს უნდა წარუდგე, ნუ თუ ეს შეიძლება მოუმზადებლად? წინადვე უნდა იფიქრო, ვინ ხარ შენ, სად მიდიხარ, რას აპირობ.

ვინ ვარ მე? ერთი საწყალი, ცოდვილი ქმნილება, მოკლებული ყოველსა სულიერსა ღირსებასა, სუსტი, მომაკვდავი. ღირსი ყოვლისა სასჯელისა, რომელსაც თავის თავად არაფერი აქვს, არაფერი შეუძლია.

სადა ვარ ახლა? წინაშე ღვთისა, რომლისაგან ძრწიან ხერუვიმნი და სერაფიმნი; და რომელსა შეუძლია ერთი წამისყოფით მტვრად გარდამაქციოს: გარნა ამასთანავე - წინაშე ყოვლად მოწყალისა მამისა, რომელი ხედავს ჩემს გულს და უყურებს, რა სულიერს ძღვენს მივართმევ მას.

რას ვაპირობ? უბნობას ღმერთთან, დიდების მეტყველებად ყოვლისა მპყრობელისა; მადლობის შეწირვად ყოვლად მოწყალისა, ლოცვად ყოვლის შემძლებელისა. ლოცვად და ვედრებად არა ჩემით და ჩემგან, არამედ სახელითა უფლისა იესო ქრისტესითა.

თვით ლოცვის დროს საჭიროა და მიუცილებელი, რომ ჩვენი გრძნობა, განზრახვა და სული ეთანხმებოდეს ლოცვაში წართქმულ სიტყვებსა, რომ ნამდვილად გვსურდეს ის, რასაც წარვსთქვამთ სიტყვებით. მაგალითებრ, როდესაც ჩვენ ვიტყვით: იყავნ ნება შენი, მაშინ არა არის ჩვენს გულში წინააღმდეგი ამ სიტყვებისა? ვსთხოვთ ღმერთსა, პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს, გარნა, ვაი, თუ საიდუმლოდ გულში გვაქვს აზრი ხორციელისა საზრდოისა, ხოლო სულიერნი მოთხოვნილებანი დაგვავიწყდა? ვიტყვით, გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, და ვაი, თუ გულში გვაქვს მიდრეკილობა და სიყვარული რომლისამე სიბოროტისა, ცოდვისა და ვნებისადმი!

"ჟამსა ლოცვისა კაცი, მზგავსად მათხოვარისა წარსდგება კარის ბჭესა ზეციერისა მამისასა", ამბობს ნეტარი მამა ავგუსტინე; დაუკვირდით გლახაკსა, როდესაც იგი ითხოვს მოწყალებასა: მისი სახე, მოძრაობა, ხმა, ყოველიფერი გამოხატავს მისსა გაჭირვებასა და ღრმასა სურვილსა, რომ შეიბრალონ იგი. თვითონ ჩვენც, მძიმესა და ძნელსა გაჭირვებასა შინა მყოფნი რომ გამოვსთხოვთ შემწეობას ვისმე, ყოველ ღონეს ვხმარობთ, რომ მივიღოთ შემწეობა, თვალში ვუყურებთ, ხმა აღელვებული გვაქვს, სხვას რაფერს არ ვფიქრობთ მაშინ; თუ უარი გამოგვიცხადეს, მაშინ ვითხოვთ კიდევ მომეტებულითა გულმოდგინებითა. ნეტავი ღმერთს ვევედრებოდეთ ისე გულმოდგინედ, როგორც ვეხვეწებით ზოგჯერ კაცს. მართალია ზოგიერთ შემთხვევაში ღმერთსაც კი ვევედრებით ადუღებული გულითა და ანთებული გონებითა: ეს მაშინ, როდესაც შიში სიკვდილისა, ანუ რომელიმე სხვა საშინელი უბედურება მოგვადგება ჩვენ. ამ შემთხვევაში ლოცვა ჩვენი იქმნება ერთობ ერთგული და მდუღარე, ამისთვის, რომ იგი გამოდის სიღრმისაგან გულისა. მაშინ თვით ჩვენი სული მხურვალედ იმას ეძიებს, რასაც ბაგენი გამოთქვამენ.

შემდგომად ლოცვისა საჭიროა, რომ თვით საქმით ვეძებდეთ და ვასრულებდეთ მას, რაც ვთხოვეთ ღმერთს ლოცვაში. კაცმა რომ გაიგონოს ის სიტყვები, რომელთა ჩვენ წარმოვსთქვამთ ლოცვაში, იფიქრებს, რომ ჩვენ ვართ სრულნი და ბეჯითნი ქრისტიანენი, მაგრამ ასე არისა?

