წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
ცოდვა და რწმენა ერთად ვერ იარსებებს: რწმენას აუცილებლად უნდა ერთვოდეს სათნოებაც.
***
თავმაღლობა ცოდვების დავიწყებას იწვევს, რადგან მათი გახსენება სიმდაბლის მომტანია.წმინდა იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)
ერთხელ და სამუდამოდ უთხარი ცოდვას: "მე შენი მტერი ვარ" და ყოველი განსაცდელის წინ ყოველ მზაკვარ აზრს მიმართე: "მე შენი მტერი ვარ".
***
მცირე ცოდვებიც არ არის მცირე.***
როგორც კი შესცოდავ, მაშინვე შეინანე.***
ყველას უკან თავისი სარკე აქვს და იქ ჩანს მათი ცოდვები.***
შიში მხოლოდ ერთი უნდა გქონდეს, ცოდვების შიში და სხვა არაფრისა გეშინოდეს. წმინდა არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)
ცოდვილისთვის დღესასწაული არ არსებობს.
***
ბოროტი შენაძენი ბოროტადაც დაიხარჯება.***
უფრთხილდი მცირეს, რათა დიდში არ ჩავარდე.***
ერთ ცოდვას ყოველთვის მეორესთან მივყავართ.წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი
არასდროს გეშინოდეს სასჯელის, მაგრამ გეშინოდეს ცოდვის, რაც სასჯელს წარმოშობს.
წმინდა იოანე ოქროპირი