შენ ლოცულობ ღმერთს, რომ წმინდა იყოს სახელი მისი, მოვიდეს სუფევა მისი, იყოს ნება მისი; რა იქმნება ამაზედ უკეთესი? გარნა ნაცვლად მისსა, რომ თვით ჩვენის ცხოვრებით წმინდა ვყოთ სახელი მისი, ჩვენ თვითონ ვგმობთ მას და ვაძლევთ მიზეზსა ურწმუნოთა კაცთა, მხედველთა ჩვენთა, განკიცხვად ჩვენისა სჯულისა. ნაცვლად მისსა, რომ მივსცეთ ადგილი გულთა შინა ჩვენთა სუფევასა მისსა, ჩვენი გული მორჩილია ცოდვისა და სოფლისა. ვიტყვით: მამაო! იყავნ ნება შენი. გარნა ჩვენ კი ათასი რაიმე გვნებავს, რომელიც არა ნებავს ღმერთსა; და რაიცა ღმეთსა ნებავს, ჩვენ იგი არა გვსურს. შენ თხოულობ პურსა არსობისასა. და ამასთანავე ბოროტად ხმარობ იმასაც, რაც გაქვს, რაც მოგცა კიდეც ღმერთმა; ერთ საღამოს დახარჯავ იმდენს რაიცა ათს სულს გლახაკს მრთელი წელიწადი გამოზრდიდა. შენ ყელამდი სავსე ხარ ყოვლითა სიკეთითა, და მახლობლად შენი სახლისა ზოგიერთნი შიმშილით კვდებიან. შენ არ შრომობ, უქმად ატარებ შენს დღეს, თუმცა შენც მოვალე ხარ, მზგავსად სხვათა კაცთა ოფლითა შენითა სჭამდე პურსა შენსა. თხოვ ღმერთსა პურსა არსობისასა (რომელიც ბრძანებს?) რომელიც არა შრომობს, არც უნდა სჭამდესო.

ჩვენ განვაგრძობთ კიდევ ლოცვაში: და მოგვიტევენ ჩვენ შეცოდებანი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ შეცოდებათა, და გული კი ხშირად სავსე გვაქვს შუღლითა და სიძულვილითა მტერთადმი. ნუ შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, და თვითონ კი ხშირად ვეძიებთ და ვემორჩილებით განსაცდელსა. გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, და გულში კი ვმალავთ ბოროტსა, ცოდვასა, ვნებასა. ამ სახით საქმენი ჩვენნი სრულიად წინააღმდეგნი არიან ლოცვათა და ვედრებათა ჩვენთა.

მრწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი, აღვიარებთ ჩვენ ლოცვაში, და უფალი იესო ქრისტე ძე ღვთისა და სული წმიდა, აღვიარებ ერთსა ეკლესიასა და სხვა...

მშვენიერი აღსარებაა! გარნა, თუ შენ მართლა გულწრფელად აღიარებ ამას, რაისთვისღა ხშირად ისე ლაპარაკობ, და ისე ცხოვრობ, თითქოს ღმერთი სრულიად არ იყოს ქვეყანაზედ? თუ იგი შენი ღმერთია, სად არის პატივი, რომელსაც შენ უნდა აძლევდე მას? თუ ის შენი მამა არის, სად არის ის სიყვარული, რომელიც ეკუთვნის მას? თუ შენ გრწამს უფალი იესო ქრისტე, საითგან არის ისა, რომ შენ სოფლის თქმას და ჩვეულებას უფრო უსმენ, ვიდრეღა სახარებას? შენ გრწამს სულიწმიდა, ეკლესია; მაშ რისთვისღა უგდებ ყურს ყოველთა ზღაპართა და სიცრუეთა სოფლიურთა, ანუ ღვთის წინააღმდეგ სიტყვათა ცრუ სწავლულთასა, და არა ისმენ, რასაც გეტყვიან მწყემსნი ეკკლესიისანი? რა სარგებელი არს შენთვის, რომ დილით და საღამოთი ღაღად-ჰყო "მწამს ღმერთი", და ცხოვრობ, ვითარცა ურწმუნო.

დასასრულ, ძმანო ქრისტიანენო, დავსძინებ: როგორადაც შეუძლებელია, რომ კეთილად იცხოვროს კაცმა, თუ კეთილი ლოცვა არ იცის, ვინაითგან ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია გარეშე ღვთის მადლისა, მზგავსადვე, შეუძლებელია კეთილად, ნაყოფიერად ილოცოს კაცმა, თუ არ სურს ატაროს ქრისტიანულად ცხოვრება. ჩვენ ცუდად ვსცხოვრობთ მისთვის, რომ ცუდად ვლოცულობთ; გარნა მეორე მხრით, ცუდად ვლოცულობთ მისთვის, რომ ცუდი ცხოვრება გვაქვს. ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat